გვინეა
| გვინეის რესპუბლიკა |
||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| დევიზი: ფრანგ. "Travail, Justice, Solidarité" „შრომა, სამართლიანობა, სოლიდარობა“ |
||||||
| ჰიმნი: ფრანგ. "Liberté" "თავისუფლება" |
||||||
| დედაქალაქი და | კონაკრი 9°31′ ჩ. გ. 13°42′ დ. გ. / 9.517° ჩ. გ. 13.700° დ. გ. | |||||
| ოფიციალური ენა | ფრანგული | |||||
| აღიარებული რეგიონული ენები | პულაარ კისი, კპელე, მანინკა, სუსუ, ტომა | |||||
| მთავრობა | უნიტარული სამხედრო ხუნტა | |||||
| - | პრეზიდენტი | მამადი დუმბუია | ||||
| - | შერიგებისა და განვითარების ეროვნული კომიტეტი | |||||
| - | პრემიერ-მინისტრი | ბა ური | ||||
| ფართობი | ||||||
| - | სულ | 245 857 კმ2 (78-ე) | ||||
| მოსახლეობა | ||||||
| - | 2020 შეფასება | 12 771 000[1] (75-ე) | ||||
| - | 2014 აღწერა | 10 523 261[2] | ||||
| - | სიმჭიდროვე | 39,4 კაცი/კმ2 (164-ე) | ||||
| მშპ (მუპ) | 2025 შეფასება | |||||
| - | სულ | $75.050 მილიარდი[3] (111-ე) | ||||
| - | ერთ სულ მოსახლეზე | $4075[4] (155-ე) | ||||
| აგი (2023) | 0.500[5] დაბალი · 181-ე |
|||||
| ვალუტა | გვინეური ფრანკი (GNF) |
|||||
| სასაათო სარტყელი | UTC±00:00 | |||||
| თარიღის ფორმატი | დდ/თთ/წწწწ | |||||
| სატელეფონო კოდი | +224 | |||||
| ISO 3166 კოდი | GIN | |||||
| ინტერნეტ-დომენი | .gn | |||||
გვინეა (ფრანგ. Guinée), ოფიციალურად გვინეის რესპუბლიკა (ფრანგ. République de Guinée) — სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება სენეგალი, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან — მალი, აღმოსავლეთიდან — კოტ-დ’ივუარი, სამხრეთიდან — ლიბერია და სიერა-ლეონე, ხოლო ჩრდილო-დასავლეთიდან გვინეა-ბისაუ. დასავლეთიდან გასასვლელი აქვს ატლანტის ოკეანეში. დედაქალაქი კონაკრი.
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გვინეას სახელი გვინეის რეგიონის მიხედვით დაერქვა, რომელიც გვინეის ყურის გასწვრივ მდებარეობს. ის ჩრდილოეთით ტყიან ტროპიკულ რეგიონებშია გადაჭიმული და საჰელთან მთავრდება. ინგლისური ტერმინი „გვინეა“ პირდაპირ პორტუგალიური სიტყვიდან „გუინე“ (პორტ. Guiné) მომდინარეობს, რომელიც XV საუკუნის შუა ხანებში გაჩნდა და გვინეუსებით (Guineus} დასახლებულ მიწებს აღნიშნავს, რაც მდინარე სენეგალის სამხრეთით მცხოვრები აფრიკელი ხალხების ზოგადი ტერმინია, მის ზემოთ მცხოვრები „ყავისფერი“ (tawny) ზენაგა ბერბერებისგან განსხვავებით, რომლებსაც ისინი აზენგებს ან მავრებს უწოდებდნენ.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კოლონიამდელი პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გვინეის უძველესი ისტორია სუსტადაა შესწავლილი. სავარაუდოდ ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნეში გვინეის სანაპირო შემოხაზა ფინიკიელმა სღვაოსანმა ჰანონმა.
შუა საუკუნეებში თანამედროვე გვინეის ზოგიერთი ნაწილი შედიოდა განის (VIII-IX საუკუნეები) და მალის იმპერიების (XIII-XV საუკუნეები) შემადგენლობაში. იმ დროს გვინეის ტერიტორიაზე სახლობდნენ სხვადასხვა ტომები, რომელთაგან ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი იყო მანდინკა, იალუნკა, სუსუ.
XVI საუკუნეში ფუტა-ჯალონის პლატოზე დასახლდა მომთაბარე-მესაქონლე ფულბეს ტომის ხალხი. 1720-იან წლებში ფულბეს ტომის ისლამიზირებულმა მეთაურებმა ომი დაუწყეს იალუნკას და ასევე კერპთაყვანისმცემელ ფულბეს ტომების ხალხს. ძირითადად ეს ომი დამთავრდა 1770-იანი წლების ბოლოს, რის შედეგადაც შეიქმნა ფულბეს ადრეფეოდალური სახელმწიფო ფუტა-ჯალონის იმამატი.
XIX საუკუნეში გვინეაში დაიწყო ფრანგების შეღწევა. ისინი ცდილობდნენ სავაჭრო ურთიერთობის ორგანიზებას ადგილობრივ მაცხოვრებლებთან, მაგრამ ხშირად ეს მთავრდებოდა ევროპელი ვაჭრების განადგურებით. 1865 წლიდან საფრანგეთმა ვაჭრების დასაცავად სამხრეთ გვინეის სანაპიროზე დაიწყო ფორტებისა და გამაგრებული პოსტების აშენება. ადგილობრივი ტომების ბელადებთან ფრანგები ცდილობდენ თავდაუსხმელობის შესახებ ხელშეკრულებების დადებას.
კოლონიალური პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1897 წელს საფრანგეთმა დადო ხელშეკრულება ფუტა-ჯალონის იმამატის ხელმძვანელობასთან პროტექტორატის შესახებ. 1898-1904 წლებში დაახლოებით თანამედროვე გვინეის ტერიტორიაზე არსებობდა საფრანგეთის კოლონია რივიერ-დუ-სუდი.
1904 წელს ფრანგული გვიანა შევიდა საფრანგეთის დასავლეთი აფრიკის ფედერაციის შემადგენლობაში.
ფრანგების მიერ გვინეის კოლონიზაცია მიმდინარეობდა ნელ-ნელა. მხოლოდ პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ აქ დაიწყო ბანანის, ანანასის, ყავის პლანტაციების შექმნა. მაგრამ პლანტაციური მეურნეობები დიდად ვერ განვითარდა. გვინეაში ასევე მცირედ ვითარდებოდა მრეწველობა, მხოლოდ მეორე მსოფლიო ომამდე გამოჩდნენ პირველი სამთომომპოვებელი საწარმოები და გადამამუშავებელი მრეწველობის მცირე ცეხები.
დამოუკიდებლობის პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1958 წლის რეფერენდუმზე გვინეელმა ხალხმა მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობას, რომელიც გამოცხადდა 2 ოქტომბერს. გვინეა გამოცხადდა რესპუბლიკად. დეკემბერში გვინეა გაეროში მიიღეს.
1958 წლის სექტემბრის რეფერენდუმზე გვინეა იყო ერთადერთი ქვეყანა ფრანგულენოვან აფრიკაში, რომელმაც უარყო გენერალ შარლ დე გოლის წინადადება კოლონიების ფრანგულ თანამეგობრობაში ინტეგრაციის შესახებ, რამაც გამოიწვია საფრანგეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების დაუყოვნებელი გაწყვეტა. დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1958 წლის 2 ოქტომბერს. შემდეგ თვეში საფრანგეთმა გვინეიდან გაიყვანა საკუთარი შეიარაღებული ძალები, სახელმწიფო მოსამსახურეები და გაიტანა კრედიტები. ფრანგმა კოლონისტებმა თან წაიღეს ყველა საკუთარი ფასიანი მასალები და დააბრუნეს საფრანგეთის სუვერენული არქივები. დამოუკიდებლობის რეფერენდუმის საპასუხოდ და სხვა ფრანგულენოვანი ტერიტორიებისთვის გაფრთხილების მიზნით, ფრანგებმა ორი თვის განმავლობაში დატოვეს გვინეა და თან წაიღეს ყველაფერი, რასაც ისინი გვინეაში თავიანთ წვლილად თვლიდნენ. მათ ნათურები მოხსნეს, წაიღეს კონაკრის კანალიზაციის მილების ნახაზები და მედიკამენტებიც კი დაწვეს გვინეელებისთვის დატოვების ნაცვლად.[6]

რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდა აჰმედ სეკუ ტურე, რომელმაც ქვეყანაში დაამყარა ერთპარტიული სისტემა, შეიქმნა ძლიერი რეპრესიული აპარატი „ექსპლოატატორი კლასების“ განადგურების მიზნით, რომელთა კონკრეტული განსაზღვრება არ არსებობდა, მაგრამ მათ მიაკუთვნებდნენ რეჟიმის სავარაუდო მოწინააღმდეგებს. საგარეო პოლიტიკის დარგში ტურე ემხრობოდა ზომიერ პროსაბჭოურ კურსს, ხოლო საშინაო პოლიტიკაში ის მისდევდა აფრიკული სპეციფიკის მეცნიერულ სოციალიზმს. ასეთი სტრატეგიის შედეგი გახდა საკუთრების ტოტალური სოციალიზაცია, ცალკეულ ეტაპებზე ბრძანებების ფონზე რეგულირდებოდა ბაზრებში ვაჭრების რაოდენობაც კი. 1980-იანი წლების დასაწყისში უცხოეთში ემიგრაციაში წავიდა ქვეყნის დაახლოებით მილიონი მაცხოვრებელი. ქვეყანას 1978-1984 წლებში ერქვა გვინეის სახალხო რევოლუციური რესპუბლიკა.
გვინეის მთავრობამ განახორციელა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული რეფორმები. 1958 წელს გაუქმდა ბელადების ინსტიტუტი, შემოიღეს ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნები; გამოცხადდა ქალთა თანასწორუფლებიანობა. 1959 წელს დაწესდა შვებულების ანაზღაურება, პენსიები ზოგიერთი კატეგორიის მშრომელებისათვის. 1959 წლის 1 ნოემბერს მთავრობამ აკრძალა მიწების ყიდვა-გაყიდვა, იჯარა და სხვა მთავრობის ორგანოების სანქციების გარეშე.
1970 წლის ნოემბერში პორტუგალიელებმა გვინეის მთავრობის დამხობის მიზნით ქვეყნის ტერიტორიაზე დაქირავებული რაზმები გადასხეს, თუმცა ისინი გვინეის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს. 1971 წელს მიმდინარეობდა პორტუგალიის აგრესიის შედეგების ლიკვიდაცია.

