ბელიზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბელიზი (მრავალმნიშვნელოვანი).
ბელიზი
Belize
ბელიზი
ბელიზის
დროშა გერბი
დევიზი: Sub Umbra Floreo
ჰიმნი: Under the Shade I Flourish
დედაქალაქი ბელმოპანი
17°15′ ჩ. გ. 88°46′ დ. გ. / 17.250° ჩ. გ. 88.767° დ. გ. / 17.250; -88.767
უდიდესი ქალაქი ბელიზი
ოფიციალური ენა ინგლისური ენა
მთავრობა საპარლამენტო დემოკრატია და
კონსტიტუციური მონარქია
 -  დედოფალი ელისაბედ II
 -  გენერალ-გუბერნატორი სერ კოლვილ იანგი
 -  პრემიერ-მინისტრი დინ ბაროუ
ფართობი
 -  სულ 22,966 კმ2 (150-ე)
 -  წყალი (%) 0.7
მოსახლეობა
 -  2008 შეფასებით 301,270 (175-ე)
 -  სიმჭიდროვე 13 ად. კაცი/კმ2 (202-ე)
მშპ (მუპ) 2006 შეფასებით
 -  სულ $2,098 მილიარდი (163-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $8,400 (76-ე)
აგი (2007) 0.777 (საშუალო) (80-ე)
ვალუტა ბელიზის დოლარი (BZD)
დროის სარტყელი UTC -6სთ.
Internet TLD .bz
სატელეფონო კოდი 501

ბელიზი (ინგლ. Belize) — სახელმწიფო ცენტრალურ ამერიკაში, 1973 წლის 1 იანვრამდე ბრიტანეთის ჰონდურასი.

ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მექსიკა, დასავლეთიდან — გვატემალა. ბელიზის აღმოსავლეთით მდებარეობს კარიბის ზღვა და კარიბის კუნძულები. 1981 წლამდე ბრიტანეთის კოლონიას წარმოადგენდა. 1981 წლიდან, დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ბელიზი ერთა თანამეგობრობის წევრია. ეროვნული დღესასწაულია დამოუკიდებლობის დღე – 21 სექტემბერი. ბელიზი ერთადერთი ინგლისურენოვანი სახელმწიფოა ცენტრალურ ამერიკაში. ასევე ერთადერთი სახელმწიფოა ამავე რეგიონში, რომელსაც წყნარ ოკეანეზე გასასვლელი არ აქვს.

გეოგრაფია და ბუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელიზი ცენტრალური ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში, კარიბის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ჩრდილოეთიდან მას მექსიკური შტატი, კინტანა როო, ესაზღვრება, დასავლეთიდან ზუსტად დაუდგენელი სასაზღვრო ხაზი გამოყოფს გუატემალის დეპარტამენტ - პეტენისგან, ხოლო მისგან სამხრეთით გუატემალის დეპარტამენტი იზაბალი მდებარეობს. გუატემალასა და ბელიზს შორის ზუსტი საზღვრების დაუდგენლობა გამოწვეულია მათ შორის კარიბის ზღვაში მყოფი 100 კუნძულის გამო მომხდარი კონფლიქტით. რაც შეეხება ბელიზის აღმოსავლეთ ნაწილს, აქ მსოფლიოში სიგრძით მეორე, 386 კმ სიგრძის ბარიერული რიფია გადაჭიმული. ქვეყნის ფართობი 22,960 კმ2-ს შეადგენს. იგი ფართობით ოდნავ აღემატება ელ სალვადორს, ისრაელს, ნიუ-ჯერსისა და უელსს.  [1]

ბელიზს მართკუთხედისმაგვარი ფორმა აქვს, რომლის სიგრძეც(დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე) 100 კმ, სიგანე(ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე) კი 280 კმ-ია. მდინარე ონდო და სარსტუნი ქვეყნის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილების ბუნებრივი გეოგრაფიული საზღვრების როლს ითავსებენ. ქვეყნის დასავლეთ ნაწილს ბუნებრივი გეოგრაფიული საზღვარი არ გააჩნია.

ბელიზის ჩრდილოეთ ნაწილი უმეტესად სწორი, ჭაობიანი სანაპირო დაბლობისგან შედგება, თუმცა ზოგან ტყიანი ადგილიც ჭარბობს. ქვეყნის პატარა ფართობის მიუხედავად, მისი ფლორა საკმაოდ მრავალფეროვანია და რეგიონთა მიხედვით განსხვავდება. სამხრეთ ნაწილში მაიას მთაგრეხილია გადაჭიმული. ბელიზის უმაღლეს მწვერვალს Doyle’s Delight (სიტყვასიტყვით „დოილის აღტაცება“) ეწოდება და სიმაღლეში 1,124 მეტრს აღწევს.

ბელიზის უსწორმასწორო გეოგრაფიის მიერ შექმნილი სანაპირო ზოლი და ჯუნგლი შეუმჩნეველი არ დარჩენილა ნარკოტიკის კონტრაბანდისტებისათვის. ისინი ქვეყანას ნარკოტიკის მექსიკაში გადასატანად იყენებენ. 2011 წელს, აშშ-მ ბელიზი ერთ-ერთ ძირითად ნარკოტიკის შემომტან და მწარმოებელ ქვეყნად დაასახელა.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელიზს ტროპიკული კლიმატი ახასიათებს. იგი ძირითადად მკვეთრად სველი და მშრალი სეზონებით გამოირჩევა, თუმცა შესამჩნევი განსხვავებები მაინც იგრძნობა სხვადასხვა რეგიონის ჰავას შორის. ტემპერაეტურა დამოკიდებულია რეგიონის ზღვის დონიდან სიმაღლეზე, სანაპიროსთან სიახლოვეზე, და კარიბის ჩრდილოეთის ქარებზე. სანაპირო ტერიტორიაზე საშუალო ტემპერატურა იანვარში 24°C, ხოლო ივლისში 27°C-ია. ბელიზის ცენტრალურ (არასაზღვაო) ნაწილში ტემპერატურა უფრო მაღალია, თუმცა ეს არ ეხება მთაგორიან ტერიტორიას, მაგალითად, პინ რიჯის მთას, სადაც მთელი წლის მანძილზე საგრძნობლად გრილა. საერთო ჯამში, სეზონები ერთმანეთისგან ნალექის რაოდენობითა და ნესტიანობით უფრო განსხვავდება, ვიდრე ტემპერატურით. ადგილობრივებიც, სეზონებს სწორედ ამ მახასიათებლით ყოფენ. მათთვის არ არსებობს ცივი და ცხელი, მაგრამ არსებობს სველი და მშრალი სეზონები. მშრალი სეზონი, რომლის განმავლობაშიც ტროპიკული წვიმა უფრო იშვიათია, თებერვლიდან მაისის ბოლომდე გრძელდება. სველ სეზონს თავსხმა წვიმის უეცარი მოვარდნა ახასიათებს. განსაკუთრებით კი - ღამისა და დილის საათებში. სველი სეზონი აგრიკულტურულ საქმიანობას ართულებს და ძალიან ხშირად აფერხებს სატყეო სამუშაოებს. თავსხმა წვიმა ნიადაგს მნიშვნელოვანი მინერალებისგან რეცხავს, რაც ართულებს მოსავლის მოყვანას. ასევე ართულებს თევზაობის პროცესს: ამ პერიოდში მეთევზეებს უმეტესი დროის გატარება პორტში უწევთ. წვიმები ხელს უშლის მოსახლეობას სახლიდან გასვლასა და უამრავი სახის საქმიანობის წარმართვაში. იგი ასევე აფერხებს ტრანსპორტით გადაადგილებას, რაც თავისთავად უშლის ხელს სოფლების სურსათითა და სხვა სახის საჭირო ნივთებით მომარაგებას.

საშუალოდ, ნალექის რაოდენობა ჩრდილოეთსა და დასავლეთში დაახლოებით 1,350 მმ-ია, უკიდურეს სამხრეთში კი 4,500 მმ-ს აჭარბებს. ნალექის რაოდენობის თვალსაზრისით ყველაზე დიდი განსხვავება შეინიშნება ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც იანვრიდან მაისამდე თვეში 100 მმ-ზე ნაკლები ნალექი მოდის. მშრალი სეზონი სამხრეთში უფრო მოკლეა და მხოლოდ თებერვლიდან აპრილამდე გასტანს.  კიდევ უფრო მოკლე, ნაკლებად წვიმიან პერიოდს, რომელიც ივლისში ან აგვისტოში შეინიშნება თავსხმა წვიმების შემდგომ, „ოდნავ მშრალ“ პერიოდს უწოდებენ.

ბელიზის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი და გამანადგურებელი როლი ითამაშა ქარიშხალმა. 1931 წელს უცნობი სახელის მქონე ქარიშხალმა ბელიზის ყველაზე დიდ ქალაქ ბელიზში გაანადგურა შენობათა ორი მესამედი ნაწილი და შეიწირა 1,000-ზე მეტი ადამიანი. 1955 წელს კი ქარიშხალმა, სახელად ჯანეტმა, მიწასთან გაასწორა ქალაქი ქოროზალი. მომხდარიდან 6 წლის შემდეგ, ქარიშხალი ჰეტი 300 კმ/სთ სიჩქარით დაატყდა თავს ქეყნის ცენტრალურ სანაპიროს. 30 წლის მანძილზე ქალაქ ბელიზის მეორედ განადგურებამ დედაქალაქის ბელმოპანში გადატანა გამოიწვია.

