სიქსტეს კაპელა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სიქსტეს კაპელა წმ. პეტრეს ტაძრის გუმბათიდან.
სიქსტეს კაპელას ინტერიერი

სიქსტეს კაპელა (იტალ. Cappella Sistina) — მდებარეობს მოციქულეობრივ სასახლეში, ვატიკანი, რომელიც რომის პაპის ოფიციალური რეზიდენციაა.

მართკუთხა ფორმის კაპელა ზომით სოლომონის ტაძრის ტოლია (40.93 X 13.41 მ), როგორც მოცემულია ძველ აღთქმაში. მისი სიმაღლეა 20.70 მ. არქიტექტურული პროექტი ეკუთვნის ბაკიო პონტელის, ხოლო სამშენებლო სამუშაოებს ხელმძღვანელობდა ჯოვანი დე დოლჩი 1473-84 წლებში, სიქსტუს IV-ის მითითებებით.

პირველი მესა სიქსტეს კაპელაში ჩატარდა 1483 წლის 9 აგვისტოს, რომლის დროსაც ის კურთხეულ იქნა და ქალწული მარიამის ამაღლებას მიეძღვნა.

2022 წლის 26 ივნისს სიქსტის კაპელაში თბილისის სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდმა კონცერტი გამართა. კონცერტი საქართველოს პრეზიდენტსა და რომის პაპს შორის 2021 წელს, წმინდა საყდარში ოფიციალური ვიზიტისას მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გაიმართა. სიქსტის კაპელაში ქართველებმა პირველად იგალობეს. საქართველოს საპატრიარქო გუნდის კონცერტი ვატიკანის ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ettlinger, Leopold (1965), The Sistine Chapel before Michelangelo: Religious Imagery and Papal Primacy, Oxford: Clarendon Press, OCLC 230168041
  • King, Ross (2003), Michelangelo & the Pope's Ceiling, New York: Penguin Books, ISBN 0-14-200369-7
  • Lewine, Carol (1993), The Sistine Chapel Walls and the Roman Liturgy, University Park: Pennsylvania State University Press, ISBN 0-271-00792-3

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობის ლოგო ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: სიქსტეს კაპელა

  1. [1]