კომუნიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Red flag II.svg კომუნიზმი Red star.svg
ძირითადი ცნებები

პროლეტარიატის დიქტატურა კომუნა კოლექტივიზი საზოგადოება სახელმწიფოს გარეშე მუშათა მოძრაობა მსოფლიო რევოლუცია ანტიკაპიტალიზმი გეგმიური ეკონომიკა პროლეტარიატული ინტერნაციონალიზმი

ცნობილი მოღვაწეები

ტომას მორი ტომაზო კამპანელა გრაკუ ბაბეფი Robert Owen Wilhelm Weitling კარლ მარქსი ფრიდრიხ ენგელსი Élisée Reclus Peter Kropotkin Errico Malatesta Rosa Luxemburg Clara Zetkin ვლადიმერ ლენინი Alexander Berkman Emma Goldman Sacco and Vanzetti ლევ ტროცკი Nestor Makhno Alexandra Kollontai Antonio Gramsci იოსებ სტალინი Buenaventura Durruti Antonie Pannekoek ხო ში მინი მაო ძედუნი იოსიპ ბროზ ტიტო Albert Camus Herbert Marcuse Jean-Paul Sartre Enver Hoxha Simone de Beauvoir Che Guevara Pier Paolo Pasolini Kim Il-sung Cornelius Castoriadis Guy Debord Murray Bookchin ფიდელ კასტრო Subcomandante Marcos

მოქმედი კომუნისტური პარტიები და მოძრაობები

კომუნისტური პარტიები

აგრეთვე იხილეთ

სოციალიზმი ანარქიზმი ანტიკომუნიზმი ფაშიზმი ნაციონალ-სოციალიზმი კლასიკური ლიბერალიზმი ლიბერტარიანიზმი დემოკრატია სოციალ-დემოკრატია

კომუნიზმი — საზოგადოებრივი წყობა, რომელიც ემყარება წარმოების საშუალებების საერთო საკუთრებაში არსებობას. პოლიტიკური იდეოლოგია ან ფილოსოფიური მიმდინარეობა რომელიც მხარს უჭერს ასეთ საზოგადოებრივ წყობას. მის იდეოლოგიურ ფუძემდებლად ითვლება გერმანელი ფილოსოფოსი კარლ მარქსი. კომუნიზმი ასევე იხმარება კომუნისტური იდეოლოგიის მატარებელი პოლიტიკური მოძრაობების მისამართით.

მე-20 საუკუნეში თვითგამოცხადებული კომუნისტური პოლიტიკური ძალები ხელისუფლებაში იყვნენ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის 1917 წლის რუსეთის რევოლუციის შემდეგ საბჭოთა კავშირი, რომელიც ცივი ომის დროს იყო სოციალისტური ბანაკის მეთაური და ამერიკასთან ერთად ითვლებოდა ერთ-ერთ ზესახელმწიფოდ. 1980-იანი წლებისთვის მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედი კომუნისტურ სახელმწიფოებში ცხოვრობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კომუნიზმის პოზიციები მსოფლიოში მკვეთრად შესუსტდა.

დღემდე გამოხატული კომუნისტური მმართველობა არსებობს ჩინეთში, ვიეტნამში, ლაოსში და კუბაზე. ერთ-ერთი ბოლო ვინც კომუნისტურ მმართველობაზე უარი თქვა, ჩრდილოეთ კორეა იყო, სადაც 2009 წელს, კონსტიტუციიდან ოფიციალურად ამოიღეს კომუნიზმი, როგორც იდეოლოგია.[1]

მარქსის მიხედვით კაპიტალისტური სისტემიდან კომუნიზმისკენ გადასვლა ხორციელდება თანმიმდევრულად, გარდამავალი პერიოდის გავლით. ეს გზა არჩეული ჰქონდათ არსებული კომუნისტური რეჟიმების უმრავლესობას, თუმცა კომუნისტურ ეპოქაში შესვლა არ განხორციელებულა არც ერთ მათგანში.

კომუნისტებმა გარკვეულ სიძლიერეს მიაღწიეს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ევროკომუნიზმი არის ტერმინი რომელიც 1970–იანი წლებიდან გამოიყენებოდა ევროპელი კომუნისტების მისამართით, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ ემიჯნებოდნენ საბჭოთა კავშირს. კომუნისტური მოძრაობა ასევე საკმაოდ ძლიერია ლათინურ ამერიკაში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]