კამერუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კამერუნი (მრავალმნიშვნელოვანი).
კამერუნის რესპუბლიკა
ფრანგ. République du Cameroun
ინგლ. Republic of Cameroon

კამერუნი
კამერუნის
დევიზი: ”Paix - Travail - Patrie” (ფრანგ.)
”Peace - Work - Fatherland” (ინგლ.)
მშვიდობა - შრომა - მამული (ქართ.)
ჰიმნი: Ô Cameroun, Berceau de nos Ancêtres (ფრანგ.)
დედაქალაქი იაუნდე
3°52′ ჩ. გ. 11°31′ დ. გ. / 3.867° ჩ. გ. 11.517° დ. გ. / 3.867; -11.517
უდიდესი ქალაქი დუალა
ოფიციალური ენა ფრანგული, ინგლისური
მთავრობა რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი პოლ ბიია
 -  პრ.-მინისტრი ფილემონ იანგი
ფართობი
 -  სულ 475 442 კმ2 (53-ე)
 -  წყალი (%) 1.3
მოსახლეობა
 -  2015 შეფასებით 21 917 602 (58-ე)
 -  2005 აღწერა 17 463 836 
 -  სიმჭიდროვე 36,73 კაცი/კმ2 (167-ე)
მშპ (მუპ) 2005 შეფასებით
 -  სულ $43.196 მილიარდი (84-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $2,421 (130-ე)
აგი (2007) 0.532 (საშუალო) (144-ე)
ვალუტა აფრიკული ფრანკი (XAF)
დროის სარტყელი UTC+01:00
 -  ზაფხულის (DST) UTC+01:00 (UTC)
ქვეყნის კოდი CMR
Internet TLD .cm
სატელეფონო კოდი 237

კამერუნი (ფრანგ. Cameroun, ინგლ. Cameroon), ოფიციალურად — კამერუნის რესპუბლიკა (ფრანგ. République du Cameroun, ინგლ. Republic of Cameroon, პორტ. Rio dos Camarões-დან — „კრევეტების მდინარე“) — სახელმწიფო ცენტრალური აფრიკის დასავლეთ ნაწილში, სამხრეთ-დასავლეთიდან ესაზღვრება ბიაფრის ყურე (ატლანტის ოკეანის გვინეის ყურის ნაწილი).

სექციების სია

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი წარმოდგება პორტუგალიური Rio de Camaroes-ისაგან ("rivero de salikokoj"). ასე უწოდეს მდინარე Wouri-ის XV საუკუნის პორტუგალიელმა მკვლევარებმა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოლონიამდელი პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამერუნის უძველესი მოსახლეობა იყვნენ პიგმეები. შემდგომში ქვეყნის სამხრეთის კოლონიზება დაიწყეს დასავლეთ-კონგოს ტომებმა და ბანტუს ტომის ხალხმა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე I ათასწლეულში კამერუნის ტერიტორიაზე ცხოვრობდა საოს ცივილიზაციის ხალხი, რომელიც იმყოფებოდა განვითარების ბრინჯაოს ხანის სტადიაში, იცოდნენ მიწათმოქმედება და თიხაზე ძერწვა. XIV საუკუნეში აქ მოვიდნენ კანემბუს ტომის ხალხი, ხოლო XV საუკუნეში მასას ტომის ხალხი.

XVII საუკუნის დასაწყისში თანამედროვე კამერუნის ჩრდილოეთში ჩამოყალიბდა ადრეფეოდალური სახელმწიფო მანდარა. 1715 წელს მანდარის მმართველმა თავის ქვეყანაში მიიღო მუსლიმი ბერები და მანდარა გახდა სულთანატი.

ევროპელთა კოლონიზაციის დასაწყისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1472 წელს კამერუნის სანაპიროს მიაღწიეს პორტუგალიელმა კაპიტნებმა ფერნან დუ პომ და რუი დი სიკეირამ, რომლებმაც მისცეს კამერუნს მისი თანამედროვე სახელი, რისი საბაბიც გახდა სანაპირო წყლებში არსებული კიბორჩხალების (პორტ. Camarão) დიდი რაოდენობა. რამდენიმე წლის შემდეგ პორტუგალიელებმა მდინარე ვურის შესართავთან დააარსეს სავაჭრო ფაქტორია, რომელიც დაკავებული იყო ადგილობრივი მოსახლეობისგან მონების ყიდვით.

XVI საუკუნის ბოლოს პორტუგალიელები განდევნეს ჰოლანდიელებმა, ხოლო XVIII საუკუნის დასაწყისში კამერუნის სანაპიროზე აქტიურად დაიწყეს დამკვიდრება ინგლისელებმა, ფრანგებმა და გერმანელებმა, რომლებიც აქ აშენებდნენ სავაჭრო ფაქტორიებს და ქრისტიანულ მისიებს.

ფულბეს ტომის ექსპანსია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფულბეს ტომის მომთაბარე-მწყემსი ხალხის შეღწევა ჩრდილოეთ კამერუნის ტერიტორიაზე დაიწყო ჯერ კიდევ XVI საუკუნეში. მათ დაიკავეს მანდარას სულთანატი. XIX საუკუნეში ფულანის ჯიჰადის შედეგად პრაქტიკულად მთელი ჩრდილოეთი კამერუნი შევიდა მუსულმანური სახელმწიფოს შემადგენლობაში, რომლის ცენტრი მდებარეობდა ჩრდილოეთ ნიგერიის ტერიტორიაზე. ფულბეს ტომის სამხრეთისკენ გადაადგილებას ხელს უშლიდა ტროპიკული ტყეები.

XVIII საუკუნემდე თანამედროვე კამერუნის სამხრეთში ცხოვრობდნენ პირველყოფილი თემური წყობის ტომები. მათი განვითარება დაიწყო თანამედროვე კამერუნის სანაპიროებზე ევროპელების გამოჩენის შემდეგ.

გერმანიის კამერუნი (1884—1916 წლები)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამერუნის რუკა (დაახლოებით 1888 წელი)

1884 წლამდე კამერუნის მთელი ტერიტორია იმყოფებოდა დამოუკიდებელი მმართველების ხელისუფლების ქვეშ, რომელთაგან ყველაზე ძლიერები იყვნენ დუალას ხალხის მეფეები. 1884 წლის ივლისში სამმა გერმანულმა ფირმამ გუსტავ ნახტიგალის (გერმ. Gustav Nachtigal) ხელშეწყობით «მეფეებთან» დადო შეთანხმება, რის საფუძველზეც მათ მიიღეს უზენაესი ხელისუფლება დუალის ტერიტორიაზე. საკუთარი უფლებები შემდგომში მათ გადასცეს გერმანიის მთავრობას: 1884 წლის 14 ივლისს ტერიტორია საზეიმოდ გამოცხადდა გერმანიის იმპერიასთან შეერთებულად.

1887 წელს ერთადერთი ინგლისური დასახლება — ვიქტორიის ბაპტისტური მისიონერული სადგური — გადაეცა ბაზელის მისიონერულ საზოგადოებას, რითაც გამყარდა გერმანიის განუსაზღვრელი გავლენა ამ ტერიტორიაზე.

დამსახურება კამერუნის კვლევაზე ეკუთვნის რიჩარდ ფრენსის ბარტონს (ინგლ. Richard Francis Burton), მანს, რეიხენოვს და სხვებს. მანამდე გაუვალი უღრანი ტყეების ზოლი 1887 წელს სამხრეთში პირველად გაკვალეს ლეიტენანტებმა რიხარდ კუნდმა (გერმ. Richard Kund) და ტაპენბეკმა, ხოლო ჩრდილოეთში დოქტორმა ცინტგრაფმა და ლეიტენანტმა ცეინერმა.

1888 წლიდან გერმანელებმა დაიწყეს კამერუნის სიღრმისეული რაიონების ათვისება. მათ იქ დაიწყეს კაკაოს, ყავის, კაუჩუკის პლანტაციების შექმნა. ააშენეს რკინიგზა, საზღვაო პორტები.

იოსშტადტის მაცხოვრებლების აჯანყება იმავე წელს ჩაახშო გერმანული სამხედრო გემების ეკიპაჟმა, სოფელი გაანადგურეს და მის ადგილას ააშენეს ადმინისტრაციის რეზიდენცია. შემდგომში ინგლისთან და საფრანგეთთან შეთანხმებებით დადგინდა საზღვრები.

მდინარე ბენუესთან მისასვლელი გზა 1889 წელს აღმოაჩინა ეუგენ ცინტგრაფმა (გერმ. Eugen Zintgraff), მაგრამ მის მიერ დაფუძნებული ბალიბურგის სადგური რამდენიმე წარუმატებელი ექსპედიციების შემდეგ მიტოვებული იქნა. სამხრეთში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ლეიტენანტმა მორგენმა 1889 წელს იაუნდეში და ნგილაში მოგზაურობის შემდეგ. 1890 წელს ის ისევ გაემგზავრა ნგილაში, იქიდან მოუხვია ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ და ჩრდილოეთისკენ, გაიარა ქვეყანა სანაგასა და მბამის ზედა დინებებს შორის, სადაც იპოვა სპილოს ძვლის მარაგი და შუა სუდანთან ვაჭრობის საუკეთესო საშუალება, შემდეგ 1891 წლის იანვარში ბანიოს და ადამავის გავლით მდინარე ბენუესთან მიაღწია იბის. მიღწეული შედეგების გასამყარებლად ბარონმა ფონ გრავენრეიტმა შეადგინა უფრო ძლიერი ექსპედიცია, მაგრამ დაიღუპა ბაკვირისთან ბრძოლაში. ლეიტენანტმა რამზაიმ მოახდინა კარტოგრაფიული გადაღებები და 1892 წელს მოინახულა ბალინგა-იაუნდე და მდინარე დიბამბა.

