ერიტრეა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ერიტრეას სახელმწიფო
Hagere Ertra
ሃገረ ኤርትራ
دولة إرتريا
State of Eritrea
ერიტრეა
ერიტრეის
ჰიმნი: ኤርትራ ኤርትራ ኤርትራ (Ertra, Ertra, Ertra)
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ასმერა
15°20′ ჩ. გ. 38°56′ ა. გ. / 15.333° ჩ. გ. 38.933° ა. გ. / 15.333; 38.933
ოფიციალური ენა (არაოფიციალურად) ტიგრინიული ენა, არაბული, ინგლისური
მთავრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ისაიას აფევერკი
ფართობი
 -  სულ 117 600 კმ2 (მე-100)
 -  წყალი (%) უმნიშვნელო
მოსახლეობა
 -  2005 შეფასებით 4 401 009 (118-ე)
 -  2002 აღწერა 4 298 270 
 -  სიმჭიდროვე 37 კაცი/კმ2 (165-ე)
მშპ (მუპ) 2005 შეფასებით
 -  სულ $4.471 მილიარდი (168-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $1000 (147-ე)
აგი (2007) 0.483 (დაბალი) (157-ე)
ვალუტა ერიტრეას ნაკფა (ERN)
დროის სარტყელი (UTC +3სთ.)
 -  ზაფხულის (DST) (UTC +3სთ.) (UTC)
ქვეყნის კოდი ERI
Internet TLD .er
სატელეფონო კოდი 291

ერიტრეა (ტიგ. ሃገረ ኤርትራ, არაბ. دولة إرتري‎‎) — სახელმწიფო ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში. წითელი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე. დასავლეთიდან ესაზღვრება სუდანი, სამხრეთიდან ეთიოპია, ხოლო აღმოსავლეთიდან ჯიბუტი. ეთიოპიისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა 1993 წელს. 2005 წლის შეფასებით ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 3 622 400 ადამიანს[1][2]. ქვეყნის საერთო ფართობი შეადგენს დაახლოებით 117 600 კმ²-ს, რომელიც ასევე მოიცავს დაჰლაკის არქიპელაგს და ჰანიშის კუნძულების ნაწილს. დედაქალაქი — ასმერა.

სექციების სია

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველ ბერძნულ ენაზე «ერიტრაია» (ბერძნ. Ἐρυθραία) ნიშნავს წითელს (ბერძნ. ἐρυθρός, «ერიტროს» — წითელი). ბერძნული ენიდან ტერმინმა გადაინაცვლა ლათინური ენაში ფორმით ლათ. Erythræa; ასე რომ, წითელ ზღვას ეძახდნენ «ერიტრეას».

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერიტრეის რუკა (გაერთიანებული ერების ორგანიზაციის) მონაცემებით

ერიტრეა მდებარეობს აღმოსავლეთ აფრიკაში, წითელი ზღვის სანაპიროზე და დაჰლაკის არქიპელაგის კუნძულებზე. აქვს სახმელეთო საზღვრები სუდანთან ჩრდილო-დასავლეთით (საზღვრის სიგრძე — 605 კმ), ეთიოპიასთან სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით (912 კმ) და ჯიბუტისთან სამხრეთ-აღმოსავლეთით (113 კმ).

ქვეყნის ფართობი შეადგენს 117 600 კმ²-ს, ერიტრეას უკავია 101-ე ადგილი მსოფლიოს ქვეყნებს შორის ტერიტორიის მიხედვით. ქვეყანას ეკუთვნის დაახლოებით 350 კუნძული წითელ ზღვაში, რომელთაგან 200 ქმნის დაჰლაკის არქიპელაგს. ქვეყნის სანაპირო ზოლის საერთო სიგრძე შეადგენს 2234 კმ-ს; მატერიკული სანაპირო ზოლის სიგრძეა — 1151 კმ, წითელ ზღვაში მდებარე კუნძულების — 1083 კმ.

რელიეფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერიტრეის ტოპოგრაფიული რუკა

ქვეყნის რელიეფი საკმაოდ არაერთგვაროვანია. ერიტრეის ტერიტორიის დაახლოებით მესამედი მდებარეობს ერიტრეის პლატოზე (მისი სიმაღლე — დაახლოებით 2000 მეტრია), რომელიც სამხრეთით ეთიოპიის მთიანეთის გაგრძელებაა. მისგან დასავლეთით მდებარეობს დიდი პლატო (მთელი ფართობის მესამედზე მეტი), აღმოსავლეთით — სანაპირო ხეობები და ქვაბულები, მათ შორის, აფარის ქვაბულის ნაწილი. მთიანეთზე მდებარეობს ქვეყნის ჭარბად დასახლებული რაიონები. ამ რეგიონის აქტუალური პრობლემაა მიწის ნაყოფიერების კლება სოფლის მეურნეობაში მიწის რესურსების ინტენსიური გამოყენების, ხშირი გვალვების, ტყის მასივების ფართობის შემცირების და ნიადაგის ეროზიის გამო. აქ მდებარეობენ ბევრი მდინარის შენაკადების სათავეები, როგორებიცაა: ანსება, ბარკა, ტეკეზე და მერები. ერიტრეის ყველაზე მაღალი წერტილია — სოირას მთა (2989 მ); მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქ ასმერიდან სამხრეთით, რომელიც ზღვის დონიდან 2374 მეტრ სიმაღლეზე იმყოფება. ქვეყნის ყველაზე დაბალი წერტილი მდებარეობს კულულის ტბასთან (ზღვის დონიდან 75 მეტრით დაბლა) აფარის ქვაბულში. ერიტრეის დასავლეთით მდებარე დაბლობი რაიონები გადაჭიმულია კერენიდან (ასმერიდან ჩრდილო-დასავლეთით) სუდანის საზღვრამდე. მიწა ამ რეგიონში ირწყვება მდინარეებით: ანსება, მერები და ბარკა.

სანაპირო ზოლის დიდი ნაწილი მდებარეობს არიდული ან ნახევრადარიდული ჰავის ზონაში, თუმცა იქ ასევე ცხოვრობენ მომთაბარე მენახირეები და ბინადრობენ ველური ცხოველები. მთიანეთის აღმოსავლეთ ფერდოებზე ნაყოფიერი ნიადაგია, რომლებზეც ნალექები მოდის წლის ორი ნოტიო სეზონის განმავლობაში.

გეოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერიტრეის ხედი კოსმოსიდან

ერიტრეის და მთლიანად აღმოსავლეთ აფრიკის გეოლოგია დასავლეთში შედგება კამბრიულისწინა პერიოდის ჯიშის ქანებისაგან და კაინოზოური ჯგუფის დანალექი ქანებისა და მაგმური ქანებისაგან სანაპირო ზოლის გასწვრივ, რომელიც ეკვრის წითელ ზღვას. უფრო გვიანდელი მთის ჯიშები მოიცავს მეტამორფულ და გვიანდელი გნაისის ფუნდამენტს, რომელიც ეკუთვნის სხვადასხვა პროტეროზოური ეონის ტერეინებს. ზღვის წარმოშობის მეზოზოური ჯგუფის დანალექები გვხვდება წითელი ზღვის ნაპირის გასწვრივ მდებარე სანაპირო ზონაში. მიოცენის პერიოდის ასაკის თხელი ბაზალტის ფენა შეიმჩნევა ამ ზონის ნალექებში პლიოცენიდან ჰოლოცენამდე დროის მონაკვეთში, რომლებიც ზოგიერთი ჩაპრესილია ამოწევის და რიფტოგენეზის ძირითადი ფაზის მომენტში პლეისტოცენის პერიოდში.[3][4]

ქვეყანაში იწარმოება სუფრის მარილი, თაბაშირი და კაოლინიტი, მაგრამ მას ასევე აქვს აზბესტის, ბარიტის, კალიუმის მარილის და ტალკის რესურსები. რესურსები მოიცავენ შემდეგ ლითონებს: სპილენძი, ოქრო, რკინის მადანი, ტყვია, თუთია, ვერცხლი და მაგნიუმი.[5]

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერიტრეის რუკა

ქვეყანაში წითელი ზღვის სანაპიროზე კლიმატი მშრალი და ცხელია. ზამთრის საშუალო ტემპერატურა (დეკემბერი — თებერვალი) მერყეობს 20-35 °C-ის დიაპაზონში, ზაფხულის (ივნისი — სექტემბერი) 40-50 °C-ის ფარგლებში. ნალექების წლის საშუალო ნორმაა — 200 მმ. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ტემპერატურა კიდევ უფრო მაღალია. ცხოვრებისათვის ამ არასასურველ პირობებში, მოსახლეობა დაკავებულია მომთაბარე მესაქონლეობით, ხოლო თევზით მდიდარ სანაპირო რაიონებში — მეთევზეობით.

დასავლეთი ვაკეები სუდანის საზღვართან მდებარეობს 500-2000 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ძირითადად ეს უდაბნოები, ნახევრადუდაბნოები და სავანებია, თუმცა არსებობენ ნაყოფიერი ნიადაგებიც სეზონური წვიმების გამოისობით. ნალექების წლის საშუალო რაოდენობა შეადგენს 400 მმ-ს. წლის ყველაზე ცივი თვეა — დეკემბერი, ზოგჯერ ტემპერატურა ეცემა 15 °C-მდე.

ერიტრეის მთიანეთი გამოირჩევა უფრო ნოტიო და ცივი კლიმატით. რელიეფის უმეტესი ნაწილი მდებარეობს 1500 მეტრზე მაღლა, ნალექების წლის საშუალო ნორმა მერყეობს 500-850 მმ-ის საზღვრებში. რეგიონის საშუალო ტემპერატურა მერყეობს 15-30 °C-ის საზღვრებში, ზოგჯერ ხდება ნახტომები 40 °C-მდე. ზამთარში ღამით შესაძლებელია ტემპერატურის ვარდნა 0 °C-მდე. ამ კლიმატურ ზონაში მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი — ასმერა, სადაც ტემპერატურა საშუალოდ მერყეობს ზამთარში 21 °C-დან 25 °C-მდე ზაფხულის დასაწყისში.

რეგიონის ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონებში შეიმჩნევა ორი ნოტიო პერიოდი — ზაფხულის (მთავარი) ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით და ნაკლებად გამოხატული გაზაფხულის მარტიდან აპრილის ჩათვლით. სანაპიროსთან ნალექები უპირატესად მოდის ზამთარში. ქვეყანაში საშუალოდ ნალექების წლის საშუალო ნორმა შეადგენს 400-600 მმ-ს.

ბუნებრივი რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთოდ ერიტრეა ისეთი ბუნებრივი რესურსებით მდიდარი არაა, რომლებიც უზრუნველყოფდა მისი ეკონომიკის განვითარებას. ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი უკავია მთებს ან უდაბნოს რაიონებს. ადრე ქვეყანა აწარმოებდა ციტრუსების და ბოსტნეულის ევროპაში და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ექსპორტს, მაგრამ მრავალწლიანი ომის შემდეგ მკვეთრად შემცირდა ტყეებისა და სოფლის მეურნეობისათვის სასარგებლო ნიადაგის რაოდენობა; მუშავდება ქვეყნის ფართობის დაახლოებით 10-12 %, სადაც მუდმივი მოსავლისათვის მხოლოდ 1 %-ია. ერიტრეის ტერიტორიის დაახლოებით 6 % უკავია ნაკრძალებს და ტყეებს, 49 % — საძოვრებს.

ჭარბად დასახლებული ერიტრეის მთიანეთი ყველაზე უკეთ გამოსაყენებელია მარცვლეული კულტურების, პარკოსნების და ბოსტნეული კულტურების ინტენსიური მოყვანისათვის, სარძევე მეცხოველეობისათვის და მეფრინველეობისათვის. მაგრამ წარმოების დონის შესანარჩუნებლად აუცილებელია მორწყვა და ეროზიასთან ბრძოლა. ასევე არსებობს დიდი ნაყოფიერი ხეობები, რომლებიც მუდმივი ან სეზონური მორწყვისას შეიძლება გამოყენებული იქნეს პლანტაციური მეურნეობისთვის და მარცვლეული და ხილის კულტურების მოსაყვანად. საერთოდ, ერიტრეის მიწის რესურსების სიღარიბის გარდა, სოფლის მეურნეობა და მეცხოველეობა საკმაოდ შეზღუდულია თავის განვითარებაში. ერიტრეას ასევე გააჩნია თევზის მნიშვნელოვანი რესურსები.

ქვეყნის სასარგებლო წიაღისეულებს შორის აღსანიშნავია: ოქრო, კალიუმის მარილი, თუთია, სპილენძი. 1990-იანი წლების შუიდან ქვეყანაში მიმდინარეობს ნავთობის ძიება.

ცხოველთა სამყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერიტრეაში ცხოველების და ფრინველების სამყარო საკმაოდ მდიდარია. აქ ბინადრობენ: ბაბუინები, გაზელები, სირაქლემები, ლომები, სპილოები, დიდი და მცირე კუდუები, ჯიხვები, ჯიქები, მაიმუნები, დუკერები, მეჭეჭებიანი ღორები, კამეჩები, ბეჰემოთები, აფთრები, მაჩვზღარბები, კურდღლები, ტახები, ნიანგები, მარტორქები, მღრღნელები, გველები, კუები, ტურები, ორბები, არწივები, მარაბუები, ადგილობრივი და გადამფრენი ფრინველების ბევრი სახეობა და სხვა. დაჰლაკის არქიპელაგის რაიონში არსებობს თევზების 250 სახეობა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიამდელი პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერიტრეა იყო ერთ-ერთი რეგიონი, სადაც ცხოვრობდნენ ჰომოს პირველი წარმომადგენლები. 1995 წელს იტალიელმა მეცნიერებმა ბუიაში აღმოაჩინეს ერთ-ერთი უძველესი ჰომინიდი, სავარაუდო რგოლი ჰომო ერექტუსისა და ჰომო საპიენსის არქაულ წარმომადგენლებს შორის, რომლის ასაკიც 1 მილიონ წელზე მეტია.[6] ასევე სავარაუდოა, რომ ერიტრეა იყო ადგილი, სადაც პირველმა ადამიანებმა გაიარეს გზა აფრიკიდან სხვა კონტინენტებზე მიგრაციის დროს.[7]

ერიტრეის სამეცნიერო-კვლევითმა ჯგუფმა (ინგლ. Eritrean Research Project Team), რომელიც შედგებოდა ერიტრეელი, კანადელი, ამერიკელი, ჰოლანდიელი და ფრანგი მეცნიერებისგან, ზულას ყურესთან (მასაუადან სამხრეთით, წითელი ზღვის სანაპიროს გასწვრივ) 1999 წელს აღმოაჩინა 125 ათას წელზე მეტი ასაკის ისტორიამდელი სადგომი ქვის და ობსიდიანური ინსტრუმენტებით. ნავარაუდევია, რომ უძველესი ადამიანები ამ ინსტრუმენტებს იყენებდნენ ისეთი ზღვის ნობათის შესაგროვებლად, როგორებიცაა მოლუსკები და ხამანწკები. არსებობს ჰიპოტეზა, რომ დანაკილის ქვაბულის ერიტრეის ნაწილი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ადამიანის ევოლუციაში და, სავარაუდოდ, მოიცავს მთელი ევოლუციის არქეოლოგიურ წარსულს ჰომო ერექტუსიდან თანამედროვე ადამიანამდე.