ქარიშხლების სერია გაგრძელდა. 1978 წელს ქარიშხალმა გრეტამ 25 მილიონი აშშ დოლარის ზარალი მიაყენა ბელიზის სამხრეთ სანაპიროს. 2001 წლის 9 ოქტომბერს კი ქარიშხალი ირისი 233 კმ/სთ სიჩქარით, მეოთხე კატეგორიის შტორმის სახით დაატყდა თავს მანქი რივერ თაუნს, რის შედეგადაც სოფლებში სახლების უმეტესობა დაინგრა და განადგურდა ბანანის მოსავალი. 2007-ში მეხუთე კატეგორიის ქარიშხალმა, სახელად დინმა, ბელიზის ჩრდილოეთ ნაწილი საგრძნობლად დააზიანა.

ყველაზე თანამედროვე და გამანადგურებელი შედეგების მქონე მეორე კატეგორიის ქარიშხალი იყო რიჩარდი, რომელიც 2010 წლის 25 ოქტომბერს ქალაქ ბელიზიდან 32 კმ-ში ამოვარდა, შემდეგ კი ახალი დედაქალაქისკენ გადაინაცვლა და 17.4 მილიონი აშშ დოლარის ზარალი გამოიწვია.[2]

ბიომრავალფეროვნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელიზის უნიკალური მდებარეობა, მისი ორ კონტინენტს შორის გადაჭიმულობა, ქვეყნის რეგიონებს შორის არსებული განსხვავებული კლიმატი და პირობები განსაზღვრავს ქვეყანაში ცოცხალი ორგანიზმების მრავალფეროვნებას. ეს ყოველივე კარგ საცხოვრებელ გარემოს ქმნის 5,000 სახეობის მცენარისა და ასეულობით სახეობის ცხოველისათვის.

ფლორა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელიზის ტერიტორიის 60%-ზე მეტი ტყეს უკავია, 20%  სათეს ფართობსა და ადამიანთა საცხოვრებლებს უჭირავს, ხოლო დარჩენილი ნაწილი სავანა და წყლიანი ტერიტორიაა. ვინაიდან და რადგანაც ბელიზი სამხრეთ მექსიკიდან პანამამდეა გადაჭიმული და გარკვეულ ბიოლოგიურ დერეფანს ქმნის, მისი ბიომრავალფეროვნება - როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო - მდიდარია ფლორითა და ფაუნით.

სულ ბელიზში 700-მდე ხის სახეობაა. სოფლებში ოჯახების უმეტესობას საკუთარ ეზოში აქვს დარგული ქოქოსის ხეები, ხილის რამდენიმე ხე, საყოფაცხოვრებოდ გამოსადეგი და სამედიცინო დანიშნულების მცენარეები და ბუჩქები. ძირითადად ეს მცენარეებია: ანანასი, პაპაია, კრაბო(ყვავილოვანი მცენარე პატრა, ყვითელი, ალუბლისმაგვარი ნაყოფით), კეშიუ(თხილის სახეობა), ანონა, ყელიანი გოგრა, წიწაკა, ბამბის ხე, ტკბილი კარტოფილი და ა.შ. ბელიზის ნაციონალური ხეა წითელი ხე(Mahogany Tree)

ბელიზის მოსახლეობა საჭმლისა და წამლების უმეტეს ნაწილს თავისივე მოყვანილი მოსავლიდან იღებს.  ვისაც სახნავ-სათესი მიწები არ გააჩნია, ბაღი და ბოსტანი აქვს. ბავშვები საკმაოდ ახალგაზრდა ასაკიდან სწავლობენ მოსავლის მოყვანას.

ხილიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ქოქოსია, რადგან მისი ზეთი ცხიმის სახით გამოიყენება, ხოლო რძით სხვადასხვა სახის ფაფას აკეთებენ. ველური ხილი სადილის ნაწილად არ ითვლება თუმცა დღის მანძილზე წახემსების სახით მას დიდი რაოდენობით იღებენ. ველური ხილიდან პოპულარულია „ზღვის ყურძენი,“  იოაკო, ნანსისი და ა.შ. ვინც სკას გადააწყდება, აუცილებლად აგროვებს ველურ თაფლს. მშრალ სეზონზე ჩეხავენ ტყეს და აგროვებენ შეშას.

დამუშავებული მიწის ნახევარზე მეტი განკუთვნილია მანიოკის(მანიჰოტის) მოსაყვანად. არსებობს მანიოკის უამრავი სახეობა. ძირითადად გამოირჩევა ორი კლასი: ტკბილი და მწარე. ყველაზე მნიშვნელოვანი ტკბილი სახეობაა იუკა კინა, იუკა პონკი, იუკა იდუდუ და არაკა. ლეგენდის მიხედვით, არაკა იყო პირველი მანიოკის სახეობა, რომელიც ადამიანმა მოიყვანა.

ბელიზში საკმაოდ პოპულარულია და ნაციონალურ ყვავილად ითვლება შავი ორქიდეა. სულ ბელიზში დაახლოებით 250 სახეობის ორქიდეაა გავრცელებული.

 ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც ფლორა, ასევე ბელიზის ფაუნაც მდიდარია და გამოირჩევა მრავალფეროვნებით. ტროპიკულ ტყეებში უხვად არიან რეპტილიები. კონკრეტულად, ხვლიკები და გველები ჭარბობენ. მსოფლიოში არსებული კუს 8 სახეობიდან 3 სწორედ ბელიზში ცხოვრობს. ისინი გადაშენების პირას მყოფ ცხოველთა სიაში არიან შეტანილნი და ტურისტებს მათი პატივისცემა ევალებათ. ბელიზში გავრცელებულია 2 სახის ნიანგი. ასევე ხშრია ვამპირი ღამურები, რომლებიც ჯანმრთელობის მტრად მიიჩნევიან, რადგან ცოფის მთავარი გადამტანნი არიან. მათ ფეკაელებს შეუძლიათ ცოცხალი ორგანიზმებისა და მათი საკვების ინფიცირება.

ბელიზში მწერების უამრავი სახეობა არსებობს. კოღოებს, ქვიშის ბუზებს, მკბენარა ბუზებს, ქინქლებს და ტკიპებს დაავადების გადატანაში უდიდესი წვლილი მიუძღვით. მოსახლეობის დიდი ნაწილი ხშირად წვავს ფოთლებსა და ხეებს, რათა კვამლმა მწერები განდევნოს.

ქვეყანა გამოირჩევა ჩიტების მრავალი სახეობითაც. აქ ცხოვრობს ადგილობრივი წარმოშობის 530 ჩიტი და ჩრდილოეთ ამერიკიდან მიგრირებული 200 სახეობა.

ბელიზის მოსახლეობას თითქმის ყოველდღიური შეხება აქვს ზღვასთანაც, რომელიც ასევე მდიდარია ცოცხალი ორგანიზმების სხვადასხვა სახეობით. როგორც ამბობენ, ბელიზს ზღვის ძროხების ყველაზე დიდი პოპულაცია გააჩნია. გავრცელებულია დელფინების სხვადასხვა სახეობა.

ბელიზში გავრცელებული დიდი კატების ოჯახის 5 წარმომადგენელთა შორის განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობს იაგუარი.[1][3]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელიზი ცენტრალური ამერიკის ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფოა, რომელმაც ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობა მხოლოდ 1981 წელს მოიპოვა. მისი ისტორია შესამჩნევლად განსხვავებული იყო გარშემომყოფი რესპუბლიკებისაგან თითქმის მე - 17 საუკუნის შუა წლაბამდე. მართალია, რომ მისი უდიდესი ნაწილი ესპანეთის მიერ იყო კოლონიზებული მე - 16 საუკუნეში, თუმცა მან ბელიზს მისცა მისი დღევანდელი კულტურა, ასევე, სოციალური და პოლიტიკური სტრუქტურა.

ფართოდაა გავცელებული მოსაზრება, რომ ამ რეგიონში გამოჩენილი პირველი მაცხოვრებლები იყვნენ ქვის ხანის პერიოდის მონადირე - შემგროვებელი ადამიანები, რომელებიც ქრისტეს შობამდე დაახლოებით 25 000 წლის წინ მოხვდნე ამ ტერიტორიაზე აზიიდან ბერინგის სახმელეთო ხიდის გადმოკვეთით. ამის შემდეგ ისინი სწრაფად გავრცელდნენ სამხრეთში.

არსებობს მოსაზრება, რომ ქრისტეს შობამდე 2000 წელს დღევანდელი ბელიზის ტერიტორია, რომელიც მოიცავდა სავანებსა და ფართო ფოთლოვან ტყეებს, იყო იმ უზარმაზარი ტერიტორიის ნაწილი, რომელიც ცნობილი, როგორც მესოამერიკა. ის გადაჭიმული იყო ჩრდილოეთ ცენტრალური მექსიკიდან ელ სალვადორსა და ჰონდურასამდე. კულტურები, რომლებიც განვითარდნენ ამ ტერიტორიაზე საერთო ჰქონდათ რამდენიმე ნიშანი, მათ შორის რთული კალენდარული სისტემა, იეროგლიფური დამწერლობა, საერთო რელიგია და მაღალ ორგანიზებული, ფენებად დაყოფილი საზოგადოება. ბელიზისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მაის ტომი, რომელთა კულტურაც აქ გამოჩნდა ქრისტეს შობამდე 2500 წლის წინ.