1892 წელს ბაკოკოს ხალხი და 1893 წელს მაბეას ხალხი იძულებულები გახდნენ შეეწყვიტათ თავდასხმები ქარავანებზე. 1893 წელს ლეიტენანტი ფონ შტეტენმა მოინახულა ის ადგილები, სადაც აქამდე სამი წლით ადრე იმყოფებოდა მორგენი, მან ადამავას სულთანთან დადო შეთანხმება, რის საფუძველზეც ადამავაში მხოლოდ გერმანელებს ჰქონდათ უფლება აეშენებინათ სადგურები. სანაგის და მბამის ზედა დინების გერმანული სამფლობელოების ექსპლოატაციის გასამყარებლად 1893 წლის შემოდგომაზე ჩამოყალიბდა Kameruner Hinterland-Gesellschaft, 200 000 მარკის კაპიტალით, რომელნაც საკუთარი მოღვაწეობა დაიწყო მდინარე სანაგასთან სადგურების აშენება და სპილოს ძვლის, კაუჩუკის, პალმის ნაყოფის და ტყავის გატანა.

1893 წლის 15 დეკემბერს პოლიციის ამბოხებულმა ჯარისკაცებმა (დაგომეელებმა) დაიკავეს სამთავრობო ნაგებობები და გაძარცვეს ისინი, მაგრამ ისინი 21 დეკემბერს დაამარცხეს გერმანული სამხედრო კრეისერის ეკიპაჟის წევრებმა.

XX საუკუნის დასაწყისში ბამუმის სულთანმა იბრაჰიმ ნჯოიამ საკუთარი ხალხისათვის შექმნა ბამუმის ორიგინალური დამწერლობა. მისმა ძალისხმევას მხარი აუბა გერმანულმა კოლონიალურმა ხელისუფლებამ.

ფრანგულ-ბრიტანული კამერუნი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამერუნი დროთა განმავლობაში
  რესპუბლიკა კამერუნი

პირველი მსოფლიო ომის დროს 1916 წლის თებერვლისთვის კამერუნის ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა.

ერთა ლიგამ 1922 წლის ივლისში კამერუნი გამოაცხადა საკუთარ სამანდატო ტერიტორიად და მის სამართავად მანდატები მიანიჭა საფრანგეთს (დიდი ნაწილი — აღმოსავლეთ კამერუნი) და დიდ ბრიტანეთს (დასავლეთ კამერუნი).

აღმოსავლეთ კამერუნში გავრცელდა საფრანგეთის ეკვატორული აფრიკის კანონმდებლობა. ფრანგებმა სამანდატო ტერიტორია დაყვეს 9 ოლქად, რომელსაც მართავდნენ ფრანგი კომენდანტები და მათზე დაქვემდებარებული ადგილობრივი ბელადების საბჭოები. კამერუნის ჩრდილოეთში ფრანგებმა დატოვეს ძველი ადგილობრივი სულთანატები, მათ მიანიჭა გადასახადების აკრეფისა და სხვა ადმინისტრაციულ-სამეურნეო ფუნქციები.

დასავლეთ კამერუნი შევიდა დიდი ბრიტანეთის ნიგერიის კოლონიის და პროტექტორატის შემადგენლობაში და დაიყო ორ ნაწილად — ჩრდილოეთ კამერუნი (შევიდა ჩრდილოეთ ნიგერიის პროვინციაში) და სამხრეთ კამერუნი (შევიდა სამხრეთ ნიგერიის პროვინციაში).

აჩირიმბი II იყო მეათე მეფე, ანუ ბაფუტას ფონი, იგივე ბაფუტას და მიმდებარე ტერიტორიების ნახევრადავტონომიური მმართველი (Fondom of Bafut — შედის კამერუნის შემადგენლობაში). მისი მართველობა გრძელდებოდა 1932 წლიდან 1968 წლამდე, ეს პერიოდი მოიცავდა ბრიტანეთის პროტექტორატის — ბრიტანეთის კამერუნის დამოუკიდებელი კამერუნისათვის გადაცემას.

ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1956 წლის 18 დეკემბერს, აკრძალულმა კამერუნის ხალხის კავშირმა (ფრანგ. Union des populations du Cameroun) (UPC)), რომელიც ძირითადად ბამილეკეს და ბასას ეთნიკურ ჯგუფზე იყო დამყარებული, საფრანგეთის კამერუნში დაიწყო შეიარაღებული აჯანყება დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. ეს აჯანყება სუსტი ინტენსივობით გაგრძელდა თვით 1961 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც.[1] რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი დაიღუპა ამ აჯანყების მსვლელობისას.[2][3]

1956 წლის 23 დეკემბერს საფრანგეთის კამერუნში გაიმართა კამერუნის ტერიტორიული ასამბლეის არჩევნები და შედეგად 1957 წლის 16 აპრილს ასამბლეამ მიიღო დადგენილება, რითაც ის გახდა საფრანგეთის ასოცირებული ტერიტორია, როგორც ფრანგული კავშირის (ფრანგ. Union française) წევრი. ამ ტერიტორიის მაცხოვრებლები გახდნენ კამერუნის მოქალაქეები. 1958 წლის 12 ივნისს საფრანგეთის კამერუნის ტერიტორიულმა ასამბლეამ საფრანგეთის ხელისუფლებას სთხოვა: სამანდატო ვადის გასვლის შემდეგ კამერუნისათვის მიენიჭებინათ დამოუკიდებლობა. კამერუნის შიდა საკითხების მოგვარების კომპეტენცია გადასცემოდათ კამერუნის მოქალაქეებს. 1958 წლის 19 ოქტომბერს საფრანგეთმა აღიარა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მისთვის მიცემული კამერუნის სამანდატო ტერიტორიისათვის მიენიჭებინა დამოუკიდებლობის არჩევის უფლება.[4] 1958 წლის 24 ოქტომბერს საფრანგეთის კამერუნის ტერიტორიულმა ასამბლეამ საზეიმოდ გამოაცხადა კამერუნის სურვილი, რომ საკუთარი ქვეყნისათვის მიენიჭებინათ სრული დამოუკიდებლობა 1960 წლის 1 იანვრისათვის. ტერიტორიულმა ასამბლეამ მოუწოდა საფრანგეთის ხელისუფლებას კამერუნში, რომ საფრანგეთს მიემართა გაეროს გენერალური ასამბლეისათვის, რათა მას გაეუქმებინა მანდატი და იმავდროულად დამოუკიდებლობა მიენიჭებინათ საფრანგეთის კამერუნისთვის. 1958 წლის 12 ნოემბერს საფრანგეთის ხელისუფლებამ მიმართა გაეროს ასრულებულიყო საფრანგეთის კამერუნელების ეს თხოვნა. 1958 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ცნობად მიიღო საფრანგეთის ხელისუფლების განცხადება, რომლის თანახმადაც საფრანგეთის კამერუნი, რომელზეც ვრცელდებოდა გაეროს მიერ საფრანგეთისთვის გადაცემული მეურვეობის მანდატი, დამოუკიდებლობას მიიღებდა 1960 წლის 1 იანვარს, რითაც დაადასტურა მეურვეობის პერიოდის დასასრული (რეზოლუცია 1282. ХІІІ).[5][6] 1959 წლის 13 მარტს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაადგინა, რომ შეთანხმება საფრანგეთისათვის გაეროს მიერ მინიჭებულ მანდატზე საფრანგეთის კამერუნის მიმართ დასრულდა და 1960 წლის 1 იანვარს საფრანგეთის კამერუნს უნდა მინიჭებოდა დამოუკიდებლობა (რეზოლუცია 1349. ХІІІ).[7]

დამოუკიდებლობის პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფრანგეთის კამერუნმა დამოუკიდებლობა მიიღო 1960 წლის 1 იანვარს, პირველი პრეზიდენტი გახდა აჰმადუ აჰიჯო (ფრანგ. Ahmadou Ahidjo), აღმოსავლეთ კამერუნის მთავარი პოლიტიკური ძალის — კამერუნის კავშირის პარტიის ლიდერი (ფრანგ. Union Camerounaise, (UC)), კამერუნის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის (ფრანგ. Kamerun National Democratic Party (KNDP)) ლიდერს ჯონ ნგუ ფონჩას 1970 წლამდე ეკავა ვიცე-პრეზიდენტის პოსტი.

რადგანაც საფრანგეთის კამერუნმა დამოუკიდებლობა მიიღო რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე ნიგერიამ, დადგა საკითხი ბრიტანეთის კამერუნის შესახებ. რამდენიმე განხილვისა და 1961 წლის თებერვლის რეფერენდუმის შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ბრიტანეთის კამერუნის ჩრდილოეთი ნაწილი, პირველ რიგში მუსულმანური, შეერთებოდა ნიგერიას, ხოლო სამხრეთი — კამერუნს[8].

რეფერენდუმის შედეგების თანახმად ჩრდილოეთ კამერუნი 1961 წლის 1 ივნისიდან ოფიციალურად გახდა ნიგერიის ნაწილი, ხოლო სამხრეთ კამერუნი 1961 წლის 1 ოქტომბერს შეუერთდა კამერუნის რესპუბლიკას და შეიქმნა კამერუნის ფედერაციული რესპუბლიკა.

აჰმადუ აჰიჯომ ქვეყანაში ჩამოაყალიბა ავტოკრატიული მმართველობა, აკრძალა ყველა პოლიტიკური პარტიისა და ორგანიზაციის მოღვაწეობა საკუთარის გარდა.

1972 წლის 20 მაისის რეფერენდუმის შედეგად კამერუნის ფედერაციული რესპუბლიკა 1972 წლის 2 ივნისს გარდაიქმნა უნიტარულ — კამერუნის გაერთიანებულ რესპუბლიკად. ეს ნაბიჯი გახდა სოციალურ-პოლიტიკური კონფლიქტის მიზეზი ანგლოფონებსა და ფრანკოფონებს შორის. ბევრი სხვა პოსტკოლონიური აფრიკული ქვეყნების ლიდერებისგან განსხვავებით, მას არ დაუწყია ანტიდასავლური პოლიტიკის განხორციელება, რაც კამერუნს დაეხმარა მიეღწია შედარებითი პოლიტიკური სტაბილურობისთვის და ეკონომიკური ზრდისათვის.