კლდის მხატვრობა ცენტრალურ და ჩრდილო-დასავლეთ ერიტრეაში, რომელიც აღმოჩენილი იქნა იტალიელების მიერ კოლონიალურ ეპოქაში, ამტკიცებს მონადირეების არსებობას ეპიპალეოლითის პერიოდში.

ძველი ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე ერიტრეის ტერიტორიაზე პირველად დასახლდნენ ნილოტები, რომლებიც აქ მოვიდნენ ნილოსის ხეობიდან და დამკვიდრდნენ ქვეყნის დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ რაიონებში. კუნამას და ნარას თანამედროვე ხალხი იმ ძველი პირველი დამსახლებლების შთამომავლები არიან. მოგვიანებით ჩრდილოეთიდან ქვეყნის ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ რაიონებში გადმოსახლდნენ ჰამიტები, რომლებმაც თანდათან ასიმილაცია განიცადეს ადგილობრივ ნილოტ მოსახლეობასთან. ამ ჰამიტი გადმოსახლებულების უახლოესი თანამედროვე შთამომავლები არიან გედარების და ბილინის ეთნიკური ჯგუფები, თუმცა ზოგიერთი ეთნოლოგი მათ ასევე კიდევ აკუთვნებს აფარელებს და საჰოს. ბეჯას ტომის პირველი ხსენება ძველი ეგვიპტის ისტორიაში მიეკუთვნება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2700 წელს.

დაახლოებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე VII–V საუკუნეებში დაიწყო საბიელი-სემიტების მიგრაცია თანამედროვე ერიტრეის ტერიტორიაზე სამხრეთი არაბეთიდან წითელი ზღვის გავლით. გადმოსახლების მეორე ტალღა მოხდა თანამედროვე იემენის ტერიტორიიდან ჩვენს წელთაღრიცხვამდე 400 და 100 წლებს შორის პერიოდში. გადმოსახლებულები ჯერ ცხოვრობდნენ წითელი ზღვის სანაპიროზე, მოგვიანებით დაიწყეს სამხრეთით გადაადგილება, რის შედეგადაც ისინი დასახლდნენ ერიტრეის მაღალმთიან რაიონებში და თანამედროვე ეთიოპიის ტიგრაის რეგიონში. თანდათან, სხვადასხვა ტომის ხალხის ქორწინებების შედეგად, ისინი შეერივნენ ადგილობრივ მოსახლეობას, უფრო სავარაუდოდ ბეჯას ხალხს. თანამედროვე ეთნიკური ჯგუფები, რომლებიც ლაპარაკობენ ტიგრინიულ და ტიგრაის ენებზე მათი შთამომავლებია. საბიელებმა თან მოიტანეს მიწადმოქმედების, ფერდოებზე ტერასების აგების, რკინის იარაღის, დამწერლობის და სახელმწიფო აპარატის იმ დროისათვის მოწინავე მეთოდები. რამდენიმე ხანი გადმოსახლებულები ემორჩილებოდნენ საბის სამეფოს, რომელიც არსებობდა იემენის ტერიტორიაზე. მაგრამ თანდათან ადგილობრივმა მოსახლეობამ, რომლის სხვადასხვა ეთნიკური წარმომადგენლები ერთმანეთში შეჯვარდნენ, შექმნა თავისი საკუთარი პროტოსახელმწიფოებრივი წარმონაქმნები ცენტრებით მეტერაში, კოჰაიტოში და კესკესეში (ერიტრეის ტერიტორიაზე), იეჰაში და აქსუმში (ტიგრაის ტერიტორია, ეთიოპია), რომლებიც ნელ-ნელა იკრეფდნენ ძალას. ადულისის პორტი წითელი ზღვის ერიტრეის სანაპიროზე იყო სავაჭრო ჭიშკარი ანტიკური სამყაროს ბევრ ქვეყანასთან, რომელთა შორის იყო ძველი საბერძნეთი და რომის რესპუბლიკა. ჩვენი წელთაღრიცხვით 710 წელს ქალაქი განადგურდა.

აქსუმის პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აქსუმი 230 წელს

დაახლოებით IX საუკუნემდე ერიტრეის თანამედროვე ტერიტორიის დიდი ნაწილი შედიოდა აქსუმის სამეფოს შემადგენლობაში. ამ სახელმწიფოს დედაქალაქი, ქალაქი აქსუმი, მდებარეობდა დაახლოებით 180 კმ-ით სამხრეთში ერიტრეის თანამედროვე დედაქალაქ ასმერადან ეთიოპიის რეგიონ ტიგრაიში, ერიტრეის საზღვრიდან შორიახლოს. აქსუმის სახელმწიფოს აყვავების ხანა იყო IV–VI საუკუნეები. ადულისის პორტი იყო ვაჭრობის მთავარი ცენტრი წითელი ზღვის რეგიონში. აქსუმის სამეფომ დაცემა დაიწყო IX საუკუნეში. საბიელების შერწყმამ ერიტრეის და ჩრდილოეთ ეთიოპიის (არაბულად — ჰაბეშა) ადგილობრივ მოსახლეობასთან ქვეყანას მისცა დასახელება — «აბისინია», რომელი სახელითაც იგი ცნობილი იყო დანარჩენი სამყაროსთვის მრავალი საუკუნეების განმავლობაში.

დაახლოებით 750 წლისთვის მნიშვნელოვნად გაიზარდა ბეჯას ძლიერება, რომლებმაც შექმნეს ხუთი დამოუკიდებელი ქვეყანა: ნეგაში, ბელჯინი, ბაზინი, ჯარინი და კუაიტა. IX–XIII საუკუნეების პერიოდში ერიტრეის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი იმყოფებოდა ბეჯას კონტროლ ქვეშ, თუმცა აქსუმის სამეფო, რომელიც თანდათან სუსტდებოდა, ზოგჯერ იბრუნებდა რეგიონზე ხელისუფლებას. XIV საუკუნეში ერიტრეის მნიშვნელოვანი ნაწილი იმყოფებოდა მედრი-ბაჰრი («ზღვის ქვეყანა») სახელმწიფოს შემადგენლობაში. XV საუკუნიდან და XVI საუკუნის შუიდან ერიტრეის ტერიტორიაზე არსებობდა მრავალი მცირე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი ბელადების და შეიხების ხელმძღვანელობით, რომლებიც ერთმანეთს მუდმივად ეომებოდნენ, ასევე ეომებოდნენ ეთიოპელებს, რომლებიც ცხოვრობდნენ მდინარე მერების იქით.

შუა საუკუნეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შუა საუკუნეების განმავლობაში ერიტრეა, რომელსაც უკავია განსაკუთრებული სტრატეგიული მდგომარეობა რეგიონში, იყო მრავალი ტერიტორიალური პრეტენზიების მუდმივი ობიექტი მეზობელი ქვეყნების მხრიდან. რამდენიმე საუკუნეების განმავლობაში, ერიტრეაში ცდილობდნენ გამაგრებულიყვნენ ეთიოპიის იმპერატორები, რომლებიც ისწრაფოდნენ უზრუნველყოთ თავიანთი ქვეყნისათვის წითელ ზღვაზე გასასვლელი, არაბები, თურქები, ეგვიპტელები, ასევე ადგილობრივი ხალხის ბელადები, რომლებიც ცდილობდნენ დაემყარებინათ ეთიოპიის ვაჭრობაზე და შიდა ერიტრეის სანაპიროებზე კონტროლი.

ოსმალეთის მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1557 წელს ერიტრეის სანაპირო ტერიტორიები დაიპყრო ოსმალეთის იმპერიის ჯარებმა, რომლებმაც ამ მიწებზე შექმნეს ჰაბეშის (Habesh) ცალკე ეალეთი (პროვინცია). დედაქალაქად არჩეული იქნა ერიტრეის ქალაქი მასაუა. ოზდემირ-ფაშას ხელმძღვანელობით, ოსმალეთის ჯარმა სცადა დაეპყრო თანამედროვე ერიტრეის დანარჩენი ნაწილი. ხორციელდებოდა თავდასხმები ქვეყნის შიდა მაღალმთიან და დასავლეთ რაიონებზე თვით ქალაქ აკორდატამდე. ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის, ხმელთაშუა ზღვის რეგიონში და სპარსეთის საზღვართან ჯარების შეყვანის აუცილებლობის გამო, ოსმალებმა, როგორც ადრე ეთიოპელებმა, ვერ შეძლეს დამკვიდრებულიყვნენ ერიტრეის შიდა რაიონებში; თურქებმა მასაუას და მისი შემოგარენის მმართველად დანიშნეს ბელუს ხალხის არისტოკრატიის წარმომადგენელი და დაუქვემდებარეს იგი თურქ გუბერნატორს ქალაქ სუაკინში, რომელიც მდებარეობს სუდანში.[8]

ეგვიპტის მუქარა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1880 წლის აღმოსავლეთ აფრიკის რუკა

XIX საუკუნის შუაში, ოსმალეთის იმპერიის ფორმალურ ვასალსეგვიპტის ხედივატს, რომელიც ცდილობდა გაეფართოვებინა თავისი სამფლობელოები ერიტრეის და ჩრდილოეთ ეთიოპიის ტერიტორიების ხარჯზე, შეხვდა ეთიოპიის იმპერატორის — იოჰანის IV-ის დიდი წინააღმდეგობა. ეთიოპიის მმართველი, თავის მხრივ, ცდილობდა უზრუნველყო თავისი ქვეყნისთვის ზღვაზე გასასვლელი და დაესრულებინა ეგვიპტე-სუდანის ჯარების თავდასხმები მის სამფლობელოზე. რამდენიმე დიდ ბრძოლაში ეგვიპტელებმა განიცადეს გამანადგურებელი დამარცხება, რამაც გააცამტვერა ეთიოპიაზე და ერიტრეაზე ექსპანსიის მათი გეგმები. გამარჯვებამ არა მარტო გააძლიერა იოჰანის IV-ის პოზიციები, არამედ 17 წლის განმავლობაში დაეპყრო ერიტრეის ტერიტორიის ნაწილი, რომლის მმართველადაც მან დანიშნა თავისი მხედართმთავარი ალულა.

ეგვიპტელების მმართველობის ქვეშ რჩებოდა ბოგოსის რაიონი (ქალაქ კერენთან) და მასაუა, რომელიც 1846 წელს მათ გადასცეს თურქებმა. 1865 წელს უკვე დასუსტებულმა ოსმალეთის იმპერიამ ეგვიპტეს გადასცა მათი ყველა ერიტრეის სამფლობელოები, რის შედეგადაც დატოვეს 300 წლის განმავლობაში მათ მფლობელობაში მყოფი ჰაბეშის ეალეთი. ეგვიპტელები, რომლებსაც ჯერ კიდევ მთლიანად არ ჰქონდათ მოშუშებული მარცხი ეთიოპელებისგან და მაჰდისტური სუდანისგან, უკვე მზად იყვნენ გაეყვანად საკუთარი ჯარები მასაუადან, მაგრამ 1885 წელს იქ გადასხდა იტალიელთა საზღვაო დესანტი. კიდევ უფრო ადრე იტალიელები გამაგრდნენ სამხრეთში, ასების რაიონში, ხოლო 1890 წელს მათ მიერ დაპყრობილი ტერიტორიები გააერთიანეს საკუთარ ერიტრეის კოლონიაში.

იტალიის ერიტრეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იტალიის ერიტრეა იტალიის სამეფოს პირველი კოლონიაა. იგი შეიქმნა 1890 წელს (მაგრამ პირველი იტალიური დასახლებები დაარსდა 1882 წელს, ქალაქ ასებაში), იტალიური ხელისუფლება ოფიციალურად გრძელდებოდა 1947 წლამდე, თუმცა რეალურად იტალიელები იძულებულები იყვნენ დაეტოვებინათ ტერიტორია 1941 წელს დიდი ბრიტანეთის ოკუპაციის შემდეგ მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას.

იტალიურმა კომპანია Rubattino-მ იყიდა თანამედროვე ასებას ტერიტორია ადგილობრივი სულთანისგან პორტის მშენებლობის გამო საკუთარი ფლოტის კომერციული სამსახურისთვის. 1882 წლის 10 მარტს იტალიის მთავრობამ შეისყიდა ასებას ტერიტორია იტალიური კომპანიისგან. იტალიის ჯარმა თანდათან დაიპყრო მთელი სანაპირო და 1885 წლის 5 თებერვალს დაიკავა ქალაქი-პორტი მასაუა.

იტალიამ იგნორირება გაუკეთა სხვა დაინტერესებული მხარეების პროტესტებს (ეგვიპტე, თურქეთი და ეთიოპია) და 1890 წლის 1 იანვარს გამოაცხადა იტალიის ერიტრეის კოლონიის შექმნის შესახებ.

იტალიის ერიტრეას ჰქონდა გარკვეული განვითარება იტალიელების ბატონობის დროს. 1939 წლის აღწერით ერიტრეაში ცხოვრობდა თითქმის 100 ათასი იტალიელი ერთ მილიონ ადგილობრივ მოსახლეობას შორის. ერიტრეაში იტალიელები ხელს უწყობდნენ კათოლიციზმს, სოფლის მეურნეობის, მძიმე მრეწველობის და ვაჭრობის განვითარებას, მაგრამ უპირველეს ყოვლისა შექმნეს ავტოსტრადების და რკინიგზის, პორტების, საავადმყოფოების და სხვა სფეროების ინფრასტრუქტურა. იტალიელების დროს აშენებული რკინიგზა ასმერასა და მასაუას შორის, დღემდე ერთ-ერთი უდიდესია აფრიკის რქის ტერიტორიაზე.

იტალიელები იძულებულები იყვნენ დაეტოვებინათ ტერიტორია 1941 წელს, როდესაც ერიტრეის ოკუპაცია მოახდინა დიდმა ბრიტანეთმა.

ასმერა გახდა ერიტრეის დედაქალაქი 1900 წელს და შეცვალა ქალაქი მასაუა, უპირველეს ყოვლისა მისი ცივი კლიმატის გამო — ის მდებარეობს ზღვის დონიდან 2200 მეტრზე უფრო მაღლა.

1939 წლის აღწერის მონაცემების თანახმად, იმ მომენტში ასმერის მოსახლეობა შეადგენდა 98 000 ადამიანს, რომელთაგან 53 000 იყო იტალიელი. შედეგად ასმერა იყო მთავარი «იტალიური ქალაქი» იტალიის აღმოსავლეთ აფრიკაში და, შესაბამისად, ხელს უწყობდა ბენიტო მუსოლინის რეჟიმს, რომ გამხდარიყო მისი პოლიტიკის მაგალითი მთელი მსოფლიოს თვალში.

მეორე მსოფლიო ომმა შეაჩერა კოლონიის განვითარება. ბრიტანელებმა მრავალი დანადგარის დემონტაჟი მოახდინეს და გააგზავნეს სამხრეთ აფრიკაში, რამაც ერიტრეაში გამოიწვია სერიოზული ეკონომიკური კრიზისი 1945 წლის შემდეგ. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ იტალიელები ერიტრეაში დევნას განიცდიდნენ, ამიტომ მათი უმრავლესობა იძულებული გახდა დაბრუნებულიყო იტალიაში.