1984 წელს აჰმედ სეკუ ტურეს გარდაცვალების შემდეგ სამხედრო გადატრიალების გზით ხელისუფლება ხელში აიღო სამხედროების ჯგუფმა, რომლებმაც შექმნეს ეროვნული აღორძინების სამხედრო კომიტეტი პოლკოვნიკ ლანსანა კონტეს მეთაურობით, რომელმაც შემდეგი სამი წლის განმავლობაში თავიდან მოიშორა ძირითადი კონკურენტები ხელისუფლებისათვის ბრძოლაში. პრეზიდენტ კონტეს დროს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა შეიცვალა და ორიენტაცია აიღო საფრანგეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და დიდ ბრიტანეთთან დიდი და მყარი ურთიერთობების დამყარებისკენ; ქვეყანამ საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების მოკრძალებული მხარდაჭერით ისარგებლა.
1980-იანი წლების ბოლოს დაიწყო ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების დემოკრატიზაციის პროცესი; შემდეგი ათწლეულის დასაწყისიდან რეგულარულად ტარდება ნომინალურად თავისუფალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტის არჩევნებზე სამჯერ გაიმარჯვა კონტემ (1993, 1998, 2003 წლებში), ხოლო საპარლამენტო არჩევნებში მისმა ერთიანობისა და პროგრესის პარტიამ, თანაც ყოველ რაუნდს თან ახლდა ოპოზიციის მძლავრი პროტესტი, რაზეც ძალოვანი სამინისტროები ტრადიციულად საკმაოდ მკაცრად რეაგირებდნენ.
2007 წელს ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაციის გაუარესების გაგრძელებამ გამოიწვია მოსახლეობის მასიური გამოსვლები მთავრობის გადადგომისა და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანისთვის სასწრაფო ზომების შემუშავების მოთხოვნით. მთავრობასა პროფკავშირული მოძრაობის ლიდერების მოლაპარაკებების შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტი გადაეცა კომპრომისულ კანდიდატს შემდეგ არჩევნებამდე მანდატით, რომელიც გაიმართება 2008 წლის შუა პერიოდში.
2008 წლის 22 დეკემბერს პრეზიდენტი კონტე მოულოდნელად გარდაიცვალა და კონსტიტუციის თანახმად მისი მოვალეობის შესრულება გადავიდა ეროვნული კრების თავჯდომარის აბუბაქარ სომპარეს ხელში, რომელმაც 60 დღის განმავლობაში უნდა ჩაატაროს რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტის არჩევნები. მაგრამ 2008 წლის 23 დეკემბერს, კონტეს გარდაცვალებიდან რამდენიმე საათს შემდეგ, სამხედროების ჯგუფმა, რომლებმაც საკუთარი თავი გამოაცხადეს დემოკრატიისა და განვითარების ეროვნულ საბჭოდ, (ფრანგ. Conseil national pour la démocratie et le développement, CNDD), მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება. 2008 წლის 24 დეკემბერს რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობა პრემიერ-მინისტრ აჰმედ ტიდიანე სუარეს მთავრობასა და სამხედროების ჯგუფს შორის შეთანხმების თანახმად გადაეცა კაპიტან მუსა დადი კამარას.
ხუნტის ლიდერმა ახალი პრეზიდენტის არჩევნები დანიშნა 2010 წლის იანვარში. ამასთან თავიდან მან უარი განაცხადა პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლაზე, მაგრამ შემდეგ შეცვალა საკუთარი გადაწყვეტილება, რითაც ოპოზიციის აღშფოთება გამოიწვია. 2009 წლის 28 სექტემბერს გვინეის დედაქალაქ კონაკრიში ჩატარდა მრავალათასიანი მიტინგი, რომლის დასაშლელად გამოიყენეს საჯარისო ფორმირებები. შედეგად დაიღუპა 150-ზე მეტი მონაწილე, დაახლოებით 1000 დემონსტრანტმა მიიღო ჭრილობები.

2009 წლის დეკემბერში მუსა დადი კამარაზე მოხდა თავდასხმა, რის შედეგადაც ის თავში დაიჭრა და სამკურნალოდ გადაიყვანეს უცხოეთში. შედეგად მმართველ ხუნტაზე კონტროლი გადავიდა გენერალ სეკუბე კონატეს ხელში, რომელმაც შემდგომ მოუწოდა ოპოზიციას ჩამოეყალიბებინა ეროვნული ერთიანობის მთავრობა და დანიშნა საპრეზიდენტო არჩევნები 2010 წლის ივნისში. 2010 წლის 21 დეკემბრიდან პრეზიდენტია ალფა კონდე.
2013 წლის 28 სექტემბერს გაიმართა საპარლამენტო არჩევნები, რომლის შედეგებიც ოპოზიციამ არ სცნო. 2016 წლის 12 ოქტომბერს რესპუბლიკის პრეზიდენტს, ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის გამართულ მოლაპარაკებების, ასევე საერთაშორისო მეთვალყურეების მონაწილეობის შემდეგ, მიღებული იქნა პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც შედგება 12 ნაწილისგან, რომელთა რეალიზაციამ უნდა უზრუნველყოს ურთიერთობის ნორმალიზაცია პოლიტიკურ ბლოკებს შორის და სამოქალაქო საზოგადოებაში. შეთანხმება უნდა დაეხმაროს 2020 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო ღია და დამოუკიდებელი არჩევნების ჩატარებაში.[7]

2021 წლის 5 სექტემბერს ქვეყნის დედაქალაქ კონაკრიში მოხდა სამხედრო გადატრიალება, რომელიც მოაწყო სამთავრობო სპეცდანიშნულების ჯგუფის (GPS) ელიტური სამხედრო ქვედანაყოფის ძალებმა. ქვედანაყოფის მეთაურმა პოლკოვნიკმა მამადი დუმბუიამ განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტ ალფა კონდეს დაპატიმრების, მთავრობისა და პარლამენტის დათხოვნის, საზღვრების დაკეტვის შესახებ.[8]
2023 წლის 11 მაისს, გვინეის ქალაქებში ანტისამთავრობო დემონსტრაციების დროს სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა. ანტისამთავრობო მოძრაობა მშვიდობიან პროტესტში ჩაერთო და მმართველებს გვინეაში სამხედრო მმართველობის დასრულებისა და ქვეყნის დემოკრატიულ სისტემაზე გადასვლისკენ მოუწოდა.[9] 2023 წლის 18 დეკემბერს, კონაკრიში, ქვეყნის მთავარ ნავთობსაწყობში აფეთქება მოხდა, რასაც 24 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და მომდევნო კვირების განმავლობაში ქვეყანაში საწვავის ფართომასშტაბიანი დეფიციტი გამოიწვია.[10] შედეგად, ქვეყანაში არსებული სამოქალაქო და ეკონომიკური არეულობა დროებით გაუარესდა, რასაც კონაკრიში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის რამდენიმე დაპირისპირება, საწვავისა და მგზავრობის ფასების ზრდა და მთელი ქვეყნის მასშტაბით ფასების ზოგადი ინფლაცია მოჰყვა.[11]
დუმბუიამ თავდაპირველად დემოკრატიული გარდამავალი პერიოდის დაწყების ბოლო ვადად 2024 წლის 31 დეკემბერი დაასახელა. თუმცა, მან ვადა ვერ დაიცვა, რამაც აქტივისტებისა და ოპოზიციის მხრიდან პროტესტი და კრიტიკა გამოიწვია. ზეწოლის ქვეშ, მან თავის საახალწლო მიმართვაში პირობა დადო, რომ კონსტიტუციური რეფერენდუმის შესახებ ბრძანებულებას ხელს მოაწერდა. ხელისუფლებამ ასევე დასძინა, რომ ყველა არჩევნები 2025 წელს ჩატარდება, კონკრეტული თარიღის დადგენის გარეშე.[12] კონსტიტუციური რეფერენდუმი 2025 წლის 21 სექტემბერს ჩატარდა,[13] რომელმაც ახალი კონსტიტუცია დაამტკიცა, რომელმაც 2020 წელს დამტკიცებული კონსტიტუცია ჩაანაცვლა და სამოქალაქო მმართველობისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა.[14]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


გვინეის ტერიტორიის ნახევარზე მეტი დაკავებული აქვთ დაბალი სიმაღლის მთებს და პლატოებს. ატლანტის ოკეანის სანაპირო საკმაოდ დაკლაკნილია მდინარეთა ესტუარიით და დაკავებულია 30-50 კმ სიგანის ზღვის ალუვიური დაბლობებით. შემდეგ საფეხურებად მაღლდება ფუტა-ჯალონის პლატო, რომელიც დანაწევრებულია 1538 მეტრამდე სიმაღლის ცალკეულ მასივებად (მთა ტამგე). მის მიღმა, ქვეყნის აღმოსავლეთით, მდებარეობს ამაღლებული აკუმულატიურ-დენუდაციური ფენის დაბლობები, რომლის სამხრეთით მაღლდება ჩრდილოეთ გვინეის მაღლობი, რომელიც გადადის ცოკოლურ პლატოში (≈800 მ) და ლოდიანი მთიანეთში (მთა ნიმბა — ქვეყნის ყველაზე უფრო მაღალი წერტილი, სიმაღლით 1752 მ).
დასავლეთიდან გარს ერტყმის ატლანტის ოკეანის წყლები.
დაყოფილია ოთხ ბუნებრივ რეგიონად: სანაპირო გვინეა, შუა გვინეა, მთის გვინეა და ტყის გვინეა. საზღვრების საერთო სიგრძეა 3399 კმ, მათ შორის კოტ-დ’ივუართან — 610 კმ, გვინეა-ბისაუსთან — 386 კმ, ლიბერიასთან — 563 კმ, მალისთან — 858 კმ, სენეგალთან — 330 კმ, სიერა-ლეონესთან — 652 კმ.
ქვეყნის საერთო ფართობია — 245 857 კმ².
ჰიდროგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდინარეთა ქსელი ხშირია. მათი დიდი ნაწილი სათავეს ფუტა-ჯალონის პლატოსა და ჩრდილოეთ გვინეის მაღლობზე იღებს. მდინარეები ჩამოედინებიან პლატოდან აღმოსავლეთ დაბლობზე და იქ ჩაედინებიან მდინარე ნიგერში, ასევე მდინარეებით, რომლებიც მოედინებიან იმავე პლატოდან უშუალოდ ატლანტის ოკეანეში. მთავარი მდინარეებია: გამბია, ნიგერი, ბაფინგი, კონკურე და სხვა. ეს მდინარეები უმთავრესად ჭორომიანია და სანაოსნოდ მხოლოდ შესართავთან იყენებენ.
სასარგებლო წიაღისეული
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გვინეის მთავარი სასარგებლო წიაღისეულია ბოქსიტი, რომლის მარაგის რაოდენობის მიხედვით ქვეყანას მსოფლიოში უკავია პირველი ადგილი. ასევე მოიპოვებენ ოქროს, ალმასს, შავი და ფერადი ლითონების მადანს, ცირკონს, რუტილს, მონაციტს.