საფრანგეთის ხელისუფლების ზეწოლით 1982 წლის ნოემბერში აჰმადუ აჰიჯო გადადგა და თავისი უფლებამოსილებები გადასცა პოლ ბიიას. იგი 1984 წელს გახდა ოფიციალურად არჩეული პრეზიდენტი, მიიღო ხმების 99,98 %. მისი დიდი ძალისხმევით ქვეყანას ოფიციალურად ეწოდა კამერუნის რესპუბლიკა. ის და მისი პოლიტიკური პარტია — კამერუნელი ხალხის დემოკრატიული მოძრაობა (ფრანგ. Rassemblement démocratique du peuple camerounais (RDPC)) 1984 წლიდან მუდამ იმარჯვებდა შესაბამისად საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში.

1990-იან წლებში კამერუნის ჩრდილო-დასავლეთში მცხოვრები ანგლოფონური მოსახლეობა, რომელიც 1961 წლის თებერვლის რეფერენდუმის შედეგად გამოვიდა კოლონიალური ნიგერიის შემადგენლობიდან და შევიდა დამოუკიდებელი კამერუნის შემადგენლობაში, ალაპარაკდა ფრანკოფონურ მოსახლეობასთან შედარებით ადგილობრივი მოსახლეობის დისკრიმინაციის შესახებ.

1992 წელს ქვეყანაში პირველი მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამერუნის რუკა
კამერუნის რუკა
კამერუნის ტოპოგრაფიული რუკა
ხედი ხელოვნური თანამგზავრიდან

ქვეყანა მდებარეობს ცენტრალური აფრიკის დასავლეთ ნაწილში, სამხრეთ-დასავლეთიდან ესაზღვრება ბიაფრის ყურე (ატლანტის ოკეანის გვინეის ყურის ნაწილი). სანაპირო ზოლის სიგრძე — დაახლოებით 402 კმ.

ქვეყნის ტერიტორია მდებარეობს ეკვატორის ჩრდილოეთით. სამხრეთის უკიდურესი წერტილი ეკვატორიდან დაშორებულია 200 კმ-ზე უფრო ნაკლები მანძილით. ფართობი: საერთო — 475 442 კმ². ქვეყნის ყველაზე უფრო მაღალი წერტილია — კამერუნის მთა (ფრანგ. Mont Cameroun), რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 4040 მეტრ სიმაღლეზე. ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება ნიგერიას, (საზღვრის სიგრძე 1690 კმ), ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით — ჩადს, (საზღვრის სიგრძე 1094 კმ), აღმოსავლეთით — ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას, (საზღვრის სიგრძე 797 კმ), სამხრეთით — გაბონს, (საზღვრის სიგრძე 298 კმ), კონგოს რესპუბლიკას (საზღვრის სიგრძე 523 კმ) და ეკვატორულ გვინეას (საზღვრის სიგრძე 189 კმ).

გეოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამერუნის რელიეფი ხასიათდება მთების (კამერუნის მთიანეთი), ზეგნების და ვაკეების მონაცვლეობით. ატლანტის ოკეანის სანაპიროს დიდი ნაწილი უკავია აკუმულაციურ დაბლობებს (ალაგ-ალაგ დაჭაობებულს) ფართე ესტუარებით. სანაპიროზე განცალკევებით ამოწეულია მოქმედი ტრაქიბაზალტური გუმბათისებრი ფორმის კამერუნის (4040 მეტრი) სტრატოვულკანი. მდინარე ლობეს სამხრეთით სანაპირო ხდება მაღალი და კლდოვანი. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში ამოწეულია 2460 მეტრამდე სიმაღლის ჰორსტიანი ადამავის პლატოს მთები (ჩაბალ-მბაბოს მთა), დამძიმებული ახალგაზრდა ლავის საფარით და ჩამქრალი ვულკანების კონუსებით. ამ მთების სამხრეთით მდებარეობენ საძირკვლიანი დენუდაციური პლატოები, რომლებსაც უკავიათ კამერუნის ტერიტორიის დიდი ნაწილი. ადამავის პლატოს ჩრდილოეთით მდებარეობს ამოწეული პლასტური ვაკე, რომელიც დასავლეთიდან ესაზღვრება დაბალი სიმაღლის მანდარის მთებს. ქვეყნის უკიდურესი ჩრდილოეთი უკავია ჩადის ტბის ღრმულის ტბისეულ-აკუმულაციურ დაბლობს, რომელიც იტბორება წვიმიანი სეზონის დროს. კამერუნის უკიდურესი სამხრეთ-აღმოსავლეთი მდებარეობს კონგოს ღრმულის განაპირას.

სასარგებლო წიაღისეული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამერუნში არსებობს ნავთობის და ბუნებრივი აირის საბადოები ატლანტის ოკეანის შელფზე. ქვეყანაში არსებობს სასარგებლო წიაღისეულის სხვა საბადოებიც, აქ მოიპოვება: ბოქსიტები, ოქრო, ნიკელი, მანგანუმი, კობალტი, რკინა, კალა, ტიტანი, ურანი.

ნიადაგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამერუნის ტერიტორიის დიდი ნაწილი დაფარულია წითელ-ყვითელი ფერის ოქსისოლის ნიადაგით, რომელზეც იზრდება ეკვატორული ტყეები. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში გავრცელებულია წითელი ფერის სავანური რკინის ჟანგის შემცველი ნიადაგი. კამერუნის ჩრდილოეთი ნაწილი დაფარულია შავი ფერის ალუვიური და ნაცრისფერი ვერტისოლის ნიადაგით.

ჰიდროლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამერუნის ხშირი და წყალუხვი მდინარეული ქსელი მიეკუთვნება ატლანტის ოკეანის აუზს, უკიდურესი ჩრდილოეთის და ჩრდილო-აღმოსავლეთის გამოკლებით, სადაც მდინარეები ჩაედინებიან ჩადის ტბაში. უდიდესი მდინარე, რომლის აუზიც მთლიანად კამერუნში მდებარეობს კამერუნში, არის სანაგა. მდინარეები, რომელთა სათავე იწყება ადამავის პლატოს მთების ჩრდილოეთ ფერდოებიდან, ჩაედინებიან მდინარე ბენუეში, რომელიც მდინარე ნიგერის მთავარი შენაკადია. მდინარეები, რომლებიც მიედინებიან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ, ჩაედინებიან მდინარე სანგაში, რომელიც ეკუთვნის მდინარე კონგოს აუზს. მდინარეები ლოგონი და შარი ჩადის ტერიტორიაზე მიედინებიან ჩრდილოეთით და კამერუნის ტერიტორიაზე ჩაედინებიან ჩადის ტბის სამხრეთ სანაპიროზე. ჰიდროენერგეტიკული საჭიროებისათვის შექმნილია დიდი წყალსაცავები: მბაკაუ, ლაგდო, ბამენჯინგი.

ქვეყნის უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარეობს ჩადის ტბის სამხრეთი სანაპირო. ქვეყნის დასავლეთში ასევე მდებარეობს ნიოსის ტბა, სადაც 1986 წლის 21 აგვისტოს მოხდა ლიმნოლოგიური კატასტროფა, რომელმაც შეიწირა 1700 ადამიანის სიცოცხლე.[9]

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტყეებს და მეჩხერ ტყეებს უკავიათ კამერუნის ტერიტორიის დაახლოებით ნახევარი. ქვეყნის ტყეებში იზრდება ხეების თითქმის ყველა ტროპიკული სახეობა. ყველაზე უფრო ტიპიურია ფიკუსი, პურის ხე, ევკალიპტი, პალმა. ბევრია ძვირფასი ჯიში, რომლებიც მსოფლიო ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადია, ესენია წითელი ხეების სხვადასხვა სახეობები, როგორებიცაა: აკაჟუ, უტილე (ლათ. Entandrophragma utile), საპელე (ლათ. Entandrophragma cylindricum); აბანოზი, ყვითელი ხე და სხვა, რომლებსაც მოაქვთ ძვირფასი მასალა და სამშენებლო მერქანი. ბევრია ხეების ისეთი ჯიში, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებით მაგარი (მძიმე) მერქანი, მათ შორისაა განთქმული რკინის ხის ერთ-ერთი სახეობა — ფრთოსანი ლოფირა (ლათ. Lophira alata); მისი მერქანი გამოიყენება საპორტე მეურნეობაში და შპლების დასამზადებლად. ქვეყანა გამოირჩევა აფრიკაში ბიომრავალფეროვნების ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაღალი დონით. მცენარეული საფარის სიმჭიდროვე იზრდება ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ: ჩადის ტბიდან დაშორების ზრდასთან ერთად გაუდაბნოებული სავანები იცვლება ტიპიურით, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მათ მაგივრად იზრდება მეჩხერი ტყეები და მარადმწვანე ფოთლოვანი ტყეები, მაგრამ სამხრეთში უკვე ხარობს მარადმწვანე ნოტიო ეკვატორული ტროპიკული ტყეები. კამერუნის მთის ფერდოებზე 3000 მეტრზე მაღლა მდებარე მთის მარადმწვანე ტყეები იცვლება მთის მდელოებით. სანაპიროს გასწვრივ იზრდება მანგროს ტყეები.