შუნანტუნიჩი, მაიას ტომის არქეოლოგიური ძეგლი

ევროპელთა ჩამოსვლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფართოდ გავრცელებულ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც ევროპელთა ჩამოსვლის დროს ბელიზი ფაქტიურად მიტოვებული იყო, დღეს ამ მოსაზრებას ეჭვის თვალით უყურებენ. 1500 წლისათვის ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობა, რაც ორასი ათასს შეადგენდა, იყო ისეთივე, როგორც ის დღეს არის. ესპანელმა მეზღვაურებმა თვალი მელეთის ამ მატერიკს თვალი ჯერ კიდევ ადრეულ მე - 16 საუკუნეში დაადგეს, თუმცა ხმელეთამდე მივიდნენ მხოლოდ 1511 წელს, როცა გემის კატასტროფის შემდეგ გადარჩენილ მეზღვაურთა მცირე ჯგუფმა მიაღწია იუკატანის სამხრეთ სანაპიროს. ხუთი მათგანი მაშინვე დაიღუპა, ხოლო დანარჩენები მონებად გაიხადეს, თუმცა ერთ - ერთი მათგანი მაინც უნდა გაქცეულიყო და აღედგინა კავშირი თავის თანამემამულეებთაან, რადგან, როცა ერნან კორტესმა მიაღწია კოსუმელის ნახევარკუნძულს 1519 წელს, მან უკვე იცოდა ორი გადარჩენილი დამონებული მეზღვაურის შესახებ და გააგზავნა საჩუქრები მათ გამოსასყიდად. მათგან ერთ - ერთი, ჯერონიმო დე აგილარი დაუყოვნებლივ შეუერთდა კორტესს, ხოლო მეორემ, გონსალო გარერომ, უარი თქვა. ის უკვე დაქორწინებული ჩეტუმალის ბელადის ქალიშვილზე. არქეოლოგი ერიკ ტომპსონი მას მოიხსენიებს პირველ ევროპელად, რომელმაც ბელიზზე საკუთარი სახლი იპოვა.

ესანელებს გაგონილი ჰქონდათ ამბები ამ ტერიტორიაზე ოქროს არსებობის შესახებ. მათ დაიწყეს ეპიკური მარში სან ჯილ დე ბუენა ვისტასკენ. 140 ესპანელმა ჯარისკაცმა და 3000 - მა ინდიელმა გადაკვეთეს მაიას ტომების საცხოვრებელი ტერიტორიები. ტაიაზალთან, ტბა პეტენ იტზასთან მათ წინ შემოეგება იტზას ბელადი, რომელსაც გაგონილი ჰქონდა მექსიკაში კორტეზის სასტიკი დაპყრობების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთით, მექსიკისაკენ გაცურვამდე კორტესს ჯერ კიდევ არ ჰქონდა გაცნობიერებული, რომ იუკატანი კუნძული არ იყო.

დაპყრობების ცდა და მაიას დაპირისპირება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანელთათვის ადვილი გამოდგა ისეთი მაღალ ორგანიზებული იმპერიების დაპყრობა და „ცოცხალი ღმერთი“ ლიდერების მოკვლა, როგორებიცაა აცკეტები და ინკები, თუმცა დღევანდელი იუკატანისა და ბელიზის ტერიტორიაზე არსებული მაიას პროვინციბის დამორჩილება რთული გამოდგა. ამის ერთ - ერთი მიზეზი იყო ის, რომ მათი ლიდერები მტერთან გამკლავებას ძირითადად მათთან ბრძოლით ან დროებითი კავშირების ფორმირებით ცდილობდნენ.

1528 წელს ფრანცისკო დე მონტეგომ მიიღო იუკატანისა და კოზუმელის კუნძულების დაპყრობსი ნებართვა. მისი ლეიტენანტი ალონსო დავილა კი წარუძღვა ექპედიციას სამხრეთისაკენ. თუმცა არც ერთი მათგანი არ იყო წარმატებული. ორივე მათგანი შეეჩეხა მტრულად განწყობილ მაიას ტომებს. დავილა იძულებული გახდა უკან დახეულიყო. მისი მეორე შეტევა 1531 წელს უფრო წარმატებული აღმოჩნდა. მან აიღო ქალაქი ჩეტუმალი,  მაიას ჯარებს კი დევნიდნენ ბელიზის სამხრეთ სანაპიროდან ჰონდურასისაკენ.

მე - 16 საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო მისიების შექმნა. ესპანელები დიდი ძალისხმევის საფასურად ამყარებდნენ თავიანთ ძალაუფლებას განსაკუთრებით ჩრდილოეთ ბელიზში. 1618 წელს ესპანელნმა მღვდლებმა, რომლებიც სტუმრად იყვნენ ტიპუში დასაჯეს მაია კერპაბის გაღმერთების გამო. მაის ტომები გამუდმებით უწევდნენ წინააღმდეგობას, თუმცა ყველაზე მწვავე იყო 1638 წლის, რომელმაც იძულებული გახადა ესპანელები მიეტოვებინათ ჩეტუმალი და ტიპუ სრულიად და მეტ - ნაკლებად სამუდამოდ.

მე - 17 საუკუნის შუა წლებისათვის ესპანელთა მუდმივი დასახლება იყო ბელიზში, სამხრეთ იუტაკანსა და გვატემალაში. ხოლო მე - 17 საუკუნის დასასრულს ესპანელთა ძალაუფლება გადაჭიმული იყო ვრცელ ტერიტორიაზე კამპეჩედან ნიკარაგუამდე. ამ პერიოდისათვის ცენტრალური ამერიკა, ასევე, მოექცა ბრიტანეთის ტერიტორიების ამბიციების სფეროში, რამაც გამოიწვია მათ შორის კონლიქტი. 

ბრიტანეთის დაპყრობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არ არსებობს რაიმე ცნობა იმის შესახებ, რომ ბრიტანეთს ჰქონდა რაიმე სახის მუდმივი ად დროებითი დასახლება 1700 წლამდე. მას ცენტრალურ ამერიკაზე ფეხის მოკიდებაში ასევე ეცილებოდნენ საფრანდეთი და ნიდერლანდები. თავდაპირველად ბრიტნეთის ძირიტადი ინტერესი ხე - ტყე და მისით ვაჭრობა იყო. თუმცა, რაც უფრო ღრმად მიიწევდნენ ხის მჭრელები ტყეშებში, მით მეტად უხდებოდათ მაიას ტომებთან კონტაქტი, მიუხედავად იმისა, რომ მათი კოლონიზების სურვილი არ ჰპონდათ, მაინც არსებობს ცნობები მეკობრეების მიერ მათი დატყვევების და იამაიკაში მონათა ბაზარზე გაყიდვის შესახებ. მაია დაავადებებისა და დეპოპულაციის გამო იმდენად იყო დასუსტებული, რომ ძალა აღარ შესწევდათ წინააღმდეგობა გაეწიათ მათთვის.

ბელიზის ტერიტორაზე აფრიკელ მონათა პირველი გამოჩენა ფიქსირდება 1724 წელს, ისინი ძირითადად ასრულებდნე სახლის საქმიანობას და მუშაობდნენ ფერმებში.

მეთვრამეტე საუკუნეში გაიზარდა ესპანელთა შეტევები. განსაკუთრებით 1739 წლიდან 1754 - მდე ბრიტანეთს უხდებოდა ბრძოლა როგორც ესპანეთთან ასევე საფრანგეთთან. 

მეოცე საუკუნე და ბელიზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეოცე საუკუნისათვის ბელიზი ბრიტანეთის იმპერიის განუყოფელი კოლონია იყო. 1901 წლის აღწერით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 37500, რომელთაგანაც ადგილობრივი იყო 28500. ძირითადად ფიზიკურ სამუშაოს შავკანიანები ასრულებდნენ. ყოფილი მონების შთამომავლები ცნობილი იყვნენ, როგორც კრეოლები. მათი შრომის ანაზღაურება დაბალი იყო და ნარჩუნდებოდა, ასევე, მკაცრი კონტროლი. მათი მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა მომდევნო საუკუნეში.

ბელიზელები ძალას არ იშურებდნენ საკუთარი მშობელი ქვეყნის დასაცავად, მაგრამ შავკანიან ჯარისკაცებს არ აძლევდნენ თეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებას, ამის გამო ისინი განათავსეს ბრიტანეთის შრომით ბატალიონებში. 1919 წელს მათი უკან დაბრუნებისას იმედგაცრუებამ და დამცირებამ გამოიწვია მათი მწვავე ძალადობრივი აფეთქება, მათ შეუერთდა ათასობის ბელიზელი მოსახლეობა, პოლიციის ჩათვლით. ძარცვის ად საზოგადოებრივი უწესრიგობის ეს სცენები ითვლება შავკანიანთა ცნობიერების პირველ გამოღვიძებად და დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვის დასაწყისად.