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კლიმატი სუბეკვატორულია, მშრალი და ნოტიო სეზონების მკვეთრად გამოხატული მონაცვლეობით. ნოტიო ზაფხული გრძელდება ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში 3-5 თვიდან სამხრეთში 7-10 თვემდე. ჰაერის ტემპერატურა სანაპიროზე 27-დან 30 °C-მდეა და უფრო მაღალია, ვიდრე ქვეყნის შიდა რაიონებში (≈24 °C), გვალვის პერიოდების გამოკლებით, როდესაც საჰარიდან მქროლავი ქარი ჰარმატანი ზრდის ჰაერის ტემპერატურას 38 °C-მდე. ნალექების რაოდენობა 1200-1500 მმ-ია წელიწადში, სანაპიროს ზოგ რაიონში 4000 მმ-ზე მეტი.
ფლორა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტყეს უკავია ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 60 %, მაგრამ მათი დიდი ნაწილი წარმოადგენს მეორად იშვიათფოთლოვან ხეებს. ეკვატორული ნოტიო მარადმწვანე ტყე შენარჩუნებულია მხოლოდ ქარიან ჩრდილოეთ გვინეის მაღლობის ფერდოებზე. მდინარის ხეობებში ფრაგმენტულად გვხვდება გალერეის ტყეები. სანაპიროს გასწვრივ ალაგ-ალაგ იზრდება მანგროს ბუჩქები.
ფაუნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოდესღაც მრავალფეროვანი ტყეების ცხოველთა სამყარო უპირატესად შენარჩუნებულია დაცულ ტერიტორიებზე (ბეჰემოთი, გენეტა, ვივერა, ანტილოპა, გარეული ღორი, ჯიქი, ავაზა). პრაქტიკულად მთლიანად განადგურებულია აფრიკული სპილო, აფრიკული ლეოპარდი და შიმპანზე. ბევრია მაიმუნი, გველი, ფრინველი. სანაპირო წყლები მდიდარია თევზით.
სახელმწიფო მოწყობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გვინეა — საპრეზიდენტო რესპუბლიკა. სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია — საყოველთაო არჩევნებით არჩეული პრეზიდენტი. უკანასკნელი არჩევნები ჩატარდა 2015 წლის 11 ოქტომბერს. პირველ ტურში ხმების 58 % მიიღო ალფა კონდემ, რომელსაც ხმა მისცეს მანდინკას ხალხის წარმომადგენლებმა და გვინეის ეთნიკურად მცირერიცხოვანმა ხალხმა. სელუ დალეინ დიალოს მხარდამჭერი (მოიპოვა ხმების 31 %) ხალხი და ტომები წარუმატებლად ცდილობდნენ საპროტესტო აქციების ჩატარებას. ამავე დროს დამკვირვებლებმა ევროკავშირიდან არჩევნები აღიარეს სამართლიანად, მხოლოდ დაფიქსირდა ზოგიერთი ორგანიზაციული პრობლემები.
გვინეის ეროვნული კრება — ერთპალატიანი საკანონმდებლო ორგანოა. პარლამენტის წევრთა რაოდენობაა 114 დეპუტატი, რომელთაგან 38 ირჩევა მაჟორიტარული, ხოლო 76 — პროპორციული სისტემით. 2009 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ პარლამენტის ფუნქციებს ასრულებდა გარდამავალი პერიოდის ეროვნული საბჭო. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, მსოფლიო თანამეგობრობის აქტიური მონაწილეობით, 2013 წლის 28 სექტემბერს შესაძლებელი გახდა საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
საერთაშორისო საზოგადოებისა და ქვეყნის პოლიტიკური პარტიების უმრავლესობის მიერ აღიარებული შედეგების მიხედვით, არჩევნებში გაიმარჯვა საპრეზიდენტო უმრავლესობის პარტია „გვინეის ხალხის გაერთიანებამ“ (ფრანგ. Rassemblement du peuple de Guinée), რომელმაც პარლამენტში მიიღო 53 სადეპუტატო ადგილი. მეორე ადგილზე გავიდა ოპოზიციური პარტია „გვინეის დემოკრატიული ძალთა კავშირი“ (ფრანგ. Union des Forces Démocratiques de Guinée) (37 ადგილი); მესამე ადგილზე — ოპოზიციური პარტია „რესპუბლიკური ძალთა კავშირი“ (ფრანგ. Union des Forces Républicaines) (10 ადგილი), ხოლო დანარჩენი 14 ადგილი მოიპოვეს სხვა პარტიებმა.
უზენაესი სასამართლო (ფრანგ. Cour Suprême) — გვინეის უმაღლესი სასამართლო და სააპელაციო ინსტანციაა. უზენაეს სასამართლოსთან ერთად მოქმედებს ორი სააპელაციო სასამართლო – პირველი ინსტანციისა და სამხედრო სასამართლოები. მოსამართლეებს ნიშნავს პრეზიდენტი მაგისტრატურის უმაღლესი საბჭოს რეკომენდაციის მიხედვით. ამასთან ერთად არსებობს ორი სპეციალური სასამართლო ინსტანცია: საკონსტიტუციო სასამართლო (ფრანგ. Cour constitutionnelle), რომლის იურისდიქციაში იმყოფება საკონსტიტუციო მოწყობის საკითხები და მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლო (ფრანგ. Haute Cour de justice), რომელსაც აქვს იურისდიქცია პრეზიდენტსა და მთავრობის წევრებზე.[15][16]
საგარეო პოლიტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გვინეის საგარეო პოლიტიკა — გვინეის საერთო კურსია საერთაშორისო ურთიერთობებში. საგარეო პოლიტიკა არეგულირებს გვინეის ურთიერთობებს სხვა სახელმწიფოებთან. ამ პოლიტიკის რეალიზაციას უძღვება გვინეის საგარეო საქმეთა სამინისტრო. გვინეის საერთაშორისო ურთიერთობა, მათ შორის მის დასავლეთაფრიკელ მეზობლებთან, განუხრელად იზრდება 1985 წლიდან.[17]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გვინეამ 1975 წელს აღადგინა ურთიერთობები საფრანგეთთან და დასავლეთ გერმანიასთან, ასევე მეზობელ კოტ-დ’ივუართან და სენეგალთან 1978 წელს.[18]
გვინეა მონაწილეობას იღებდა როგორც დიპლომატიურ, ასევე კონფლიქტების დარეგულირების სამხედრო ღონისძიებებში ლიბერიაში, სიერა-ლეონეში და გვინეა-ბისაუში, ასევე წარადგენდა სამხედრო კონტიგენტებს სამშვიდობო ოპერაციებში დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოების ეკონომიკური საზოგადოების მონიტორინგის ჯგუფის შემადგენლობაში მყოფ სამივე ქვეყანაში, სამხედრო დამკვირვებლების ჯგუფებს დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური თანამეგობრობის ქვეყნებში.[19] 1990-იან წლებში გვინეამ მიიღო თითქმის მილიონი დევნილი, რომლებიც თავშესაფარს ითხოვდნენ სიერა-ლეონეში და ლიბერიაში არსებული სამოქალაქო ომების დროს. 2004 წლიდან გვინეა ახორციელებს დევნილების განუსაზღვრელი რაოდენობით მიღების პოლიტიკას.[20]
გვინეა ასევე არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს რომის სტატუტის წევრი.[21]
2009 წლის ელჩების გამოწვევა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2009 წლის 5 მაისს გვინეის პრეზიდენტმა მუსა დადი კამარამ, რომელმაც ხელისუფლება ხელში ჩაიგდო უსისხლო გადატრიალების შედეგად, რაც მოყვა პრეზიდენტ ლანსანა კონტეს გარდაცვალებას 2008 წლის 22 დეკემბერს, განაცხადა სხვა ქვეყნებიდან 30 გვინეის ელჩის გამოწვევის შესახებ. ბრძანება გამოქვეყნდა სახელმწიფო ტელევიზიით და გახდა ახალი ლიდერის პირველი დიდი დიპლომატიური ნაბიჯი.[22]
გადაწყვეტილება ეხებოდათ ელჩებს აშშ-ში, სამხრეთ კორეაში, ჩინეთში, საფრანგეთში, ბრიტანეთი|დიდ ბრიტანეთში, რუსეთში, ეგვიპტეში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, იტალიაში, იაპონიაში, ბრაზილიაში, კუბაში, შვეიცარიაში, სერბეთში, მალაიზიაში, ირანში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში, სენეგალში, ნიგერიაში, ლიბიაში, განაში, ალჟირში, მაროკოში, გაბონში, ლიბერიაში, სიერა-ლეონეში და გვინეა-ბისაუში, გვინეის თითქმის ყველა უცხოურ საელჩოს. ასევე შეეხო გვინეის წარმომადგენლებს ევროკავშირში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში და აფრიკის კავშირში.[22][23][24]
ელჩების გამოწვევის მიზეზები არ დასახელებულა. გამოცემა Tocqueville Connection იტყობინება, რომ ელჩების უმრავლესობა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ლანსანა კუიატემ დანიშნა, რომელსაც ეს თანამდებობა ეკავა 2007 წლის თებერვლიდან 2008 წლის მაისამდე,[23] რაც სავარაუდოდ ნიშნავდა მუსა დადი კამარას მიერ ყოფილი მთავრობიდან დისტანცირების მცდელობას.
2009 წლის მარტის ბოლოს გვინეის ელჩს სერბეთში ემუქრებოდა გაძევება სიგარეტების კონტრაბანდაში მონაწილეობის გამო (მის BMW-ში აღმოჩნდა 1000 კოლოფი სიგარეტი), მაგრამ ის გადაურჩა დაპატიმრებას დიპლომატიური იმუნიტეტის წყალობით (თუმცა მას გამოეცხადა პერსონა ნონ გრატა).[25]
2021 წლის სახელმწიფო გადატრიალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2021 წლის 5 სექტემბრის სახელმწიფო გადატრიალებამ გამოიწვია დაუყოვნებელი დაგმობა და სანქციების მუქარა გაეროს, აფრიკის კავშირის, დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური თანამეგობრობის (რომელმაც შეაჩერა გვინეის ამ ორგანიზაციაში წევრობა) და გვინეის უახლოესი მოკავშირეების მხრიდან, ასევე აშშ-ს მიერ.[26][27][28]. ჩინეთი ასევე ღიად გამოვიდა გვინეაში სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ.[29]
შეიარაღებული ძალები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გვინეის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები (ფრანგ. Forces armées guinéennes) — გვინეის სამხედრო ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია გვინეის საზღვრებისა და ტერიტორიის უსაფრთხოებაზე და ხელშეუხებლობაზე, ქვეყნის დაცვაზე გარე აგრესიის შემთხვევაში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გვინეის შეიარაღებული ძალები შეიქმნა საფრანგეთისგან ქვეყნის დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ 1958 წლის 2 ოქტომბერს,[30][31] მათ შეიარაღებაში დარჩა საფრანგეთის კოლონიალური არმიის და პოლიციის შეიარაღების ნაწილი, სამხედრო ტექნიკა და სამხედრო ქონება.