კამერუნის ფლორის შემადგენლობაში 9000 სახეობაზე მეტი მაღალი მცენარეა, ფაუნა წარმოდგენილია 1000 სახეობის ფრინველებით, 300 სახეობაზე მეტი ძუძუმწოვრებით, ქვეწარმავლების 200 სახეობით. ტყეებში ბინადრობენ მრავალფეროვანი პრიმატები (ანთარი, გალაგო, პოტო (ლათ. Perodicticus potto), კოლობუსი (ლათ. Colobus), დრილი, შიმპანზე, გორილა), სპილო, ბეჰემოთი, ტყის ანტილოპები (ბონგო, სიტატუნგა). სავანებში საკმაოდ ბევრია: ჟირაფი, აფრიკული კამეჩი, ანტილოპა, შავი მარტორქა, სირაქლემა, მარაბუ, სავათი, გვხვდება ლომი და ჯიქი. მდიდარია წყლის ფაუნა. სანაპირო წყლებში გვხვდება 130 სახეობაზე მეტი თევზი, რომელთა შორისაა ბევრი ძვირფასი სარეწი სახეობა, ასევე ცხრაფეხები, კიბორჩხალები, ლანგუსტები. სანაპირო ზოლის ტყეებში ბინადრობს გოლიათი ბაყაყი — დღეისათვის მცხოვრები ყველაზე უფრო დიდი ბაყაყი. მტკნარი წყლის თევზებით მდიდარია მდინარეების — ვურის, სანაგის, ნიონგის აუზები.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამერუნის რუკა კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით

კამერუნის კლიმატური პირობები განსხვავებულია ქვეყნის სხვადასხვა ნაწილებში. სამხრეთში კლიმატი მუდმივად ნოტიო ეკვატორულია, ცენტრში და ჩრდილოეთში — სუბეკვატორულია, წვიმიანი ზაფხულით და მშრალი ზამთრით (მშრალი სეზონის ხანგრძლივობა სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ იზრდება 4 თვიდან 7 თვემდე). კამერუნის მთის დასავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი ფერდოები — ყველაზე უფრო ნოტიო ადგილებია აფრიკაში (წელიწადში 9655 მმ-მდე ნალექი) და ერთ-ერთი ყველაზე უფრო ნოტიო ადგილი მსოფლიოში.

რეგიონი ყველაზე უფრო თბილი თვის t,
°С
ყველაზე უფრო ცივი თვის t,
°С
ნალექების წლიური რაოდენობა,
მმ
სანაპირო 24—28 (ივლისი-აგვისტო) 22—24 (თებერვალი-მარტი) >3000
ცენტრი 22—24 (აპრილი-მაისი) 20—21 (დეკემბერი-იანვარი) 1500—2000
ჩრდილოეთი 32—33 (აპრილი-მაისი) 26—27 (დეკემბერი-იანვარი) <500

სახელმწიფო წყობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამერუნი რესპუბლიკაა. ქვეყნის კონსტიტუცია მოქმედებს 1972 წლიდან. კამერუნი შედის ერთა თანამეგობრობის შემადგენლობაში, რომელსაც დიდი ბრიტანეთი ხელმძღვანელობს.

სახელმწიფოს მეთაურია — პრეზიდენტი, რომელიც ასევე უმაღლესი მთავარსარდალია. პრეზიდენტს ირჩევენ საყოველთაო არჩევნებში 7 წლის ვადით (არაუმეტეს ორი ვადისა). დღევანდელ პრეზიდენტ პოლ ბიიას კამერუნის პრეზიდენტის პოსტი უწყვეტად უკავია 1982 წლის 6 ნოემბრიდან (პრეზიდენტის ყველაზე ბოლო არჩევნები გაიმართა 2011 წლის ოქტომბერში, რომელშიც კვლავ პოლ ბიიამ გაიმარჯვა).

აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს პრეზიდენტი და მთავრობა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.

საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებს ქვეყნის პარლამენტი. 1996 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად 2013 წლიდან იგი ორპალატიანია. ქვედა პალატა — ეროვნული კრება შედგება 180 დეპუტატისგან, რომლებსაც ირჩევენ 5 წლიანი ვადით და იკრიბებიან სამჯერ წელიწადში.[10] კანონები მიიღება ხმათა უმრავლესობით. ზედა პალატა — სენატი შედგება 100 სენატორისაგან (10-10 ადამიანი თითოეული 10 პროვინციიდან), რომელთაგან 70 სანატორს ირჩევს ამომრჩეველთა კოლეგია, ხოლო 30 სანატორს ნიშნავს პრეზიდენტი.

1961 წლიდან მმართველი პარტიაა — «კამერუნის ხალხის დემოკრატიული მოძრაობა». ყველაზე ბოლო — 2013 წელს ჩატარებული არჩევნების შემდეგ იგი ეროვნულ კრებაში ფლობს 148 ადგილს.

კამერუნის სამართლებლივი სისტემა ძირითადად ემყარება საერთო სამართალზე დაფუძნებულ ფრანგულ სამოქალაქო სამართალს. მოუხედავად იმისა, რომ სასამართლო ხელისუფლება ნომინალურად დამოუკიდებელია, იგი დამოკიდებულია აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემავალ იუსტიციის სამინისტროზე.[11] პრეზიდენტი ნიშნავს მოსამართლეებს ყველა დონეზე.[10] სასამართლო ხელისუფლება ოფიციალურად დაყოფილია ტრიბუნალებად, სააპელაციო სასამართლოებად და უმაღლეს სასამართლოებად. ეროვნული კრება ირჩევს უმაღლესი სასამართლოს 9 წევრს.[12][13]

შეიარაღებული ძალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამერუნის შეიარაღებული ძალები მთლიანობაში აპოლიტიკური ძალაა, სადაც მოქმედებს სამოქალაქო კონტროლი შეიარაღებულ ძალებზე. იგი ტრადიციულად დამოკიდებულია საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სისტემაზე, თუმცა ეს დამოკიდებულება თანდათან კლებულობს, მაგრამ მას პერიოდულად მაინც აქვს ადგილი, რადგანაც ფრანგი სამხედრო მრჩეველები ისევ აქტიურად მონაწილეობენ კამერუნის შეიარაღებული ძალების მომზადებაში. შეიარაღებული ძალები შედგება სახმელეთო ჯარებისაგან, სამხედრო-საჰაერო ძალებისაგან და სამხედრო-საზღვაო ძალებისაგან და მისი რაოდენობა შეადგენს 14 200 ჯარისკაცს. აქედან სახმელეთო ჯარების დაახლოებით 12 500 სამხედრო მოსამსახურე განლაგებულია სამ სამხედრო ოლქში. დაახლოებით 1300 ადამიანი სამხედრო-საზღვაო ძალების შემადგენლობაში ირიცხება. მისი მთავარი სამხედრო შტაბი მდებარეობს ქალაქ დუალაში. 400 სამხედრო მოსამსახურე სამხედრო-საჰაერო ძალების ნაწილებში მსახურობს. დამატებით არსებობს 9000 ადამიანისაგან შემდგარი გასამხედროებული ნაწილი, რომლებიც წარმოადგენენ ქვეყნის ჟანდარმერიას (პოლიცია) ან ასრულებენ დაზვერვით ფუნქციებს.[14]

კამერუნის შეიარაღებული ძალები განლაგებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ნგაუნდერეში. სამხედრო-საჰაერო ძალების ნაწილები იმყოფებიან გარუაში, იაუნდეში, დუალაში და ბამენდაში.

ჩინეთი კამერუნთან აგრძელებს ურთიერთობას სამხედრო სფეროში, რომელიც მოიცავს სამხედრო სტუდენტების მომზადებას. ყოველწლიურად ჩინელი ტექნიკური პერსონალი ეხმარება ქვეყანას სამხედრო გემების შეკეთებაში. ჩინეთი ასევე აწარმოებს კამერუნისათვის სამხედრო იარაღის მიყიდვას.[15]

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციული თვალსაზრისით დღეისათვის კამერუნი დაყოფილია 10 რეგიონად (ფრანგ. régions). რეგიონები ქმნიან 58 დეპარტამენტს (ფრანგ. départements). დეპარტამენტები იყოფიან 327 კომუნად (ფრანგ. communes).

კამერუნის ადმინისტრაციული დაყოფა რეგიონებად
Provinces of Cameroon numbered.svg

რუკაზე
რეგიონები ადმ. ცენტრი ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,[16]
ად. (2005)
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
1 ადამავა ნგაუნდერე 63 701 1 183 551 18,60
2 ცენტრალური რეგიონი იაუნდე 68 953 4 098 592 59,44
3 აღმოსავლეთის რეგიონი ბერტუა 109 002 832 869 7,64
4 უკიდურესი ჩრდილოეთის რეგიონი მარუა 34 263 3 945 168 115,14
5 სანაპირო რეგიონი დუალა 20 248 3 309 558 163,45
6 ჩრდილოეთის რეგიონი გარუა 66 090 2 410 936 36,48
7 ჩრდილო-დასავლეთის რეგიონი ბამენდა 17 300 1 950 667 112,76
8 სამხრეთის რეგიონი ებოლოვა 47 191 745 198 15,79
9 სამხრეთ-დასავლეთის რეგიონი ბუეა 25 410 1 534 232 60,38
10 დასავლეთის რეგიონი ბაფუსამი 13 892 1 906 831 137,26
სულ 466 050 21 917 602 47,03

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მოსახლეობის რაოდენობა — 17 463 836 ადამიანი (2005 წელი),[16][17][18][19][20]
  • წლიური ზრდა — 2,8 % (2005 წელი).
  • ქალაქის მოსახლეობა — 8 514 938 ადამიანი 48,8 % (2005 წელი).
  • სოფლის მოსახლეობა — 8 948 898 ადამიანი 51,2 % (2005 წელი).
  • შობადობა — 36,59 ბავშვი 1000 ადამიანზე (ფერტილობა — 4,1 დაბადებული ერთ ქალზე) (2015 წელი).
  • სიკვდილიანობა — 10,40 % (2015 წელი).
  • ბავშვთა სიკვდილიანობის კოეფიციენტი — 58,51 % (2015 წელი).
  • სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა — 55,02 წელი (2015).
  • საშუალი ასაკი — 19,3 წელი
    • მამაკაცები — 19,2 წელი
    • ქალები — 19,4 წელი (2015 წელი).
  • ასაკობრივი ჯგუფები:
    • 0-14 წელი: 40,8 %
    • 15-64 წელი: 55,9 %
    • 65 წელზე უფროსები: 3,3 % (2015 წელი).
  • განათლება — 67,9 % (77,0 % მამაკაცებში, 59,45 % ქალებში (2004 წლის შეფასება)).
  • შიდსის ვირუსით დაავადება — მოსახლეობის 5,1 % (2007 წელი).

