ძველი აღთქმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ძველი აღთქმა — საერთო წმინდა ტექსტი (წიგნთა კრებული) იუდაიზმისა და ქრისტიანობისა. პირველი, უძველესი ნაწილი ქრისტიანული ბიბლიისა, უძველესი ებრაული წმინდა წერილი (ებრაული ბიბლია — თანახი).

ძველი აღთქმა, ვულგატა, გუტენბერგის ბიბლია, ნეტარი იერონიმეს მიერ თარგმანილი ბიბლია

ტერმინის წარმომავლობა და მნიშვნელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერმინი „აღთქმა“ შეესაბამება ებრაულ სიტყვას ბერიტ ლათინურად testamentum - ტესტამენტუმ, ბერძნულათ კი Διαθήκη - დიათიკე „კავშირი, შეთანხმება, კონტრაქტი, დაბეჭდვა ან ბეჭედის დასმა (ტესტამენტუმ) ყველაზე ნათლად მისი ლათინური გამოთქმა გამოხატავს მის მნიშვნელობას“.

ძველაღმოსავლური წესი შეთანხმების დადებისა ორ მხარეს შორის მოცავდა მსხვერპლის შეწირვასა და წყევლის წარმოთქმას მის დამრღვევზე. ამის შემდეგ მხარეები გაივლიდნენ დაკლული მსხვერპლის ორ ნაწილს შორის და თავიანთ კავშირს ამტკიცებდნენ დაღვრილი სისხლით. ამ შეთანხმების სახსოვრად დებდნენ ქვას, ან რგავდნენ ხეს, უწოდებდნენ რა მათ ცის წინაშე მოწმეებს ამ შეთანხმებისა.

ვასალური დამოკიდებულებისგან განსხვავებით, რომელშიც იძულებითი მფარველობის მიღება იგულისხმება, ჭეშმარიტი კავშირი - ეს კავშირია თანასწორთა შორის. მისი საფუძველი ურთიერთპატივისცემა და ნებაყოფლობითი თანხმობაა მისი წარმომადგენელ მხარეებს შორის, რაც განაპირობებს მათ ნებელობით თავისუფლებას და შესაძლებლობას მისი გაუქმებისა, გაწყვეტისა, საპასუხო დამსჯელობითი სანქციების შიშის გარეშე. დაახლოებით მოცემული პირობების მსგავსად განისაზღვრება განსაკუთრებული ხასიათი ძველ აღთქმაში ღმერთსა და ადამიანებს შორის ურთიერთკავშირი[1]. მას საფუძველი ჯერ კიდევ სამოთხეში დაედო, რომელიც დაირღვა ადამის ცოდვით დაცემით. ასეთივე საყოველთაო ხასიათით გამოირჩევა აღთქმა ნოესთან, და მისი მეშვეობით, მთელს ქმნილ სამყაროსთან. რჩეული გამოცხადების დამცველთა წრე ვიწროვდება აბრაამთან და მის შთამომავლებთან აღთქმით, სინას მთის აღთქმა კი განსაზღვრავს საბოლოო ხასიათს ძველი აღთქმისა: ისრაელი ხდება უფლის რჩეული ერი, რომელსაც მიეცა ქანაანის მიწა, უფლის მფარველობა და დახმარება. ისტორიული დანიშნულება ისრაელისა - არა მხოლოდ „ზეციური მეუფების“ მიწაზე დამყარება, არამედ მაგალითად ყოფნა მეზობელი ხალხებისათვის - სინათლედ ყოფნა წარმართთათვის. ისრაელმა დაივიწყა თავისი დანიშნულება და მისი უფლის მიერ რჩეულობა მხოოდდამხოლოდ ეთნიკური ქედმაღლობის საბაბად იქცა.

იესო ქრისტეს შობამდე 6 საუკუნით ადრე იერემია წინასწარმეტყველმა იწინასწარმეტყველა ძველი, ნაციონალურ პოლიტიკური ილუზიების დანგრევა და ახალი კავშირის „დადება“ ღმერთსა და ადამიანებს შორის მხოლოდდამხოოდ სულიერ საფუძვლებზე. ქრისტიანობა წარმოშობისთანავე ცხოვრობდა იმ რწმენით, რომ იერემიას წინასწარმეტყველება განხორციელდა, ძველი შეთანხმება ღმერთსა და ადამიანებს შორის ერთი ერის მეშვეობით, შეიცვალა ახალი კავშირით-აღთქმით, რომეიც დადებუია მთეს კაცობრიობასთან ძე ღმრთისას განკაცებისა და მისი გამომხსნელობითი მსხვერპის მეშვეობით. თავად იესო ქრისტემ საიდუმლო სერობაზე მიანიშნა განსხვავებაზე ყოფიერების ამ ორ მდგომარეობას შორის „ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისაჲ, მრავალთათჳს დათხეული მისატევებელად ცოდვათა“[2]. ამიტომაც ბიბლია, როგორც მსოფლიო ისტორია, იყოფა ორ პერიოდად: ქრისტეს შობამდე და ქრისტეს შობიდან, ან კიდევ ეპოქა ძველი აღთქმისა და ეპოქა ახალი აღთქმისა.[3]

ძველი აღთქმის წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველი აღთქმის წიგნები იყოფა კანონიკურ და არაკანონიკურ წიგნებად. მათ შორის არსებული განსხვავება ისაა, რომ კანონიკური წიგნები უფრო ძველია, დაწერილი დაახლოებით XV-V საუკუნეებში ქრისტეს შობამდე, არაკანონიკური წიგნები კი შედარებით გვიან IV-I საუკუნეებში ქრისტეს შობამდე.[4]

შინაარსის მიხედვით ძველი აღთქმის წიგნებში გამოყოფენ შემდეგ კატეგორიებს:

  • რჯულმდებითი (დაბადება, გამოსვლა, ლევიტელთა, რიცხვთა, მეორე შჯული)
  • ისტორიული (ისუ ნავესი, მსაჯულთა, რუთისი, მეფეთა, ნეშტთა, წიგნები ეზდრასი, ნემიასი და ესთერისა)
  • ზნეობრივ-დამრიგებლური (იობისი, ფსალმუნნი, წიგნები სოლომონისა)
  • წინასწარმეტყველური (ესაია, იერემია, ეზეკიელი, დანიელი და სხვა თორმეტი წინასწარმეტყველის წიგნები)
ძველი აღთქმის წიგნები
ქართული
დასახელება
ლათინური
დასახელება
ბერძნული
დასახელება
რუს. ინგლ. სახელწოდება
თანახში
დაბადება (დაბ.) Genesis Γένεσις Быт. Gen בְּרֵאשִׁית
გამოსვლა (გამ.) Exodus Ἔξοδος Исх. Ex שְׁמוֹת
ლევიანნი (ლევ.) Leviticus Λευϊτικòν Лев. Lev וַיִּקְרָא
რიცხვნი (რიცხ.) Numeri Ἀριθμοὶ Чис. Num בְּמִדְבַּר
მეორე რჯული (რჯლ.) Deuteronomium Δευτερονόμιον Втор. Deut דְּבָרִים
იესო ნავეს ძე (იესო) Iosue Ἰησοῦς Нав. Josh יְהוֹשֻׁעַ
მსაჯულნი (მსაჯ.) Iudicum Κριταὶ Суд. Judg שׁוֹפְטִים
რუთი (რუთ.) Ruth Ροὺθ Руф. Ruth רוּת
პირველი მეფეთა (1 მეფ.) I Samuelis Βασιλειων Α' 1Цар 1Sam שְׁמוּאֵל א׳
წიგნი მეორე მეფეთა (2 მეფ.) II Samuelis Βασιλειων Β' 2Цар 2Sam שְׁמוּאֵל ב׳
წიგნი მესამე მეფეთა (3 მეფ.) I Regum Βασιλειων Γ' 3Цар 1Kings מְלָכִים א׳
წიგნი მეოთხე მეფეთა (4 მეფ.) II Regum Βασιλειων Δ' 4Цар 2Kings מְלָכִים ב׳
პირველი ნეშტთა (1 ნეშტ.) I Paralipomenon Παραλειπομένων Α' 1Пар 1Chron דִּבְרֵי הַיָּמִים א׳
წიგნი მეორე ნეშტთა (2 ნეშტ.) II Paralipomenon Παραλειπομένων Β' 2Пар 2Chron דִּבְרֵי הַיָּמִים ב׳
პირველი ეზრა (1 ეზრ.) Esdrae Ἒσδρας Езд Ezra עֶזְרָא
ნეემია (ნეემ.) Nehemiae Νεεμιας Неем Neh נְחֶמְיָה
ტობითი (ტობ.) Tobias Τωβιθ Тов Tob טובי
ივდითი (ივდ.) Judith Ιουδίθ Иудифь Judith יְהוּדִית
ესთერი (ესთ.) Esther Ἐσθὴρ Есф Esther אֶסְתֵּר
იობი (იობ.) Iob Ἰῶβ Иов Job אִיּוֹב
ფსალმუნნი (ფსალმ.) Psalmorum Ψαλμοὶ Пс / Псал Ps תְּהִלִּים
იგავნი სოლომონისა (იგავ.) Proverbiorum Παροιμιαι Прит Prov מִשְׁלֵי
ეკლესიასტე (ეკლ.) Ecclesiasticus Ἐκκλησιαστὴς Екк Eccles קֹהֶלֶת
ქებათა-ქება სოლომონისა (ქებ.) Canticum Canticorum ᾎσμα Песн Song שִׁיר הַשִּׁירִים
ესაია წინასწარმეტყველი (ეს.) Isaiae Ἠσαΐας Ис / Исаи Is יְשַׁעְיָהוּ
იერემია წინასწარმეტყველი (იერ.) Ieremiae Ιερεμίας Иер Jer יִרְמְיָהוּ
გოდება იერემიასი (გოდ.) Lamentationes Θρῆνοι Плач Lam אֵיכָה
ეზეკიელ წინასწარმეტყველი (ეზეკ.) Ezechielis Ἰεζεκιὴλ Иез Ezek יְחֶזְקֵאל
დანიელ წინასწარმეტყველი (დან.) Danielis Δανιὴλ Дан Dan דָּנִיֵּאל
ოსია წინასწარმეტყველი (ოს.) Osee Ὡσηὲ Ос Hos הוֹשֵׁעַ
იოველ წინასწარმეტყველი (იოვ.) Ioel Ἰωὴλ Иоил Joel יוֹאֵל
ამოს წინასწარმეტყველი (ამოს) Amos Ἀμὼς Амос Amos עָמוֹס
აბდია წინასწარმეტყველი (აბდ.) Abdiae Ἀβδιοὺ Авд Obad עֹבַדְיָה
იონა წინასწარმეტყველი (იონ.) Ionae Ἰωνᾶς Иона Jon יוֹנָה
მიქა წინასწარმეტყველი (მიქ.) Michaeae Μιχαίας Мих Mic מִיכָה
ნაუმ წინასწარმეტყველი (ნაუმ.) Nahum Ναοὺμ Наум Nahum נַחוּם
აბაკუმ წინასწარმეტყველი (აბაკ.) Habacuc Αμβακοὺμ Авв Hab חֲבַקּוּק
სოფონია წინასწარმეტყველი (სოფ.) Sophoniae Σοφονίας Соф Zeph צְפַנְיָה
ანგია წინასწარმეტყველი (ანგ.) Aggaei Ἁγγαῖος Агг Hag חַגַּי
ზაქარია წინასწარმეტყველი (ზაქ.) Zachariae Ζαχαρίας Зах Zech זְכַרְיָה
მალაქია წინასწარმეტყველი (მალ.) Malachiae Μαλαχίας Мал Mal מַלְאָכִי

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქრისტიანული მოძღვრების თანახმად ადამიანი თავისუფალია (ნების თავისუფლება), და ამ ნებელობის მეშვეობით ის თავად წყვეტს, იყოს ღმერთთან თუ განუდგეს მათ, იცხოვროს მისი მცნებების მიხედვით, თუ საკუთარი ნების მიხედვით. არც ჯოჯოხეთია ღმერთის მიერ დაწესებული სასჯელი, სანაცვლო საზღაური ადამიანთა განდგომაზე (ღმერთი აბსოლუტური სიკეთეა), არამედ ადამიანები, რომლებიც ღმერთთან მყოფობისათვის არიან შექმნილნი (ეს არის მათი ბუნებრივი მდგომარეობა), თავიანთი განდგომით გამოეყოფიან ამ სიკეთეს (სამოთხეს), თავიანთ ბუნებრივ მდგომარეობას და ხვდებიან ჯოჯოხეთში. ანუ ჯოჯოხეთი არის ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობის დარღვევა, მიერ განხორციელებული არასწორი ნებელობითი არჩევანის შედეგი და არა უფლის სასჯელი – ადამიანი თავად ისჯის საკუთარ თავს
  2. /მთ.26,28
  3. / Ветхий Завет
  4. / О книгах канонических и неканонических. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-31. ციტირების თარიღი: 2012-01-02.