1960 წელს საჰარაში საფრანგეთის ბირთვული შეიარაღების გამოცდის შემდეგ გვინეა გამოვიდა ატომური იარაღის გამოცდების ჩატარების წინააღმდეგ და გახდა აფრიკის უბირთვო ზონად გადაქცევის მოძრაობის ერთ-ერთი ინიციატორი. 1961 წლის 17 იანვარს პატრის ლუმუმბას შეკვეთილი მკვლელობის შემდეგ გვინეის მთავრობამ გაეროს მისამართით პროტესტი განაცხადა (მიმართა ოფიციალური დეპეშით გაეროს სამდივნოს), ხოლო 1961 წლის თებერვალში — კონგოდან გამოიყვანა ჯარები, რომლებიც შედიოდნენ კონგოში გაეროს კონტინგენტის შემადგენლობაში. 1961 წლის აგვისტოში დედაქალაქში გვინეის დემოკრატიული პარტიის კონფერენციაზე გამოცხადდა მთავრობის განზრახვა ნეიტრალური საგარეო პოლიტიკის გატარების შესახებ.[32]
1960-იან წლებში სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა აქტიურად მონაწილეობდა სახალხო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებაში (გზების მშენებლობა, ტვირთების გადაზიდვა, მიწის დამუშავება სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის და სხვა.)[30]. უმცროსი სამეთაურო კადრების მომზადებისთვის შეიქმნა სამხედრო სკოლა, მაგრამ ოფიცერთა სწავლა ტექნიკური სპეციალობების მიხედვით ხორციელდებოდა საზღვარგარეთიდან.[30]
1969 წლის იანვარში შეიქმნა თავდაცვის საბჭო. 1970 წელს შეიარაღებული ძალების საერთო რაოდენობა შეადგენდა დაახლოებით 6 ათას ადამიანს, პირადი შემადგენლობის დაკომპლექტება ხორციელდებოდა დაქირავებისა და გაწვევის გზით. სახმელეთო ჯარში ირიცხებოდა დაახლოებით 4,8 ათასი ადამიანი (ოთხი სახმელეთე ბატალიონი, სატანკო, საარტილერიო და საინჟინრო ქვედანაყოფები), სამხედრო-საჰაერო ძალები — 100 ადამიანი და სამხედრო-საზღვაო ძალები — 200 ადამიანი. ამას გარდა, არსებობდა გასამხედროებული ფორმირებები, რომლებიც არ შედიოდნენ რეგულარული შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში: სამხედრო ჟანდარმერია (900 ადამიანი) და სახალხო მილიცია (დაახლოებით 7,3 ათასი ადამიანი).[30]
1970 წლის 22 ნოემბერს გვინეელი ემიგრანტებისგან შემდგარი პორტუგალიური დაქირავებული ჯარი, პორტუგალიის შეიარაღებული ძალების პირდაპირი მხარდაჭერით, დამადასტურებელი ნიშნების არმქონე გემებიდან გადასხდნენ კონაკრის რაიონში არსებულ სანაპიროზე.[31] მათ შეძლეს რადიოსადგურის, პრეზიდენტის საზაფხულო რეზიდენციის, აეროდრომისა და გვინეა-ბისაუს ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის შტაბ-ბინის ხელში ჩაგდება. აჰმედ სეკუ ტურემ მიმართა გაეროს თხოვნით, რათა მას გაეგზავნა ჯარი აგრესიის ლიკვიდაციისთვის და აფრიკის ქვეყნების მთავრობებს დახმარებისათვის. მოსახლეობას დაურიგდა იარაღი. ჯარისა და მოსახლეობის ერთობლივი ძალისხმევით თავდასხმა მოგერიებული იქნა. გვინეაში გაიგზავნა გაეროს უშიშროების საბჭოს სპეციალური კომისია, რომელმაც დაადასტურა აგრესიაზე პორტუგალიის პირდაპირი პასუხისმგებლობა. 1970 წლის დეკემბერში გავრცელდა ცნობები პორტუგალიის მზადებაზე გვინეა-ბისაუს ტერიტორიიდან გვინეაში ახალი შეჭრის შესახებ. ამის შემდეგ მობილიზირდნენ ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები, კონაკრიში შემოიღეს კომენდანტის საათი; სიერა-ლეონეს წინადადებით დაიწყო მზადება გვინეის, ლიბერიის და სიერა-ლეონეს თავდაცვის ერთობლივი კომიტეტების შექმნის შესახებ.[33]
1977 წელს გვინეის შეიარაღებული ძალების სამხედრო მსამსახურე-სპორტსმენებმა მონაწილეობა მიიღეს კუბაში მიმდინარე მეგობარი არმიების სპორტული კომიტეტის მე-4 საზაფხულო სპარტაკიადაში.[34]
პრეზიდენტ აჰმედ სეკუ ტურეს გარდაცვალების შემდეგ (1984 წლის 27 მარტი) სახელმწიფოში მოხდა სამხედრო გადატრიალება, რის შედეგადაც 1984 წლის 3 აპრილს შეიქმნა ეროვნული აღორძინების სამხედრო კომიტეტი, რომელმაც პრეზიდენტად დანიშნა პოლკოვნიკი ლანსანა კონტე[31] და ჩამოაყალიბა ახალი მთავრობა.[35]
1997 წლის 4 დეკემბერს გვინეამ ხელი მოაწერა ოტავის ხელშეკრულებას ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის შესახებ (1998 წლის 8 ოქტომბერს ის რატიფიცირებული იქნა).
1998 წელს უკრაინაში ნაყიდი იქნა ოთხი БРДМ-2.[36]
2003 წელს რეგულარული შეიარაღებული ძალების საერთო რაოდენობამ შეადგინა 9,7 ათასი ადამიანი, პირადი შემადგენლობის კომპლექტაცია ხორციელდებოდა ჯარში გაწვევით (სამსახურის ვადა — 24 თვე). ოფიცრების მომზადება ხორციელდებოდა საზღვარგარეთ, სამობილიზაციო რესურსები შეფასებით იყო 1,7 მლნ. ადამიანი (მათ შორის 900 ათასი სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი).[31]
- ფეხოსანი ჯარი ითვლიდა 8,5 ათას ადამიანს, შეიარაღებაში იმყოფებოდა 53 ტანკი, 40 ჯავშანტრანსპორტიორი, 27 ჯავშანმანქანა, 46 საარტილერიო დანადგარი და ნაღმმრტყოცნელი, საზენიტო ქვემეხი, გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და სასროლი იარაღი[31]
- სამხედრო-საჰაერო ძალების რაოდენობა იყო 800 ადამიანი და 8 საბრძოლო თვითმფრინავი[31]
- სამხედრო-საზღვაო ძალების რაოდენობა იყო 400 ადამიანი და 10 საპატრულო კატერი[31].
სხვა გასამხედროებული ფორმირებების საერთო რაოდენობა შეადგენდა 2,6 ათას ადამიანს: რესპუბლიკური გვარდია- 1,6 ათასი ადამიანი და ჟანდარმერია - 1 ათასი ადამიანი.[31]
2008 წელს დაწყებულმა მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა გაართულა მდგომარეობა სახელმწიფოში. 2009 წლის სექტემბერში ქვეყნის დედაქალაქში სამთავრობო ძალების მიერ ანტისამთავრობო გამოსვლების ჩახშობის შემდეგ, 2009 წლის 27 ოქტომბერს ევროკავშირმა შემოიღო აკრძალვა გვინეაში იარაღის მიწოდებაზე.[37] 2011 წელს რუსეთში შეძენილი იქნა ოთხი ჯავშანმანქანა "ტიგრი".[38][39][40] 2014 წლის 14 აპრილს ევროკავშირმა მოხსნა შეზღუდვა გვინეისთვის იარაღის მიყიდვაზე.[41]
გვინეის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა მონაწილეობას იღებს გაეროს სამშვიდობო ოპერაციებში (ქვეყნის მონაწილეობით ჩატარებულ ყველა სამშვიდობო ოპერაციებში დანაკარგებმა შეადგინა 49 გარდაცვლილი ადამიანი).[42]
თანამედროვე მდგომარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია ქვეყნის პრეზიდენტი.[31]
2022 წლის დასაწყისის მდგომარეობით რეგულარული შეიარაღებული ძალების საერთო რაოდენობამ შეადგინა 9,7 ათასი ადამიანი, პირადი შემადგენლობის კომპლექტაცია ხორციელდება ჯარში გაწვევით (სამსახურის ვადა - 12 თვე).[43]
- საფეხმავლო ჯარის რაოდენობა 8,5 ათასი ადამიანი (12 ბატალიონი, ერთი საარტილერიო დივიზია და ერთი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის დივიზია), 38 საშუალო ტანკი (8 T-54 და 30 T-34-85), 15 მსუბუქი მცურავი ტანკი PT-76, ქვეითი ჯარის ორი საბრძოლო მანქანა BMP-1, 59 ჯავშანტრანსპორტიორი (16 БТР-40, 10 БТР-50, 8 BTR-60, 6 БТР-152, 10 „პუმა-М26“, 9 „პუმა-М36“), 27 ჯავშანმანქანა (ორი АМL-90, 25 БРДМ-1 და БРДМ-2), 24 საველე არტილერიის საბუქსირე ქვემეხი (12 ც. 130-მმ-ნი ქვემეხი М-46 და 12 ც. 122-მმ-ნი ქვემეხი 1931/37 წლების მოდელი); 8 ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი (ექვსი 85-მმ Д-44 და ორი 57-მმ ЗИС-2), ერთი 82-მმ-ნი უკუცემის ქვემეხი Б-10; სამი 220-მმ РСЗО „Ураган“, 22-ზე მეტი ნაღმმტყორცნელი (20 120-მმ M-1938/M-1943 და ორზე არანაკლები 82-მმ-ნი ნაღმმტყორცნელი), დაახლოებით 26 საზენიტო დანადგარი (დაახლოებით ორი 30-მმ-ნი M-53, 8 37-მმ M-1939, 12 57-მმ-ნი С-60 და 4 100-მმ КС-19)[43]
- გვინეის სამხედრო-საჰაერო ძალების რაოდენობაა 800 ადამიანი, სამი რეაქტიული გამანადგურებელი მიგ-21, ოთხი სატრანსპორტო თვითმფრინავი (ორი Ан-2 და ორი «Тетрас»), ოთხი საბრძოლო ვერტმფრენი Ми-24, ხუთი მრავალმიზნობრივი ვერტმფრენი (ორი MD-500MD, ორი Ми-17 და ერთი SA342K «Gazelle») და ორი სატრანსპორტო ვერტმფრენი (ერთი SA.330 «Пума» და AS.350B)[43]
- გვინეის სამხედრო-საზღვაო ძალების რაოდენობაა 400 ადამიანი და ოთხი საპატრულო კატერი.[43]
სხვა გასამხედროებული ფორმირებების საერთო რაოდენობა შეადგენს 2,6 ათას ადამიანს: რესპუბლიკური გვარდია - 1,6 ათასი ადამიანი და ჟანდარმერია - 1 ათასი ადამიანი.[43]
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გვინეა უნიტარული რესპუბლიკაა, რომელიც შედგება რვა რეგიონისგან, დედაქალაქ კონაკრის ასევე აქვს რეგიონის სტატუსი.
