ერაყი
| ერაყის რესპუბლიკა |
||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| დევიზი: არაბ. الله أكبر Allāhu ʾAkbar "ღმერთი მაღალია" |
||||||
| ჰიმნი: არაბ. مَوْطِنِيْ Mawṭinī "ჩემო სამშობლო" |
||||||
| დედაქალაქი და | ბაღდადი 33°20′ ჩ. გ. 44°26′ ა. გ. / 33.333° ჩ. გ. 44.433° ა. გ. | |||||
| ოფიციალური ენა | არაბული | |||||
| მთავრობა | საპარლამენტო რესპუბლიკა | |||||
| - | პრეზიდენტი | ბარჰამ სალეჰი | ||||
| - | პრ.-მინისტრი | მუსტაფა ალ-კადიმი | ||||
| ფართობი | ||||||
| - | სულ | 438 317 კმ2 (58-ე) | ||||
| - | წყალი (%) | 1,1 | ||||
| მოსახლეობა | ||||||
| - | 2009 შეფასება | 31 234 000[1] (39-ე) | ||||
| - | სიმჭიდროვე | 71,5 კაცი/კმ2 (125-ე) | ||||
| მშპ (მუპ) | 2009 შეფასება | |||||
| - | სულ | $111.5 მილიარდი [1] (61-ე) | ||||
| - | ერთ სულ მოსახლეზე | $3570[1] (130-ე) | ||||
| აგი (2019) | 0.674 საშუალო · 123-ე |
|||||
| ვალუტა | ერაყული დინარი (IQD) |
|||||
| სასაათო სარტყელი | UTC+03:00 | |||||
| თარიღის ფორმატი | დდ/თთ/წწწწ | |||||
| სატელეფონო კოდი | 964 | |||||
| ISO 3166 კოდი | IRQ | |||||
| ინტერნეტ-დომენი | .iq | |||||
ერაყი (არაბ. العراق); ოფიციალურად ერაყის რესპუბლიკა (არაბ. جمهورية العراق, ქურთ. كؤماری عێراق, სირ. ܩܘܿܛܢܵܝܘܼܬܐܵ ܕܥܝܪܐܩ)[2] — ქვეყანა დასავლეთ აზიაში, მოიცავს ზაგროსის მთების ჩრდილო-დასავლეთის უმეტეს ნაწილს, სირიის უდაბნოს აღმოსავლეთ ნაწილს და არაბეთის უდაბნოს ჩრდილოეთს.[3]
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური - ერაყის რესპუბლიკა.
- ეროვნული: العراق, Al Jumhuriyah al Iraqiyah.
- ეტიმოლოგია: სახელი მომდინარეობს ძველი სემიტური ურუქისაგან. ასე ერქვა შუმერულ-აქადურ ქალაქს, რომლის მნიშვნელობაა „მდინარეთა შუა“. მისი ძველი სახელია მესოპოტამია, რაც ბერძნულად ასევე „შუამდინარეთს“ ნიშნავს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ერაყმა 1921 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა. 1958 წლამდე ქვეყანას მართავდა ჰაშიმიდების დინასტია (ფეისალ I და ფეისალ II). მონარქიის დამხობის შემდეგ ერაყში რესპუბლიკური მმართველობა დამყარდა. 1968 წელს ხელისუფლების სათავეში მოვიდა პარტია ბაასი, რომელმაც „ანტიიმპერიალისტური კურსი“ აიღო და დაიწყო რეფორმების გატარება. 1974 წელს ქვეყნის ჩრდილოეთში გამოცხადდა ქურთისტანის ავტონომია. 1980-1988 წლებში ერაყი მონაწილეობდა ფართომასშტაბიან ომში ირანთან, ხოლო 1990 წელს იგი შეიჭრა მეზობელი ქუვეითის ტერიტორიაზე და მოახდინა მისი ანექსია. მხოლოდ საერთაშორისო კოალიციური ძალების აქტიური მონაწილეობით მოხერხდა აგრესიის შედეგების ლიკვიდაცია. დადგენილია, რომ ირანთან ომში ერაყმა ქიმიური იარაღი გამოიყენა, ხოლო 1988 წელს - ქვეყნის შიგნით, ქურთების წინააღმდეგ. ამ ომების გამო, 1991 წელს გაერომ ერაყის მიმართ საერთაშორისო სანქციები დააწესა, რამაც გამანადგურებელი ეფექტი მოახდინა ქვეყნის ეკონომიკასა და მოსახლეობაზე. ერაყის ჩრდილოეთსა და სამხრეთში შეიქმნა დახურული ზონები, სადაც პატრულირებდა აშშ-სა და ბრიტანეთის ავიაცია. ჩრდილოეთის დახურულ ზონაში ქურთებმა ავტონომიური რეგიონი შექმნეს. უკანასკნელ წლებში გაერო ცდილობდა დაეყოლიებინა ერაყის მმართველი რეჟიმი მასობრივი განადგურების იარაღის განადგურებაზე, მაგრამ უშედეგოდ. 2003 წლის მარტში აშშ-ს და დასავლური კოალიციის სამხედრო ინტერვენციის შედეგად სადამ ჰუსეინის რეჟიმი ჩამოშორებულ იქნა ხელისუფლებისაგან. ორი წლის განმავლობაში ქვეყანას მართავდა საოკუპაციო დროებითი ადმინისტრაცია, რომელმაც მოამზადა ერაყის სამოქალაქო ძალებისათვის ხელისუფლების გადაცემის წინაპირობები. 2005 წლის 6 აპრილს ჩატარდა ერაყის ისტორიაში პირველი დემოკრატიული არჩევნები. ქვეყნის პრეზიდენტად არჩეულ იქნა ჯალალ თალაბანი, ქურთი აჯანყებულების ყოფილი ლიდერი.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ევფრატისა და ტიგროსის შუამდინარეთში. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: თურქეთი, ირანი, ქუვეითი, საუდის არაბეთი, იორდანია, სირია. ფართობი შეადგენს 435 072 კვ. კმ-ს.
სახელმწიფო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სახელმწიფო სისტემა - 2003-05 წლებში გარდამავალი მმართველობის ქვეშ მყოფი რესპუბლიკა იყო.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
- მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი.
- ადმინისტრაციული დაყოფა - 18 მუჰაფაზა (muhafazat).
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მოსახლეობა - 36 004 000 ად. (2014), მათ შორის - არაბები 75-80 %, ქურთები 15-20 %, ეროვნული უმცირესობებია თურქულენოვანი ხალხები, ასურელები და სხვები.
- სახელმწიფო ენა - არაბული; ქურთული (ქურთისტანში). გავრცელებულია ენებია ასურული.
- რელიგია - ისლამი.
- დედაქალაქი - ბაღდადი (9 500 000).
- ქალაქები - ბასრა (1,5 მლნ.), ერბილი (1,6 მლნ.), სულეიმანია (0,9 მლნ.), მოსული (1,8 მლნ.), ქირქუქი (1,0 მლნ.).
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერაყი დაყოფილია 18 მუჰაფაზად, (არაბ. محافظة), ქურთ. پاریزگه - ფარიშა). თანამედროვე დაყოფა მიიღეს 1979 წელს[4]. მუჰაფაზები იყოფიან ოლქებად (ქადაში), ხოლო ოლქები ქვეოლქებად. ავტონომიური ერთეული ერაყის ქურთისტანი არის განსაკუთრებულ სტატუსის მქონე რეგიონი, რომელსაც აქვს თავისი მმართველობა და მილიცია და რომლის საზღვრებიც არ ემთხვევა მუჰაფაზების საზღვარს.

| № | მუჰაფაზა | ადმინისტრაციული ცენტრი | ფართობი, კმ² |
მოსახლეობა, (2011), კაცი[5] |
სიმჭიდროვე, კაცი/კმ² |
|---|---|---|---|---|---|
| 1 | ბაღდადი | ბაღდადი | 734 | 7 055 200 | 9611,99 |
| 2 | სალაჰ-ედ-დინი | თიქრითი | 24 751 | 1 408 200 | 56,89 |
| 3 | დიიალა | ბააქუბა | 19 076 | 1 443 200 | 75,66 |
| 4 | ვასიტი | ელ-კუტი | 17 153 | 1 210 600 | 70,58 |
| 5 | მაისანი | ელ-ამარა | 16 072 | 971 400 | 60,44 |
| 6 | ბასრა | ბასრა | 19 070 | 2 532 000 | 132,77 |
| 7 | დი-ქარი | ნასირია | 12 900 | 1 836 200 | 142,34 |
| 8 | მუთანა | სამავა | 51 740 | 719 100 | 13,90 |
| 9 | ქადისია | ალ-დივანია | 8 153 | 1 134 300 | 139,13 |
| 10 | ბაბილი | ჰილა | 6 468 | 1 820 700 | 281,49 |
| 11 | ქარბალა | ქარბალა | 5 034 | 1 066 600 | 211,88 |
| 12 | ნაჯაფი | ნაჯაფი | 28 824 | 1 285 500 | 44,60 |
| 13 | ანბარი | რამადი | 138 501 | 1 561 400 | 11,27 |
| 14 | ნაინავა | მოსული | 37 323 | 3 270 400 | 87,62 |
| 15 | დაჰუკი | დაჰუკი | 6 553 | 1 128 700 | 172,24 |
| 16 | ერბილი | ერბილი | 14 471 | 1 612 700 | 111,44 |
| 17 | ქირქუქი | ქირქუქი | 10 282 | 1 395 600 | 135,73 |
| 18 | სულეიმანია | სულეიმანია | 17 023 | 1 878 800 | 110,37 |
| სულ | 434 128 | 33 330 600 | 76,78 |
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნავთობმა ქვეყანას კეთილდღეობა მოუტანა. 1972 წელს ერაყის სანავთობო კომპანია ნაციონალიზებულ იქნა. 1979 წელს ნავთობი ქვეყნის სავალუტო შემოსავლების 95 %-ს იძლეოდა.
- რესურსები - ნავთობი, ბუნებრივი აირი, ფოსფატები, გოგირდი.
- ექსპორტი - ნავთობი, შალეული, ფინიკი.
- ვალუტა - ერაყის დინარი (IQD).
მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბაღდადი – ერაყის ეროვნული და სამხედრო მუზეუმები, აბასიდების სასახლე (XII ს.), უნივერსისტეტის შენობა (XIII ს.), მეჩეთი მირჯა (XVI ს.), ოქროს მეჩეთი (XV ს.);
- სამარა - მინარეთი და დიდი მეჩეთი (IX ს.);
- ქალაქების ბაბილონისა და ნინევიის ნაშთები;
- პართიული ქალაქი ჰათრა.
მესოპოტამიას უკავშირდება არაბთა სახალიფოსა და უძველესი ცივილიზაციების - შუმერის, აქადის, ბაბილონისა და ასურეთის სახელები.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიქსიკონში განმარტებულია სიტყვა: ერაყი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Iraq. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 2010-04-21.
- ↑ Kurdistan Regional Government. KRG. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-01. ციტირების თარიღი: 2009-03-23.
- ↑ Declaration of Principles for a Long-Term Relationship of Cooperation and Friendship Between the Republic of Iraq and the United States of America.
- ↑ Provinces of Iraq (ინგლისური)
- ↑ City Population - The population of the provinces and province capitals of the Republic of Iraq
| |||||