ბრიტანეთის სამხედრო ადმინისტრაციის მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომის დროს ერიტრეა იყო საბრძოლო მოქმედებების ერთ-ერთი თეატრი იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ჯარებს შორის აღმოსავლეთ აფრიკული კამპანიის მიმდინარეობის დროს. 1941 წელს კერენის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, ბრიტანელებმა საკუთარი კონტროლი დაამყარეს კოლონიაზე ქვეყნის მომავალი ბედის გადაწყვეტამდე ანტიჰიტლერულ კოალიციასთან შეთანხმების მიმდინარეობის დროს. მაშინვე დაიწყო საწარმოო სიმძლავრეების დემონტაჟი ასმერაში და მასაუაში, რომელიც სამხედრო კონტრიბუციის სახით გადაიტანეს კენიაში, იმ დროინდელ დიდი ბრიტანეთის კოლონიაში. ასევე მოხდა ერიტრეის რკინიგზის ნაწილობრივი დემონტაჟი.

ერიტრეის მომავალ ბედთან დაკავშირებით ანტიჰიტლერული კოალიციის მოკავშირეებს შორის ერთიანი შეთანხმების არარსებობის შედეგად, ბრიტანელები აგრძელებდნენ კოლონიის მმართველობას 1950 წლამდე. პირველი ომისშემდგომი წლების განმავლობაში თითოეული დაინტერესებული მხარე სთავაზობდა ერიტრეის საკითხის გადაწყვეტის საკუთარ თვალსაზრისს. დიდმა ბრიტანეთმა წამოაყენა ერიტრეის რელიგიური პრინციპით დაყოფის იდეა, რომლის მიხედვითაც შესაბამისი ტერიტორიები გადაეცემოდა სუდანს და ეთიოპიას. საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი, რომელიც ელოდებოდა კომუნისტების გამარჯვებას ომისშემდგომ იტალიაში, ემხრობოდა ერიტრეის იტალიისთვის დაბრუნების იდეას, ან კოლონიის, ან «მეურვეობის» ქვეშ მყოფი ქვეყნის სახით. არაბული სამყარო, მიუხედავად ერიტრეის მრავალრიცხოვანი მუსლიმი მოსახლეობისა, ემხრობოდა მითვის დამოუკიდებლობის მინიჭებას.

ერიტრეის მიმართ საკუთარი გეგმები ჰქონდა ეთიოპიას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს იყო აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის მოკავშირე. ეთიოპიის იმპერატორმა ჰაილე სელასიე I-მა აშშ-ის პრეზიდენტისადმი თავის მიმართვაში და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პირველ კონფერენციაზე საკუთარი მოთხოვნები ჩამოაყალიბა ერიტრეის და იტალიის სომალის ეთიოპიისათვის გადაცემის თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ამ საკითხზე დებატები ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული, აშშ და დიდი ბრიტანეთი ემხრობოდნენ ერიტრეის ეთიოპიისათვის გადაცემის გეგმას, როგორც თავიანთი მოკავშირისთვის საჩუქარს მეორე მსოფლიო ომში მხარდაჭერისათვის. აშშ ასევე გეგმავდა, რომ ეთიოპიისთვის ერიტრეის მიერთების შემდეგ იგი სამხედრო ბაზას შექმნიდა ასმერასთან ახლოს. ამავე დროს, ერიტრეის პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები მუდმივად მოუწოდებდნენ კოლონიაში რეფერენდუმის ჩატარებისაკენ ქვეყნის მომავლის საკითხის პირდაპირი გზით გადასაწყვეტად.

1950 წლის თებერვალში ერიტრეაში გაიგზავნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომისია, რომელსაც ადგილზე უნდა შეესწავლა საკითხი მხარეების გამოკვეთილი პოზიციების არყოფნის და თვითონ ერიტრეელების მხრიდან თვითგამორკვევის მოთხოვნის პირობებში. კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ერიტრეის ეთიოპიასთან შეერთების თაობაზე ავტონომიის უფლებით, გაეროს გენერალური ასამბლეა დაეთანხმა ამ გადაწყვეტილებას. ასევე დადგინდა, რომ ბრიტანელებს უნდა დაეტოვებინათ ერიტრეა არაუგვიანეს 1952 წლის 15 სექტემბრისა. 1952 წლის 16 მარტს ჩატარდა არჩევნები ერიტრეის პარლამენტში (წარმომადგენლობითი ასამბლეა), რის შედეგადაც არჩეული იქნა 68 დეპუტატი, ქრისტიანების და მუსლიმების თანაბარი რაოდენობით. ამ ორგანომ 1952 წლის 10 ივლისს მიიღო კონსტიტუციის პროექტი, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ იყო წარდგენილი. 1952 წლის 11 სექტემბერს ეთიოპიის იმპერატორმა ჰაილე სელასიე I-მა მოახდინა კონსტიტუციის რატიფიცირება და ერიტრეა ოფიციალურად შევიდა ეთიოპიის შემადგენლობაში. ფედერაციის სტატუსი არ აწყობდა ერიტრეის მოსახლეობის დიდ უმრავლესობას, მაგრამ უზრუნველყოფდა მათი ავტონომიის გარკვეულ დონეს.

ეთიოპიის და ერიტრეის ფედერაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფედერაციის, როგორც ახალი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის არაქმედითუნარობა იმწუთასვე გახდა თვალში საცემი, რადგანაც ქვეყანაში მთელი ხელისუფლება თავმოყრილი იყო ეთიოპიის იმპერატორის — ჰაილე სელასიე I-ის ხელში. ამასთან ერთად, ეთიოპიის მმართველ წრეებში გავრცელებული იყო ერიტრეის ჩვეულებრივი პროვინციის სახით შეერთების იდეა. ფედერაციის შექმნიდან თითქმის უმალვე დაიწყო ერიტრეის ავტონომიის უფლებების შევიწროვება: გაუქმდა ერიტრეის უმაღლესი მოსამართლის თანამდებობა, ენა, რომელზეც საუბრობდა ერიტრეის მოსახლეობა და რომელიც ოფიციალურად იყო მიჩნეული გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში — ტიგრინიული ენა და არაბული გამორიცხეს ოფიციალური ჩამონათვალიდან (დარჩა მხოლოდ ერთი — ამჰარული ენა, ეთიოპიის მოსახლეობის უმრავლესობის ენა)[9], ეთიოპიის კონტროლ ქვეშ გადავიდა საფინანსო დაწესებულებები, პოლიცია, სასამართლოები, შეწყდა ლიტერატურის დაბეჭვდა ადგილობრივ ენებზე, შემოვიდა პრესაზე ცენზურა, შეიზღუდა დემოკრატიული თავისუფლებები და პოლიტიკური მოღვაწეობა. ყველაფერი ეს პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 390-A(V) რეზოლუციას, რომელიც სახელმწიფოს ფედერაციულ მოწყობას უჭერდა მხარს.

სულ ბოლოს ერიტრეის დროშა შეიცვალა ეთიოპიის დროშით, ხოლო ერიტრეის მთავრობას ეწოდა ერიტრეის ადმინისტრაცია. ერიტრეილების პროტესტები გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში არ განიხილებოდა. ეთიოპიის იმპერატორის ჰაილე სელასიე I-ის ერიტრეის პარლამენტზე ზეწოლით, 1962 წლის 15 ნოემბერს ფედერაცია ოფიციალურად გაუქმდა, ერიტრეა შევიდა ეთიოპიის შემადგენლობაში ჩვეულებრივი პროვინციის უფლებებით. 1958-1962 წლებში არსებობდა ერიტრეის გამათავისუფლებელი მოძრაობა — პატრიოტული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებდა სტუდენტებს, ინტელექტუალებს და ქალაქელ მუშებს. მოძრაობა ცდილბდა რეჟიმთან ბრძოლას, მაგრამ იგი გამოამჟღავნეს და გაანადგურეს. ეთიოპიის მიერ ერიტრეის სახელმწიფოებრიობის თანდათანობითმა განადგურებამ გამოიწვია შეიარაღებული აჯანყება, 1961 წლიდან ერიტრეაში დაიწყო დამოუკიდებლობისათვის ომი, რომელიც დამთავრდა 30 წლის შემდეგ ერიტრეის დამოუკიდებლობის მოპოვებით.

ომი ერიტრეის დამოუკიდებლობისათვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეფერენდუმი ერიტრეის დამოუკიდებლობის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უკვე 1990-იანი წლების დასაწყისში ერიტრეის ტერიტორიის დიდი ნაწილი იმყოფებოდა ერიტრეის განთავისუფლების სახალხო ფრონტის (ეგსფ) კონტროლ ქვეშ. ქვეყნის დედაქალაქ — ასმერის აღების შემდეგ, ერიტრეამ მოიპოვა დე ფაქტო დამოუკიდებლობა, ჩამოყალიბდა დროებითი მთავრობა. ერიტრეის განთავისუფლებასთან ერთად ეთიოპიაში ხელისუფლებაში მოვიდა ახალი ხელისუფლება (ეთიოპიის კოალიციური გარდამავალი მთავრობა), რომელშიც წამყვან როლს თამაშობდნენ ოპოზიციური ძალები (უპირველეს ყოვლისა, ტიგრაის განთავისუფლების სახალხო ფრონტი (ტგსფ); მცირე ხარისხით — ორომოს განთავისუფლების ფრონტი, (ოგფ)), რომლებიც ერიტრეელ ამბოხებულებთან ერთად იბრძოდნენ მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ. ამ პირობებში მხარეებს შორის მიღწეული იქნა შეთანხმება მასზე, რომ ორი წლის შემდეგ — 1993 წლის 23-25 აპრილში ერიტრეაში ჩატარებულიყო რეფერენდუმი, სადაც გადაწყდებოდა ერიტრეის თვითგამორკვევის საკითხი. ერიტრეელებს შეთანხმება აძლევდა შესაძლებლობას დემოკრატიულად და ლეგიტიმურად გამოეცხადებინათ საკუთარი ქვეყანა დამოუკიდებლად. ეთიოპია გეგმავდა გაემაგრებინა საკუთარი პოზიციები და არ ჩართულიყო ერიტრეის გამოყოფის საკითხებში. ასევე მოსალოდნელი იყო, რომ ორი წლის განმავლობაში მხარეები მივიდოდნენ საკითხის უფრო აწონილ გადაწყვეტაში.

როგორც იგეგმებოდა, რეფერენდუმი გაიმართა 1993 წლის აპრილში. 27 აპრილს გამოქვეყნდა შედეგები, რომლის თანახმადაც რეფერენდუმში მონაწილე ერიტრეელთა 99,8 %-მა ხმა მისცა საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობას. მრავალრიცხოვანმა საერთაშორისო და რეგიონალურმა დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ არჩევნები ჩატარდა დარღვევების გარეშე და შედეგები შეესაბამებოდა რეალობას.

1990-იანი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი ქვეყნის დამოუკიდებლობის ოფიციალურად დამტკიცების შემდეგ, ეთიოპიამ და ერიტრეამ დაადასტურეს ადრინდელი შეთანხმებები ეთიოპიის მიერ ერიტრეის პორტ ასებას თავისუფალი გამოყენების (ერიტრეის გამოყოფის შემდეგ ეთიოპია დარჩა ზღვაზე გასასვლელის გარეშე, პროდუქციის ექსპორტი, პირველ რიგში ყავის, დამოკიდებული იყო საზღვაო პორტებზე), ეთიოპიური ავიაკომპანიის — «Ethiopian Airlines»-ის მიერ ასმერის აეროდრომის გამოყენების უფლების, ერიტრეის ტერიტორიაზე ეთიოპიური ვალუტის — ბირის მიმოქცევაში გამოყენების, ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ღია საზღვრების რეჟიმის შემოღების შესახებ.

ქვეყნებს შორის ურთიერთხელსაყრელი კეთილმეზობლური ურთიერთობა გრძელდებოდა 1998 წლის მაისამდე, როდესაც სასაზღვრო კონფროტაციამ მოიტანა ორწლიანი ეთიოპია-ერიტრეის კონფლიქტი, რომელშიც დაიღუპა რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი და ეთიოპიიდან დეპორტირებული იქნა ათასობით ერიტრეელი.

1993 წლიდან დღევანდელ დღემდე ქვეყანას მართავს დამოუკიდებლობისთვის ომის ვეტერანთა ჯგუფი ისაიას აფევერკის მეთაურობით, რომლებსაც თავის ხელში აქვთ თავმოყრილი ხელისუფლების ყველა შტო. ქვეყნის ლიდერები სისტემატიურად უარყოფენ წინადადებებს პოლიტიკური ცხოვრების დემოკრატიზაციაზე და არჩევნების ჩატარებაზე ქვეყნის სუსტი ეკონომიკური ბაზის მიზეზით. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები რეგულარულად აკრიტიკებენ ქვეყანაში არსებულ სიტუაციას და უარყოფით შეფასებას აძლევენ ადამიანის უფლების, პრესის თავისუფლების და სხვა სფეროებში არსებულ სიტუაციას.

1995 წელს ერიტრეა პრეტენზიას აცხადებდა იემენის კუთვნილ ჰანიშის კუნძულებზე. შედეგად ქვეყნებს შორის გაჩაღდა ჰანიშის კუნძულების კონფლიქტი, რომელიც დამთავრდა იემენის გამარჯვებით.

XXI საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომალის მთავრობის და IGAD-ის რეგიონალური ბლოკის მტკიცებით, 2006 წლიდან ერიტრეა აქტიურად ეხმარება სომალის ისლამური სასამართლოების კავშირს და მის მოკავშირეებს. მათი მტკიცებით, ერიტრეის ხელისუფლება ამბოხებულებს ამარაგებს იარაღით და ფულით, ისლამისტ ფუნდამენტალისტებს და აჯანყებულებს აძლევს თავშესაფარს და პოლიტიკური მოღვაწეობის არეალს, ერიტრეელი «მოხალისეები» მონაწილეობენ სამოქალაქო ომში სომალის ტერიტორიაზე[10]. სომალის ხელისუფლების აზრით, ასეთი სტრატეგიის ძირითადი მოტივია ერიტრეის მხარდაჭერა აბდულაჰი იუსუფ აჰმედის მთავრობისათვის[11]. მაგრამ პრეზიდენტი ისაიას აფევერკი ყველაფერს უარყოფს და ამტკიცებს, რომ მსგავსი ბრალდებები — ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მონაჭორებია, რომელიც ისწრაფვის ჩირქი მოსცხოს მისი ქვეყნის ნათელ მომავალს[11].

2008 წლის 10-დან 13 ივნისის ჩათვლით ერიტრეა იმყოფებოდა ომის მდგომარეობაში ჯიბუტისთან.