| № | რეგიონი (ქართ.) | რეგიონი (ფრ.) | ადმ. ცენტრი | ფართობი (კმ²) |
მოსახლეობა (ად. 2014 წ.)[44] |
მოსახლეობის სიმჭიდროვე (ად./კმ²) |
ზონა | პრეფექტურა |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | კონაკრი | Conakry | კონაკრი | 450 | 1 660 973 | 3691,05 | დასავლეთი | 1 |
| 2 | კინდია | Région de Kindia | კინდია | 28 873 | 1 561 374 | 54,08 | დასავლეთი | 5 |
| 3 | ბოკე | Région de Boké | ბოკე | 31 186 | 1 083 147 | 34,73 | დასავლეთი | 5 |
| 4 | მამუ | Région de Mamou | მამუ | 17 074 | 731 188 | 42,82 | ცენტრი | 3 |
| 5 | ლაბე | Région de Labé | ლაბე | 22 869 | 994 458 | 43,48 | ცენტრი | 5 |
| 6 | ფარანა | Région de Faranah | ფარანა | 35 581 | 941 554 | 26,46 | აღმოსავლეთი | 4 |
| 7 | კანკანი | Région de Kankan | კანკანი | 72 156 | 1 972 537 | 27,34 | აღმოსავლეთი | 5 |
| 8 | ნზერეკორე | Région de Nzérékoré | ნზერეკორე | 37 668 | 1 578 030 | 41,89 | აღმოსავლეთი | 6 |
| სულ | 245 857 | 10 523 261 | 42,80 | 34 |
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოსახლეობის უკანასკნელი აღწერა გვინეაში ჩატარდა 2014 წელს. აღწერის მონაცემების მიხედვით ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობამ შეადგინა 10 523 261 ადამიანი[44]. „მსოფლიო მოსახლეობის პერსპექტივების“ 2022 წლის მონაცემების მიხედვით 2021 წელს მთლიანი მოსახლეობა 13 531 906 ადამიანს შეადგენდა, 1950 წელს კი მხოლოდ 3 094 000 ადამიანი ცხოვრობდა.[45]
მოსახლეობა — 13 237 832 ადამიანი (2022 წლის შეფასება).
მოსახლეობის ზრდის ტემპი — 2,76 % (2022 წლის შეფასება).
შობადობის მაჩვენებელი — 35,67 დაბადებული ბავშვი 1000 მოსახლეზე (2022 წლის შეფასება).
შობადობის მაჩვენებელი — 4,85 დაბადებული ბავშვი/ 1 ქალი (2022 წლის შეფასება).
სიკვდილიანობის მაჩვენებელი — 8,12 გარდაცვლილი 1000 მოსახლეზე (2022 წლის შეფასება).
სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა — 63,9 წელი. (2022 წლის შეფასება).
- მამაკაცი — 62,04 წელი
- ქალი — 65,82 წელი
ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი — 49,63 გარდაცვლილი/1000 ცოცხლად დაბადებულიდან. (2022 წლის შეფასება).
წმინდა მიგრაციის მაჩვენებელი — 0 მიგრანტი/1000 მოსახლეზე (2022 წ.).
ასაკობრივი სტრუქტურა. (2022 წლის შეფასება).
- 0–14 წელი — 41,2 %
- 65 წლის და ზემოთ — 3,91 %
იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) დაავადება — 3,2 % (2003 წლის შეფასება).
განათლების დონე: 29,5 %, მამაკაცები – 42 % და ქალები – 18 % (2003 წლის შეფასება).
ეთნიკური ჯგუფები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გვინეა მრავალეთნიკური ქვეყანაა. აქ უმთავრესად ცხოვრობს შემდეგი ხალხი: ფულბე, რომლებიც ძირითადად ფუტა-ჯალონის მთიან რეგიონში ცხოვრობენ და შეადგენენ გვინეის მოსახლეობის 33,4 %-ს; მანდინკა, რომლებიც ძირითადად ბინადრობენ ზემო გვინეის სავანებში და ტყის რეგიონში – 29,4 %; სუსუს ხალხი ძირითადად ცხოვრობს სანაპირო რაიონებში, მათ შორის დედაქალაქ კონაკრიში – 21,2 %; ტყის რეგიონში ცხოვრობს ხალხთა რამდენიმე მცირე ჯგუფი (კპელე – 7,8 %, კისი – 6,2 %, ლომა – 1,6 % და ა.შ.) და სანაპირო ზოლში ბაგა (მათ შორის ლანდუმა), კონიაგი და ა.შ.).[46][47]
ენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვეყანაში ფრანგული ენა ოფიციალურ ენად არის გამოცხადებული, თითოეულ ეთნიკურ ჯგუფს თავისი ენა აქვს.[48]
დანარჩენი ენები იყენებენ ლათინურ დამწერლობას, რომლებიც გარკვეულწილად გამოიყენება, განსაკუთრებით სუსუსა და მანდინკას ენებისთვის. ნკოს დამწერლობა სულ უფრო ხშირად გამოიყენება მანდინკას ენისთვის.
რელიგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რელიგიები გვინეაში (ARDA 2025 შეფასება.)[49]
2022 წლის მონაცემებით, გვინეაში მოსახლეობის დაახლოებით 89 % მუსლიმია, 7 % ქრისტიანი, ხოლო 2 % ადგილობრივ რელიგიურ შეხედულებებს მისდევს. ქვეყანაში ასევე მცირე რაოდენობით არიან ათეისტები და სხვა რელიგიების მიმდევრები.[50] მოსახლეობის დიდი ნაწილი, როგორც მუსლიმი, ასევე ქრისტიანი, ასევე ითვალისწინებს ადგილობრივ აფრიკულ შეხედულებებს.[51]
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გვინეა უპირატესად აგრარული ქვეყანაა, მდიდარი ბუნებრივი რესურსებით. გვინეა ფლობს ბევრ მინერალურ, ჰიდროენერგეტიკულ და სასოფლო-სამეურნეო რესურსებს, მაგრამ ჯერ-ჯერობით კვლავ რჩება ეკონომიკურად სუსტად განვითარებულ ქვეყნად.
1950-იანი წლებიდან გვინეას ეკონომიკურ დახმარებას უწევდა სსრკ. მისი დახმარებით შეიქმნა ბოქსიტების მომპოვებელი კომპლექსი და ბევრი საწარმოო ობიექტი, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა სარკინიგზო და საავტომობილო გზებს, აშენდა დედაქალაქის უნივერსიტეტი, აეროპორტი, ცენტრალური სტადიონი, სასტუმრო, რადიოსადგური.[52]
მშპ ერთ სულ მოსახლეზე (2009 წელს) 1 ათასი ამერიკული დოლარი. (212-ე ადგილი მსოფლიოში). სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს მოსახლეობის 47 % (2006 წელს).
სოფლის მეურნეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფლის მეურნეობაში დაკავებულია შრომისუნარიანი მოსახლეობის 75 %-ზე მეტი, ის იძლევა მშპ-ს დაახლოებით 20 %-ს (2015 წელს).[53] მთავარი მოთხოვნადი კულტურებია — ბრინჯი, მანიჰოტი და სიმინდი. ბანანი, კაკაო, ზეთის პალმის პროდუქტები, ანანასი და არაქისი მიდის ექსპორტზე და მოყავთ უპირველეს ყოვლისა პლანტაციებში. კულტივირებულია ყავა, ატამი, ვაშლატამა, მანგო, ციტრუსები, ტაპიოკა, კარტოფილი, ჩვეულებრივი პომიდორი, კიტრი, წიწაკა, ლეღვი და სხვა ხილ-ბოსტნეული. უვლიან მსხვილ რქოსან საქონელს, შინაურ ცხვარს, შინაურ თხას.
მრეწველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მრეწველობაში დაკავებულია შრომისუნარიანი მოსახლეობის 24 %, ის იძლევა მშპ-ს დაახლოებით 37 %-ს. მრეწველობის მთავარი დარგია — სამთომომპოვებელი მრეწველობა, რომელიც თითმის მთლიანად უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებს.
გამოკვლეულია ბოქსიტების უზარმაზარი და მაღალხარისხიანი საბადოები — დებელიში, ფრიაში, ბოკეში და სხვ, გვინეა ფლობს მსოფლიო ბოქსიტების მარაგების 2/3-ს. არსებობს ალუმინის ქარხანა ქალაქ ფრიაში (ეკუთვნის რუსალს), რომლის პროდუქცია გადის ექსპორტზე.
არსებობს ოქროს, ალმასის, რკინის და ურანის მადნების, სპილენძის საბადოები. ოქროს მოპოვება უზრუნველყოფს ექსპორტის 1/5-ს. ასევე არსებობენ ცემენტის, ტექსტილის და საკვებგადამამუშავებელი საწარმოები.
ენერგეტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]UNSD-ის[54] და EES EAEC-ს[55] მონაცემების საფუძველზე გვინეის ენერგეტიკა 2019 წელს ხასიათდებოდა შემდეგი ძირითადი მაჩვენებლებით. ორგანული საწვავის წარმოება — 152,27 მილიონი გიგაჯოული. საერთო მიწოდება — 214,07 გიგაჯოული. ელექტროსადგურებში და გამათბობელ დანადგარებში გარდაქმნაზე გაიხარჯა 7,53 გიგაჯოული ანუ 3,5 % საერთო მიწოდებიდან. დადგენილი სიმძლავრე — ელექტროსადგური-ნეტო — 621 მგბტ, მათ შორის: თბოელექტროსადგურები, გახარჯული ორგანული საწვავი (თბოელექტროსადგური) — 40,9 %, განახლებადი ენერგიის წყაროები — 59,1 %. ელექტროენერგიის წარმოება-ბრუტო — 2019 მლნ. კვტ∙სთ, მათ შორის: თბოელექტროსადგურები — 36,6 %, განახლებადი ენერგიის წყაროები — 63,4 %. ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარება — 1676 მლნ. კვტ∙სთ, საიდანაც: მრეწველობა — 42,6 %, საყოფაცხოვრებო მომხმარებლები — 33,9 %, კომერციული სექტორი და საერთო მოხმარების საწარმოები — 23,6 %. ენერგეტიკული ეფექტურობის მაჩვენებლები 2019 წელს: შიდა ხვედრითი პროდუქტის სულადი მოხმარება მსყიდველთუნარიანობის პარიტეტის მიხედვით (ნომინალურ ფასებში) — 2507 ამერიკული დოლარი, სულადი (ხვედრითი) ელექტროენერგიის მოხმარება — 123 კვტ∙სთ, მოსახლეობის სულადი ელექტროენერგიის მოხმარება — 42 კვტ∙სთ. ელექტროსადგურების დადგენილი ნეტო-სიმძლავრეების გამოყენების საათების რაოდენობა — 3187 საათი.
ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აეროპორტები
- სულ — 16 (2013 წ.)[53], მათ შორის:
- მყარი საფარით — 4
- მყარი საფარის გარეშე — 12
საავტომობილო გზები
- სულ — 44 348 კმ (2003 წ.)[53], მათ შორის:
- მყარი საფარით — 4342 კმ
- მყარი საფარის გარეშე — 40 006 კმ
რკინიგზები

- სულ — 662 კმ (2014 წ.)[53]
გვინეაში არსებობს 1086 კმ სიგრძის რკინიგზის ლიანდაგი:
- 807 კმ 1000 მმ-ნი სიგანის ლიანდაგი (1 მეტრი = 3 ფუტი 3+3⁄8 დუიმი). 2023 წლისთვის გამოიყენებოდა მხოლოდ 662 კმ;
- 279 კმ 1435 მმ-ნი სიგანის ლიანდაგი (4 ფუტი 8,5 დუიმი).
საგარეო ვაჭრობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]OEC-ის მონაცემების მიხედვით 2019 წელს ექსპორტმა შეადგინა 6 მილიარდი ამერიკული დოლარი, იმავე მონაცემებით იმპორტმა შეადგინა 4,4 მილიარდი ამერიკული დოლარი.[56]
2019 წელს მთავარი საექსპორტო საქონელი იყო: ოქრო (46,6 %) და სპილენძის მადანი (46,5 %). 2017 წლიდან ქვეყანა ცდილობს ექსპორტის სტრუქტურის დივერსიფიცირებას და აქტიურად მუშაობს ახალი საექსპორტო ბაზრების განვითარებაზე.[50]
2019 წლის ძირითადი მყიდველები: არაბთა გაერთიანებული საამიროები 38,9 %, ჩინეთი 35,6 %, ინდოეთი 6,23 %, ბელგია 4,2 %, ესპანეთი 3,23 %.[50]
2019 წელს მთავარი საიმპორტო საქონელი იყო: მანქანები და მოწყობილობები, სატრანსპორტო საშუალებები, ნავთობპროდუქტები, საკვები პროდუქტები (ბრინჯი, ხორბალი, სოიო და სხვ.), ასევე წამლები, ფეხსაცმელები, ტანსაცმელი და სიგარეტები.[50]
2019 წლის ძირითადი მომწოდებლები: ჩინეთი 39 %, ინდოეთი 7,98 %, ბელგია 7,6 %, საფრანგეთი 5,1 %.[50]
შედის აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების საერთაშორისო ორგანიზაციაში.[50]
ჯანდაცვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჯანდაცვის მხრივ გვინეა არაერთი მიმდინარე გამოწვევის წინაშე დგას.
ადამიანის უფლებების შეფასების ინიციატივა ადგენს,[58] რომ გვინეა ასრულებს ჯანდაცვის უფლების 58,6 %-ს, რაც მისი შემოსავლების დონის მიხედვით უნდა იყოს დაცული.[59] ბავშვთა ჯანდაცვის უფლების გათვალისწინებით, გვინეა აღწევს მოსალოდნელ 76,5 %-ს მისი ამჟამინდელი შემოსავლის მიხედვით.[59] ზრდასრული მოსახლეობის ჯანდაცვის უფლების თვალსაზრისით, ქვეყანა აღწევს მოსალოდნელ 82,3 %-ს ქვეყნაში შემოსავლის დონის მიხედვით.[59] გვინეა „ძალიან ცუდ“ კატეგორიაში ხვდება რეპროდუქციული ჯანდაცვის უფლების შეფასებისას, რადგან ქვეყანა ასრულებს მოსალოდნელი მოთხოვნებს მხოლოდ 17,0 %-ს არსებული რესურსების (შემოსავლის) მიხედვით.[59]
ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გვინეა ჯანდაცვის სისტემის რეორგანიზაციას 1987 წლის ბამაკოს ინიციატივის შემდეგ ახორციელებს, რომელმაც ოფიციალურად წაახალისა საზოგადოებაზე დაფუძნებული მეთოდები მოსახლეობისთვის მედიკამენტებისა და ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ნაწილობრივ მომხმარებლის საფასურის დაწესებით.[60] ახალმა სტრატეგიამ მკვეთრად გაზარდა ხელმისაწვდომობა საზოგადოებაზე დაფუძნებული ჯანდაცვის მეშვეობით, რამაც გამოიწვია მომსახურების უფრო ეფექტური და სამართლიანი მიწოდება. ყოვლისმომცველი სტრატეგია გავრცელდა ჯანდაცვის ყველა სფეროზე, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის მაჩვენებლების გაუმჯობესება, ჯანდაცვის ეფექტურობისა და ხარჯების გაუმჯობესება.[61]
გვინეის რესპუბლიკის სოფლისა და ქალაქის რაიონებში ჩატარებულმა ეთნოგრაფიულმა კვლევამ შეისწავლა ბიოსამედიცინო და ტრადიციულ ჯანდაცვის პრაქტიკას შორის არსებული აღქმული განსხვავებები და აჩვენა, რომ ეს განსხვავებები განსაზღვრავს მშობლების გადაწყვეტილებას ჩვილ ბავშვთა ჯანდაცვის მოძიებასთან დაკავშირებით, რადგან ჯანდაცვის ხარჯების 93 % სახელმწიფო სექტორის გარეთ ხორციელდება.[62]
2011 წლის ივნისში გვინეის მთავრობამ გამოაცხადა ეროვნული ტერიტორიიდან აფრენილ ყველა რეისზე საჰაერო სოლიდარობის გადასახადის დაწესების შესახებ, რომლის თანხებიც UNITAID-ს გადაეცემა აივ/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის მკურნალობაზე გაფართოებული ხელმისაწვდომობის მხარდასაჭერად.[63] გვინეა იმ ქვეყნებისა და განვითარების პარტნიორების მზარდ რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ბაზარზე დაფუძნებულ ტრანზაქციულ გადასახადებს და სხვა ინოვაციურ დაფინანსების მექანიზმებს იყენებენ ჯანდაცვის დაფინანსების ვარიანტების გასაფართოებლად შეზღუდული რესურსების მქონე გარემოში.
ებოლას აფეთქების დროს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საკმარისი რეაგირების არარსებობის გამო, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა გაძლიერდა ლაბორატორიებისა და საავადმყოფოების მეშვეობით არასამთავრობო ორგანიზაციების, როგორიცაა „ექიმები საზღვრებს გარეშეს“, „რუსალის“ ან „ებოლას კერძო სექტორის მობილიზაციის ჯგუფის“ (EPSMG) მეშვეობით.[64][65][66]
მასმედია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელმწიფო ტელერადიოკომპანია — RTG (Radiodiffusion-Télévision Guinéenne — გვინეის რადიო და ტელემაუწყებლობა), შეიქმნა 1962 წელს, როგორც Voix de la Révolution, თანამედროვე დასახელება 1984 წლიდან, მოიცავს იმავე დასახელების ტელეარხს (მაუწყებლობს 1977 წლის მაისიდან), რადიოსადგურ Radio Guinéenne-ის ტელეარხ RTG2-ს (მაუწყებლობს SORAFOM-ის მიერ 1958 წელს, როგორც Radio Guinée[67]) და Radio Rurale de Guinée.[68]
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაწყებითი განათლება გვინეაში უფასოა რვა წლის განმავლობაში. 1997 წელს სკოლებში ჩარიცხვის ხვედრითმა წილმა შეადგინა 54,4 %, ხოლო ჩარიცხვის წმინდა მაჩვენებელი იყო 41,8 %. განათლება შვიდიდან ცამეტ წლამდე უფასოა.[69]
დამოუკიდებლობის მოპოვებამდე (1958 წ.), გვინეის საგანმანათლებლო სისტემა დაფუძნებული იყო ფრანგული განათლების სისტემის პრინციპებზე. 1961 წელს ყველა სკოლა იქნა ნაციონალიზებული.[69]
სწავლის შეფასების სისტემა: 0-დან 20-მდე.[70]
The World Factbook-ის შეფასებებით, 2021 წლის მდგომარეობით, მოსახლეობის 15 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის მხოლოდ 45,3 %-მა იცის წერა-კითხვა, მათ შორის მამაკაცების 61,2 %-მა და ქალების 31,3 %-მა.[71]
კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამზარეულო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გვინეის ეროვნული სამზარეულო მოიცავს ტრადიციულ კერძებს: ფუფუს, მოხარშულ მანგოს, შემწვარ ბანანს, შემწვარ ბატატს და გოგრის ღვეზელს.[72]
ძირითადი ინგრედიენტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიმინდი კვების ძირითადი პროდუქტია, მისი მომზადებისა და გამოყენების ხერხები, როგორც ინგრედიენტის, განსხვავდება რეგიონებზე დამოკიდებულებით: შუა გვინეა, ზემო გვინეა, სანაპირო გვინეა, ტყის გვინეა და დედაქალაქის (კონაკრი) რაიონი.[73] ის დასავლეთაფრიკული სამზარეულოს ნაწილია და შედის ფუფუს, სიმინდიანი ჯოლოფის, მააფეს და სიმინდიანი პურის ტაპალაპას (tapalapa bread) შემადგენლობაში. ასევე ინგრედიენტებია მოხარშული მანიჰოტის ფურცლები.
სოფლად კერძებს დიდი თასიდან ხელით მიირთმევენ.[73] დესერტი იშვიათობაა. გვინეის სამზარეულომ მოიპოვა გარკვეული პოპულარობა საზღვარგარეთ და გვინეის რესტორანები არსებობს ნიუ-იორკში (აშშ).[73]
ცნობილი კერძები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გვინეის ტრადიციული კერძები მოიცავს:
- ფუფუ, ასევე ცნობილი, როგორც Tô, წარმოადგენს მარილიან ცომეულს ბამიის სოუსით[73]
- Bouille[72]
- მომზადებული მანგო[72]
- შემწვარი ბანანი[72]
- შემწვარი ბატატი[72]
- Fouti (рис)
- Gateau farine[72], სხვადასხვა სახის ორცხობილა
- თამარინდის სასმელი[72]
- Thiacri, ტკბილი სენეგალური კუსკუსის და რძის კერძი[72]
- Poule (წიწილა)[72]
- Konkoé — შებოლილი ლოქო და ბოსტნეულის რაგუ[73]
- Bissap, ჰიბისკუსის სასმელი
სოუსები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გვინეის ტრადიციული სოუსები მოიცავს:
- ფუტის სოუსი (Footi sauce) — სქელი, ბადრიჯნით, ხახვით, ლობიოთი, წყლით, ტომატის სოუსით და ბულიონის კუბიკით
- Maffe tiga — არაქისიანი სოუსი ან გვინეა-სენეგალის სტილის რაგუ.
- მაფი გომბო (Maffi gombo) — ბამიის სოუსი
- მაფი ჰაკო ბანტურა (Maffi hakko Bantura) — ფურცლოვანი სოუსი ტკბილი კარტოფილით
- მაფი სუპუ (Maffi supu)
- Sauce d'arrachide ou Kansiyé — შედგება არაქისის ზეთისგან, წყლისგან, მწარე წიწაკა ჩილისაგან, პომიდვრისაგან, ნივრისაგან და ხახვისაგან[73]
სასმელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გვინეის ტრადიციული სასმელები მოიცავს:
- ჯანჯაფილის სასმელი (ჯანჯაფილის ლუდი)
- ჰიბისკუსის სასმელი (jus de bissap)
- არამუსლიმურ რაიონებში მიირთმევენ პალმის ღვინო.
მუსიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გვინეა დასავლეთ აფრიკის ქვეყანაა, რომელიც რამდენიმე ეთნიკური ჯგუფისგან შედგება. მის ყველაზე ცნობილ მუსიკოსებს შორისაა მორი კანტე – 10 Cola Nuts-მა გვინეასა და მალიში დიდი წარმატება მოიპოვა, ხოლო აკვაბა ბიჩის სინგლმა „Yé ké yé ké“ 1988 წელს ევროპულ წარმატებას მიაღწია.
ეროვნული მუსიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფრანგული გვინეის ოფიციალური ენაა და კომუნიკაციის მთავარი ენაა სკოლებში, სამთავრობო ადმინისტრაციაში, მედიასა და ქვეყნის უსაფრთხოების ძალებში. გვინეამ დამოუკიდებლობა 1958 წელს მოიპოვა. გვინეის პრეზიდენტმა აჰმედ სეკუ ტურემ დაშალა ყველა კერძო საცეკვაო ორკესტრი და შექმნა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჯგუფების ქსელი.[74] მთავრობამ მალევე შექმნა Syli Orchestre National, საცეკვაო ორკესტრი, რომელშიც ქვეყნის საუკეთესო მუსიკოსები მონაწილეობდნენ.
„ლიბერტე“ (თავისუფლება) გვინეის სახელმწიფო ჰიმნია 1958 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. მისი არანჟირება ფოდება კეიტამ განახორციელა მელოდიის „ალფა იაიას“ მიხედვით.
ტრადიციული მუსიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გვინეის 10 მილიონიანი მოსახლეობა სულ მცირე ოცდაოთხი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელია. ყველაზე ცნობილი ეთნიკური ჯგუფებია ფულბე (40 %), მანდინკა (30 %) და სუსუ (20 %). ფულბეს ხალხი ძირითადად ცხოვრობს ცენტრალურ ფუტა ჯალონში, მანდინკა აღმოსავლეთ და სუსუ ჩრდილო-დასავლეთ სანაპირო რეგიონში.[75] გვინეა უპირატესად ისლამური ქვეყანაა, სადაც მუსლიმები მოსახლეობის დაახლოებით 85 პროცენტს შეადგენენ.[76] ქრისტიანები, ძირითადად კათოლიკეები, მოსახლეობის დაახლოებით 10 პროცენტს,[77] ძირითადად ტყის გვინეის რეგიონის სამხრეთში ცხოვრობენ.
მანდეს მუსიკაში დომინირებენ გრიოტები (ფრანგ. griot), მოგზაური მომღერალი-ისტორიკოსები, რომლებიც დიდგვაროვან მფარველებს ადიდებენ. ტრადიციულად, პოპულარული ინსტრუმენტებია ნგონი, ბანჯოს შორეული ნათესავი და ბალაფონი. ცნობილ ბალაფონზე დამკვრელებს შორის არიან ელ ჰაჯ ჯელი სორი კუიატე და მისი კარიერის დასაწყისში, სუპერვარსკვლავი მორი კანტე. ასევე ფართოდ არის გავრცელებული კორა, არფისა და ლუტეს ნაჯვარი. სხვა პოპულარული ხალხური მუსიკა იყენებს ცილინდრულ დუნუნს თასის ფორმის ჯემბესთან ერთად.
ისევე როგორც მალიში, 1960-იან და 1970-იან წლებში აჰმედ სეკუ ტურეს სახელმწიფო მხარდაჭერით მოხდა „სახალხო აღორძინება“. მან შემოიღო რადიკალური კულტურული პოლიტიკა, სახელწოდებით „ავთენტურობა“, რომლის მიხედვითაც მუსიკოსებსა და მხატვრებს დაევალათ შთაგონების მოსაძებნად „წარსულისთვის გახედვა“ და ტრადიციული პრაქტიკის თავიანთ ხელოვნებაში ინტეგრირება. „ავთენტურობა“ 1984 წელს აჰმედ სეკუ ტურეს გარდაცვალებით დასრულდა.
პოპულარული მუსიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გიტარა გვინეაში შემოიტანეს და ისეთმა შემსრულებლებმა, როგორებიც არიან კანტე ფაჩელი და მისი ბიძაშვილი კანტე მანფილა, შეიმუშავეს დაკვრის საკუთარი სტილი. თანამედროვე დროში გიტარა ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ადრეული საცეკვაო ჯგუფებიდან ზოგიერთში შედიოდა ისეთი პოპულარული ჯგუფები, როგორიცაა Keletigui Et Ses Tambourinis, Balla et ses Balladins და Kebendo Jazz (ასევე ცნობილი როგორც Orchestre de Danse de Guéckédou). ამ ჯგუფებიდან ბევრმა ჩაწერა სილიფონის ფირფიტებზე. Bembeya Jazz National-მა კიდევ უფრო გაამდიდრა გვინეის მუსიკალური ანსამბლი 1965 წელს კუბაში ვიზიტის შემდეგ.
სპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფეხბურთი გვინეაში „ყველაზე პოპულარული სპორტია“,[78] კალათბურთთან ერთად.[79] ქვეყანაში საფეხბურთო საქმიანობას აწარმოებს გვინეის ფეხბურთის ფედერაცია.[80] ფედერაცია ადმინისტრირებას უწევს გვინეის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს და ეროვნულ ლიგას.[78] ფედერაცია დაარსდა 1960 წელს და 1962 წლიდან ფიფას,[81] ხოლო 1963 წლიდან აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის წევრია.[82] გვინეის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, მეტსახელად Syli nationale (ეროვნული სპილოები), საერთაშორისო ფეხბურთს 1962 წლიდან თამაშობს.[78] მათი პირველი მეტოქე გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა იყო.[78] ისინი ჯერ არ გასულან მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალში და 1976 წელს აფრიკის ერთა თასზე მაროკოს შემდეგ მეორე ადგილი დაიკავეს.[78]
გვინეის ეროვნული ჩემპიონატი გვინეის ფეხბურთის უმაღლესი დივიზიონია. 1965 წელს დაარსების დღიდან, 3 გუნდმა გაიმარჯვა გვინეის ეროვნული თასის მოგებაში.[83] ჰოროიას მინიმუმ 16 ტიტული აქვს და 2017–2018 წლების ჩემპიონია. ჰაფიას საფეხბურთო კლუბს (1960-იან წლებში ცნობილი როგორც კონაკრი II) მინიმუმ 15 ტიტული აქვს, რომელიც 1960-იან და 70-იან წლებში დომინირებდა. კალუმ სტარს (1960-იან წლებში ცნობილი როგორც კონაკრი I) მინიმუმ 13 ტიტული აქვს. სამივე გუნდი კონაკრიში ფუნქციონირებს. ჰაფიამ სამჯერ მოიგო აფრიკის ჩემპიონთა თასი კლუბებში, 1972, 1975 და 1977 წლებში, ხოლო ჰოროიას საფეხბურთო კლუბმა 1978 წელს მოიგო აფრიკის თასების მფლობელთა თასი.[84]
გვინეა მონაწილეობას იღებდა 10 ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში. გვინეის ოლიმპიური ნაკრების დებიუტი შედგა მეხიკოს ოლიმპიურ თამაშებზე 1968 წელს, ქვეყანამ 1968 წლის შემდეგ ყველა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მიიღო მონაწილეობა, გარდა 1972 წლის მიუნხენისა და 1976 წლის მონრეალისა. სულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე გვინეას წარმოადგენდა 42 მამაკაცი და 9 ქალი, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ კრივში, თავისუფალ ჭიდაობაში, ძიუდოში, მძლეოსნობაში, ცურვაში, ტაეკვონდოში და ფეხბურთში. ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი დელეგაცია ქვეყანას წარმოადგენდა მისთვის პირველ 1968 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში, რომელშიც მონაწილეობას იღებდა გვინეის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები (15 ადამიანი). 2021 წლის ივლისში ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალამდე ერთი-ორი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ გვინეის ნაკრები მონაწილეობას არ მიიღებდა ზაფხულის თამაშებში მონაწილეობას პანდემია COVID-19-ის გამო,[85] მაგრამ სამედიცინო გარანტიების მიღების შემდეგ მაინც მიიღო თამაშებში მონაწილეობა.[86]
ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში გვინეის სპორტსმენებს მონაწილეობა არასდროს არ მიუღიათ. გვინეის სპორტსმენებს არასოდეს არ აუღიათ ოლიმპიური მედალი.
გვინეის ეროვნული ოლიმპიური და სპორტული კომიტეტი შეიქმნა 1964 წელს, რომელიც აღიარა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 1965 წელს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 143-145.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მოსახლეობის რაოდენობა 2020 წლის 28 ივლისის მდგომარეობით დაარქივებული 2020-07-28 საიტზე Wayback Machine. Population HUB
- ↑ Cities and Regions. ციტირების თარიღი: 23 July 2021
- ↑ World Economic Outlook Database, April 2025 en.
- ↑ World Economic Outlook Database, April 2025 en.
- ↑ Human Development Report 2021/2022 en. United Nations Development Programme (8 September 2022). ციტირების თარიღი: 30 September 2022
- ↑ Dash, Leon (1984-03-28). „Guinea's Longtime President, Ahmed Sekou Toure, Dies“. Washington Post (ინგლისური). 0190-8286. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-28. ციტირების თარიღი: 2023-10-01.
- ↑ გვინეის რესპუბლიკა: გადადებული არჩევნები — კრიზისის მიზეზი?. ციტირების თარიღი: 2019-02-13
- ↑ სახელმწიფო გადატრიალება გვინეაში: სამხედროებმა დააპატიმრეს პრეზიდენტი კონდე. ციტირების თარიღი: 2021-09-06
- ↑ Anti-government riots flare in Guinea after seven reported dead (May 11, 2023).
- ↑ „Clashes in Guinea over fuel supply after oil depot blast kills at least 23“. France 24 (ინგლისური). 22 December 2023.
- ↑ „Guinea's suppression of protests stokes anger against military“. Al Jazeera (ინგლისური).