ეთნიკური ჯგუფები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამერუნის ეთნიკური ჯგუფები.

კამერუნის დემოგრაფიული პროფილი საკმაოდ რთულია. ქვეყანაში ცხოვრობს დაახლოებით 250 სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი, რომლებიც შეიძლება დაიყოს 5 დიდ რეგიონალურ კულტურულ ქვეჯგუფად:

კამერუნის ხელისუფლებამ დამოუკიდებლად არსებობის 44 წლის განმავლობაში ჩაატარა მოსახლეობის რაოდენობის ორი აღწერა 1976 და 1987 წლებში. მეორე აღწერის სრული მონაცემები არასდროს არ გამოქვეყნებულა. მესამე აღწერა ჩატარდა 2005 წლის 11 ნოემბერს, მაგრამ მისი სრული შედეგები დღემდე არ არის ცნობილი. მისი პირველი შედეგები გამოქვეყნდა 2010 წელს.[21]

ხალხი The World Factbook, CIA[22]
მთიანეთის ხალხი 31 %
სამხრეთ ბანტუს ხალხი 19 %
კირდი 11 %
ფულბე 10 %
ჩრდილო-დასავლეთის ბანტუს ხალხი 8 %
აღმოსავლეთის ხალხი 7 %
სხვა აფრიკელი ხალხი 13 %
არააფრიკელები <1 %
ხალხი Université
Laval
ბამილეკე და ბამუმი 24,5 %
ფანგი ან ბეტი-პაჰუინის ტომები (ეტონი, ევონდო და ბენე, ბულუ, ფონგი, მანგისა) 18,6 %
დუალა, ლუნდუ და ბასა 14,7 %
ფულბე 9,6 %
ტიკარი 3,4 %
მანდარა 5,7 %
მაკა 4,9 %
ჩამბა 2,4 %
მბუმი 1,3 %
ჰაუსა 1,2 %

ენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამერუნში დაახლოებით 250 ენაზე ლაპარაკობენ.[23] ისინი მოიცავენ 55 აფრაზიულ, 2 ნილო-საჰარულ, 4 უბანგიურ და 169 ნიგერ–კონგოს ენებს. ნიგერ–კონგოს ენათა ჯგუფი იყოფა სენეგამბიურ (ფულბე), 28 ადამავის და 142 ბენუე–კონგოს ენებად (აქედან 130 ბანტუს ენებია). ფრანგული და ინგლისური ოფიციალური ენებია. დღევანდელი კამერუნი 1916 წლიდან 1960 წლამდე იყო საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის კოლონია და აქედან გამომდინარე ქვეყნის 10 რეგიონიდან 8 რეგიონში სხვადასხვა ეთნიკურ მოსახლეობაში ურთიერთობის ენა ფრანგულია, რაც შეადგენს ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 83 %-ს, ხოლო 2 რეგიონში ინგლისურია, რაც შეადგენს 17 %-ს. ინგლისურენოვანი მოსახლეობის რაოდენობა მუდმივად კლებულობს, 1976 წელს არსებული 21 % 1987 წელს შემცირდა 20 %-მდე, 2005 წელს 17 %-მდე და 2015 წლის შეფასებით 16 %-მდე (მოსახლეობის მეოთხე საყოველთაო აღწერა უნდა ჩატარებულიყო 2015 წელს[24]).[25]

ქვეყანა ცდილობს იყოს ორენოვანი, მაგრამ რეალობაში საკმაოდ ცოტა კამერუნელი ლაპარაკობს ფრანგულ და ინგლისურ ენებზე. ხელისუფლებამ გახსნა რამდენიმე ორენოვანი სკოლა, რათა მოსახლეობის ახალგაზრდობისთვის სტიმული მიეცა ორივე ენის თანაბრად ცოდნისა.[26] კამერუნი ერთა თანამეგობრობის და ფრანკოფონიის წევრია. გერმანული ქვეყნის ოფიციალური ენა იყო გერმანული კოლონიალური ბატონობის პერიოდში, პირველი მსოფლიო ომის დასასრულამდე, დღეისათვის იგი ფრანგულმა და ინგლისურმა ენებმა პრაქტიკულად მთლიანად განდევნეს. მაგრამ მისი შესწავლა უცხო ენის სახით დღესაც საკმაოდ პოპულარულია მოსწავლეებში და სტუდენტებში, 2010 წელს ქვეყანაში დაახლოებით 300 000 ადამიანი სწავლობდა ან ლაპარაკობდა გერმანულად. დღეისათვის კამერუნი ეკუთვნის იმ აფრიკის ქვეყნებს, სადაც გერმანულ ენაზე ყველაზე უფრო მეტი ადამიანი საუბრობს.[27]

ქვეყნის ინგლისურენოვან ჩრდილო-დასავლეთის და სამხრეთ-დასავლეთის რეგიონებში მოსახლეობის უმრავლესობა ლაპარაკობს კამერუნულ პიჯინ ინგლიშის ენაზე (ინგლ. Cameroonian Pidgin English), როგორც ლინგვა ფრანკა.[28] ფულანი ასრულებს იგივე ფუნქციას ჩრდილოეთში, ხოლო ევონდო ცენტრალურ, სამხრეთის და აღმოსავლეთის რეგიონებში.[29] Camfranglais (ან Frananglais) — შედარებით ახალი კრეოლური ენაა, რომელიც გაჩნდა ქალაქებში და იმ ადგილებში, სადაც ინგლისურენოვანი და ფრანგულენოვანი კამერუნელები ერთმანეთს ხვდებიან და ურთიერთობენ. პოპულარული მომღერლები იყენებენ ჰიბრიდულ ენებს საკუთარი პოპულარობის ასამაღლებლად.[30]

სმენის არმქონე და სმენადაქვეითებულთა განათლება კამერუნში ხდება ამერიკული ჟესტის ენების გამოყენებით, რომელიც გამოიგონა სმენის არმქონე ამერიკელმა მისიონერმა ენდრიუ ფოსტერმა.

კამერუნის მკვიდრი მოსახლეობის მშობლიურ ენებზე ცოტაა სატელევიზიო და რადიო გადაცემები, ლიტერატურაც საკმაოდ მცირერიცხოვანია. მიუხედავად ამისა, ბევრია კამერუნის სხვადასხვა ენების ალფავიტი ან დამწერლობის სხვა სისტემები, საკმაოდ აქტიურობენ ქრისტიანული მისიონერული საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებმაც გადათარგმნეს ბიბლია, ქრისტიანული საგალობლები და სხვა მასალები. კამერუნის ენების საერთო ალფავიტი შემუშავდა 1970-იანი წლების ბოლოს, როგორც ორთოგრაფიული სისტემა კამერუნის ყველა ენისათვის.

XX საუკუნის დასაწყისში ბამუმის სულთანმა იბრაჰიმ ნჯოიამ საკუთარი ხალხისათვის შექმნა ბამუმის ორიგინალური დამწერლობა.[29]

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამერუნის მოსახლეობაში ძირითადად გავრცელებულია ქრისტიანობა, ისლამი და აფრიკული ტრადიციული რელიგია. ქვეყანაში ქრისტიანული ეკლესიები და სხვადასხვა კონფესიის ისლამური ცენტრები თავისუფლად ფუნქციონირებენ კამერუნის არსებობის პერიოდში, აფრიკული ტრადიციული რელიგიის მიმდევრები, რომლებიც ჯერ კიდევსაკმაო რაოდენობისაა, ისტორიულად ლოცულობენ თავიანთ საკულტო ნაგებობებში და ტაძრებში.[31] მოსახლეობის დაახლოებით 70 % ქრისტიანია,, 19 % მუსლიმია და 10 % აფრიკული ტრადიციული რელიგიის მიმდევარი.[31] სხვა რელიგიურ ჯგუფებს, რომლებსაც შეადგენენ 1 %-ზე ნაკლები მოსახლეობა, მიეკუთვნებიან ორთოდოქსი იუდეველები, ბაჰაისტები და პირები, რომლებიც საკუთარ თავს არც ერთ რელიგიას არ მიაკუთვნებენ.[31] ქრისტიანული მოსახლეობა იყოფა კათოლიკებს (ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 32,4 %), პროტესტანტებსა (30,3 %) და სხვა ქრისტიანულ კონფესიებს შორის (იეჰოვას მოწმეების ჩათვლით) 6 %.[31] მუსლიმების დიდი უმრავლესობა სუნიტია, რომლებიც ეკუთვნიან მალიქის მაზჰაბის სკოლას, დაახლოებით 12 % აჰმადიის მიმდევარია და 3 % შიიტია.[32] ქრისტიანები და მუსლიმები ცხოვრობენ კამერუნის ყველა რეგიონში, თუმცა ქრისტიანების დიდი ნაწილი პირველ რიგში განლაგებულია ქვეყნის სამხრეთ და დასავლეთ რეგიონებში. სამი ჩრდილოეთი რეგიონის მოსახლეობაში, გავრცელებული ვარაუდებისგან განსხვავებით, ქრისტიანები და მუსლიმები დაახლოებით თანაბარი რაოდენობით ცხოვრობენ. ქვეყნის ჩრდილოეთში მცხოვრები ყველა ტომის ხალხი არ მიეკუთვნება მუსულმანურ სარწმუნოებას, განსაკუთრებით ჩრდილოეთის რეგიონში და უკიდურესი ჩრდილოეთის რეგიონში, სადაც ცხოვრობენ ტომები, როგორებიცაა ტუპური, მუნდანგი, მპე, მასა და სხვა. მუსლიმები მთლიანად თავმოყრილები არიან ქვეყნის ადამავის რეგიონში. არსებობს მნიშვნელოვანი შიდა მიგრაცია. დიდ ქალაქებში მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ქრისტიანიცაა და მუსულმანიც, ეკლესიები და მეჩეთები ხშირად მდებარეობენ ერთმანეთის გვერდით.