2009 წლის 23 დეკემბერს გაეროს უშიშროების საბჭომ დააწესა ემბარგო ერიტრეისთვის იარაღის მიწოდებაზე, ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა უშიშროების საბჭოს ყველა მუდმივმა წევრმა ჩინეთის გარდა, რომელმაც თავი შეიკავა. ამას გარდა, ერიტრეის სახელმწიფოს ლიდერებს აეკრძალათ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში შესვლა, ხოლო მათი ანგარიშები უცხოურ ბანკებში გაიყინა. ემბარგოს მიზეზად დასახელდა ერიტრეის მხარდაჭერა ისლამისტი მეამბოხეების მიმართ სომალიში და სასაზღვრო კონფლიქტი ჯიბუტისთან.

პოლიტიკური სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია — პრეზიდენტი. კონსტიტუციის თანახმად იგი უნდა აირჩიოს პარლამენტმა 5-წლიანი ვადით. 1993 წლის ივნისიდან ქვეყნის პრეზიდენტია — ისაიას აფევერკი. პრეზიდენტის არჩევნები დღემდე არ ჩატარებულა, უახლოესი არჩევნების თარიღიც დღემდე უცნობია.

საკანონმდებლო ორგანო — ერთპალატიანი ეროვნული ასამბლეა — 1997 წლის მაისში დანიშნული 150 დეპუტატი. არჩევნები დაგეგმილი იყო 2001 წლის დეკემბერში, მაგრამ შემდეგ გადაიდო გაურკვეველი ვადით.

ერიტრეაში მოქმედებს მხოლოდ ერთი ლეგალური პარტია — სახალხო ფრონტი დემოკრატიისათვის და სამართლიანობისთვის (მეთაური — ისაიას აფევერკი).

შეიარაღებული ძალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერიტრეის შეიარაღებული ძალები აფრიკაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდია ეგვიპტის, ალჟირის და მაროკოს შეიარაღებულ ძალებთან ერთად. ერიტრეის მოსახლეობის რაოდენობა დიდი არაა, განსაკუთრებით მეზობლებთან შედარებით. მშვიდობიან პერიოდში ერიტრეის სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა დაახლოებით 45 000 ჯარისკაცს შეადგენს,[12] ხოლო რეზერვთან ერთად დაახლოებით 250 000 ჯარისკაცს.[13]

თითოეული ფიზიკურად ჯანმრთელი მამაკაცი და ქალი ვალდებულია იმსახუროს შეიარაღებულ ძალებში 18 თვის განმავლობაში. ამ დროს ისინი 6 თვის განმავლობაში გადიან სამხედრო მომზადებას, ხოლო დანარჩენ დროს დაკავებულები არიან რეკონსტრუქციის ეროვნული პროექტების შესრულებაზე. ეს ასახულია ერიტრეის კონსტიტუციაში, რომელიც დამტკიცებულია პარლამენტის მიერ 1995 წლის 23 ოქტომბერს.[14] მაგრამ, სამხედრო სამსახურში ყოფნის პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს ეროვნული კრიზისების დროს და მისი ვადა აღმოჩნდეს დაწესებულზე უფრო მეტი, ვიდრე მინიმალური. ეს პროგრამა მიმართულია იქითკენ, რომ მოხდეს ერიტრეის მცირე კაპიტალის კომპენსირება და შემცირდეს დამოკიდებულება უცხოურ დახმარებაზე, მოხდეს ეთნიკურად მრავალფენოვანი საზოგადოების, რომლებიც წარმოადგენენ 9 ძირითად ეთნოსს და მოსახლეობის რელიგიურად ნახევარი ქრისტიანების და ნახევარი მუსლიმების ერთად შეკვრა.[15]

სამხედრო მომზადება ხდება სავას და კილომას სამხედრო სასწავლო ცენტრებში. მოსწავლეები, როგორც ბიჭები, ასევე გოგონები, ვალდებულები არიან გაიარონ სამხედრო მომზადება სავას სამხედრო სასწავლო ცენტრში, რომ დაამთავრონ საშუალო განათლების ბოლო წელი, რომელიც ინტეგრირებულია სამხედრო სამსახურთან. თუ მოსწავლე არ გაივლის სწავლის ამ პერიოდს, მას არ ექნება უფლება სწავლა გააგრძელოს უნივერსიტეტში. სამსახურის მიღებაც ასევე დაკავშირებულია სამხედრო მომზადების გავლასთან. მიუხედავად ამისა, მათ აქვთ უფლება გაიარონ პროფესიული სწავლების ცენტრი, ან სამსახური მოძებნონ კერძო სექტორში. სამხედრო სამსახურში 18 თვის ყოფნის შემდეგ, ჯარისკაცს შეუძლია დარჩეს სამხედრო სამსახურში და გახდეს კადრის ოფიცერი. თუ მას არ სურს გააგრძელოს ჯარში სამსახური, მას შეუძლია დაუბრუნდეს მშვიდობიან ცხოვრებას, მაგრამ ის ჩაირიცხება რეზერვისტების სიაში. პრაქტიკაში, სამხედრო სამსახურის დამთავრების შემდეგ მათ ხშირად ირჩევენ ჯარში ხელმეორედ სამსახურის გასაგრძელებლად თავისი პროფესიის შესაბამისად — მაგალითად, მასწავლებლები შესაძლებელია იძულების წესით რამდენიმე წლის განმავლობაში გააგზავნონ ქვეყნის სხვა რეგიონის სკოლებში. ერიტრეის ხელისუფლების მონაცემებით, "ამ ეროვნული პროგრამის მეთოდის ერთადერთი მიზანია შრომისმოყვარე, უნარიანი და ყურადღებიანი პიროვნებების აღზრდა."[16]

ერიტრეის თავდაცვის ძალები შედგება სამი განყოფილებისაგან: სამხედრო-საჰაერო ძალები, ჯარი და ფლოტი. ჯარი დღეისათვის საკმაოდ ძლიერია, სამხედრო-საჰაერო ძალებთან და სამხედრო-საზღვაო ფლოტთან ერთად. ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ერიტრეის პრეზიდენტია.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1993 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებისას ერიტრეა შედგებოდა 10 პროვინციისაგან. ეს პროვინციები ესადაგებოდა 9 პროვინციას, რომლებიც არსებობდა კოლონიალურ პერიოდში. 1996 წელს ისინი გაამსხვილეს და შეიქმნა 6 პროვინცია (ზობი). ამ ახალი პროვინციების საზღვრები ჩამოყალიბდა მდინარის აუზების საფუძველზე.

ამ გადაწყვეტილების კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ერიტრეის ხელისუფლებამ დაანგრია ქვეყნის ისტორია, ხოლო ასეთი ადმინისტრაციული დაყოფის მომხრეები იმედოვნებენ, რომ ახალი საზღვრები შეამსუბუქებენ მიწაზე ისტორიული კამათის სიტუაციას.[17] ამას გარდა, ასეთი გადაწყვეტილების მომხრეები ამტკიცებენ, რომ პროვინციებს შორის საზღვრების მოწყობა ისეთი მთავარი ბუნებრივი რესურსების საფუძველზე, როგორიცაა წყალი, შეამსუბუქებს წყლით სარგებლობის დაგეგმვას.

მმართველობის ორგანოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თითოეულ პროვინციაში ირჩევა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო — პროვინციის კრება. პროვინციის ადმინისტრატორს ნიშნავს ერიტრეის პრეზიდენტი. ერიტრეის მინისტრთა კაბინეტის სხდომების დროს პრეზიდენტი ასევე ხვდება პროვინციის ადმინისტრატორებს, რომლებიც ანგარიშს აბარებენ თავიანთ პროვინციებში არსებულ სიტუაციაზე.

პროვინციების კრებები პასუხს აგებენ ადგილობრივი პროგრამების ბიუჯეტის დაგეგმვაზე და ყურადღებას აქცევენ იმ საკითხებს, რომლებიც აწუხებს ადგილობრივ მოსახლეობას. ადგილობრივი პროგრამები მოიცავენ კულტურული პროგრამების ღონისძიებებს, ინფრასტრუქტურის (გზები) განვითარებას, გამწვანებას.

ერიტრეის პროვინციები
№ რუკაზე პროვინცია ადმ. ცენტრი ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,[1][2]
ად. (2005 წელი)
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
1 მაეკელი
(ცენტრალური)
ასმერა 1300 675 700 519,77
2 დებუბი
(სამხრეთი)
მენდეფერა
(ადი-უგრი)
8000 952 100 119,01
3 გაშ-ბარკა ბარენტუ 33 200 708 800 21,35
4 ანსების პროვინცია კერენი 23 200 549 000 23,66
5 სემიენავი-კეი-ბაჰრი
(წითელი ზღვის ჩრდილოეთი)
მასაუა 27 800 653 300 23,50
6 დებუბავი-კეი-ბაჰრი
(წითელი ზღვის სამხრეთი)
ასები 27 600 83 500 3,03
სულ 121 100 3 622 400 29,91

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

The World Factbook-ის მონაცემებით ერიტრეის დემოგრაფიის სტატისტიკური მონაცემები ასეთია:

  • მოსახლეობის რაოდენობა — 5 060 620 ადამიანი.
  • ქალაქის მოსახლეობა — 19 % (2006 წელი).
  • ასაკობრივი სტრუქტურა:
    • 0-14 წელი: 42,9 % (1 085 116 მამაკაცი/ 1 072 262 ქალზე)
    • 15-64 წელი: 53,5 % (1 332 349 მამაკაცი/ 1 355 494 ქალზე)
    • 65 წელზე უფროსები: 3,6 % (88 068 მამაკაცი/ 95 186 ქალზე) (2008 წლის შეფასება)
  • გენდერული თანაფარდობა:
    • დაბადებისას: 1,03 მამაკაცი/ქალზე
    • 15 წლამდე ასაკის: 1,01 მამაკაცი/ქალზე
    • 15-64 წელი: 0,98 მამაკაცი/ქალზე
    • 65 წელზე უფროსები: 0,93 მამაკაცი/ქალზე
    • მოსახლეობის საერთო რაოდენობა: 0,99 მამაკაცი/ქალზე (2008 წლის შეფასება)
  • წლიური ზრდა — 2,445 % (2011 წლის შეფასება).
  • შობადობის კოეფიციენტი — 4,8 (3,5 ქალაქებში და 5,7 სოფლებში) (2002 წელი).
  • სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა — 68,8 წელი (66,7 წელი მამაკაცებისთვის, 70,9 წელი ქალებისათვის (2010 წლის შეფასება)).
  • სიკვდილიანობა — 7,92 ადამიანი 1000 მოსახლეზე (2012 წელი).
  • ბავშვთა სიკვდილიანობის დონე — 40,34 ბავშვი 1000 ქალზე (2012 წლის შეფასება).
  • დედათა სიკვდილიანობა — 280 დედა 100 000 მშობიარეზე (2008 წლის შეფასება).
  • განათლების დონე — 58,6 % (69,9 % მამაკაცებისთვის, 47,6 % ქალებისთვის (2003 წლის შეფასება)).
  • შიდსით დაავადებულები — 0,439 % (2004 წლის შეფასება).
  • საშუალო ასაკი — 18,7 წელი (18,3 წელი მამაკაცებისათვის, 19,1 წელი ქალებისათვის (2011 წელი)).

ერიტრეის მოსახლეობის რაოდენობა 2010 წლისთვის შეადგენს 5,7 მილიონ ადამიანს. მოსახლეობის ოფიციალური აღწერა დიდი ხანია არ ჩატარებულა, ყველაზე უფრო საიმედო შეფასებები გამოქვეყნებულია გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტის დემოგრაფიული განყოფილების მიერ.

უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ქვეყნის მოსახლეობა გაორმაგდა, მატების ტემპის ზრდა შეფასებულია წლიურ 3,2 %-მდე 2005-2010 წლებში. მოსახლეობის ზრდის ტემპის ეს ზრდა მუდმივია, მიუხედავად დიდი ემიგრაციისა; მსოფლიო ბანკის შეფასებით 2010 წლისთვის დაახლოებით მილიონი ერიტრეელი იმყოფება ემიგრაციაში.[18]

ქვეყანაში ცხოვრობს 9 აღიარებული ეთნიკური ჯგუფი.[19] Ethnologue-ის მონაცემებით, ტიგრაი შეადგენს მოსახლეობის დაახლოებით 50 %-ს; ტიგრინია, რომლებიც ასევე ლაპარაკობენ სამხრეთ სემიტურ ენაზე, შეადგენს მოსახლეობის დაახლოებით 30 %-ს. დანარჩენი მოსახლეობის უმრავლესობა ეკუთვნის აფრაზიული ენების, ქუშიტური ენების ოჯახს. ამას გარდა, ასევე არსებობენ არაბულ, ნილო-საჰარულ და იტალიურ ენებზე მოლაპარაკე ხალხთა უმცირესობები.[19][20]

ერიტრეის მოსახლეობის უმრავლესობა აბრაამისეული რელიგიების მიმდევარია. ქრისტიანების რაოდენობის შეფასება მერყეობს 36 %-დან 48 %-მდე; ისინი ძირითადად ეკუთვნიან ერიტრეის მართლმადიდებლურ ეკლესიას. მოსახლეობის 52 %-დან 64 %-მდე მუსლიმია, რომლებიც ძირითადად სუნიტურ კონფესიას ეკუთვნიან.

ეთნო-ლინგვისტური ჯგუფები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერიტრეის ეთნო-დემოგრაფიული რუკა

ერიტრეის მოსახლეობა შედგება 9 აღიარებული ეთნიკური ჯგუფისაგან, რომელთაგან უმრავლესობა ლაპარაკობს აფრაზიული ენების ოჯახის სემიტურ ენებზე.[20] ერიტრეაში სამხრეთ სემიტურ ენებზე ლაპარაკობენ ტიგრაის, ტიგრინიას და სულ ახლახანს — 1996 წელს აღმოჩენილი დაჰლიკის ხალხი. აფრაზიული ენების ოჯახის ქუშიტური ენები ასევე ფართედაა გავრცელებული ქვეყანაში,[20] რომელსაც მიეკუთვნება აფარული ენა, ბეჯა, ბლინი და საჰო.

ამას გარდა, ნილო-საჰარული ენების ოჯახის ენებზე, როგორც მშობლიურზე, ლაპარაკობენ ნილოტების ეთნიკური უმცირესობის კუნამას და ნარას ენებზე მოლაპარაკე ხალხი, რომლებიც ცხოვრობენ ქვეყნის ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.[20]

რაშაიდას ხალხი ლაპარაკობს არაბულ ენაზე, ქვეყანაში ასევე ცხოვრობენ იტალიელები, რომლებიც ლაპარაკობენ მათ მშობლიურ იტალიურ ენაზე.

დამწერლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამწერლობის თვალსაზრისით, ერიტრეაში ძირითადად გამოიყენება ეთიოპიური, ლათინური და არაბული დამწერლობა. ეთიოპიური დამწერლობა გამოიყენება აბუგიდას სახით ქვეყნის ორი ყველაზე უფრო გავრცელებული ენისთვის: ტიგრაი დატიგრინია. ის პირველად გამოჩნდა გამოყენებაში ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI და V საუკუნეებში კონსონანტური დამწერლობის სახით, სემიტური გეეზის ტრანსკრიპციის გზით.[21] ეთიოპიური დამწერლობა დღეისთვის გამოიყენება ლიტურგიული ენის სახით ერიტრეის მართლმადიდებელ ეკლესიაში და ეთიოპიის მართლმადიდებელ ეკლესიაში. ლათინური დამწერლობა გამოიყენება სხვა ბევრ ენებში, არაბულის გარდა. არაბული დამწერლობა ასევე გამოიყენება აფარის, ბეჯას, საჰოს და ძველ ტიგრინიულ ენებში. დღეისათვის ტიგრინიულ ენაში ძირითადად გამოიყენება ეთიოპიური დამწერლობა. ლათინური დამწერლობა გამოიყენება სხვა ენებში, მაგალითად გაფარის ენაში, ხოლო მოდიფიცირებული ლათინური დამწერლობა იხმარება აფარის ენაში.[22]

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერიტრეის რელიგიური ჯგუფები
რელიგია პროცენტი
ქრისტიანები
  
48[23]-62,9[24]%
მუსლიმები
  
36,2[24]-50[23]%
სხვები
  
0,9[24]-2[23]%
რელიგიური კონფესიები
რელიგია პროცენტი
ერიტრეის მართლმადიდებელი ეკლესია
  
57.7%
ისლამი (სუნიზმი)
  
36.2%
კათოლიკები
  
4.6%
პროტესტანტები
  
0.7%
ადგილობრივი რელიგიური მიმართულებები
  
0.9%

ერიტრეაში ძირითადად გავრცელებულია აბრაამისეული რელიგიები. Pew Research Center-ის 2010 წლის მონაცემებით, მოსახლეობის 62,9 % ქრისტიანია, ძირითადად აღმოსავლური მართლმადიდებლობის მიმდევარი, ხოლო მცირე ნაწილი კათოლიკეა. სიდიდით მეორე დომინაციაა ისლამი.[25] მთლიანად, ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობა, რომლებიც ქრისტიანობის მიმდევრები არიან, ცხოვრობენ მაეკელის და დებუბის პროვინციებში, ხოლო ისლამის მიმდევრები უპირატესად ცხოვრობენ ანსებას, გაშ-ბარკას, სემიენავი-კეი-ბაჰრის და დებუბავი-კეი-ბაჰრის პროვინციებში. ტრადიციული ადგილობრივი აღმსარებლობის წარმომადგენელი ასევე ცხოვრობს ერიტრეის პროვინციებში, განსაკუთრებით ქვეყნის დაბლობ რაიონებში.

რელიგიური აღმსარებლების რაოდენობა ერიტრეაში დღემდე დისკუსიის საგანია. 2010 წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით მოსახლეობის 50 % მუსლიმია და დაახლოებით 48 % ქრისტიანი.[23] Pew Research Center-ის 2010 წლის მონაცემებით მოსახლეობის დაახლოებით 62,9 % ქრისტიანია და 36,2 % მუსლიმი. მოსახლეობის დანარჩენი 0,9 % სხვა რელიგიების მიმდევარია, ტრადიციული სარწმუნოებისა და ანიმიზმის ჩათვლით.[24]

2002 წლის მაისიდან ერიტრეის ხელისუფლებამ ოფიციალურად აღიარა ერიტრეის მართლმადიდებელი ეკლესია, ერიტრეის კათოლიკური ეკლესია, ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესია და ისლამი. ყველა დანარჩენ კონფესიამ და დენომინაციამ უნდა გაიაროს რეგისტრაციის პროცესი; მაგრამ ხელისუფლება მათ რეგისტრაციას არ ჩქარობს.[26] ამას გარდა, რეგისტრაციის სახელმწიფო სისტემა რელიგიური თემებისაგან ითხოვს მათი წევრების პირადი მონაცემების წარდგენას.[26]

აქსუმის სამეფო, რომელიც მოიცავს თანამედროვე ერიტრეის და ჩრდილოეთ ეთიოპიის დიდ ნაწილს, აღმოცენდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნეში და მნიშვნელოვან მოთამაშედ იქცა პირველ საუკუნეში.[27][28] აქსუმელებმა ააგეს მთელი რიგი დიდი სტელები, რომლებიც საფუძვლად დაედო ქრისტიანობამდელი დროის რელიგიურ მიზნებს.[29] სამეფოს დაარსებიდან 200 წლის შემდეგ მან მიიღო ქრისტიანობა მეფე ეზანას დროს.[30] ერიტრეაში ასევე იყო ერთ-ერთი პირველი მუსლიმურ დასახლებები აფრიკაში, რომლებიც მაშინ დევნას განიცდიდნენ მექაში და გადმოსახლდნენ აბისინიაში (დღეს ეთიოპია).

პროვინცია[31] მოსახლეობა ქრისტიანები მუსლიმები სხვები
1 მაეკელი
ዞባ ማእከል
1 053 254 94 % 5 % 1 %
2 დებუბი
ዞባ ደቡብ
1 476 765 89 % 11 % <1 %
3 გაშ-ბარკა
ዞባ ጋሽ ባርካ
1 103 742 36 % 63 % 1 %
4 ანსების პროვინცია
ዞባ ዓንሰባ
893 587 39 % 61 % <1 %
5 სემიენავი-კეი-ბაჰრი
ዞባ ሰሜናዊ ቀይሕ ባሕሪ
897 454 12 % 87 % <1 %
6 დებუბავი-კეი-ბაჰრი
ዞባ ደቡባዊ ቀይሕ ባሕሪ
398 073 37 % 62 % <1 %

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერიტრეა ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა მსოფლიოში. ეკონომიკური სისტემა — მმართველობითი ტიპისაა, რომელიც კონტროლირდება მმართველი პარტიის მიერ. კერძო საწარმოები უმნიშვნელო რაოდენობითაა. მთლიანი შიდა პროდუქტი — 1,7 მილიარდი დოლარი. (2009 წლის შეფასება). მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით — 700 დოლარი. (2009 წლის შეფასება, 187-ე ადგილი მსოფლიოში). ეკონომიკის საფუძველია — აგრარული სექტორი.

ბოლო წლებში ერიტრეაში ეკონომიკაში შეიმჩნევა მნიშვნელოვანი ზრდა, რაზედაც მეტყველებს 2012 წლის ოქტომბერში მთლიანი შიდა პროდუქტის მატება 7,5 %-ით 2011 წელთან შედარებით.[32] მაგრამ, უცხოეთში მომუშავეთა ფულადი გზავნილები შეადგენენ მთლიანი შიდა პროდუქტის 32 %-ს.[33] ერიტრეას გააჩნია ბუნებრივი რესურსების საკმაოდ დიდი რაოდენობა, როგორებიცაა: ოქრო, კალიუმის მარილი, თუთია, სპილენძი, გრანიტი, მარმარილო. ერიტრეის ეკონომიკამ განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილებები დამოუკიდებლობისთვის ომის გამო.

2011 წელს, ერიტრეის მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდა 8,7 %-ით, რის შედეგადაც იგი ერთ-ერთი ყველაზე უფრო მზარდი ეკონომიკური მაჩვენებელია მსოფლიოში.[34] ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის (eiu) გაანგარიშებით ზრდის მაღალი ტემპი 2013 წელს იქნება 8,5 %.[35]

ერიტრეის მთლიანი შიდა პროდუქტი 2011 წლისათვის შეფასებულია 4,037 მილიარდი დოლარით, რაც 8,7 %-ით მეტია 2010 წლის მთლიან შიდა პროდუქტზე. ზრდა მოხდა სასოფლო-სამეურნეო წარმოების და სამთომომპოვებელი წარმოების გაფართოების ხარჯზე, მსოფლიოში ოქროზე ფასების ზრდასთან ერთად. ერიტრეის ეკონომიკის მონაცემები დარგების მიხედვით არ არსებობს; მაგრამ, ზოგიერთი მონაცემებით, 2011 წელს მომსახურების სფეროზე მოდის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 55 %, მრეწველობის — 34 %, ხოლო სოფლის მეურნეობის — დანარჩენი 11 %.[36].

მრეწველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამოუკიდებლობისათვის მიმდინარე ომის დასრულებისას, მრეწველობის ყველა საწარმო გაჩერდა ან განადგურდა. მცირე რაოდენობით შენარჩუნებული ქარხნები იყვნენ არაეფექტურები და მათი უმრავლესობა პროდუქტიულობის ასამაღლებლად საჭიროებდა მნიშვნელოვან ინვესტიციებს. მას შემდეგ აღინიშნება მრეწველობის ზრდა. 2002 წლიდან მიმდინარეობს ფეხსაცმელების, ტექსტილის, გამაგრილებელი სასმელების, საკვების, თამბაქო, ტყავი, ტექსტილი, ლითონის ნაკეთობების, ქიმიური ნივთიერებების, პოლიგრაფიის, სასარგებლო წიაღისეულის, ნავთობგადამამუშავებელი პროდუქტების, სამშენებლო მასალების, სუფრის მარილის, ქაღალდის და ასანთის წარმოება. მუშაობენ თევზის გადამამუშავებელი, ხორცისა და რძის, შუშის, გამაგრილებელი სასმელების და სხვა მწარმოებელი საწარმოები. კარგადაა განვითარებული კუსტარული მრეწველობა. ხელისუფლება ცდილობს ამ დარგების პრივატიზაციას და ამისთვის ის ყველა სახის სტიმულირებას ახორციელებს, როგორიცაა საშემოსავლო გადასახადებისგან გათავისუფლება, იმპორტისთვის უცხოური ვალუტის განაწილების შეღავათები და უცხოური ვალუტის საზღვარგარეთ გადაგზავნის შესაძლებლობა. 2002 წელს არსებობდა ქვეყანაში მომუშავე დაახლოებით 2000 სამრეწველო კომპანია.

ნავთობის მრეწველობას, როგორც მსხვილი ნავთობის საბადო, აქვს დიდი პოტენციალი და როგორც აღნიშნავენ ის მდებარეობს წითელი ზღვის ფსკერზე. 2001 წელს აშშ-ის კომპანია CMS Energy-მ ხელშეკრულება დადო ერიტრეის ხელისუფლებასთან მის ძიებაზე ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. არარენტაბელობის გამო, ქვეყანაში ერთადერთმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ქალაქ ასებში, მუშაობა შეწყვიტა 1997 წელს. მას ჰქონდა ნავთობის გადამუშავების სიმძლავრე 18 000 ბარელი დღეში (2900 მ³/დღეში). სამშენებლო დარგი იზრდება, ხორციელდება ელექტროსადგურების, ავტოგზების, აეროპორტების და კაშხლების მშენებლობის და გაფართოების პროექტები; საზღვაო პორტების მოდერნიზაცია; სკოლების და საავადმყოფოების მშენებლობა.

2005 წელს მრეწველობის წილი იყო მთლიანი შიდა პროდუქტის 26,3 %, ხოლო 2011 წელს იგი გაიზარდა 34 %-მდე.[33]

სამთომოპოვებელი მრეწველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერიტრეაში მდებარეობს სასარგებლო წიაღისეულის მნიშვნელოვანი მარაგი, რომლის დიდი ნაწილიც შეუსწავლელია. ერიტრეაში კუსტარული მეთოდით 1998 წელს მოპოვებულია 573,4 კილოგრამი ოქრო, მაგრამ მისი მარაგის რაოდენობა უცნობია. საერთაშორისო დამკვირვებლები ასევე აღნიშნავენ, რომ ერიტრეას აქვს საუკეთესო პოტენციალი ძვირფასი მარმარილოს და გრანიტის მოსაპოვებლად. 2001 წლის მდგომარეობით, დაახლოებით 10 სამთომოპოვებელმა კომპანიამ ერიტრეაში მიიღო ლიცენზია სხვადასხვა სასარგებლო წიაღისეულის ძიებაზე. როგორც იტყობინებიან, ერიტრეის ხელისუფლება იმყოფება გეოლოგიური კვლევების ჩატარების პროცესში სამთომოპოვებელ სექტორში პოტენციური ინვესტორების გამოყენებისთვის. ასობით ათასი მიწისქვეშა ნაღმის არსებობა ერიტრეაში, განსაკუთრებით ეთიოპიის საზღვრის გასწვრივ, წარმოადგენს სერიოზულ წინააღმდეგობას სამთომოპოვებელი სექტორის შემდგომი განვითარების გზაზე.[33]

Nevsun Resources-ის კომპანიამ დაასრულა საკუთარი ბიშეს სამთო პროექტი 2011 წლის დასაწყისში. ექსპერტების შეფასებით, ოქროს მარაგის ამოწურვამდე წარმოების მოცულობა იქნება 350 000 უნცია ოქრო წელიწადში და ამ მომენტში საბადოზე ასევე მოპოვებული იქნება სპილენძი და თუთია.[37]

ენერგეტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობა მოიხმარს საერთო გამომუშავებული ენერგიის 80 %-ზე მეტს. 2001 წელს ელექტროენერგიის გამომუშავება შეადგენდა 220,5 მილიონ კილოვატ-საათს. ამავე წელს მისი ხარჯი შეადგენდა 205,1 კილოვატ-საათს. დანახარჯი 88 მეგავატი ელექტროენერგია ფინანსდება საუდის არაბეთის, ქუვეითის და აბუ-დაბის საამიროს მიერ. ნავთობის ყოველწლიური დანახარჯი 2001 წელს შეადგენდა 370 000 ტონას. ერიტრეას არ აქვს საკუთარი ნავთობის მოპოვება; ერიტრეის ნავთობისა და აირის კორპორაცია ყიდულობს მას საერთაშორისო ბაზარზე. აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, არსებობს ნავთობის და ბუნებრივი აირის შემოტანის შესაძლებლობები, მაგრამ ამ პერსპექტივებმა ჯერ-ჯერობით წარმატებებს ვერ მიაღწიეს. ქარენერგეტიკის და მზის ენერგიის გამოყენება ცოტათი გაიზარდა, ქვეყანაში მზის ენერგიის მწარმოებელი კომპანიების ზრდის გამო. ერიტრეის ხელისუფლებამ გამოხატა დაინტერესება ალტერნატიული ენერგიის წყაროების განვითარებაში, მათ შორის გეოთერმალური, მზის და ქარის ენერგიის.[33]

სატყეო მეურნეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ სატყეო მეურნეობა არ არის ერიტრეის მნიშვნელოვანი ეკონომიკური სფერო, მისი ნაკრძალების ტყე ნარგავების ფართობი მოიცავს 1 585 000 ჰა-ს, ანუ მიწის საერთო ფართობის 13,5 %-ს. მრგვალი ხის მასალის წარმოების საერთო მოცულობა 2004 წელს იყო 1 266 000 კუბური მეტრი, რომელიც თითქმის მთლიანად გამოიყენება საწვავის სახით. 1993 წლიდან დაწყებული, ერიტრეის სახალხო-გამანთავისუფლებელი არმიის ფრონტი მონაწილეობას იღებდა ხეების და სხვა ნარგავების დარგვაში. 1990-2000 წლების პერიოდში ტყეების გამეჩხერების წლის საშუალო ტემპი იყო 0,3 %.

თევზჭერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერიტრეის თევზსაჭერი მეურნეობის მასშტაბების და ეკონომიკაში მისი მნიშვნელობის შესახებ მონაცემების მიღება საკმაოდ ძნელია. თუმცა, ერიტრეის გრძელი სანაპირო ზოლი იძლევა თევზჭერის სფეროს მნიშვნელოვანი გაფართოვების შესაძლებლობას. ერიტრეის თევზის და ჰოლოთურიების ექსპორტი წითელი ზღვიდან გადის ევროპის და აზიის ბაზრებზე და არსებობს იმედი, რომ მასაუაში ახალი აეროპორტის მშენებლობის დამთავრებისა და საზღვაო პორტის რეაბილიტაციის შემდეგ, გაიზრდება მაღალი ხარისხის ზღვის პროდუქტების ექსპორტი. 2002 წელს ექსპორტის მაჩვენებელმა შეადგინა დაახლოებით 14 000 ტონა, მაგრამ მაქსიმალური სტაბილური შემოსავალია თითქმის 80 000 ტონა. თევზგადამამუშავებელი ქარხანა აშენდა 1998 წელს, რისი მეშვეობითაც დღეისათვის ყოველთვე ექსპორტზე გადის 150 ტონა გაყინული თევზი დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და ნიდერლანდის ბაზრებზე. იემენთან წითელ ზღვაში თევზჭერის უფლებების თაობაზე ურთიერთობა პირველად დაიძაბა 1995 წელს და განმეორდა 2002 წელს. ერიტრეის რთულმა ურთიერთობებმა სხვა ქვეყნებთან შეიძლება წარმოშვას წინააღმდეგობები ამ დარგის განვითარებაში.[33]

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მასაუა-ასმერას რკინიგზის მთიან უბანზე არსებული გვირაბი, ასმერას პლატოზე.
მასაუა-ასმერა-ბიშიას რკინიგზა იტალიის ერიტრეაში, 1887-1941 წლებში

მოქმედებს საერთაშორისო მართვის მოწმობა. ზოგიერთ რაიონებში ღამით მოძრაობა აკრძალულია. საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტი (ავტობუსები) მუშაობს განრიგის გარეშე სალონის მგზავრებით ბოლომდე შევსებამდე. არსებობს ავტომობილის იჯარით აღების შესაძლებლობა.

ავტობუსები დადიან ნებისმიერი მიმართულებით, როგორც ქალაქებში, ასევე მათ შორითაც. ტაქსის გაჩერება შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას ქალაქის მთავარი ქუჩების გასწვრივ. ტაქსში მრიცხველები არ გამოიყენება.

ქვეყნის ავტოგზების 21 % მყარსაფარიანია, მაგაკითად ასფალტი არსებობს კერენსა და ბარენტუს შორის (99 კმ), გაუმჯობესებულია ავტოგზების საფარი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მასაუასა და ასებს (725 კმ), მენდეფერასა და ბარენტუს (210 კმ).

ერიტრეას წითელ ზღვაში გააჩნია ორი მსხვილი საზღვაო პორტი — ასები და მასაუა.

1999 წელს ერიტრეაში სულ არსებობდა 317 კმ 950 მმ სიგანის (ვიწროლიანდაგიანი) რკინიგზა. რკინიგზის ხაზი აერთებდა ქალაქ აკორდატს და ასმერას საზღვაო პორტ მასაუასთან. მისი მშენებლობა მიმდინარეობდა 1887-1932 წლებში, როდესაც ეს ტერიტორია იტალიის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. ქვეყანაში მიმდინარე ომების შედეგად რკინიგზის ხაზი და სავაგონე მეურნეობის დიდი ნაწილი განადგურდა, მაგრამ 1994 წლიდან ხელისუფლების მხარდაჭერით დაიწყო მისი აღდგენითი პროცესი. 2003 წელს რკინიგზის ხაზმა მუშაობა დაიწყო მასაუადან ასმერამდე.

ერიტრეას არა აქვს სარკინიგზო კავშირი არც ერთ მეზობელ ქვეყანასთან.

ერიტრეის აეროპორტები ემსახურებიან 5 რეგიონალური და საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავებს. მოქმედებს ეროვნული ავიაკომპანია. ერიტრეის ავიაკომპანია არ ასრულებს რეგულარულ სამგზავრო რეისებს. თვითმფრინავების პარკი ძველია. ერიტრეაში მუდმივად მატულობს ავიახაზების რაოდენობა, რომლებიც კლიენტებს სთავაზობენ თავიანთ მომსახურებას: Eritrean Airlines, Lufthansa, United Airlines, Saudia, Egypt Air, Yemenia, British Airways.

საზღვრის კონტროლი სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საზღვრის გადაკვეთამ შეიძლება გასტანოს რამდენიმე საათი. მზის ჩასვლის შემდეგ სასაზღვრო პუნქტები იკეტება.

საზღვრის ავტომობილით გადაკვეთის დროს სუდანის (კასალე) მხრიდან აუცილებელია მოქმედი მოწმობა იმ ავტომობილზე საკუთრების უფლების შესახებ, რომელსაც თქვენ ატარებთ (იჯარის გარეშე). ყველა პასპორტი (მგზავრების ჩათვლით) და ვიზა, ასევე საბაჟო დეკლარაცია (აუცილებლობის შემთხვევაში) უნდა იყოს წესრიგში.

ასფალტირებული გზები დედაქალაქ ასმერას აკავშირებს მასაუასთან და რამდენიმე სხვა პროვინციალურ ქალაქებთან. ამას გარდა, არსებობს ასობით კილომეტრი გრუნტიანი გზები, რომლებიც ერთმანეთთან აერთებენ ერიტრეის სხვა დასახლებულ პუნქტებს.

ქვეყანაში მოხვედრა შესაძლებელია ავტოტრანსპორტით ნებისმიერი მეზობელი ქვეყნიდან: ჯიბუტიდან (გადასვლის პუნქტი რაჰაიტა), სუდანიდან (ტალატააშერი, გირმაიკა და ადიბარა) და თეორიულად ეთიოპიიდან, რომელსაც აქვს სასაზღვრო პოსტები მერებაში, ომჰაიერაში, ლემასიენაში და ზალანბეზაში.

ავტოგზა ასმერა — ასები — ჯიბუტი — გრუნტიანია. მოძრაობის ინტენსივობა დაბალია.

პორტები და ნავსაყუდლები ასებაში და მასაუაში უპირველეს ყოვლისა ემსახურება მუსლიმ მლოცველებს.

სოფლის მეურნეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერიტრეაში 2004 წელს სოფლის მეურნეობაში დაკავებული იყო მოსახლეობის თითქმის 80 %, მაგრამ ის იძლეოდა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მხოლოდ 12,4 %-ს. აგრარული სექტორი გაუმჯობესდა თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და მეთოდების და ასევე კაშხლების გამოყენებით. მიუხედავად ამისა, ამ პროცესებს ხელს უშლის ფინანსური დახმარების და ინვესტიციების არ არსებობა. ძირითადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებია: სათესი ქერი, პარკოსნები, რძის პროდუქტები, ოსპი, ხორცი, ფეტვი, ტყავი, სორგო, ტეფი და ხორბალი. ეთიოპიასთან ომის შედეგად 1 მილიონი ერიტრეელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილებიდან განდევნამ და მიწისზედა ნაღმების ყველგან არსებობამ მთავარი როლი ითამაშა სასოფლო-სამეურნეო სექტორის პროდუქტიულობის კლებაზე. დღეისათვის, ქვეყნის ყველაზე უფრო პროდუქტიული მიწის თითქმის მეოთხედი რჩება დაუმუშავებელი 1998-2000 წლებში ეთიოპიასთან ომის შედეგების გამო.

მეცხოველეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცხვრები, თხები, ძროხები (განსაკუთრებით ზებუ) და აქლემები შეადგენენ ერიტრეის შინაური ცხოველების უმრავლესობას. 2001 წელს ერიტრეაში იყო 2 100 000 ცხვარი, 1 700 000 თხა, 1 950 000 სული მსხვილი რქოსანი საქონელი, 75 000 აქლემი და 1,4 მილიონი ქათამი. 2001 წელს ხორცის წარმოების საერთო მოცულობა იყო 30 900 ტონა; ძროხის რძე — 39 200 ტონა და კვერცხი — 2000 ტონა. ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის განვითარებას ომის გამო გამოწვეულ საერთაშორისო დახმარებებზე დამოკიდებულების შესამცირებლად.

მომსახურების სფერო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წელს მომსახურების სფეროს წილზე მოდიოდა მთლიანი შიდა პროდუქტის 55 %. მომსახურების სექტორის დიდი ნაწილის ფინანსურ მომსახურებას უმეტესად უწევენ: ერიტრეის ეროვნული ბანკი (ქვეყნის ცენტრალური ბანკი), ერიტრეის კომერციული ბანკი, ერიტრეის საცხოვრებელ-კომერციული ბანკი, ერიტრეის სასოფლო-სამეურნეო და საწარმოო ბანკი, ერიტრეის ინვესტიციის და განვითარების ბანკი და ერიტრეის ეროვნული სადაზღვევო კორპორაცია.[33]

ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1997 წლამდე ტურიზმი ერიტრეაში შეადგენდა ეკონომიკის 2 %-ს. 1998 წლის შემდეგ, ტურიზმიდან შემოსავლები 1997 წლის მონაცემებთან შედარებით დაეცა 25 %-ით. 2006 წელს მან შეადგინა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 1 %-ზე ნაკლები.[38] მსოფლიოს ტურისტული ორგანიზაციის გამოთვლით, 2002 წლის ქვეყნის შემოსავალმა საერთაშორისო ტურიზმიდან სულ შეადგინა $ 73 მილიონი.[39] ხელისუფლებამ წამოიწყო 20 წლიანი გეგმის განხორციელება ქვეყანაში ტურისტული ინდუსტრიის განვითარების თაობაზე. მაგრამ ტურიზმის განვითარებას ხელს უშლის გვალვები, ომების შედეგად გამოწვეული პოლიტიკური არასტაბილურობა.[38]

ერიტრეას გააჩნია ტურიზმის განვითარების გრძელვადიანი პოტენციალი. მაგრამ პოლიტიკური არასტაბილურობის გამო, ტურისტული ინდუსტრია მთელი ძალებით ცდილობს მოიპოვოს სტაბილურობა. 2003 წელს, ერიტრეა მოინახულა 80 029 სტუმარმა, რაც 2002 წელთან შედარებით 20 %-ით ნაკლებია. ქვეყნის სასტუმროებში 4139 ნომერია 8794 საწოლით, მაგრამ მათი შევსების მაჩვენებელი 52 %-ია. პასპორტები და ვიზები აუცილებელია. 2005 წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეაფასა ქვეყნის დედაქალაქ ასმერაში ყოფნის ღირებულება $150 დღე-ღამეში. სხვა რაიონებში, ღირებულება შეფასებული იყო $81 დღე-ღამეში.

ტურისტების დასასვენებლად მუშაობენ პლაჟები, საექსკურსიო მარშრუტები, საფარი-ტურები. ჩაძირული გემები, გამოქვაბულები, მარჯნები, რიფები და წითელი ზღვის ნაირფეროვანი მობინადრენი დაივინგისათვის საუკეთესო შესაძლებლობებს იძლევა. ერიტრეაში მუშაობენ დაივინგ-ცენტრები.

ისტორიული ძეგლების დიდი უმრავლესობა (ქალაქ ასმერას გარდა) დაინგრა ხანგრძლივი ომის განმავლობაში.

ასმერა ტურისტებში ერთ-ერთი ყველაზე უფრო უსაფრთხო დედაქალაქის რეპუტაციით სარგებლობს აფრიკის კონტინენტზე.

დაძაბულმა სიტუაციამ ეთიოპიასა და ერიტრეას შორის განაპირობა დიდი რაოდენობით საკონტროლო-გამშვები პუნქტების არსებობა და მოგზაურობის შეზღუდვა (უსაფრთხოების დროებითი ზონა). ქვეყნის დიდი ნაწილი დაკეტილია მოგზაურობისთვის. ოფიციალურად დედაქალაქის ფარგლებს გარეთ უცხოელების გადაადგილება დაუშვებელია უფასო პერმიტის (სპეციალური უფლება) გარეშე და მათი შემოწმება ნებისმიერ ადგილას არის შესაძლებელი. პერმიტის მიღების ხანგრძლივობა — რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღე-ღამემდეა.

ერიტრეის მართლმადიდებლური ეკლესიების მონახულება (მაგალითად, Debre Bizen და Debre Sina) ხდება ნებართვების მეშვეობით, რომელსაც იძლევა ერიტრეის მართლმადიდებლური ეკლესიების პატრიარქატი. ერიტრეის არქეოლოგიური ძეგლების მონახულება ხდება ნებართვების მეშვეობით, რომელსაც იძლევა ქვეყნის ეროვნული მუზეუმი. დაჰლაკის არქიპელაგის მონახულება ხდება ტურიზმის სამინისტროს ტერიტორიალური ორგანოს ნებართვის საშუალებით ქალაქ მასაუაში.