- ↑ Guinée : Mamadi Doumbouya devient officiellement chef de l'État fr (2021-10-01). ციტირების თარიღი: 2021-10-01
- ↑ Guinea sets a date in September for a key referendum that would launch a return to democracy en (2025-04-02). ციტირების თარიღი: 2025-04-05
- ↑ Guinea's junta sets September vote on new constitution after missed deadline en (2025-04-02). ციტირების თარიღი: 2025-04-05
- ↑ Guinea's Constitution of 2010. constituteproject.org. ციტირების თარიღი: 2015-06-02
- ↑ გვინეა. გვინეის რესპუბლიკა.. ციტირების თარიღი: 2019-11-29
- ↑ Background Note: Guinea დაარქივებული 2021-06-07 საიტზე Wayback Machine. , US Department of State, February 2009
- ↑ Guinea zh. ციტატა: „1978年,几分别与塞内加尔和科特迪瓦重新互派大使并签订友好合作条约。“ ციტირების თარიღი: 2022-01-31
- ↑ ECOMOG: peacekeeper or participant? დაარქივებული 2009-05-14 საიტზე Wayback Machine. , BBC News Online, February 11, 1998
- ↑ Refugees, United Nations High Commissioner for. UNHCR Global Report 2004 - Guinea en. ციტირების თარიღი: 2021-05-05
- ↑ Status of US Bilateral Immunity Agreements (BIAs). Coalition of the International Criminal Court
- 1 2 Sillah, Alhassan (2009-05-06). „Guinea recalls 30 ambassadors, from US to China“. Seattle Times (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-17. ციტირების თარიღი: 2022-02-23.
- 1 2 „Guinea junta recalls 30 ambassadors“ (ინგლისური). The Tocqueville Connection. 2009-05-06. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-12. ციტირების თარიღი: 2022-02-23.
- ↑ „World Digest“ (ინგლისური). Hometown Annapolis. 2009-05-06. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-14. ციტირების თარიღი: 2022-02-23.
- ↑ Ambasador Gvineje švercovao cigarete. ციტირების თარიღი: 2022-02-23
- ↑ "Guinea coup leader bars foreign travel for government officials, " დაარქივებული 2021-09-06 საიტზე Wayback Machine. Reuters News Service, retrieved September 6, 2021
- ↑ "On the Military Seizure of Power in Guinea, " დაარქივებული 2021-09-06 საიტზე Wayback Machine. September 5, 2021, United States Department of State, retrieved September 6, 2021
- ↑ "West African leaders suspend Guinea from Ecowas following coup, " დაარქივებული 2021-09-08 საიტზე Wayback Machine. September 9, 2021, BBC News, retrieved September 9, 2021
- ↑ "China Is OK With Interfering in Guinea’s Internal Affairs, " დაარქივებული 2022-02-23 საიტზე Wayback Machine. , September 8, 2021, Foreign Policy retrieved September 9, 2021
- 1 2 3 4 Гвинейская республика // Большая Советская Энциклопедия / под ред. А. М. Прохорова. 3-е изд. Т.6. თარგი:М, «Советская энциклопедия», 1971.
- 1 2 3 4 5 6 7 8 9 Гвинея // Большая Российская Энциклопедия / редколл., гл. ред. Ю. С. Осипов. том 6. М., научное издательство «Большая Российская Энциклопедия», 2006.
- ↑ Гвинея (Гвинейская республика) // Ежегодник Большой Советской Энциклопедии, 1962 (вып. 6). თარგი:М, «Большая Советская энциклопедия», 1962. стр.237-239
- ↑ Гвинея (Гвинейская республика) // Ежегодник Большой Советской Энциклопедии, 1971 (вып. 15). М., «Большая Советская энциклопедия», 1971. стр.251-252
- ↑ SKDA meetings // "Soviet Military Review", No. 9, September 1982. pages 62-63
- ↑ Гвинея (Гвинейская Республика) // Ежегодник Большой Советской Энциклопедии, 1985 (вып. 28). თარგი:М, «Большая Советская энциклопедия», 1985. стр.238-239
- ↑ "Armoured combat vehicles - Guinea - 4 BRDM-2"
United Nations Register of Conventional Arms დაარქივებული 2023-03-20 საიტზე Wayback Machine. - ↑ ЕС вводит санкции против Гвинеи დაარქივებული 2023-03-20 საიტზე Wayback Machine. // РИА "Новости" от 27 октября 2009
- ↑ Россия занимает первое место в мире по экспорту ОБТ, второе – по экспорту ББМ и пятое в сегменте бронеавтомобилей დაარქივებული 2023-02-09 საიტზე Wayback Machine. // "Новости ЦАМТО" от 25 сентября 2013
- ↑ ВЗГЛЯД / ВПК: Броневики «Тигр» могут закупить африканские страны. ციტირების თარიღი: 2016-08-31
- ↑ Суворов С. В., Русский «Тигр», М.: Эксмо, 2016(Война и мы. Танковая коллекция), ISBN 978-5-699-92229-1.
- ↑ EU renews sanctions on Iran and Burma, and lifts Guinea arms embargo. ციტირების თარიღი: 2023-03-20
- ↑ Fatalities by Nationality and Mission // официальный сайт ООН
- 1 2 3 4 5 Вооружённые силы зарубежных стран // «Зарубежное военное обозрение», № 1 (898), 2022, стр.97
- 1 2 Guinea population 2014
- ↑ United Nations, Department of Economic and Social Affairs Population Division, World Population Prospects 2024
- ↑ Guinea.
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.The World Factbook – Central Intelligence Agency. Cia.gov. ციტირების თარიღი: 26 December 2020
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.Africa :::GUINEA. CIA The World Factbook (14 April 2022). ციტირების თარიღი: 29 დეკემბერი 2025
- ↑ Religions in Guinea | Arda. ციტირების თარიღი: 26 September 2025
- 1 2 3 4 5 6 "Guinea", The World Factbook (Central Intelligence Agency), 2022-03-02, https://www.cia.gov/the-world-factbook/countries/guinea/#people-and-society. წაკითხვის თარიღი: 2022-03-05 დაარქივებული 2021-09-10 საიტზე Wayback Machine.
- ↑ "Guinea 2012 International Religious Freedom Report", US State Department, Bureau of Democracy, Human Rights and Labor.
- ↑ Россия и Гвинея заключили межправительственное соглашение о военном сотрудничестве. «ТРК ВС РФ «Звезда» (2018-04-04). ციტირების თარიღი: 2018-12-09
- 1 2 3 4 The World Factbook: Guinea. ციტირების თარიღი: 2016-05-18
- ↑ Energy Statistics Database (2022 წლის აპრილი-მაისი). ციტირების თარიღი: 2022-06-06
- ↑ Энергетика Гвинеи (2022-05-16). ციტირების თარიღი: 2022-06-06
- ↑ Guinea (GIN) Exports, Imports, and Trade Partners | OEC. ციტირების თარიღი: 2022-02-23
- ↑ Mohamed Saliou Camara (2007). Le pouvoir politique en Guinée sous Sékou Touré. Editions L'Harmattan, გვ. 273. ISBN 978-2-296-03299-6.
- ↑ Human Rights Measurement Initiative – The first global initiative to track the human rights performance of countries. ციტირების თარიღი: 2022-03-18
- 1 2 3 4 Guinea - HRMI Rights Tracker en. ციტირების თარიღი: 2022-03-18
- ↑ User fees for health: a background. ციტირების თარიღი: 28 December 2006
- ↑ Tassinari, C. A.; Roger, J. (1975). „Implementation of the Bamako Initiative: strategies in Benin and Guinea“. Advances in Neurology. 11: 201–19. PMID 3105.
- ↑ Leach, M; et al. (May 2008). „New therapeutic landscapes in Africa: Parental categories and practices in seeking infant health in the Republic of Guinea“. Social Science and Medicine. 66 (10): 2157–2167. doi:10.1016/j.socscimed.2008.01.039. PMID 18314240. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 4, 2016. ციტირების თარიღი: 26 May 2012.
- ↑ UNITAID. Republic of Guinea Introduces Air Solidarity Levy to Fight AIDS, TB and Malaria. დაარქივებული 2011-11-12 საიტზე Wayback Machine. Accessed 5 July 2011.
- ↑ „Guinea: Mobilization Against Ebola Epidemic“. MSF USA (ინგლისური). 2014-03-31. ციტირების თარიღი: 2017-07-11.
- ↑ Ebola and the Private Sector.
- ↑ RUSAL, UC. UC RUSAL Opens a Modern Epidemiology Centre in Guinea en. ციტირების თარიღი: 2017-07-11
- ↑ RADIODIFFUSION TÉLÉVISION GUINÉENNE (RTG). ციტირების თარიღი: 2019-11-29
- ↑ Guinee. ციტირების თარიღი: 2019-11-29
- 1 2 Education in Guinea. ციტირების თარიღი: 2019-09-25
- ↑ Grading System in Guinea. ციტირების თარიღი: 2019-09-25
- ↑ Literacy - the World Factbook. ციტირების თარიღი: 2023-11-29
- 1 2 3 4 5 6 7 8 9 Recipes დაარქივებული 2014-02-03 საიტზე Wayback Machine. Friends of Guinea
- 1 2 3 4 5 6 Eating In The Embassy: Guinean Embassy Brings West African Food To Washington დაარქივებული 2014-02-01 საიტზე Wayback Machine. by Rebecca Sheir September 21, 2012 WAMU 88.5
- ↑ Counsel, Graeme (2009). Mande popular music and cultural policies in West Africa. ISBN 978-3639153057.
- ↑ Susu on GoWestAfrica.org. ციტირების თარიღი: 2013-08-21
- ↑ http://www.visualgeography.com/categories/guinea/religion.html Guinea-Conakry. ციტირების თარიღი: 2009-02-11
- ↑ Guinea Conakry Support | Guinee Conakry Trade and Support. (GCTS). ციტირების თარიღი: 2013-08-21
- 1 2 3 4 5 Falola, Toyin; Jean-Jacques, Daniel (14 December 2015) Africa: An Encyclopedia of Culture and Society [3 volumes: An Encyclopedia of Culture and Society]. ABC-CLIO, გვ. 568–569. ISBN 9781598846669.
- ↑ (1985) Guinea, Post Report. United States Department of State, გვ. 9.
- ↑ At a glance: Guinea – Football boosts girls' education. UNICEF. ციტირების თარიღი: 3 December 2013
- ↑ Associations: Guinea. FIFA. ციტირების თარიღი: 24 December 2018
- ↑ Member Associations: Fédération Guinéenne de Football (FGF). Confederation of African Football. ციტირების თარიღი: 24 December 2018
- ↑ Guinea: List of champions. ციტირების თარიღი: 24 December 2018
- ↑ Kuhn, Gabriel (15 March 2011). Soccer vs. the State: Tackling Football and Radical Politics. PM Press, გვ. 33. ISBN 9781604865240. [მუდმივი მკვდარი ბმული]
- ↑ „Сборная Гвинеи отказалась от участия в Олимпиаде в Токио из-за коронавируса“. ТАСС. 2021-07-21. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-07-22. ციტირების თარიღი: 2021-07-22.
- ↑ „Сборная Гвинеи примет участие в Олимпийских играх в Токио“. ТАСС. 2021-07-22. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-07-23. ციტირების თარიღი: 2021-07-23.
| |||||||||||||||||||||||||||||
| |||||||

