შმალკალდენის კავშირი
გარეგნობა
შმალკალდენის კავშირი — გერმანელი პროტესტანტების პოლიტიკური გაერთიანება, შეიქმნა მას შემდეგ, რაც იმპერატორმა კარლ V-მ არ სცნო აუგსბურგის აღსარება. ხელი მოაწერეს 1531 წლის 27 თებერვალს თიურინგიის ქალაქ შმალკალდენში. შმალკალდენის კავშირში შევიდნენ ლუთერანი მთავრები: კურფიურსტი იოჰან ფრიდრიხ საქსონელი, ლანდგრაფი ფილიპ ჰესენელი, მოგვიანებით ულრიხ ვიუტემბერგელი, ჰერცოგი მორიც საქსონელი, და სხვა, აგრეთვე ქალაქები მაგდებურგი, ბრემენი, სტრასბურგი, ულმი და სხვა. კარლ V-მ შმალკალდენის ომში (1546-1548 წწ.) დაამარცხა შმალკალდენის კავშირის წევრები და იგი დაიშალა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 13.