მეორე მსოფლიო ომმა ბელიზის მოსახლეობას საუალება მისცა ემუშავათ საზღვარგარეთ, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ უკან დაბრუნებულ ჯარისკაცთა და მუშათა მდგომარეობა პირველთან შედარებით უკეთესი იყო.

1964 წელს ბელიზი გახდა დამოუკიდებლად მართვადი კოლონია, მას უკვე ერთი ნაბიჯი აშორებდა სრულ დამოუკიდებლობამდე. მისი მიღების გაჭიანურების ძირითადი მიზეზე გახდა გადაუჭრელი დავა გვატენმალასთან. ორჯერ 1972 და 1977 წლებში გვატემალამ განათავსა თავისი ჯარები ბელიზის საზღვართან, ქვეყანაში შეჭრის დამუქრებით, თუმცა ბრიტანეთის გავლენამ იმოქმედა ეფექტურად გადაეფიქრებინა ეს განზრახვა. 

დამოუკიდებლობა და სასაზღვრო დაცვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელიზმა დამოუკიდებლობა 1981 წლის 21 სექტემბერს მოიპოვა, თუმცა ბრიტანეთის ჯარები ისევ დარჩა ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების დასაცავად. 1984 წელს ქვეყნის სათავეში მოვითა გაერიანებულ დემოკრეტიული პარტია მანუელ ესკიველის მეთაურობით, რომელმაც მოიგო ბელიზის პირველი საყოველთაო არჩევნები. 1990 წელს  გვატემალა დაეთანხმა არსებულ საზღვარს ბელლიზთან. ერთადერთ სადავო საკითხად რჩებოდა გვატემალას საზღვარი ბელიზსსა და ჰონდურას შორის, რომელიც წყლებზე გადიოდა, რაც თეორიულად შესაძლებელს ხდიდა, რომ ის საკუთარი პორტებიდან გაეძევებინათ. ამის გამო 1991 წელს გვატემალასა და ბელიზზს შორის დაიდო შეთანხმებ, რომლის მიხედვითაც გვატემალას შეეძლო საფასურის სანაცვლოდ ესარგებლა სარსტუნის მდინარით. ეს იყო პირველი დიპლომატიური ურთიერთობა გვატემალასა და ბელიზსს შორის. 2008 წელს ზელი მოეწერა ხელშეკრულებას არსებული საზღვრის თანხმობაზე, თუმცა 2013 წელს ეს ხელშეკრულება ისევ შეწყდა.[3]

21-ე საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოცდამეერთე საუკუნის ხაზგასასმელი ფაქტი არის ბელიზის ტერიტორიაზე ნავთობის აღმოჩენა. გვატემალასთან საზღვარი დღემდე სადავო რჩება.

 ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელიზის პატარა ,კერძო ეკონომიკური პოტენციალი დამოკიდებულია აგრარულ ბიზნესზე, ტურიზმსა და სხვა სერვისებზე. ასევე ქვეყნის მომავალი მნიშვნელოვნად განსაზღვრა კაიოს რეგიონში აღმოჩენილმა ნავთობმა. ამ განვითარებად ქვეყანას ახალი პრობლემები შეუქმნა აღნიშნულმა. ბელიზის ეკონომიკაზე ასევე დიდი გავლენა აქვს ისეთ ექსპორტულ საქონელს, როგორიცაა ციტრუსი, შაქარი და ბანანი. თანდათან იზრდება იმპორტირებული პროდუქტის მოგება, ვიდრე ექსპორტირებულისა, რადგან შაქარსა და ბანანს, რომელიც ქვეყნიდან გადის, გაცილებით დაბალი ფასები ადევს.

ქვეყნის შემოსავალი საშუალოზე ცოტათი მაღალია. მოსახლეობა კი 350000 კაცს შეადგენს. ბოლო ორი დეკადის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ბელიზმა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ტრანსფორმაცია განიცადა, რაც განაპირობა ტურიზმის ინდუსტრის ზრდამ, რომელიც, თავის მხრივ, ქვეყანაში შემოდინებული უამრავი უცხოელის ხარჯზე მოხდა. ასევე 2005 წელს აღმოჩენილმა გაზმა თავისი ეკონომიკური პოტენციალი შეჰმატა ქვეყანას, რაც უკვე ვახსენეთ ზემოთ. მოსახლეობა უმეტესად დასაქმებულია ტურიზმისა და აგრარული ბიზნესის სფეროებში. შესაბამისად, შემოსავლის მთავარი წყაროც ეს დარგებია.

ბელიზის ვალუტად მიჩნეულია ბელიზის დოლარი, რომლის ღირებულების შეფარდება ამერიკულ დოლართან არის 2:1. მ.შ.პ-ს ნომინალური ღირებულება (2014 წლის მონაცემებით) კი შეადგენს 2,3 მილიარდ დოლარს. მისი ზრდა კი 2,5%-ია. ქვეყნის ინფლაცია (ასევე 2014 წლის მონაცემებით) 1,3%-ია. მ.შ.პ-ს 13% ნაწილდება აგრარულ ბიზნესზე ,23% მოდის ინდუსტრიაზე, ხოლო 64% კი სერვისებზე. დაახლოებით 12% მოსახლეობისა უმუშევარია.

2013 წლის მონაცემებით ექსპორტმა 633 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ქვეყანას ისეთმა პროდუქტებმა მოუტანა, როგორიცაა შაქარი, ბანანი, ციტრუსი, ტანსაცმელი, თევზეული, ტყე და ნავთობი. ბელიზის მთავარი ექსპორტული პარტნიორი ქვეყნებია: აშშ, ინგლისი, ნიგერია და კოსტა-რიკა. იმპორტიორი სახელმწიფოებიდან მთავარი ასევე ამერიკის შეერთებული შტატებია. შემდეგ მოდის გერმანია, მექსიკა, კუბა, გვატემალა, ჩინეთი. ბელიზში შემოაქვთ სატრანსპორტო აღჭურვილობა, მანუფაქტურა, ფარმაცია, საკვები, თამბაქო და ა.შ.

ბელიზის ინფრასტრუქტურა განაგრძობს განვითარებას. ეკონომიკის მარკეტინგის ზრდისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომუნიკაცია, ელექტრო თუ წყლის გაყვანილობა ნამდვილად მოწესრიგებულია ქვეყანაში, ამერიკის ამ რეგიონისთვის ბელიზშია ყველაზე ძვირი ელექტროობა. რამდენიმე დიდი პროექტი მიწისქვეშ მიმდინარეობს, რომელთაგან უდიდესია 15 მილიონ დოლარიანი სასოფლო ელექტრიფიკაციის პროგრამა, რომელიც მთავრობის მიერაა მოწყობილი.

ბელიზის ტრანსპორტი მნიშვნელოვანია იმ პორტებით, რომელიც ქალაქ ბელიზში, დანგარიგასა და დიდ ქრიკში რეგულარულად ივსება გემებით წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით. ყოველდღიურად მიმდინარეობს გემთა სვლა ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ინგლისიდან. საერთაშორისო საჰაერო  სერვისი კი იმართება American Airlines, Delta Airlines, Continental Airlines, Southwest Airlines, U.S Airlines და TACA-ს აეროპორტებით, საიდანაც თვითმფრინავები მრავალი მიმართულებით ასრულებენ ფრენას.

ბელიზის ეკონომიკური ზრდა დამოკიდებულია ბუნებრივ პირობებზე. აქედან გამომდინარე არასტაბილურია იგი, რადგან კონცენტრირებულია ექსპორტითა და იმპორტით. ასევე იმ ბუნებრივი რესურსებით, რომელიც ქვეყანაში მოდის. გარემო პირობებს კი გრძელვადიანი ზრდა ან კლება შეუძლიათ იმ შემოსავლისა, რომლითაც არსებობს ისეთი პატარა ქვეყანა ,როგორიცაა ბელიზი. ამის კარგი მაგალითია ეკონომიკური ზრდის ტეპის მაჩვენებლის 4,1%-დან 1,7%-მდე შემცირება, 2015 წელს 2014 წელთან შედარებით, რომელიც ამინდის მიერ აგრარული ბიზნესის მდგომარეობის გაუარესებამ გამოიწვია. ქვეყნიდან გასული პროდუქტი საკმაოდ მცირე რაოდენობის და არაჯანსაღი იყო, რამაც შემოსავალი შეამცირა. შედეგად, კარგად ჩანს, თუ როგორაა დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკა ბუნებრივ პირობებზე.

ბელიზში ტურიზმს, როგორც უკვე აღვნიშნე, მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს. 2,3 მილიარდი დოლარიდან (ქვეყნის მშპ) ტურისტული ინდუსტრიის ბუმს ყოველწლიურად 400 მილიონი დოლარი მოგება აქვს. ქვეყნის სამუშაო სფეროში იგი მესამე ადგილზეა. ეკონომიკაში კი ტურიზმს უმთავრესი როლი უკავია. კრუიზული ინდუსტრია თანდათან იზრდება, რაც ასევე ხელს უწყობს ბელიზის სხვა სახელმწიფოებთან  ურთიერთკავშირსა და კულტურული სფეროს განვითარებას. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ტურ-ოპერატორთა და გიდთა როლი და დასაქმების პოტენციალი მნიშვნელოვნად გაიზარდა . აქ მდებარე ამუსმენთის პარკი, პოპულარული მაიას ტომთა ტაძრებით, ბელიზის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, სადაც უამრავი დამთვალიერებელი იყრის თავს. ამ ადგილას რეგულარულად მიემართება მემართება მგზავრებით დატვირთული ავტობუსები, რაც, ნამდვილად, მნიშვნელოვანი ტურისტული თუ ეკონომიკური განვითარების გზაა.