საბანკო საქმიანობა და ფინანსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ერიტრეაში ყველა კომერციული ბანკი ეკუთვნის სახელმწიფოს და იმართება განსაზღვრული წესების შესაბამისად. თუმცა კომერციული საბანკე სექტორი მომგებიანია, ძირითადად სავალუტე ოპერაციების შედეგად მიღებული შემოსავლების გამო. საბანკე სექტორს მძიმე ტვირთად აწევს პრობლემური კრედიტები. საკრედიტო მოღვაწეობის ბირთვია საკმაო შემოსავლების არაგენერირება ოპერატიული ხარჯების დასაფარად უმრავლეს კომერციულ ბანკებში.[33]

ვალუტა, ვალუტის კურსი და ინფლაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნის ოფიციალური ვალუტაა ერიტრეას ნაკფა (ERN), რომელიც შემოღებულია 1997 წლის ნოემბერში. 2005 წლის დასაწყისში, სავარაუდოდ უცხოური კაპიტალური რეზერვების ამაღლების მიზნით, ერიტრეის ხელისუფლებამ დაადგინა, რომ ყველა ფინანსური ოპერაცია ერიტრეაში უნდა ჩატარებულიყო ერიტრეას ნაკფათი. მალე ფიზიკური პირებისათვის უკანონო გახდა უცხოური ვალუტის ქონა და მისი გადაცვლა. 2005 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ხელისუფლებამ დაადგინა ვალუტის კურსი $1=ERN15.[33]

ერიტრეაში ინფლაცია დიდ პრობლემად რჩება, განსაკუთრებით გვალვიან წლებში ფასები მკვეთრად მატულობს მარცვლეულზე, ხოლო თავდაცვის ხარჯები რჩება მაღალი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, 2003 წელს (ბოლო წელი, რომლის მონაცემებიც არსებობს) საშუალო ინფლაციამ მიაღწია 23 %-ს.[33]

სახელმწიფო ბიუჯეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერიტრეა არ აქვეყნებს საკუთარ ბიუჯეტს და ამიტომ მისი ფინანსური მდგომარეობის შეფასება ძნელია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2003 წლის ბიუჯეტის საერთო დეფიციტმა შეადგინა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 17 %. სახელმწიფო ხარჯები 2003 წელს შეფასებულია $375 მილიონი დოლარით, ხოლო შემოსავლები მხოლოდ $235,7 მილიონი დოლარით. 2002 წელს ბიუჯეტის დეფიციტმა შეადგინა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 32 %. მიმდინარე ხარჯები ისევ აჭარბებს საბიუჯეტო ხარჯებს, განსაკუთრებით თავდაცვის და სხვა დისკრეციულ ხარჯებში. ფულად-საკრედიტო პოლიტიკა კვლავ დამოკიდებულია მოთხოვნილებების სახელმწიფო ფინანსირებაზე, ხოლო ვალები დაუშვებლად მაღალ დონეზეა. ასეთი სიტუაცია ალბათ არასდროს შეიცვლება მაღალი სამხედრო ხარჯების გამო.[33] CIA World Factbook-ის მონაცემებით, ერიტრეის მთავრობის შემოსავალია $715,2 მილიონი დოლარი, ხოლო ხარჯი $1,021 მილიარდი დოლარი.[40]

საგარეო ეკონომიკური კავშირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩინეთი, სამხრეთი კორეა, იტალია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და გერმანია გამოხატავენ ერიტრეის საბაზრო შესაძლებლობებისადმი დიდ დაინტერესებას. ასევე არსებობს აშშ-ის მზარდი ინტერესი ერიტრეის საქონელზე და მომსახურებაზე, თუმცა ამერიკული ინვესტიციები ერიტრეაში ჯერ კიდევ მცირე რაოდენობისაა.[33]

2011 წელს ერიტრეის იმპორტული საქონლის ღირებულება იყო $899,9 მილიონი დოლარი, მანქანა-მოწყობილობების, ნავთობპროდუქტების, საკვები პროდუქტების და სამრეწველო საქონლის ჩათვლით. ერიტრეის ძირითადი მომწოდებლები არიან ბრაზილია, ჩინეთი, ეგვიპტე, ინდოეთი, იტალია, გერმანია, საუდის არაბეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. 2011 წელს ერიტრეიდან ექსპორტი შეადგენდა US $415,4 მილიონ დოლარს, რომლის ძირითად ნაწილს წარმოადგენდა საკვები პროდუქტები, მეცხოველეობა, კუსტარული ნაკეთობები, სორგო, ტექსტილი. ერიტრეის პროდუქციის ძირითადი ბაზრები იყო ჩინეთი, ეგვიპტე, იტალია, საუდის არაბეთი, სუდანი და დიდი ბრიტანეთი. სულ ახლახანს, თევზები, ყვავილები და მარილი ასევე შევიდა ერიტრეის საექსპორტო სიაში.

უცხოურ ინვესტიციებს აფერხებს სამთავრობო დადგენილებები, რომლებიც მიმართულია სამამულო დარგების უცხოური კონკურენციისაგან დასაცავად და ქმნის არახელსაყრელ საინვესტიციო კლიმატს. ერიტრეაში მსხვილი უცხოური ინვესტორები არიან: ჩინეთი, სამხრეთი კორეა, იტალია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და გერმანია, ასევე მსოფლიო ბანკი.[33]

ხელისუფლება ირჩევს კერძო სექტორის ინვესტიციებს ოფიციალური პროგრამების დასახმარებლად და უცხოური დახმარებების შემცირებას, ამიტომ მისი ურთიერთობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საკმაოდ რთულია.

სოციალური სფერო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯანდაცვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერიტრეამ ჯანდაცვის სფეროში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია და ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, რომელთაც სურთ ათასწლეულის განვითარების მიზნების შესრულება ჯანდაცვის სფეროში, კერძოდ ბავშვთა ჯანდაცვა.[41] სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა გაიზარდა 39,1 წლიდან 1960 წელს 59,5 წლამდე 2008 წელს, დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა მკვეთრად შემცირდა. ჯანდაცვის მომსახურება და ინფრასტრუქტურა საკმაოდ გაფართოვდა.[41] ერიტრეის შედარებითი იზოლაციის გამო, ინფორმაცია და რესურსები საკმაოდ შეზღუდულია და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აზრით 2008 წელს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იქნება 63 წელზე ცოტათი ნაკლები. ბავშვთა იმუნიზაციის და კვების საკითხები წყდებოდა სკოლებთან მჭიდრო თანამშრომლობის დახმარებით; 1995-2002 წლებში წითელის წინააღმდეგ ვაქცინირებული ბავშვთა რაოდენობა 7 წელიწადში გაიზარდა ორჯერ 40,7 %-დან 78,5 %-მდე, ხოლო ოპტიმალურ წონას მიუღწეველი ბავშვების რაოდენობა შემცირდა 12 %-ით.[41] ჯანდაცვის სამინისტროს მალარიისგან დაცვის ეროვნულმა ცენტრმა მიაღწია საკმაო წარმატებებს მალარიისგან სიკვდილიანობის შემცირებაში მთელი 85 %-ით, ხოლო დაავადმყოფობის შემთხვევების რიცხვი შემცირდა 92 %-ით 1998 წლიდან 2006 წლამდე პერიოდში.[41] ერიტრეის მთავრობამ აკრძალა ქალთა წინადაცვეთა, განაცხადა, რომ ასეთი პრაქტიკა იყო მტკივნეული და ქალებს უქმნის სიცოცხლის განვითარების დიდ რისკს, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემებთანაა დაკავშირებული.[42]

მაგრამ, ერიტრეაში ჯერ კიდევ არსებობენ ბევრი სიძნელეები. მიუხედავად იმისა, რომ ექიმების რაოდენობა გაიზარდა 0,2-დან 0,5-მდე 1993-2004 წლებში 1000 მოსახლეზე გადაანგარიშებით, ეს მაინც ძალიან დაბალი მაჩვენებელია.[41] ერიტრეაში გავრცელებულია მალარია და ტუბერკულოზი.[43] შიდსის გავრცელების მაჩვენებელი 15-49 ასაკის ადამიანებში აჭარბებს 2 %-ს.[43] შობადობის კოეფიციენტი შეადგენს დაახლოებით 5 დაბადებულს ერთ ქალზე.[43] დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1995-2002 წლებში შემცირდა ორჯერ, თუმცა ეს რიცხვი მაინც მაღალია.[41] ანალოგიურად, 1995-2002 წლებში, მშობიარობის რაოდენობა, რომელიც ჩაატარეს კვალიფიციურმა სამედიცინო პერსონალმა გაორმაგდა, მაგრამ ჯერ კიდევ შეადგენს მხოლოდ 28,3 %-ს.[41] ახალშობილთა სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზია მძიმე ინფექცია.[43] ერთ სულზე გადაანგარიშებით ერიტრეაში ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები დაბალია.[43]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერიტრეაში არსებობს განათლების 5 დონე: სკოლამდელი, დაწყებითი, საშუალო, საშუალო სპეციალური და უმაღლესი. დაწყებითი, საშუალო და საშუალო სპეციალური სწავლების საფეხურზე სწავლობს თითქმის 238 000 მოსწავლე. ერიტრეაში მოქმედებს დაახლოებით 824 სკოლა[44] და 2 უნივერსიტეტი (ასმერის უნივერსიტეტი და ერიტრეის ტექნოლოგიური ინსტიტუტი), ასევე რამდენიმე პატარა კოლეჯი და ტექნიკუმი.

განათლება ერიტრეაში ოფიციალურად სავალდებულოა 7-დან 13 წლამდე. მაგრამ, სკოლების ინფრასტრუქტურა არასაკმარისია მიმდინარე მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. სტატისტიკური მონაცემებით განსხვავდება ელემენტარულ დონეზე, სავარაუდოთ, სასკოლო ასაკის ბავშვთა 65 %-დან 70 %-მდე დადის დაწყებით სკოლაში; დაახლოებით 61 % დადის საშუალო სკოლაში. მოსწავლეთა რაოდენობის შეფარდება მასწავლებლების რაოდენობასთან მაღალია: 45 1-ზე დაწყებით სკოლებში და 54 1-ზე საშუალო სკოლებში. დაწყებით სკოლებში კლასში საშუალოდ 63 მოსწავლეა, ხოლო საშუალო სკოლებში 97 მოსწავლე. სკოლაში სწავლის ხანგრძლივობა დღეში შეადგენს 6 საათზე ნაკლებს. კვალიფიციური კადრების არასაკმარისი რაოდენობა შეიმჩნევა განათლების სისტემის ყველა დონეზე. ფინანსირება და განათლების შესაძლებლობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სქესზე და ადგილმდებარეობაზე. ერიტრეაში გაუნათლებლობის დონე შეფასებულია დაახლოებით 40 %-დან 70 %-მდე დიაპაზონში.[33]

ერიტრეაში განათლებაზე ბარიერებს ქმნის ტრადიციული ტაბუ, სასკოლო საბუთები (რეგისტრაცია და მასალების მიღება), ასევე ოჯახის მცირე შემოსავალი.[45]

მასმედია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერიტრეაში დღეისათვის დამოუკიდებელი მასმედია არ არსებობს. ქვეყანაში მთელი მასმედია ინფორმაციის სამინისტროს საკუთრებაა. პრესის თავისუფლების არარსებობა მკაცრ კრიტიკას განიცდის. ამას გარდა, ერიტრეაში ყველაზე უფრო მეტი დაპატიმრებული ჟურნალისტია აფრიკაში.[46]

1996 წელს ხელისუფლებამ მიიღო კანონი კერძო სამაუწყებლო მასმედიის აკრძალვის და ჟურნალებზე და გაზეთებზე ლიცენზიის მოთხოვნის შესახებ. კანონმა აკრძალა აკრძალული გამოცემების ხელახლა გამოცემა, აკრძალულია მასმედიაზე უცხოური საკუთრება, ასევე ყველა პუბლიკაციების გამოქვეყნებამდე საჭიროა მათი წარდგენა ხელისუფლებაში, ნებართვის მისაღებად.[47] 2001 წელს, მზარდი განსხვავებული აზრის დასათრგუნავად მმართველი პარტიის — სახალხო ფრონტი დემოკრატიისათვის და სამართლიანობისთვის მომავლის მიმართ ხელისუფლებამ დახურა 8 დამოუკიდებელი გაზეთი და დააპატიმრა გაურკვეველი რაოდენობის ჟურნალისტი. ითვლება, რომ ამ გაზეთების დახურვის საფუძველი მდგომარეობს იმაში, რომ ისინი იღებდნენ უცხოურ ფინანსირებას,[48] რის შედეგადაც რამდენიმე ჯგუფი კრიტიკით გამოვიდა ქვეყანაში პრესის თავისუფლების მკაცრ შეზღუდვაზე.[49] საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ — "რეპორტიორები საზღვრებს გარეთ" ერიტრეის მასმედიის თავისუფლება შეაფასა, როგორც მსოფლიოში ყველაზე დაბალი და ამ თვალსაზრისით ჩრდილოეთ კორეისა და თურქმენეთის შემდეგ გახდა მესამე ქვეყანა. "რეპორტიორები საზღვრებს გარეთ" ამ სამ ქვეყანას ეძახიან "ინფორმაციის შავ ხვრელებს", სადაც სამთავრობო პროპაგანდა ახალი ამბების ერთადერთი წყაროა.[50]

ბეჭვდითი ორგანოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოდის 2 ყოველდღიური გაზეთი:

  • Аль-Hadisa (არაბული ენა)
  • Haddas Eritrea (ტიგრინიულ ენაზე)

ასევე გამოდის კიდევ 2 ყოველკვირეული გაზეთი:

  • Eritrea Profile, კვირაში ორჯერ (ოთხშაბათი და შაბათი) (ინგლისური ენა)
  • Eritrea Haddas, კვირაში ერთხელ (ოთხშაბათი) (ტიგრეს ენა)

რადიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერიტრეაში არსებობს 3 რადიოსადგური. Radio Bana აწარმოებს რადიოგადაცემებს 5 ენაზე.[51] Radio Zara-ს გადაცემები მიმდინარეობს მხოლოდ ტიგრინიულ ენაზე, ხოლო Dimtsi Hafash-ის გადაცემები ქვეყნის 9 ძირითად ენაზე.

Dimtsi Hafash-ის და Radio Zara-ს გადაცემები მიიღება თანამგზავრული თეფშების საშუალებით.

ტელევიზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყანაში არსებობს 2 სატელევიზიო სადგური.[52] Eri-TV1, უფრო ცნობილი, როგორც "Eri-TV, მიიღება თანამგზავრული საშუალებებით, თუმცა Eri-TV2 მიღება შესაძლებელია მხოლოდ ერიტრეაში; ორივე იმყოფება ინფორმაციის სამინისტროს დაქვემდებარებაში და მაუწყებლობს ასმერადან. Eri-TV-ის მაუწყებლობას გააჩნია საერთოფუნქციონალური პროგრამირება ქვეყნის თითქმის ყველა ძირითად ენაზე:

Eri-TV მიიღება ერიტრეაში და უცხოეთში თანამგზავრული თეფშების საშუალებით დღე-ღამეში 24 საათის განმავლობაში. ერიტრეაში ტელევიზორების ბევრი მფლობელი იყენებს თანამგზავრულ ანტენებს.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერიტრეის კულტურას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქვეყნის მდებარეობა წითელი ზღვის სანაპიროსთან. ერიტრეის კულტურის ერთ-ერთი ყველაზე გამოსარჩევი ნაწილია — ყავის მოდუღების ცერემონია.[53] ყავას (ეთიოპიური დამწერლობით — ቡን būn) მიართმევენ სტუმრებს, სადღესასწაულო დღეებში, ან სვამენ თვითონ ყოველდღიურ ცხოვრებაში. თუ სტუმარმა თავაზიანად ყავაზე უარი განაცხადა, მაშინ, როგორც წესი, მას მიართმევენ ჩაის ("შაი" ሻሂ shahee).

ერიტრეელების ტრადიციული ჩაცმულობა საკმაოდ მრავალფეროვანია ქვეყნის სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის. მსხვილ ქალაქებში, ადამიანების უმრავლესობას აცვია თანამედროვე ყოველდღიური ტანსაცმელი, როგორებიცაა ჯინსები, პერანგები. ოფისებში, როგორც მამაკაცები, ასევე ქალები ხშირად იცმევენ კოსტუმებს. ქრისტიანი ტიგრინიელი ქალების ტრადიციული სამოსი შედგება თეთრი ხალათებისგან — ზურიასისგან, ხოლო მამაკაცებს აცვიათ გრძელი თეთრი პერანგები, თეთრ შარვლებთან ერთად. ერიტრეის დაბლობების მუსლიმ თემებში, ქალები ტრადიციულად იცმევენ მკვეთრი ფერის ტანსაცმელს. მხოლოდ რაშაიდას ხალხის ქალები არ ღალატობენ ტრადიციას და სახის თითქმის ნახევარს იფარავენ, თუმცა თმებს მაინც ღიად ტოვებენ.

