შინაარსზე გადასვლა

ქრისტეს შობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან შობა)
ქრისტეს შობა
ქრისტეს შობა ფოტოსურათი
მაცხოვრის შობა
სვანური ფრესკა, ლატალი, Xlll ს.
მნიშვნელობა ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული
აღნიშნავენ

ქრისტეს შობა (შობა)ქრისტიანული რელიგიური დღესასწაული, აღინიშნება 25 დეკემბერს. ზოგი მართლმადიდებელი ეკლესია, მათ შორის საქართველოს, აღნიშნავს იულიუსის კალენდრით 25 დეკემბერს (რაც გრიგორიანული კალენდრის 7 იანვარს ემთხვევა). 

377 წლამდე საქრისტიანოს აღმოსავლეთ ნაწილში შობა იდღესასწაულებოდა 6 იანვარს, ნათლისღებასთან ერთად, სწორედ ისე, როგორც ის დარჩა შეერთებული სომხეთის სამოციქულო ეკლესიაში. იოანე ოქროპირის ინიციატივით და მეცადინეობით, შობის დღესასწაული გამოიყო და გადაიტანეს დეკემბრის 25-ზე. იმ დროინდელ სწავლულთა (გრიგოლ ნოსელისა, აგვისტინე იპპონელისა და სხვ.) გამოკვლევით, ქრისტეს შობა მოხდა ზამთრის მზის მოქცევის დღეს — 25 დეკემბერს, სწორედ იმ დღეს, როდესაც მზე და დედამიწა იწყებენ ერთმანეთთან დაახლოებას.

1923 წელს საქართველოს ეკლესიამ, ქრისტეფორე III-ის (ციცქიშვილი) მამამთავრობისას, პირველად სცადა ახალი კალენდრის შემოღება, რის შედეგადაც ახალი სტილის კალენდარი 1923-1925 წლების განმავლობაში მოქმედებდა ჩვენს ეკლესიაში, თუმცა მოსახლეობის არაინფორმირებულობის გამო ეს მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. 1927 წლის 24 ივნისის კათოლიკოს-პატრიარქთა წმინდა ამბროსის (ხელაია) მამამთავრობისას საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა განაჩინა შობის დღის ახალი სტილით, 25 დეკემბრის აღნიშვნის შესახებ. საეკლესიო კრების გადაწყვეტილება მხოლოდ შეჩერებულია. 1928 წლის 28 სექტემბერს საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო სინოდმა განაჩინა ახალი სტილის დროებით შეჩერებაზე. განჩინება მღვდელმთავრებს ავალებდა, მომავალში მაინც გაეწიათ პროპაგანდა ახალი სტილის სასარგებლოდ.

ქრისტეშობის აღნიშვნა მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიოში არსებული 17 ავტოკეფალური (კერძოდ, 14 საყოველთაოდ აღიარებული და 3 ნაწილობრივ აღიარებული: ამერიკის, უკრაინის, ჩრდილოეთ მაკედონიის მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიები) ეკლესიიდან 14 ავტოკეფალური ეკლესია იყენებს შესწორებულ იულიუსის კალენდარს და ქრისტეშობას აღნიშნავს 25 დეკემბერს.

1924 წელს საქართველოს ეკლესია, პატრიარქ ამბროსი ხელაიას მეთაურობით, ახალ სტილს შეუერთდა, თუმცა მრევლის მოუმზადებლობისა და კომუნისტების მიერ დატრიალებული ქაოსის გამო, მოგვიანებით, ისევ ძველ სტილს დაუბრუნდნენ. ასევე პატრიარქები წმინდა კირიონი, ლეონიდე, მათ შემდეგ ქრისტეფორე და კალისტრატე, სავსებით ბუნებრივად და საეკლესიო ლოგიკის შესაბამისად, კალენდარული რეფორმის აქტიური მომხრეები იყვნენ.[1]

ესენია:

მსოფლიოში არსებული 5 ავტოკეფალური ეკლესია იყენებს იულიუსის კალენდარს და ქრისტეშობას აღნიშნავს 7 იანვარს (ძვ. სტილით 25 დეკემბერს).

ესენია:

  1. იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესია;
  2. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია (მასში შედის ბელორუსის და მოლდოვის ეკლესიებიც);
  3. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია;
  4. სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია;
  5. მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესია.
  • „საქართველოს საეკლესიო კალენდარი 1976 წლის“, გვ. 142

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 25 დეკემბერს თუ 7 იანვარს?. JAMnews. JAMnews. ციტირების თარიღი: 2025-11-16.