ქვეყნის სამხრეთით მდებარეობს კუნძული, რომელიც 2013 წელს ნორვეგიელმა სამოგზაურო ხაზმა ბელიზის მთავრობის ხელშეწყობით დააფინანსა, რათა განვითარებულიყო ეს რეგიონი და მეტი ტურისტი მოეზიდათ. ამისთვის დაიხარჯა 50 მილიონი დოლარი. ეს ადგილი მდებარეობს სოფელ პლაცენციადან 3მილის დაშორებით და 2016 წელს საზეიმოდ გაიხსნება კიდეც. ნორვეგიელთა თქმით, ეს კუნძული მაღალი სტანდარტების შესაბამისი იქნება, თუმცა, ფლორისა და ფაუნის განადგურების ხარჯზე.

„ბელიზის ცისფერი ხვრელი“, როგორც ამას ადგილობრივები უწოდებენ, ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ადგილია დედამიწაზე მყვინთავთათვის და ექსტრემის მოყვარულთათვის. ტურისტებს აქ ასევე იზიდავს კრისტალურად სუფთა წყალი, სადაც უამრავი ნაირფერი, ტროპიკული თევზი და რამდენიმე სახის ზვიგენიც კი ბინადრობს. ეს ყოველივე იდეალურია მამაცი მყვინთავებისთვის, რომელთაც სურთ მიიღონ ბელიზის გამოწვევა, რათა ახლოდან შეიგრძნონ ზღვის ცხოვრება და საკუთარი თვალით იხილონ ის ულამაზესი ბუნება, რომელიც ბელიზს ეკუთვნის. მიწა მშრალი და ტროპიკული ტყითაა სავსე. მაიას ტომთა ნანგრევები კი სამოგზაუროდ მშვენიერ ადგილს ქმნის. ბელიზის სანაპირო კი მზიანია და განტვირთვის საუკეთესო საშუალება აქ დამსვენებელთათვის.

ბელიზი სავსეა სასტუმროებით. ისინი განფენილია ქალაქებში: ამბერგის კაიე, პლაცენცია, სან პედრო, კაიე კალკერი, სან იგნაციო, ბელიზი, ჰოპკინსი, პუნტა გორდა, ბელმოპანი, დანგრიგა, სან ანტონიო. ტურისტთა მრავალრიცხვოვანი რაოდენობის გამო, ამავე ქალაქებში უხვადაა რესტორნებიც, რაც ხელს ეკონომიკის განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს. ბელიზში არსებობს მუზეუმი, ასევე ზოოპარკიც, რომელიც სავსეა უიშვიათესი ცხოველებითა და ტროპიკული მცენარეებით. აქვეა ბოტანიკური ბაღიც, ბარტონის გამოქვაბული, ეკო პარკი, ხელოვნების მელოდიის გამლერეა, კრისტალური გამოქვაბული, სან პედროს წყლის ტაქსით კი წყლის ცხოვრების ნახვაა შესაძლებელი... მარჯნის რიფებიც შთამბეჭდავია და მნახველს იზიდავს. ყოველივე ეს ტურისტულ პოტენციალს ზრდის და დამთვალიერებელს, ნამდვილად, არ აქვს მოწყენის დრო.[4]

პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელიზი კონსტიტუციური მონარქიის ქვეყანაა, რომელსაც სათავეში დედოფალი ელისაბედ II ჰყავს. მთავრობას კი პრემიერ მინისტრი მართავს. იგი აუცილებლად ბელიზის ეროვნებისა უნდა იყოს. საკანონმდებლო ორგანოა ეროვნული ასამბლეა, რომელიც ორპალატიანია. იგი შედგება სენატისაგან და წარმომადგენელთა საბჭოსგან. 1981 წლის 21 სექტემბრიდან ბელიზის პარლამენტი დემოკრატიულია.

სენატი შედგება 12 წევრისგან და პლუს სენატის პრეზიდენტისგან. 6 მათგანი კონცენტრირებულია პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებაზე, 3 ოპოზიციის ლიდერის რჩევაზე, ხოლო დანარჩენი 3-დან თითოეული სასულიერო, ბიზნეს კომუნიკაციასა და სავაჭრო კავშირზე.

წარმომადგენელთა საბჭო 31 წვრს მოიცავს, რომელთაც ირჩევენ მაქსიმუმ 5 წლიანი ვადით. პრემიერ მინისტრს კი საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს მინიჭებული.

ქვეყანაში არსებობს 6 ადმინისტრაციული ოლქი, რომლებიც ლოკალურად იმართება და თითოეული შედგება 7 წევრისგან. სან პედროს კუნძულმა ქალაქის სტატუსი მიიღო 1984 წელს. ქალაქი ბელიზი კი მართულია ადმინისტრაციული საბჭოს მიერ, რომელიც შედგება 9 წევრისგან. სოფლებსაც ასევე საბჭო მართავს.

1998 წლის აგვისტოს არჩევნების შედეგად ოპოზიციურმა პარტიამ მოიგო წარმომადგენელთა საბჭო 29 ადგილიდან 26-ით და პრემიერ მინისტრი გახდა საიდ მუსა. დემოკრატიულმა პარტიამ კი მხოლოდ 3 ადგილი დაიკავა, რომელთა ლიდერიც დინ ბეროუ გახდა.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველად მმართველმა გუნდმა ძალაუფლება დაიბრუნა 2003 წლის მარტის არჩევნებში. მათ 22 ადგილი მოიპოვეს და მუსამ განაგრძო პრემიერ მინისტრის პოსტის მართვა.

2005 წლის იანვარში მთავრობამ გაზარდა გადასახადები, რასაც ხალხის აჯანყება მოჰყვა. ეს არეულობა გაგრძელდა აპრილამდე, იქამდე, ვიდრე მთავრობის მოწინააღმდეგეებმა მუსა არ გადააყენეს.

2008 წლის თებერვალში დემოკრატიულმა პარტიამ 25 ადგილი მოიგო და მისი ლიდერი დინ ბეროუ გახდა ქვეყნის პირველი პრემიერ მინისტრი აფრიკული წარმოშობის. მან ასევე 2012 წლის არჩევნები მოიგო 17 ადგილით 14-ის წინააღმდეგ.

ბელიზში პოლიტიკური პარტიები აქტიურად მოქმედებენ, რომელთაც მთავარ გაზეთებსა და ტელევიზიაში ხშირად შეხვდებით. ამით ისინი კიდევ უფრო ცნობილნი ხდებიან და თავიანთ პირობებს მოსახლეობას აცნობენ. მხოლოდ ერთი ეროვნული გაზეთია დამაოუკიდებელი პოლიტიკური გავლენისგან. ესაა „Reporter“- „გადმომცემი“ , რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ობიექტურად ასახავს. სხვა დანარჩენზე სხვადასხვა პოლიტიკური დაჯგუფებები მნიშვნელოვანწილად მოქმედებენ და გადმოსცემენ იმის პრივილეგიებს, რომელი პარტიის მხარდამჭერებიც არიან. შესაბამისად, ბელიზში ობიექტური სივრცე არ არის დიდი, რასაც ერთადერთი ასეთი გაზეთის არსებობა ცხადყოფს. პარტიები კი, ჩვეულებრივ, საკუთარი დაპირებებით „მართავენ“ ხალხსა და მთავრობას შორის ინფორმაციის წყაროს ტელევიზიასა და გაზეთებს, რაც ბელიზის დემოკრატიის უკუმაჩვენებელია.[5]

 საზოგადოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელიზის მოსახლეობის რაოდენობა 2010 წლის მონაცემებით შეადგენს 324,528 ადამიანს.დაბადების მაჩვენებელი 27,33-ია,ხოლო სიკვდილიანობის - 5,8(ეს მაჩვენებლი ითვლება ყოველ ათას კაცზე).

ამ დემოგრაფიულ მაჩვენებლებს განაპირობებენ ბელიზში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები და ტომები,რომლებიც საკმაოდ მრავლად არიან.

კრეოლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრეოლის ხალხი,ასევე ცნობილი,როგორც კრიოლის ხალხი,ბელიზის მოსახლეობის 21%-ს შეადგენს.ისინი პირდაპირი შთამომავლები არიან ბაიმანის მონათმფლობელების,მონები ჩაიყვანეს ბელიზში ინდუსტრიული ცვლილებების პერიოდში.მონების უმრავლესობა დასავლეთი და ცენტრალური აფრიკიდან იყო,შემდგომში მათ შეუერთდნენ იამაიკიდან და ბერმუდიდან და მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა ეთნიკური და ლინგვისტური ჯგუფი,კრეოლი,რომელსაც სწორედ ეს მონები და გადასახლებული ხალხი შეადგენდა.იმის მიუხედავად,რომ ამ ჯგუფის წევრებს აფრიკელები წარმოადგენდნენ,ზოგიერთი ადგილობრივი საკუთარ თავს კრეოლად მოიხსენიებდა,ქერა თმისა და ცისფერი თვალების მიუხედავად.ეს კი იმაზე მიუთითებს,რომ ამ ჯგუფის მნიშვნელობა იყო უფრო მეტად კულტურული,ვიდრე გარეგნულ ნიშან-თვისებებზე და წარმომავლობაზე დამოკიდებული.ბელიზელი კრეოლების ენა დაფუძვნებულია ინგლისურზე,რომელიც სწორედ მონათმფლობელობის პერიოდში განვითარდა და ისტორიულად ამ ენაზე მხოლოდ მონები საუბრობდნენ.თუმცა,ეს ეთნიკური ჯგუფი ბელიზის თვითმყოფადობის სინონიმი გახდა და ამის შედეგი ისაა,რომ ბელიზელების 75% სწორედ ამ ენაზე საუბრობს.ასევე მათ ქვეყანაშ შეიტანეს ისეთი ენები,როგორებიცაა:დასავლეთ აფრიკული და ბანტუ(bantu languages).ამჟამინდელი სტატისტიკით,კრეოლის ხალხი მთელს ბელიზშ ცხოვრობს,მაგრამ განსაკუთრებით მრავლად არიან სხვადასხვა ქალაქის გარეუბნებში,მაგალითად ბელიზი სითის,ასევე პატარა სოფლებსა და ქალაქებში და მდინარისპირა სოფლებში.[1]

 გარინაგუ(გარიფუნა)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარუნაგუ(garinagu),ასევე ცნობილი,როგორც,გარიფუნა(Garifuna),მოსახლეობის ის ჯგუფია,რომელიც ბელიზის 4.5%-ს შეადგენს.ეს ჯგუფი ერთგვარი მიქსია დასავლეთ და ცენტრალური აფრიკის,ადგილობრივი ცენტრალური ამერიკისა და კარიბის კუნძულების მოსახლეობისა.ისინი თავიანთი მშობლიური საცხოვრებლიდან გადავიდნენ ბელიზში,თუმცა არანაირი დოკუმენტით არ მტკიცდება მათი,როგორც მონების,გადაყვანა.ერთ-ერთი გენოლოგიური კვლევის საფუძველძე,შეგვიძლია ვთქვათ,რომ გარიფუნას 76%-ს შეადგენენ აფრიკელები,20%-ს ადგილობრივი არავაკები(arawaks) და კარიბის კუნძულების ხალხი,ხოლო 4%-ს ევროპელები.ამ ეთნიკური ჯგუფის ენა გარიფუნა ეკუთვნის არავაკის ენათა ოჯახს,თუმცა მრავლადაა სიტყვები კარიბული და ინგლისური ენებიდან.

მატისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მატისების ჯგუფს შეადგენენ ესპანურად მოლაპარაკე ბელიზელები და მაიას ტომის შთამომავლები.ეს ჯგუფი თითქმის მთელს ბელიზშია გავრცელებული,თუმცა განსაკუთრებით მრავლად არიან ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში.მათი ძირითადი ენაა ესპანური,მატისი საკმაოდ დიდი ჯგუფია და ბელიზის მოსახლეობის ნახევარსაც შეადგენენ.

გერმანულად მოსაუბრე მენონიტები;მაია;სხვა ჯგუფები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელიზის მოსახლეობის 4%-ს შეადგენენ გერმანულად მოსაუბრე მენონიტები.მათი უმეტესი ნაწილი ფერმერი ან ხელოსანია.უმრავლესობას ასევე უწოდებენ რუს მენონიტებს,რადგან ისინი ცხოვრობდნენ რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე მე-18 მე-19 საუკუნეებში.უმრავლესობა დასახლებულია პატარა სოფლებში და მათი სასაუბრო ენა კი ერთ-ერთი გერმანული დიალექტია,თუმცა წერა-კითხვისას სტანდარტულ გერმანულს იყენებენ.

ვარაუდობენ,რომ მაიას ხალხი ბელიზში და იუკატანის რეგიონში ძვ.წ. მეორე ათასწლეულიდან ცხოვრობდა.ასე რომ,მათი უმრავლესობა დაავადებებსა და ევროპელებს შეეწირა.თუმცა,დღეს კიდევ არიან შემორჩენილნი და მათი ნაწილი სწორედ ბელიზში ცხოვრობს.

ასევე ქვეყანა ბელიზში სხვა ეთნიკური თუ ლინგვისტური ჯგუფებიც არიან,მართალია მცირე რაოდენობით,მაგრამ გარკვეულ როლს მაინც თამაშობენ ქვეყნის განვითარებასა და კულტურაში.ესენი არიან:ადგილობრივი ინდიელები,ჩინელები,აშშ-დან და კანადიდან გადასული ხალხი და სხვა უამრავი ჯგუფი.

ენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინგლისური ბელიზის ოფიციალური ენაა,ეს ბრიტანეთის მიერ განხორციელებული კოლონიზაციითა გამოწვეული.ამავე ენაზე იღებენ განათლებას,მუშაობს მთავრობა და მედია.თუმცა,მათი ინგლისური არ შეესაბამება მთლად ბრიტანულ ინგლისურს,ესაა კრეოლის ინგლისური,ამ ენაზე იმართება საუბრები და დიალოგები.რადგან ბელიზის მოსახლეობის 30%-ის მშობლიური ენა ესპანურია,ის მეორე ენადაა გამოცხადებული,როდესაც ქვეყანა ბრიტანეთის კოლონია იყო,იკრძალებოდა სკოლებში ესპანურის სწავლა,თუმცა ახლა ფართოდაა გავრცელებული.ამ ყველაფრის გარდა,ბელიზი იტევს კიდევ მაიას სამ ენას,და აღსანიშნავია ისიც,რომ მოსახლეობის უმრავლესობა ბილინგვისტია,ზოგი კი პოლილინგვისტი.

საშუალო სკოლის დამთავრებისას,რომელიც რვა კლასი გრძელდება,ბავშვებს თავისუფლად შეუძლიათ საუბარი ინგლისურად,რაც შემდგომში უადვილებთ მათ არა კარიბულ მოსახლეობასთან ურთიერთობას და დასაქმებას.

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუნებრივია,ასეთი მრავალფეროვანი საზოგადოებით დასახლებულ ქვეყანაში უამრავი სხვადასხვა რელიგიის მოწამე ხალხი იქნება,შესაბამისად ბელიზში აღმსარებლობის თავისუფლება გარანტირებულია.2010 წლის სტატისტიკის შედეგები კი ასეთია:40%-რომანული კატოლიკე,32%-პროტესტანტი,12%-მაიას და სხვა რელიგიები,16%-არარელიგიური.ქრისტიანული რელიგიების გარდა ასევე მუსლიმი მოსახლეობაც ცხოვრობს ბელიზში,ესენი არიან ძირითადად აფრიკიდან გადასახლებულნი,თუმცა მათი პროცენტული რაოდენობა ძალიან მცირეა და სულ 0.16%-ს შეადგენს.

 სოციალური წყობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელიზის სოციალური სტრუქტურისათვის დამახასიათებელია საკმაოდ დიდი განსხვავებები სიმდიდრეში,ძალაუფლებასა და პრესტიჟში.ბელიზის საკმაოდ პატარა ზომისა და სოციალური ურთიერთობების გამო,საკმაოდ დიდი დისტანციაა მდიდრებსა და ღარიბებს შორის,აღსანიშნავია,რომ ასეთი სითუაცია არსადაა ისეტი მწვავე,როგორც კარიბულ და ცენტრალურ ამერიკულ საზოგადოებებში,ასევე იამაიკასა და ელ სალვადორში.

ქალს თავისი განსაზღვრული ადგილი უკავია ოჯახშიც და საზოგადოებაშიც.ის პასუხისმგებელია საჭმლის მომზადებაზე,დასუფთავებაზე,ჭურჭლის რეცხვაზე.

კრიმინალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელიზში საკმაოდ მაღალია ძალადობრივი კრიმინალის მაჩვენებელი,რომელიც ძირითადად დაჯგუფებების მიერ ხორციელდება და კონტრაბანდასა და ტრეფიკინგს მოიცავს,ასევე ამ დანაშაულებრივი საქმიანობის მქონე პირთა ხელის დაფარებას და ხელშეწყობას.2015 წლის მაჩვენებლებით,100 000 მაცხოვრებელზე 34 მკვლელი მოდის ბელიზშ,რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მთელს მსოფლიოში,მაგრამ აღსანიშნავია ისიც,რომ ნაკლებია მისი მეზობელი ქვეყნების,ჰონდურასის,გვატემალას და ელ სალვადორის მაჩვენებლებზე.განსაკუთრებულად დანაშაულებრივი საქმიანობა გავრცელებულია ბელიზი სიტიში,54% პროცენტი მკვლელების სწორედ ამ ქალაქის გარეუბნებზე მოდის.