ქვეყნის დასავლეთში მდებარე ორ ინგლისურენოვან რეგიონში (ჩრდილო-დასავლეთის რეგიონი და სამხრეთ-დასავლეთის რეგიონი) მოსახლეობის დიდი ნაწილი პროტესტანტია, სამხრეთში და დასავლეთში მდებარე ფრანგულენოვანი რეგიონები ძირითადად კათოლიკებით და პროტესტანტებითაა დასახლებული.[31] ჩრდილოეთის რეგიონებში, სადაც ლოკალურად დომინირებს მუსლიმი ფულბეს ეთნიკური ჯგუფი, მოსახლეობის მთლიანი რაოდენობა საკმაოდ თანაბრადაა განაწილებული ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის.[31] დასავლეთის რეგიონში მცხოვრები ბამუნის ხალხი ძირითადად მუსლიმია.[31] აფრიკული ტრადიციული რელიგია გავრცელებულია მთელი ქვეყნის სოფლის რაიონებში, მაგრამ ქალაქებში მას ყველას დასანახად არ იყენებენ.[31]

ქვეყანაში ცხოვრობს დაახლოებით 4000 ბაჰაისტი.[33] 2001 წლისთვის ბაჰაისტების ეროვნული სასულიერო კრება დარეგისტრირებულია კამერუნის ხელისუფლების მიერ, როგორც ერთ-ერთი არაქრისტიანული უცხოური რელიგია.[34] ქვეყანაში არსებობს იუდეველთა საკმაოდ მცირერიცხოვანი პოპულაცია, რომლებსაც აქვთ საკმაოდ გამართული კავშირი უფრო ფართე მსოფლიო იუდეველთა თემთან. დღეისათვის კამერუნში დაახლოებით 50 კაციანი თემი აღასრულებს იუდაიზმის ზოგიერთ ფორმას.[35] ინდუიზმი — სარწმუნოება, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია ზოგიერთ სამხრეთ აზიელ მიგრანტებს შორის. ქვეყნის კონსტიტუცია ითვალისწინებს რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლებას და ხელისუფლება პატივს სცემს ამ უფლებას პრაქტიკაშიც.[31] მთლიანობაში ქვეყანა ხასიათდება მაღალი ხარისხის რელიგიური ტოლერანტობით.[31]

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამერუნი — განვითარებადი აგრარულ-ინდუსტრიული ქვეყანაა. მრეწველობის ძირითადი დარგებია: ნავთობის და ნავთობგადამამუშავებელი, ხისგადამამუშავებელი, ალუმინის და ცემენტის ქარხნები, საფეიქრო წარმოება. ტრანსპორტირკინიგზა და საავტომობილო, საზღვაო. ზღვის დიდი პორტებია — დუალა და კრიბი. სამდინარე პორტი — გარუა.

1960-იანი წლებიდან დაწყებული, როდესაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქვეყანაში შეიმჩნევა ეკონომიკის მდგრადი განვითარების ტენდენცია, რაც განსაკუთრებით გაძლიერდა 1970-იანი წლების დასაწყისში, როდესაც დაიწყო ნავთობის საბადოების დამუშავება.

1997 წელს მომპოვებელი მრეწველობის წილი შეადგენდა მთლიანი შიდა პროდუქტის 20 %-ს, გადამამუშავებელი მრეწველობის — 10 %-ს. მთლიანობაში კამერუნი რჩება აგრარულ ქვეყნად. სოფლის მეურნეობაში დაკავებულია მოსახლეობის დაახლოებით 70 %, რასაც მოაქვს საექსპორტო შემოსავლების 40 % და შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის 41 %-ს და 1997 წელს განისაზღვრებოდა 9,2 მილიარდი ამერიკული დოლარით. საკვები პროდუქტების წარმოება იზრდებოდა უფრო ჩქარი ტემპებით, ვიდრე მოსახლეობა. 1994 წლიდან 1996 წლამდე სამომხმარებლო პროდუქტების წარმოების მოცულობის ინდექსი გაიზარდა 83-დან 114-მდე. კამერუნი მთლიანად უზრუნველყოფს საკუთარ თავს საკვები პროდუქტებით. დამუშავებული მიწების წილი შეადგენს ქვეყნის ფართობის 15 %-ს.

კამერუნის ეკონომიკურ განვითარებაში მთავარ როლს თამაშობს კერძო უცხოური, ძირითადად ფრანგული, ინვესტიციები. უცხოელი ინვესტორები აფინანსებდნენ სამრეწველო საწარმოების მშენებლობას, მათ შორის ალუმინის ქარხანას ედეაში.

ედეის ადგილობრივი ელექტროსადგური ელექტროენერგიით უზრუნველყოფს თითქმის მთელ კამერუნს, თანაც ალუმინის ადგილობრივი კომბინატი მოიხმარს გამომუშავებული ენერგიის თითქმის ნახევარს. ელექტროენერგიის წარმოება: 2,6 მილიარდი კვტ/სთ წელიწადში.

მრეწველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მრეწველობის სფერო მოიცავს მომპოვებელ დარგს, მშენებლობას და ხელნაკეთებს, შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 20,1 %-ს, მაგრამ იყენებს უფრო ნაკლებ მომუშავეთა რაოდენობას, ვიდრე ეკონომიკის სხვა სექტორები. ХХ საუკუნის ბოლოს არსებული მდგომარეობით კამერუნის მრეწველობა ორიენტირებულია ნედლეულის გადამუშავებაზე. მოქმედებს «Alucam»-ის ალუმინის მსხვილი კომბინატი, რომელიც მდებარეობს ედეაში (მუშაობს გვინეიდან ჩამოტანილ ნედლეულზე).

ქვეყანაში მუშაობს ცელულოზა-ქაღალდის კომბინატი, ქიმიური ფაბრიკა, რომელიც მოიხმარს ადგილობრივ ნედლეულს (კაუჩუკის წვენს), სასუქის ქარხანა, ტყავის მწარმოებელი ქარხანა, მსუბუქი და კვების მრეწველობის რამდენიმე საწარმო, სამშენებლო მასალების მწარმოებელი ქარხანა, ლიმბეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.

მერქნის წარმოება თითქმის მთლიანად ორიენტირებულია ექსპორტზე. ყოველწლიურად აწარმოებენ 2 მილიონ მ³ მერქანზე მეტს, უპირატესად ძვირფას ჯიშებს. თვითონ კამერუნში ტყე ძირითადად გამოიყენება, როგორც საწვავი (მერქნის მცირე ნაწილი გამოიყენება ადგილობრივ მშენებლობებში). ნავთობის საბადოების გახსნით საწვავის შესყიდვა უცხოეთში შეწყდა.

ნავთობისა და ბუნებრივი აირის წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამერუნმა 1977 წელს დაიწყო ნავთობის მოპოვება საკუთარი სანაპიროს შელფზე. 1985 წლიდან დაწყებული მისი ყოველწლიური მოპოვება თანდათან მცირდებოდა და ეს პროცესი გრძელდებოდა, რადგან მისი არსებული მარაგი ამოიწურა. 2001 წელს მოპოვებამ შეადგინა 76 600 ბარელი დღე-ღამეში (12 180 მ³/დღ-ღ.), როცა 1999 წელს იგი შეადგენდა 100 000 ბარელს დღე-ღამეში (16 000 მ³/დღ-ღ.). მიუხედავად ამისა ქვეყანა სუბსაჰარულ აფრიკაში მეექვსეა მსოფლიოში ნაწარმოები ნავთობის რაოდენობის მიხედვით, რომელიც 2003 წელს მოიპოვებდა 67 000 ბარელს დღე-ღამეში (10 700 მ³/დღ-ღ.) და რომლის ნავთობის მარაგი 2004 წლის 1 იანვრის ენერგეტიკის საინფორმაციო ადმინისტრაციის (EIA) მონაცემებით შეფასებული იყო 400 მილიონ ბარელად (64×106 მ³). საბადოს დამუშავება და მოპოვება დაიწყო კრიბი-კამპოს აუზში 1990-იანი წლების შუა პერიოდში და ებომეს ველებზე 1996 წელს. 2002 წლის მდგომარეობით, ძირითადი მომპოვებლები იყვნენ კომპანიები "ExxonMobil", "Royal Dutch Shell" და "Total S.A." ნავთობის მოპოვების სექტორი იმყოფება ეროვნული ნავთობკომპანიის — Société nationale des hydrocarbures-ის მმართველობის ქვეშ.

მიმდინარეობს მუშაობა დობის აუზის ნავთობის საბადოს განვითარებაზე და კამერუნსა და ჩადს შორის მილსადენის მშენებლობაზე, მსოფლიო ბანკის $93 მილიონიანი დოლარის კრედიტის დახმარებით. კამერუნი და ნიგერია დავობს პოტენციურად ნავთობით მდიდარი ბაკასის ნახევარკუნძულის კუთვნილებაზე. 2002 წლის ოქტომბერში გაეროს საერთაშორისო სასამართლომ ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანა კამერუნის სასარგებლოდ. 2001 წელს კამერუნში ნავთობის მოხმარებამ შეადგინა 22 000 ბარელი დღე-ღამეში (3500 მ³/დღ-ღ.).

