ბაჰრეინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბაჰრეინის სამეფო
مملكة البحرين
ბაჰრეინი
ბაჰრეინის
ჰიმნი:  بحريننا  (ბაჰრაინონა)
"ჩვენი ბაჰრეინი"
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
მანამა
26°13′ ჩ. გ. 50°35′ ა. გ. / 26.217° ჩ. გ. 50.583° ა. გ. / 26.217; 50.583
ოფიციალური ენა არაბული
მთავრობა კონსტიტუციური მონარქია
 -  მეფე ჰამად იბნ ისა ალ-ჰალიფა
ფართობი
 -  სულ 741 კმ2 (189-ე)
მოსახლეობა
 -  2007 შეფასებით 708 573 1 (164-ე)
 -  სიმჭიდროვე 987 კაცი/კმ2 (მე-10)
მშპ (მუპ)  შეფასებით
 -  სულ $17,68 მილიარდი (118-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $23,604 (32-ე)
აგი (2007) 0.866 (მაღალი) (41-ე)
ვალუტა ბაჰრეინის დინარი (BHD)
დროის სარტყელი (UTC+3)
ქვეყნის კოდი BHR
Internet TLD .bh
სატელეფონო კოდი 973

1შეიცავს 235,108 არამოქალაქეს (ივლისი 2005 მონაცემებით).

ბაჰრეინის სამეფო, (არაბ. مملكة البحرين‎‎ მიამლაქა ალ-ბაჰრაინ) — სამეფო სპარსეთის ყურის ამავე დასახელების არქიპელაგზე.

გეოგრაფია და ბუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაჰრეინის შემადგენლობაში შედის კონტინენტური და მარჯნის კუნძულების ჯგუფი (20-ზე მეტი). შედარებით დიდი კუნძულებია: ბაჰრეინი, მუჰარაკი, სითრა, უმ-ნასანი, ჰავარი. ზედაპირი დაბლობია (135 მ-მდე). აგებულია უმთავრესად კირქვებით. ჰავა გარდამავალია ტროპიკულიდან სუბტროპიკულისაკენ. იანვრის საშუალო ტემპერატურა 16 °C-ია, ივლის-აგვისტოსი - 37 °C. ნალექები დაახლოებით 90 მმ-ია წელიწადში. ჭარბობს ტროპიკული უდაბნოს ლანდშაფტები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაჰრეინის შესახებ პირველი ცნობები ძვ.წ. მესამე ათასწლეულს განეკუთვნება. ახ.წ. დასაწყისში ბაჰრეინი არაბული სამთავრო იყო. IV-VI საუკუნეებში შედიოდა ჯერ სასანიანთა იმპერიის, ხოლო შემდეგ - არაბთა სახალიფოს შემადგენლობაში. IX საუკუნის ბოლოს ბაჰრეინში გაბატონდნენ კარმატები, რომლებმაც X-XI საუკუნეებში იგი თავიანთი სახელმწიფოს ცენტრად აქციეს. XIII საუკუნის შუა წლებში ბაჰრეინმა ხანმოკლე დამოუკიდებლობა მოიპოვა, თუმცა შემდეგ ჰორმუზის საამირომ შეიერთა. 1521-1602 წლებში ბაჰრეინს განაგებდნენ პორტუგალიელები, რომლებიც XVII საუკუნის დამდეგს განდევნა ირანის ჯარმა ალავერდი-ხანის (უნდილაძის) მეთაურობით, რის შემდეგაც ის სეფიანთა იმპერიის მფლობელობაში აღმოჩნდა.

1783 წელს ალ-ხალიფას საგვარეულოს არაბმა შეიხებმა ბაჰრეინი დამოუკიდებელ სამთავროდ გამოაცხადეს. 1871 წელს ბაჰრეინზე დაწესდა დიდი ბრიტანეთის პროტექტორატი, ფაქტობრივად კი ის კოლონიად იქცა. პირველი მსოფლიო ომის წლებში ბაჰრეინზე შეიქმნა დიდი ბრიტანეთის მსხვილი სამხედრო ბაზა. ირანის მთავრობა ბაჰრეინს უკანონოდ მიტაცებულ ირანის ტერიტორიად მიიჩნევდა. XX საუკუნის 20-იანი წლების დასასრულს ბაჰრეინში ამერიკულმა ნავთობის მონოპოლიებმა მოიკიდეს ფეხი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბაჰრეინში გაძლიერდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა. დიდმა ბრიტანეთმა ანტიიმპერიალისტური გამოსვლების ჩასახშობად სამხედრო ძალები გამოიყენა. 1970 წლის იანვარში ბაჰრეინში პირველად შეიქმნა ადგილობრივი მთავრობა - სახელმწიფო საბჭო 12 მინისტრის შემადგენლობით.

დიდი ბრიტანეთისა და ირანის მთავრობების თხოვნით გაეროს გენერალურმა მდივანმა 1970 წლის გაზაფხულზე ბაჰრეინში გაგზავნა საგანგებო მისია, რათა გაერკვია მოსახლეობის დამოკიდებულება ქვეყნის მომავალი სტატუსისადმი. რეფერენდუმზე (1970 წლის აპრილში) მოსახლეობის უმეტესობამ ბაჰრეინისათვის დამოუკიდებლობის მინიჭებას დაუჭირა მხარი. 1970 წლის 11 მაისს რეფერენდუმის შედეგები მოიწონა გაეროს უშიშროების საბჭომ. 1971 წლის 14 აგვისტოს სამთავროს მმართველმა, შეიხ ისა ბენ სალმან ალ-ხალიფამ გამოაცხადა ბაჰრეინის დამოუკიდებლობა. 1971 წლის 11 სექტემბერს ბაჰრეინი მიიღეს არაბულ სახელმწიფოთა ლიგაში, ხოლო 1971 წლის 21 სექტემბერს - გაეროში. 1975 — დათხოვილია პარლამენტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]