კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესია
| ინფორმაცია | |
|---|---|
| დამაარსებელი | |
| ავტოკეფალია |
330 წ. |
| ადგილი დიპტიქში |
მე-1 |
| წინამძღვარი | |
| რეზიდენცია | |
| არეალი |
კონსტანტინოპოლი, ათონის მთა, კრეტა, დოდეკანესი და ჩრდილოეთი საბერძნეთი, კორეა |
| საეკლესიო ენა | |
| მრევლი |
~ 5,000 თურქეთში |
| ოფიციალური საიტი | |
კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესია, ოფიციალურად კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქო (ბერძ. Οικουμενικό Πατριαρχείο Κωνσταντινουπόλεως; თურქ. Rum Ortodoks Patrikhanesi) — ავტოკეფალური, მართლმადიდებლური, სამოციქულო ეკლესია. პირველი ადგილი უკავია მართლმადიდებელ ეკლესიათა დიპტიქში. დაარსებულია ანდრია პირველწოდებულის მიერ. შეიქმნა ბიზანტიის იმპერიის ყოფილი დედაქალაქის, კონსტანტინოპოლის ეპარქიის ბაზაზე, რამაც განაპირობა მისი ეპისკოპოსის (451 წლიდან პატრიარქის) წამყვანი მდგომარეობა მართლმადიდებელი ეკლესიის როგორც ეკლესიის დოგმატიკურ-საკულტო, ასევე საეკლესიო-ორგანიზაციულ ურთიერთობებში. 1453 წელს კონსტანტინოპოლის ოსმალეთის მიერ დაპყრობისა და ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ჩამოსცილდა მთელი რიგი ეკლესიები, რომლებიც ავტოკეფალური გახდნენ. ოსმალებმა კონსტანტინოპოლის პატრიარქს მიანიჭეს სრული დამოუკიდებლობა საეკლესიო საქმეებში და სამოქალაქო უფლება მართლმადიდებელ მოსახლეობაზე სახელმწიფოს ფარგლებში. 1922 წელს კონსტანტინოპოლის ეკლესიის შემადგენლობაში შეიქმნა 4 ეპარქია აშშ-ში, დასავლეთ ევროპაში დაინიშნა ეგზარქოსი ფიატირის მიტროპოლიტის ტიტულით. 1924 წელს შეიქმნა 2 ეპარქია ავსტრალიაში. ვინაიდან კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესია თანამედროვე ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიების უმეტესობის დედა ეკლესიას წარმოადგენს, მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის. კონსტანტინოპოლის პატრიარქი ატარებს Primus inter pares — („პირველი თანასწორთა შორის“) ტიტულს და იწოდება „კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსად და მსოფლიოს პატრიარქად“ და მართლმადიდებელი ქრისტიანების მსოფლიო წარმომადგენლად და სულიერ ლიდერად ითვლება.[2][3][4][5][6]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- არქიეპისკოპოსი მაკარიოსი (გრინიეზაკისი), მსოფლიო საპატრიარქო (ეკლესია პირველხმობილი და ფრიადლმობილი), არტანუჯი, 2025, ISBN 978-9941-527-07-4.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 644.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Ecumenical Patriarchate. World Council of Churches. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 December 2024. ციტირების თარიღი: 21 January 2025
- ↑ The Patriarch Bartholomew. 60 Minutes. CBS (20 December 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-26. ციტირების თარიღი: 26 June 2021
- ↑ Biography - The Ecumenical Patriarchate en-US. ციტირების თარიღი: 2019-12-11
- ↑ Winfield, Nicole; Fraser, Suzan. Pope Francis Bows, Asks For Blessing From Ecumenical Patriarch Bartholomew In Extraordinary Display Of Christian Unity (30 November 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-17. ციტირების თარიღი: 2019-12-11
- ↑ (2005) Finding Global Balance. World Bank Publications, გვ. 119. „"His All Holiness is the spiritual leader of 300 million Orthodox Christians worldwide"“
- ↑ Who is the Ecumenical Patriarch? - Apostolic Pilgrimage of Pope Francis and Ecumenical Patriarch Bartholomew to Jerusalem en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-04. ციტირების თარიღი: 2019-12-11
| |||||||||||||