მშვენიერი კულინარული გემოვნების გარდა, ერიტრეელები აფასებენ კარგ მუსიკას და ცეკვას, იუველირულ ნაკეთობებს, ქსოვილებს და სხვას.[54]

სამზარეულო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერიტრეის ტიპიური ტრადიციული სამზარეულო შედგება ინჯერასაგან (ამჰარული ენა: ənǧära; ორომოს ენა: bidenaa; სომალური ენა: canjeero), რომელსაც თან ახლავს გემრიელი რაგუ, დამზადებული თევზისაგან, საქონლის ხორცისაგან, ციკნისაგან ან ბატკნისაგან.[55] საერთოდ, ერიტრეის სამზარეულო საკმაოდ გვაგონებს მეზობელი ეთიოპიისას,[55][56] საჭმლის ერიტრეული მომზადებისას, როგორც წესი, გამოიყენება უფრო ბევრი ზღვის პროდუქტები, ვიდრე ეთიოპიური მომზადებისას, მისი ზღვასთან ახლო მდებარეობის გამო.[55] ერიტრეის სამზარეულოს ხშირად უფრო მეტი სხვადასხვა სახის პროდუქტი სჭირდება, ვიდრე ეთიოპიისას. ერიტრეის სამზარეულო, როგორც წესი, იყენებს არომატულ კარაქს, სანელებლებს და ჩვეულებრივი პომიდორი.

ამას გარდა, თავისი კოლონიალური ისტორიის შედეგად, ერიტრეის სამზარეულომ განიცადა განსაკუთრებით დიდი იტალიური გავლენა, ვიდრე ეთიოპიურმა, მათ შორის მაკარონის, კარის (ტამილური ენა: kari) და ძირის ფართე გამოყენება. ერიტრეის იტალიური სამზარეულომ ჩასახვა დაიწყო იტალიის სამეფოს კოლონიალური დროიდან, როდესაც იტალიელთა დიდი რაოდენობა გადასახლდა ერიტრეაში. მათ იტალიის ერიტრეაში თან შეიტანეს "პასტის" გამოყენება და ეს ერთ-ერთი მთავარი საკვებია ასმერაში. იტალიის ერიტრეის სამზარეულოში გამოჩნდნენ კერძები — "პასტა ტომატის სოუზში" და "ბერბერი", მაგრამ მათ გარდა არსებობენ "ლაზანია" და "მილანის კოტლეტი".[57] sowa-სთან ერთად ერიტრეელები დიდი სიამოვნებით მიირთმევენ ყავას.[55] Mies — კიდევ ერთი პოპულარული ადგილობრივი ალკოჰოლური სასმელია, რომელიც თაფლისგანაა დამზადებული.[58]

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერიტრეის სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს აქვთ მუსიკის და ცეკვის თავისი საკუთარი განსხვავებული სტილი. ტიგრინიას ხალხში, ყველაზე ცნობილი ტრადიციული მუსიკალური ჟანრია — guaila. ერიტრეის ხალხის მუსიკის ტრადიციული ინსტრუმენტები მოიცავენ სიმებიან სასკრავ krar-ს, begena-ს და wata-ს (ვიოლინოს მსგავსი), ერთსიმიან masenqo-ს და ბარაბან kebero-ს. ერიტრეაში ყველაზე უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს ტიგრინიელი მომღერალი ქალი ჰელენ მელესი, რაც გამოიხატება მის მძლავრ ხმაში და სიმღერის ფართე დიაპაზონში.[59]

სპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერიტრეაში სპორტის ყველაზე უფრო პოპულარული სახეობებია ფეხბურთი და ველოსპორტი. უკანასკნელ წლებში, ერიტრეელი სპორტსმენები უფრო მეტ წარმატებებს აღწევენ საერთაშორისო სპორტულ არენებზე. ერიტრეელი მძლეოსანი ზერსენაი ტადესე, რომელიც დღეისათვის ფლობს მსოფლიო რეკორდს ნახევარ მარათონულ დისტანციაზე.[60] ველოტურნირი ერიტრეის ტური, მრავალდღიანი საერთაშორისო სპორტული ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად ტარდება მთელ ქვეყანაში. ერიტრეის ველოსპორტის ეროვნულმა გუნდმა მოიპოვა დიდი წარმატებები, რომელმაც გაიმარჯვა ველოსპორტის კონტინენტალურ ჩემპიონატში რამდენიმე წელი ზედიზედ. ერიტრეის 6 ველოსიპედისტი ირიცხება უცხოურ ველოგუნდებში, მათ შორის ნატნაელ ბერჰანე და დანიელ ტეკლეჰაიმანოტი. ბერჰანე იყო პირველი ერიტრეელი ველომრბოლელი, ვინც მონაწილეობა მიიღო ტურ დე ფრანსის ველორბოლაში და მისი წარმატებების გამო ის 2013 წელს გახდა აფრიკის საუკეთესო სპორტსმენი, ხოლო ტეკლეჰაიმანოტი იყო პირველი ერიტრეელი ველომრბოლელი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო "ესპანეთის ვუელტა"-ს მრავალდღიან ველოტურნირში 2012 წელს.[61] 2015 წელს ტეკლეჰაიმანოტმა მოიგო მთის მეფის ტიტული "კრიტერიუმ დუ დოფინი"-ს (ფრანგ. Critérium du Dauphiné) კლასიფიკაციაში. 2015 წლის 9 ივლისს, ტურ დე ფრანსის ველორბოლაში, ის გახდა პირველი აფრიკელი ველომრბოლელი, რომელსაც ეცვა წითელი ფერის მაისური, სამთო ეტაპებზე ლიდერობის გამო.[62]

დღესასწაულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თარიღი ქართულად ტიგრინიულ ენაზე
1 იანვარი ახალი წელი Hadish Amet ሓዲሽ ዓመት
7 იანვარი ქრისტეს შობა (მართლმადიდებლური) Lidet ልደት
19 იანვარი ნათლისღება Timket ጥምቀት
5 თებერვალი მავლიდი
10 თებერვალი მასაუასთან გამარჯვების დღე Fenkil ፈንቅል
8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღე Maelti Anesti መዓልቲ ኣነስቲ
გარდამავალი დიდი პარასკევი Arbi Siklet ዓርቢ ስቅለት
აღდგომა Fasika ፋሲካ
1 მაისი გაზაფხულის ფესტივალი
24 მაისი ერიტრეის დამოუკიდებლობის დღე Maelti Natsinet መዓልቲ ናጽነት
20 ივნისი საყოველთავო მდუმარების დღე Maelti Siwuat መዓልቲ ስውኣት
გარდამავალი ურაზა-ბაირამი
1 სექტემბერი შეიარაღებული ბრძოლის დაწყების წლისთავი Bahti Meskerem ባሕቲ መስከረም
11 სექტემბერი გეეზის ახალი წელი Hadish Amet ሓዲሽ ዓመት
27 სექტემბერი ჯვართამაღლება Meskel መስቀል
გარდამავალი ყურბან-ბაირამი
25 დეკემბერი ქრისტეს შობა Lidet ልደት

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Geohive
  2. 2.0 2.1 Citypopulation
  3. Eritrea, geology Extractive Industries Source Book
  4. Eritrea, geological map Extractive Industries Source Book
  5. Eritrea, mining Extractive Industries Source Book
  6. (2002) McGraw-Hill Encyclopedia of Science and Technology, 9th, The McGraw Hill Companies Inc.. ISBN 0-07-913665-6. 
  7. Walter, Robert C. (2000-05-04). „Early human occupation of the Red Sea coast of Eritrea during the lastinterglacial“. Nature 405 (6782): გვ. 65–69. DOI:10.1038/35011048. PMID 10811218. წაკითხვის თარიღი: 2006-10-02. 
  8. Richard Pankhurst, The Ethiopian borderlands (Lawrenceville: Red Sea Press, 1997), p. 270.
  9. Killion, Tom (1998). Historical Dictionary of Eritrea. The Scarecrow Press. ISBN 0-8108-3437-5. 
  10. Accounts of rebels in Eritrea. Investing.reuters.co.uk (2009-02-09). წაკითხვის თარიღი: 2010-05-02.
  11. 11.0 11.1 SCENARIOS: Somali government takes fight to rebels. — By Daniel Wallis. — NAIROBI|Fri May 22, 2009 8:43am EDT
  12. Killion, Tom (1998). Historical Dictionary of Eritrea. The Scarecrow Press. ISBN 0-8108-3437-5. 
  13. Asmara's Finest. წაკითხვის თარიღი: 2006-09-04.
  14. Eritrea. დაარქივებულია ორიგინალიდან 2007-09-27-ში. წაკითხვის თარიღი: 2006-10-13.
  15. Connell, Dan. (September 1997) Eritrea. დაარქივებულია ორიგინალიდან 2006-09-18-ში. წაკითხვის თარიღი: 2006-09-19.
  16. In Eritrea, youth frustrated by long service“. წაკითხვის თარიღი: 2007-03-01. 
  17. “Eritrea to have 6 administrative regions“, Eritrea Profile, 1995-05-20. (ინგლ.) 
  18. Bilateral Estimates of Migrant Stocks in 2010 942 000 ემიგრანტის სია, რომლიდანაც 450 000 წასულია სუდანში და 290 000 ეთიოპიაში. C. f. the World' Bank's Migration and Remittances Factbook 2011.
  19. 19.0 19.1 The World Factbook. წაკითხვის თარიღი: 31 May 2015.
  20. 20.0 20.1 20.2 20.3 Minahan, James (1998). Miniature empires: a historical dictionary of the newly independent states. Greenwood Publishing Group, გვ. 76. ISBN 0-313-30610-9. „"The majority of the Eritreans speak Semitic or Cushitic languages of the Afro-Asiatic language group. The Kunama, Baria, and other smaller groups in the north and northwest speak Nilotic languages."“ 
  21. Rodolfo Fattovich, "Akkälä Guzay" in Uhlig, Siegbert, ed. Encyclopaedia Aethiopica: A-C. Wiesbaden: Otto Harrassowitz KG, 2003, p. 169.
  22. Afar (ʿAfár af). Omniglot. წაკითხვის თარიღი: 23 August 2013.
  23. 23.0 23.1 23.2 23.3 http://www.state.gov/j/drl/rls/irf/2007/90096.htm
  24. 24.0 24.1 24.2 24.3 http://features.pewforum.org/global-christianity/total-population-percentage.php
  25. Table: Christian Population as Percentages of Total Population by Country. Pew Research Center's Religion & Public Life Project (19 December 2011). წაკითხვის თარიღი: 31 May 2015.
  26. 26.0 26.1 Fisher, Jonah. “Religious persecution in Eritrea“, BBC News, 17 September 2004. წაკითხვის თარიღი: 11 December 2009. 
  27. Munro-Hay, Stuart (1991) Aksum: An African Civilization of Late Antiquity. Edinburgh: University Press, p. 57 ISBN 0-7486-0106-6.
  28. Henze, Paul B. (2005) Layers of Time: A History of Ethiopia, ISBN 1-85065-522-7.
  29. Brockman, Norbert (2011). Encyclopedia of Sacred Places, Volume 1. ABC-CLIO, გვ. 30. ISBN 159884654X. 
  30. Aksumite Ethiopia. Workmall.com (24 March 2007). Retrieved on 3 March 2012.
  31. Hsu, Becky, გამოცემა. (PDF), Eritrea: Religious Distribution, p. 3, http://www9.georgetown.edu/faculty/bh297/HsuEritrea.pdf, წაკითხვის თარიღი: 22 December 2011
  32. [1], International Monetary Fund. Retrieved October 2012.
  33. 33.00 33.01 33.02 33.03 33.04 33.05 33.06 33.07 33.08 33.09 33.10 33.11 33.12 Eritrea country profile. Library of Congress Federal Research Division (September 2005). This article incorporates text from this source, which is in the public domain.
  34. http://inewp.com/?p=11290
  35. EIU Digital Solutions. Eritrea. წაკითხვის თარიღი: 11 June 2015.
  36. The World Factbook. წაკითხვის თარიღი: 11 June 2015.
  37. Nevsun Resources: Bisha Mine, Bisha Project, Gold Production, Gold Mine Africa, Mining Africa, Copper Mine, Mining Eritrea, Base Metal Properties, High-Grade Gold. წაკითხვის თარიღი: 11 June 2015.
  38. 38.0 38.1 Travel and Tourism in Eritrea, Euromonitor
  39. Country Profile: Eritrea September 2005, Library of Congress
  40. https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/er.html%7CCIA - The World Factbook
  41. 41.0 41.1 41.2 41.3 41.4 41.5 41.6 Rodríguez Pose, Romina and Samuels, Fiona (2010) Progress in health in Eritrea: Cost-effective inter-sectoral interventions and a long-term perspective. London: Overseas Development Institute
  42. IRIN Africa | ERITREA: Government outlaws female genital mutilation | Human Rights (5 April 2007). წაკითხვის თარიღი: 17 July 2011.
  43. 43.0 43.1 43.2 43.3 43.4 Health profile at Eritrea WHO Country Office. afro.who.int
  44. (January 2005) Baseline Study on Livelihood Systems in Eritrea. National Food Information System of Eritrea. 
  45. Kifle, Temesgen (2002). Educational Gender Gap in Eritrea.  PDF copy
  46. Freedom of the Press. წაკითხვის თარიღი: 2006-06-08.
  47. Freedom of the Press. წაკითხვის თარიღი: 2006-09-04.
  48. Country Report: Eritrea. წაკითხვის თარიღი: 2006-09-04.
  49. Country Report: Eritrea (PDF). წაკითხვის თარიღი: 2006-09-04.
  50. North Korea, Eritrea and Turkmenistan are the world’s "black holes" for news. წაკითხვის თარიღი: 2006-09-04.
  51. Radio Bana Airs New English Programs. წაკითხვის თარიღი: 2007-03-17.[მკვდარი ბმული]
  52. Ministry of Information Graduates 22 EDF Members (2006-05-13). წაკითხვის თარიღი: 2006-06-08.
  53. It’s coffee time Network Africa Online, April 2008 interview.
  54. Tekle, Amare (1994). Eritrea and Ethiopia: From Conflict to Cooperation. The Red Sea Press, გვ. 197. ISBN 0932415970. 
  55. 55.0 55.1 55.2 55.3 Goyan Kittler, Pamela; Sucher, Kathryn P. and Nahikian-Nelms, Marcia (2011). Food and Culture, 6th ed.. Cengage Learning, გვ. 202. ISBN 0538734973. 
  56. Tekle, Amare (1994). Eritrea and Ethiopia: From Conflict to Cooperation. The Red Sea Press, გვ. 142. ISBN 0932415970. 
  57. Carman, Tim. “Mild Frontier: the differences between Eritrean and Ethiopian cuisines come down to more than spice“, 9 January 2009. წაკითხვის თარიღი: 12 March 2013. 
  58. (2000) Eritrea: Travel Trade Manual. Ministry of Tourism of Eritrea, გვ. 4. 
  59. Blum, Bruno (2007) De l'art de savoir chanter, danser et jouer la bamboula comme un éminent musicien africain: le guide des musiques africaines. Scali, გვ. 198. ISBN 2350121976. 
  60. World records ratified. Iaaf.org (8 May 2010). Retrieved 20 September 2013.
  61. Berhane could become the first Eritrean to ride the Tour de France“, 2 March 2014. წაკითხვის თარიღი: 16 October 2014. 
  62. [2]
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: