პიპინ მოკლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პიპინ მოკლე
ფრანკთა მეფე
მმართ. დასაწყისი: 751
მმართ. დასასრული: 768
მემკვიდრე: კარლოს დიდი
კარლომან I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 714
გარდ. თარიღი: 24 სექტემბერი, 768
გარდ. ადგილი: სენ-დენი
დინასტია: კაროლინგები

პიპინ მოკლე (ფრანგ. Pépin le Bref; დ. 714 – გ. 24 სექტემბერი, 768, სენ-დენი) — ფრანკთა მეფე 751-768 წლებში, კაროლინგების დინასტიის პირველი წარმომადგენელი. მაიორდომი 741-751 წლებში. დაამხო მეროვინგების დინასტიის უკანასკნელი მეფე და რომის პაპის სანქციით თავი მეფედ აარჩევინა. თავისი მამის – კარლოს მარტელის – მიბაძვით სამხედრო სამსახურისათვის არიგებდა ბენეფიციუმებს. დაიმორჩილა აკვიტანია, არაბების წინააღმდეგ ლაშქრობისას დაიპყრო სეპტიმანია. 754 და 756 წლებში ილაშქრა იტალიაში, ლანგობარდებისათვის წართმეული მიწების ნაწილი გადასცა რომის პაპს, რითაც საფუძველი ჩაუყარა პაპის ოლქს. მისი ვაჟი იყო იმპერატორი კარლოს დიდი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]