2015 წლის მაჩვენებლებით მოხდა 40 გაუპატიურება, 214 ყაჩაღობა, 742 ბინის გატეხვა და 1027 ქურდობა.ბელიზის პოლიციის დეპარტამენტი ყოველწლიურად უამრავ ღონისძიებას ატარებს დანაშაულის რიცხვის შემცირებისათვის და ამას შედეგიც მოაქვს,თუმცა კრიმინალის რიცხვი მაინც საკმაოდ მაღალია.[6]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელიზის ბაღების,მეორეული და მესამეული სკოლების რაოდენობა სრულიად აკმაყოფილებს და უზრუნველჰყოფს ბავშვების განათლებას,ამ დაწესებულებებიდან უმრავლესობა მთავრობის მიერაა ფონდირებული.ბელიზი ფლობს დაახლოებით 5 მესამე დონის ინსტიტუტს,რომელიც სტუდენტებზე ბოლო კურსის დიპლომს გასცემს.ქვეყანაშ ერთადერთი უნივერსიტეტია ,,ბელიზის უნივერსიტეტი’’(university of Belize),რომელიც 1986 წელს დაარსდა.ბელიზის მოსახლეობის უმეტესობის განათლება იწყება 6 წლიდან და  14 წლის ასაკში სრულდება და,ალბათ, სწორედ ამითაა განპირობებული მისი წიგნიერების მაჩვენებელი 79.7%, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დაბალია დასავლეთ ნახევარსფეროში.[7]

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელიზის კულტურა კრეოლის, მაიას, გარინაგუს (ასევე ცნობილია როგორც გარიფუნა), მეტისების (ესპანელებისა და ამერიკელების ნაზავი), მენონიტების ხალხების კულტურების უნიკალური ნაზავია, რომელიც ქვეყნის დიდმა და დროგამოშვებით მტკივნეულმა ისტორიამ წარმოქმნა.

ბელიზულ ფოლკლორში გავრცელებულია უამრავი ლეგენდა, როგორებიცაა Lang Bob Suzi, Anansi და სხვები. ბელიზში ძირითადი დასვენების დღეები ემთხვევა ტრადიციულ სახელმწიფოს არდადეგებსა და ქრისტიანულ  დღესასწაულებს , თუმცა  ზოგიერთი დასვენების დღე მხოლოდ ბელიზური კულტურისთვისაა დამახასიათებელი, როგორებიცაა გარიფუნას კოლონიზაციის დღე და ბარონ ბლისის დღე. ასევე, სექტემბრის თვე ითვლება ნაციონალური ზეიმის დროდ. დამოუკიდებლობისა და წმინდა ჯორჯის დღის გარდა, ბელიზელები ამ დროს აწყობენ კარნავალს, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებებს მოიცავს.

ბელიზელების უმეტესობისათვის თავაზიანობა ძალიან მნიშვნელოვანია. მათთვის ჩვეულებრივი მოვლენაა ქუჩაში მიესალმონ სრულიად უცნობებსაც კი. ბელიზის კულტურის კიდევ ერთი საინტერესო ასპექტი არის მისტიკური განკურნვისა და ობეას იდეა. 

სამზარეულო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელიზის სამზარეულო დამყარებულია ქვეყნის სხვადსხვა კულტურულ მემკვიდრეობაზე. კერძების ძირითადი ნაწილი ამერიკული, ბრიტანული, მექსიკური და კარიბული წესებით იკმაზება.   სამზარეულოს მთავარ პროდუქტს  სხვადასხვა ფორმის ლობიო და ბრინჯი წარმოადგენს; გავრცელებულია მექსიკური კერძები როგორიცაა ტამალესი, ტაკო, ბურიტო, ენჩილადასი, ემპანადასი, გერნაჩესი, ფრიტატა და ბელიზის ცნობილი ჩილის სოუსები.

გიბნუტი(ირმის სახეობა), იგუანა( ასევე ცნობილია როგორც ბამბუკის ქათამი), არამადილო და კუ ბელიზში დელიკატესად ითვლება, თუმცა მათზე ნადირობა არალეგალურია. ბელიზის ყველა ქუჩის კუთხეში პატარა  ჩანთებში მოთავსებული დაჭრილი ხილი იყიდება, იგრძნობა შემწვარი ღორისა და ქათმის მაცდური  არომატები, რომლებიც  ყუთებში კომბოსტოს სალათისა და ტორტილიას (მექსიკური პური) თანხლებით იყიდება. ასევე პოპულარულია კიბორჩხალა, კრაბი, კრევეტი  და თევზი, რომლებისგანაც სხვადასხვა სახის სუპს ამზადებენ. კერძების უმეტესობას ცხიმში ან ზეთში წვავენ. ასევე გავრცელებულია ხორცის ან ბოსტნეულის პატარა ღვეზელები  კიბორჩხალის ან ნიჟარის თანხლებით.

ბელიზური სასმელებისგან ცნობილია ლუდი, რომი, სოდა და სხვადასხვა სახის წვენები. ყველაზე გავრცელებული ინგრედიენტები და ბოსტნეული, რომლსაც კერძებში იყენებნ არის ქოქოსი, ლაიმი, თაფლი, ჩილი, წიწაკა, პამიდორი, ხახვი, შავი ლობიო, მრავალძარღვა, იამსები, ტკბილი პამიდვრები, კომბოსტო, სტაფილო, მჟავე პური, კასავა და ავოკადო.[8]

  მუსიკა და ხელოვნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარიფუნას მუსიკის ყველაზე ცნობილი ჟანრი არის პუნტა, რომელიც მთელს ბელიზში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის აფრო-კარიბული წარმომავლობისაა და ვარაუდობენ, რომ მსოფლიოში გავრცელდება ისეთი მუსიკის სტილების მსგავსად, როგორებიცაა რეგი, კალიფსო, მერენგუე. პუნტა  დღესასწაულებზე და ფესტივალებზე სრულდება.

პუნტას ცეკვას ქალი და კაცი ასრულებენ, რომლებიც მაყურებლების წრეში ცალ-ცალკე არიან მოქცეულნი. თავდაპირველად ისინი ერთმანეთის პირისპირ დგანან, გამოსახულება კი მოცეკვავეების გონებამახვილობაზეა დამოკიდებული, მაგრამ ის ყოველთვის არშიყობის განვითარებას გამოხატავს, რომელსაც კაცი იწყებს და ქალი აგრძელებს, სანამ რომელიმე არ დანებდება; ცეკვა მთავრდება მაშინ, როცა ერთ-ერთი მათგანი დაღლილობისაგან ან  შემდგომი ინიციატივის  არ ქონის გამო, დამარცხებას აღიარებს  და მის ადგილს მაშინვე სხვა იკავებს.  წყვილები ცდილობენ, რაც შეიძლება სტილისტურად და მაცდურად იცეკვონ, ვიდრე მათმა კონკურენტებმა. ცეკვის დროს მოძრაობს მხოლოდ თეძოები და  ფეხები, ხოლო ზემოთა ტანი უძრავია. მაყურებლები, რომლებიც წრეს კრავენ, მოცეკვავეებს მუდმივად ამხენევებენ შეძახილებით.

ბელიზის საკმაოდ საზარელი ისტორიის საფუძვველზე, მუსიკა და ცეკვა მათი ყოველდღიური ცხოვრებისა და გარემოს გამოხატვის საშუალება გახდა, ამით ბელიზელები თავიანთ გასაჭირსა და იდეებს გადმოსცემდნენ, რაც კარგი საშუალება იყო ტკივილის შემსუბუქებისთვის.

პუნტას მუსიკა ცნობილია წამოძახილებითა და რითმული დრამით, რომელიც აფრიკული და ამერინდიული წარმომავლობისაა. გარინაგუს ხალხი ამბობს, რომ მათი მუსიკა გრძნობებისა და ემოციების შესახებ არაა, არამედ იმ მოვლენებზე საუბრობს რომლებიც მათ გარშემო ხდება. გარიფუნას უფროსმა წარმომადგენელმა, რუტილია ფიგუროამ განაცხადა, რომ გარიფუნა თავის ტკივილზე მღერის. ისინი მღერიან როცა ვინმე გარდაიცვლება, რათა ოდნავი სიხარული შემატონ ოჯახს, თუმცა ყველა სიმღერას განსხვავებული მნიშვნელობა აქვს. გარიფუნა არ მღერის სიყვარულის სესახებ, ის მღერის იმაზე რაც  გულს წვდება.

პუნტას მუსიკას  აფორმებს მემბრანოფონები, იდიოფონები და აეროფონები. გარიფუნას ორი მთავარი ინსტრუმენტი არის  ერთთავიანი დრამები, პრიმერა და სეგუნდა. ზოგი გოგრის ქერქებისგან დასარტყამებს აკეთებს. სხვა მუსიკალური ინსტრუმენტები, როგორიცაა საქსაფონი, გიტარა, ბუკი, საყვირი, ჰარმონიკა და მარიმბა (აფრიკული დასარტყამი ინსტრუმენტი) სხვა ქვეყნებიდანაა შემოტანილი.

ტრადიციული პუნტას მუსიკას დღეს  ტრადიციულ საკრავებთან ერთად  აკუსტიკური და ელექტრო ინსტრუმენტების თანხლებითაც ასრულებენ, რათა შექმნან „პუნტას როკი“. ეს სტილი 1980 წლებში შემოვიდა და დღესაც პოპულარულია ბელიზის, ჰონდურასის და გვატემალას გარიფუნას საზოგადოების ახალგაზრდებს შორის.  თუმცა ტრადიციული პუნტა არსად არ გამქრალა, ის პუნტა როკთან ერთად არსებობს და ინარჩნებს მის მნიშვნელობას.

