პელაიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პელაიო
Pelayo
Don Pelayo.jpg
პელაიოს ძეგლი კოვადონგაში
ასტურიის სამეფოს 1-ლი მეფე
მმართ. დასაწყისი: 718
მმართ. დასასრული: 737
წინამორბედი: თანამდებობა დაარსდა
მემკვიდრე: ფავილა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: დაახლ. 690
გარდ. თარიღი: 737
შვილები: ფავილა, გერმესინდა

პელაიო (ესპ. Pelayo, ლათ. Pelagius, ასტ. Pelayu; დ. დაახლ. 690 — გ. 737) — ასტურიის სამეფოს პირველი მეფე. ქვეყანას მართავდა 718-737 წლებში.

მას შემდეგ, რაც ვესტგუთების მეფე როდერიკმა არაბებთან მარცხი განიცადა, მისმა ჯარმა ასტურიისკენ დაიხია. თავდაცვისათვის ასტურიის მთები, ხეობები და გამოქვაბულები საკმაოდ ხელსაყრელი აღმოჩნდა, ვესტგუთების ჯარები უკვე მზად იყვნენ არაბებისათვის გადამწყვეტი დარტყმა მიეყენებინათ. ამასობაში გარდაიცვალა როდერიკი და ახალ მეფედ პელაიო აირჩიეს.

ასეთ რთულ სიტუაციაში ჩაიბარა ქვეყანა პელაიომ და თავდაპირველად წარმატებების მიღწევა გაუჭირდა, რადგანაც ჯარი საკმაოდ მცირე ჰყავდა. 714 წელს, არაბების მოახლოებისას პელაიომ პიკოს-დე-ეუროპის მთისწინეთისკენ დაიხია. აქ ისინი წარმატებით ებრძოდნენ მტერს. 718 წელს უკან დახეულმა პელაიომ კოვადონგის ხეობაში მტერს ბრძოლა გაუმართა. არაბები დაამარცხეს და მათი მთავარსარდალი ალკამა ბრძოლაში მოკლეს.

კოვადონგის ბრძოლაში გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ ბრძოლით დაიწყო რეკონკისტა. პელაიოს მმართველობის დასასრულს ასტურიამ აღმოსავლეთით ბასკები შემოიერთა, ხოლო დასავლეთითგალისია.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]