ქვეყანას სავარაუდოდ გააჩნია ბუნებრივი აირის დიდი მარაგი, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი არ გამოიყენება. ენერგეტიკის საინფორმაციო ადმინისტრაციის (EIA) მონაცემებით, 2004 წლის 1 იანვრის მონაცემებით კამერუნის ბუნებრივი აირის მარაგი შეადგენს 3,9 მილიარდ კუბურ ფუტს (110×106 მ³). Engie-თან თანამშრომლობით Société nationale des hydrocarbures გეგმავს ააშენოს ბუნებრივი აირის ქარხანა.[36]

ენერგეტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენერგეტიკა კამერუნში დიდი პოტენციალის მქონე განვითარებადი დარგია, განსაკუთრებით მისი ჰიდროენერგეტიკული სფერო. კამერუნის ელექტროენერგიის შერეული წარმოებით მიღებული 1,292 მგვტ-ის ჯამური დადგენილი სიმძლავრის 57 %-ს შეადგენს ჰიდრავლიკური საშუალებები, 21 %-ს შეადგენს ბუნებრივი აირის საშუალებები, 10 %-ს შეადგენს მსუბუქი ნავთობპროდუქტების საშუალებები და 13 %-ს შეადგენს მაზუთი.[37]

კამერუნში ჰიდროენერგეტიკული რესურსები ყველაზე უფრო ნაკლებად აუთვისებელი ენერგიის წყაროა, რომლის ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან ერთად, აფრიკაში ითვლება ყველაზე უფრო მძლავრად. პირველ რიგში ელექტროენერგია გამომუშავდება მდინარე სანაგის ორ ჰიდროელექტროსადგურზე. ამ ჰიდროელექტროსადგურების სიმძლავრეების თითქმის 60 % მიდის ედეის ალუმინის ქარხანაში. 2002 წელს კამერუნის ელექტროსიმძლავრე შეადგენდა 810 მვტ-ს, ამავე წელს გამომუშავებული ელექტროენერგია შეადგენდა 3,249 მილიარდ კვტ/სთ-ს, რომლის დაახლოებით 90 % მოდიოდა ჰიდროენერგეტიკაზე და მოპოვებულ საწვავზე. 2002 წელს ხარჯი შეადგენდა 3,022 მილიარდ კვტ/სთ-ს. 1980-იან წლებში ჰიდროელექტროსადგური გაფართოვდა მდინარე სანაგაზე აგებული დამატებითი კომპლექსის (სონგ-ლულუ) და მდინარე ბენუეზე აშენებული 72 მვტ-იანი გენერატორის (აშენებული ჩინეთის დახმარებით) ხარჯზე.

სასარგებლო წიაღისეული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამერუნში არსებობს ბოქსიტების, რკინის, კობალტის, ნიკელის და მანგანუმის მნიშვნელოვანი მარაგი, მაგრამ დღეისათვის მათი დაზვერვის და მოპოვების სამუშაოები აქტიურად არ ტარდება.

უკანასკნელ წლებში ხელისუფლებამ დადო შეთანხმებები ჩინეთთან, ასევე Géovic-ის და Sundance Ressources-ის კომპანიებთან ზოგიერთი ამ ნედლეულის ექსპლოატაციაზე ადამავის, აღმოსავლეთის და ჩრდილოეთის რეგიონებში.

ნკამუნის რაიონში არსებობს კობალტის, ნიკელის და მანგანუმის საბადოები. მისით დაინტერესებულია ამერიკული სამთომომპოვებელი კომპანია Geovic Mining Corp.[38]

ხე-ტყის მეურნეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შედარებით უკეთესადაა განვითარებული ხე-ტყის მეურნეობა: არსებობს ბევრი ძვირფასი ხის ჯიშები — ფრთიანი ლოფირა (ლათ. Lophira alata), ნაუკლეა დიდერიხი (ლათ. Nauclea diderrichii), ამერიკული წითელი ხე. ტყეების გაჩეხვამ ქვეყნის ზოგიერთ რაიონში გამოიწვია გაუდაბნოება — 1990 წლიდან 2000 წლამდე პერიოდში ტყის ფართობი შემცირდა 222 ათასი ჰექტრით.

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამერუნი მდებარეობს მის ტერიტორიაზე გამავალი ტრანს-აფრიკული საავტომობილო გზების სამი მარშრუტის გადაკვეთის საკვანძო წერტილში:

კამერუნის მდებარეობა საავტომობილო მაგისტრალების ქსელის ცენტრში ნიშნავს, რომ ქვეყანას გააჩნია დიდი პოტენციალი რეგიონალურ ვაჭრობაში. ზოგიერთი შედარებით კარგ მდგომარეობაში მყოფი ფასიანი ავტოგზების გამოკლებით, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებს მსხვილ ქალაქებს, დანარჩენი ავტოგზები იმყოფებიან ცუდ მდგომარეობაში და ცუდი ამინდის შემთხვევაში ისინი გაუვალი ხდება.

  • საერთო სიგრძე: 50 000 კმ
  • ასფალტირებული: 5000 კმ
  • გრუნტიანი: 45 000 კმ (2004 წელი)
კამერუნის რკინიგზის ხაზები.

პირველი რკინიგზის ხაზი ბონაბერი — ნკონგსამბა, სიგრძით 159 კმ, აშენდა 1909 წელს. რკინიგზის საერთო სიგრძე შეადგენს 987 კმ-ს (2014 წელი)[39], ლიანდაგის სიგანე 1000 მმ, რკინიგზის ხაზი ერთლიანდაგიანია. გამოყენებულია რელსები, რომლის ერთი გრძივი მეტრის მასაა — 30 და 36 კგ, შპლები ხის და ფოლადისაა. სალოკომოტივო პარკი — თბომავლები.

რკინიგზა ერთმანეთთან აკავშირებს ქვეყნის სამხრეთისა და ჩრდილოეთის რეგიონებს. ფრანგული Bolloré-ის შვილობილი კომპანია "Camrail" ახორციელებს რკინიგზის ტექნიკურ მომსახურებას და ახალი ხაზების მშენებლობას. 2005 წელს კომპანია "Camrail"-ის ბრუნვა შეადგენდა 60 მილიონ ამერიკულ დოლარს. კომპანიაში დასაქმებულია 2700 თანამშრომელი და მისი ფინანსური მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელია

კამერუნისთვის დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს სარკინიგზო მონაკვეთს დუალიდან ნგაუნდერემდე. ძირითადი ტვირთები: ნავთობპროდუქტები, ცემენტი, ბამბა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტები.

დღეისათვის კამერუნის რკინიგზა არ უკავშირფება არც ერთი მეზობელი ქვეყნის რკინიგზებს, თუმცა არსებობს მათი მშენებლობის გეგმები. ასევე ნავარაუდევია ქვეყნის შიგნით რკინიგზის ქსელის გაფართოება. 2010 წლის დეკემბერში სამხრეთ კორეულმა კონსორციუმმა გამოთქვა სურვილი კამერუნში აეშენებინა ახალი რკინიგზის ხაზები.[40]

კამერუნის მოქმედი საზღვაო პორტებიდან დუალის პორტი ყველაზე უფრო დატვირთული და მთავარია. მის გარდა ქვეყანაში ფუნქციონირებენ პატარა პორტებიც. კრიბის პორტი ძირითადად გამოიყენება მერქანის ექსპორტისათვის, ხოლო ლიმბეს პორტი გამოიყენება მხოლოდ პალმის ზეთის ექსპორტისათვის. მდინარე ბენუეზე მდებარე პორტი გარუა მთავარი სამდინარე პორტია, მაგრამ მისი აქტიური მუშაობა მიმდინარეობს მხოლოდ ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით. 2005 წელს კამერუნის სავაჭრო ფლოტი შედგებოდა ერთი ნავთობტანკერისაგან, საერთო ჯამში 169 593 რეგისტრირებული ტონა (GRT).

ქვეყანაში სანაოსნო სიგრძეა 2090 კმ. ნაოსნობა ძირითადად მიმდინარეობს მდინარე ბენუეზე, განსაკუთრებით წვიმების სეზონის დროს.

მთავარი საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს ქალაქ დუალაში, ხოლო საშუალო სიდიდის საერთაშორისო აეროპორტი დედაქალაქ იაუნდეში. 2014 წლის მაისის მდგომარეობით კამერუნს გააჩნია რეგულარული საერთაშორისო საჰაერო კავშირი პრაქტიკულად ყველა დიდ საერთაშორისო აეროპორტთან დასავლეთ აფრიკაში და სამხრეთ-დასავლეთ აფრიკაში, ასევე ევროპის და აღმოსავლეთ აფრიკის რამდენიმე საერთაშორისო აეროპორტთან.

2008 წელს არსებობდა 34 აეროპორტი, რომელთაგან მხოლოდ 10-ს გააჩნია ბეტონის ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი.

  • ბეტონის ასაფრენ-დასაჯდომ ზოლიანი აეროპორტები
    • ჯამი: 10
    • 3047 მეტრზე მეტი: 2
    • 2438 მეტრიდან 3047 მეტრამდე: 4
    • 1524 მეტრიდან 2437 მეტრამდე: 3
    • 914 მეტრიდან 1523 მეტრამდე: 1 (2008 წელი)
  • გრუნტის ასაფრენ-დასაჯდომ ზოლიანი აეროპორტები
    • ჯამი: 24
    • 1524 მეტრიდან 2437 მეტრამდე: 4
    • 914 მეტრიდან 1523 მეტრამდე: 14
    • 914 მეტრამდე: 6 (2008 წელი)

კამერუნის მილსადენების საერთო სიგრძეა 889 კმ (2008 წელი)

სოფლის მეურნეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველაზე უფრო მთავარი სავაჭრო კულტურებია: კაკაო, ყავა, ბამბა, ბანანი, კაუჩუკი, პალმის ზეთი და არაქისი. მთავარი საკვები კულტურებია: ავოკადო, ბრინჯი, ტარო, ბანანი, მანიჰოტი, სიმინდი, ფეტვი და შაქრის ლერწამი.