ბელიზური მუსიკის კიდევ ერთი ჟანრი არის ბრაკდაუნი. მისი ყველაზე ცნობილი შემსრულებელი და ინოვატორი გახლავთ, ვილფრედ  პეტერსი, რომელიც  ბელიზის ეროვნულ სიმბოლოდ ითვლება.  ბრაკდაუნი ტრადიციული კალიფსოს მუსიკის მსგავსია; ასევე ბელიზში იამაიეკელების სიმრავლის გამო მუსიკაზე მენტომაც მოახდინა გავლენა.

ბრაკდაუნი არის  ევროპული ჰარმონიების(აკორდიონები) , აფრიკული რითმების, შეძახილი-პასუხისა და იქაური მკვიდრი ხალხის ლირიკული ელემენტების ნაზავი. დღესდღეობით, ბრაკდაუნი სოფლის ხალხურ სიმღერას წარმოადგენს. ტრადიცული ინსტრუმენტები მოიცავს ბანჯოს, გიტარას, დრამს, ზარს, აკორდიონს და ვირის ყბის ძვალს, რომელიც კბილებზე ჯოხის სმით სრულდება.

ბელიზში ცნობილ საქმიანობას წარმოადგენს  ხეზე კვეთა, რომლის დროსაც ძირითადად  ცხოველებსა და თასებს ამზადებენ. ასევე გავრცელებულია კერამიკა, გრავიურები და კალათისა და ქსოვილის ქსოვა. ბელიზში არიან თანამედროვე მხატვრები, სკულპტორები, მწერლები. არსებობს სხვადასხვა სახის ლიტერატურა, რომლებიც ეხება კულტურას, დაპყრობას, ტანჯვას, გადარჩენას, იმიგრაციასა და ემიგრაციას, რომლებიც საზოგადოებას ქვეყნისა და მისი მტკივნეული ისტორიის შესახებ ინფორმაციას აწვდის.[9]

დატირების რიტუალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც ვინმე ღამით გარდაიცვლებოდა,მაშინ დატირების რიტუალი დილით ადრე იწყებოდა და მთელი დღე გრძელდებოდა, რომელიც გვიან შუადღეზე დაკრძალვით  სრულდებოდა. პროცესიის განმავლობაში, ქალები გალობდნენ, რიგდებოდა საკვები და რომი, ლოცულობდნენ, კაცები საუბრობდნენ ან  ბანქოს თამაშობდნენ, ასევე უკრავდნენ დრამებზე. ლოცვების დასრულების შემდეგ კი ასრულებდნენ პუნტას სიმღერებსა და ცეკვებს, ან კიდევ სხვა ტრადიციულ ცეკვებს. სიმღერას ასრულებდა სოლისტი გუნდთან ერთად. შეიძლება პუნტას მუსიკა მხიარული მოგვეჩვენოს, თუმცა მისი სიტყვები ხშირად სევდიანი იყო. გარდაცვლილის ახლო ნათესავი ქალები ამაში მონაწილეობას არ იღებდნენ. ჩვეულების მიხედვით მათი დატირება  6-დან 12 თვემდე უნდა გაგრძელებულიყო. ამის მიზეზი გადარჩენილ ნათესავ ქალებთან ერთად თანაგრძნობისა და სოლიდარობის გამოხატულება გახლდათ.  ზოგიერთი ქალი  თავის მთელ ცხოვრებას დატირებაში ატარებდა.

სპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელიზში წამყვანი სპორტის სახეობებს წარმოადგენს ფეხბურთი, კალათბურთი, ხელბურთი და ველოსპორტი. შედარებით უფრო ცოტა მიმდევარი ჰყავს სოფტბოლს  (ბეისბოლის მსგავსი თამაში), კრიკეტს, სირბილსა  და ნავებით შეჯიბრს. ბელიზის სანაპირო  ადგილებში გავრცელებულია თევზაობაც.

ბელიზელი ველოსიპედისტი

„გადაკვეთე ქვეყანა“ ბელიზში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპრტული ღონისძიებაა, რომელიც ერთი დღე გრძელდება და მოყვარული ველოსიპედისთებისთვისაა გათვლილი, თუმცა მან მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა. ამ ღონისძიების იდეა მონრად მეტზგენს   ჩრდილოეთ გზატეკილზე ( ახლა ცნობილია როგორც ფილიპ გლოდსანის გზატკეცილი) მდებარე პატარა სოფლის მცხოვრებლების დაკვრივების საფუძველზე მოუვიდა . ამ სოფლის მცხოვრებლებს დიდი გზის გავლა უწევდათ ველოსიპედებით, რომ კრიკეტის ყოველკვირეულ თამაშს დასწრებოდნენ.

კიდევ ერთი მთავარი ყოველწლიური სპორტული ღონისძიება არის კანოეს მარათონი ლა რუტა ,რომელიც მარტის თვეში ტარდება და 4 დღე გრძელდება.  შეჯიბრი იწყება სან იგნასიოდან (ბელიზის ქალაქი) და 290 კილომეტრის მანძილზე მიმდინარეობს.

აღდგომის დღეს  დანგრიგას მაცხოვრებლები ყოველწლიურ  თევზაობის ტურნირში იღებენ მონაწილეობას. პირველი, მეორე და მესამე ადგლიებისთვის ჯილდო წესდება ქულების მიხედვით, რომელთაც მონაწილეები თევზების ზომის, ჯიშის და რაოდენობის მიხედვით აგროვებენ.

ბელიზის ეროვნული კალათბურთის ნაკრები ერთადერთი ეროვნული  ნაკრებია, რომელმაც მსოფლიოში მნიშვნელოვან  გამარჯვებას მიაღწია. მან მოიგო 1998 წელს გამართული კარიკომის მამაკაცთა კალათბურთის ჩემპიონატი და ცენტრალური ამერკის თამაშების ჩემპიონატი 2001ში.

ქორწილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელიზის ქორწილები ამერიკულისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება, თუმცა მათ მაინც ახსიათებთ  გამორჩეული ელემენტები. ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება ფიცის წარმოთქმამდეა. რიტუალის მიხედვით პატარძალი მისი სახლიდან ქორწილის ადგილამდე ფეხით მიდის,  მისი ოჯახი და მეგობრები კი მის უკან ხაზში დგებიან, ამხნევებენ შეძახილებით, ამკობენ კომპლიმენტებით, ჩუქნიან საჩუქრებს. ეს წესი მნიშვნელოვანია, რადგან ეს პატარძლის ბოლო გასეირნებაა, როგორც  მარტოხელა ქალბატონის. წყვილი ჯვარს ეკლესიაში იწერს, შემდეგ კი ჩვეულებისამებრ აღნიშნავენ დაქორწინებას კერძებით, სასმლითა და ცეკვით. [10]

ქალაქ ბელიზის პანორამული ხედი, 1914 წელი
ქალაქ ბელიზის პანორამული ხედი, 1914 წელი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 1.2 Bonner, D. (2001). Garifuna Children’S Language Shame: Ethnic Stereotypes, National Affiliation, And Transnational Immigration As Factors In Language Choice. Language And Society30(1), 81–96. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=sa12-018
  2. Staiano-Ross, Kathryn. 1986. “Interpreting Signs Of Illness: A Case Study In Medical Semiotics.” Approaches To Semiotics. Berlin: Mouton de Gruyter. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=sa12-005.
  3. 3.0 3.1 Kerns, Virginia. 1984. “Past And Present Evidence Of Interethnic Mating.” Current Developments In Anthropological Genetics 3. New York: 95–114. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=sa12-023.
  4. Munroe, R. L. (1964, April). Ethnographic Setting: The Major Socio-Cultural Forms Of The Black Carib Of Punta Gorda, British Honduras. Couvade Practices Of The Black Carib: A Psychological Study. [Cambridge, Mass.]: [Harvard University]. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=sa12-021
  5. McCommon, C. S. (1989). Mating As A Reproductive Strategy: A Black Carib Example. Ann Arbor, Mich.: University Microfilms International. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=sa12-014
  6. González, N. L. S. (1969). Black Carib Household Structure: A Study Of Migration And Modernization. Monograph. Seattle: University of Washington Press. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=sa12-002
  7. Kerns, V. (1985). Sexuality And Social Control Among The Garifuna (Belize). In Her Prime : A New View Of Middle-Aged Women. S. Hadley, Mass.: Bergin &Garvey Publishers. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=sa12-020
  8. Palacio, J. O. (1989). Food And Social Relations In A Garifuna Village. Ann Arbor, Mich.: University Microfilms International. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=sa12-012
  9. Hadel, R. (1989). Carib Folk Songs And Carib Culture. Ann Arbor, Mich.: University Microfilms. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=sa12-009
  10. Bianchi, C. C. (1989). Gubida Illness And Religious Ritual Among The Garifuna Of Santa Fe, Honduras: An Ethnopsychiatric Analysis. Ann Arbor, Mich.: University Microfilms International. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=sa12-016

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]