სოფლის მეურნეობაში დაკავებულია ქვეყნის შრომისუნარიანი მოსახლეობის 70 % (2001 წელი)[39], მისი წილი მთლიან შიდა პროდუქტში შეადგენს დაახლოებით 22 %-ს. 7,5 მილიონი ჰექტარი დასამუშავებელი მიწის ნაკვეთებიდან მუშავდება 3 მილიონი ჰექტარი. მიწის მესამედი დაკავებულია საექსპორტო პლანტაციური კულტურებით — კაკაო (125 ათასი ტონა), ყავა (78 ათასი ტონა), ბამბა, ჩაი, ჰევეა. მეცხოველეობა სუსტადაა განვითარებული.

ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამერუნში ტურიზმის დარგი ვითარდება. 1970-იანი წლებიდან დაწყებული კამერუნის ხელისუფლებამ, ამ დარგის გასავითარებლად, ჩამოაყალიბა ტურიზმის სამინისტრო და მოიზიდა ინვესტიციები ავიაკომპანიების, ოტელების და ტურისტული სააგენტოების შესაქმნელად. ხელისუფლება ქვეყანას უქმნის "მინიატურული აფრიკის" სახეს, რასაც ხელს უწყობს კლიმატის, კულტურის და გეოგრაფიის მრავალფეროვნება. ქვეყნის ველური ბუნება იზიდავს მოგზაურობისა და ველურ ცხოველებზე ნადირობის მოყვარულებს. ტურისტული სექტორის შემდგომ გაფართოებას ხელს უშლის ცუდი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და სახელმწიფო სექტორში მომუშავე კორუმპირებული პირები, რომლებიც ხშირად ტურისტებისგან თანხებს ითხოვენ.

სახელმწიფო პროგრამები ტურისტული დარგის გასავითარებლად დაიწყო 1974 წლის 3 დეკემბერს, როდესაც პრეზიდენტმა აჰმადუ აჰიჯომ გამოსცა ბრძანება ტურისტული სექტორისათვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებისა[41] და ტურიზმის გენერალური კომისარიატის შექმნის შესახებ.[42] 1975 წლის 28 ივნისს აჰმადუ აჰიჯომ ავიაკომპანიების, ოტელების და ტურისტული სააგენტოების შექმნისათვის კერძო ინვესტიციების მოსაზიდად აღადგინა ტურიზმის გენერალური დელეგაცია.[41] დელეგაცია აქვეყნებს ტურისტულ ლიტერატურას და ავრცელებს ქვეყნის ტურისტულ რეკლამებს.[42] აჰმადუ აჰიჯომ და ქვეყნის შემდგომმა პრეზიდენტმა პოლ ბიიამ ქვეყანაში გამოყვეს რამდენიმე ნაკრძალი ტურისტული ზონების გასაფართოვებლად. პოპულარულ ტურისტულ ადგილებამდე მისასვლელად დაიწყო რკინიგზების, ავტოგზების და საჰაერო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარება.[41]

კამერუნში ტურისტული ინფრასტრუქტურა მუდმივად ვითარდება. 1960 წელს ქვეყანაში ფუნქციონირებდა 37 ოტელი 599 ნომრით, ხოლო 1976 წელს უკვე არსებობდა 203 სასტუმრო 3229 ნომრით. 1980 წელს ქვეყანას უკვე ჰქონდა ოტელები 7500 ნომრით. მიუხედავად ამისა, ამ ნომრების უდიდესი რაოდენობა თავმოყრილი იყო ორ დიდ ქალაქში — დუალაში და იაუნდეში.[42] 1971 წელს კამერუნი მოინახულა 29 500 ტურისტმა. 1975 წელს ეს რიცხვი გაიზარდა 100 000 ტურისტამდე, ხოლო 1980 წელს 130 000 ტურისტამდე. ქვეყნის სტუმრების უმრავლესობა ჩამოდიან საფრანგეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან და კანადიდან. ბიზნეს-ტურიზმი კამერუნის ტურიზმის ერთ-ერთი მსხვილი შემადგენელი სეგმენტია.[43] 1990-იანი წლებიდან დაწყებული ტურისტულმა დარგმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.[41]

ტურისტებს კამერუნში ხშირად მთელი რიგი წინაღობების გადალახვა უწევთ. საკმაოდ რთულია ფოტოგრაფირება, რადგანაც კამერუნელები ხშირად უკმაყოფილებას გამოთქვამენ, როდესაც ტურისტები სურათებს უღებენ ისეთ ნივთებს, რომლებსაც გარეშე პირები უცნაურად აღიქვავენ ან ეს სურათები კამერუნს უარყოფით სახეს უქმნიან. ხელისუფლება კრძალავს ყველა ფოტოგრაფიას, სადაც ასახულია სახელმწიფო შენობები და პირები, აეროპორტები, ხიდები და ბაზრები.[44]

ტურისტების მკურნალობა ქვეყანაში შესამჩნევად გამოსწორდა. იშვიათი გახდა ქვეყანაში შემოსვლისას ტურისტების ხანგრძლივი და დეტალური შემოწმება.[45] დღემდე პოლიცია და ჟანდარმერია უცხოელ ტურისტებს ბრალს დებს შპიონაჟში ან ხალხის დაქირავების საქმიანობაში.[44] ეს განსაკუთრებით ეხებათ იმ ტურისტებს, რომლებიც სტუმრობენ მთავარ ტურისტულ მარშრუტებს ან უპირატესობას აძლევენ იაფ საცხოვრებლებს და საზოგადოებრივ ტრანსპორტს (მაგალითად მინი-ავტობუსებს). პოლიციელები და ჟანდარმები უცხოელ ტურისტებს ხშირად დასდევენ ქრთამის ასაღებად.[45]

საგარეო ვაჭრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ექსპორტი: 5,283 მილიარდი დოლარი (2015 წელი).[39]

ექსპორტი დარგები: ნავთობი, მერქანი, კაკაო, ალუმინი, ყავა, ბამბა.

ძირითადი მყიდველები:ესპანეთი — 13,9 %, ჩინეთი — 12 %, ინდოეთი — 10,1 %, იტალია — 8,1 %, ნიდერლანდები — 8 %, ბელგია — 5,1 %, საფრანგეთი — 4,5 %, ნორვეგია — 4,5 %, დიდი ბრიტანეთი — 4,3 % (2014 წელი)[39]

იმპორტი: 6,159 მილიარდი დოლარი (2015 წელი).[39]

იმპორტის დარგები: მანქანები, სატრანსპორტო მოწყობილობები, ელექტრომოწყობილობები, საწვავი, საკვები პროდუქტები.

ძირითადი მომწოდებლები: ჩინეთი — 26,2 %, ნიგერია — 12 %, საფრანგეთი — 11,8 %, ბელგია — 4,9 %, აშშ — 4,2 % (2014 წელი)[39]

სოციალური სფერო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განათლების დონე რეგიონების მიხედვით %-ში
  90-100
  80-90
  70-80
  60-70
  50-60
  40-50
  below 40

2010 წლის შეფასებით განათლების დონე კამერუნში შეადგენს 75,02 %-ს (მამაკაცები — 81,15 %, ქალები — 68,9 %). ბავშვების უმრავლესობას აქვს სახელმწიფო სკოლებში სწავლის შესაძლებლობა, სადაც იგი უფრო იაფია, ვიდრე კერძო და რელიგიურ სასწავლებლებში. განათლების სისტემა წარმოადგენს ბრიტანული და ფრანგული სისტემების ნარევს.

კამერუნს აქვს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაღალი მაჩვენებელი აფრიკაში მოსწავლეების სკოლაში დასწრების მხრივ. გოგოები უფრო იშვიათად დადიან სკოლაში, ვიდრე ბიჭები, რისი მიზეზებიცაა კულტურული ტრადიციები, საშინაო მოვალეობები, ადრეული ქორწინებები, ორსულობა და სექსუალური ძალადობა. სკოლებში დასწრება სამხრეთის რეგიონებში უფრო მაღალია, რისი ერთ-ერთი მიზეზია ქვეყნის რეგიონებში მასწავლებლების არაპროპორციული რაოდენობა, რის გამოც სკოლებს ჩრდილოეთის რეგიონებში ქრონიკულად არ ჰყოფნის მასწავლებლების რაოდენობა.[46]

კამერუნში სკოლებში დასწრება ასევე დამოკიდებულია ბავშვთა შრომაზე. აშშ-ის შრომის სამინისტროს მონაცემებით 5-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვთა 56 % სამუშაოთია დაკავებული და 7-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვთა თითქმის 53 % სწავლასთან ერთად მუშაობითაც იყვნენ დაკავებულები.[47] 2014 წლის დეკემბერში, შრომის საერთაშორისო ბიუროს მონაცემებით, იმ ქვეყნების სიაში, სადაც პროდუქტების შექმნაში იყენებდნენ ბავშვების შრომას ან იძულებით შრომას, მოხსენებული იყო კამერუნი, სადაც ბავშვებს ამუშავებდნენ კაკაოს მოსაყვანად.[48]

ჯანდაცვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამერუნში სამედიცინო მომსახურების სფერო საკმაოდ დაბალია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ქვეყანაში მხოლოდ ერთი ექიმია თოთოეულ 5000 ადამიანზე.[49] ფინანსების შემცირების გამო ჯანდაცვის სისტემაში მუშაობს მცირერიცხოვანი პროფესიონალი. ექიმები და მედდები, რომლებმაც განათლება კამერუნში მიიღეს, ქვეყანაში არსებული დაბალი ანაზღაურების გამო უცხოეთში გადასახლდნენ. მიუხედავად აუცილებელი საჭიროებისა მედდების უმრავლესობა იგივე მიზეზის გამო ჯანდაცვის სისტემაში არ მუშაობენ. თუმცა ზოგიერთი მათგანი მაინც ნებაყოფლობით მუშაობს და შედეგად მათ საკუთარი პროფესიონალური გამოცდილება არ ავიწყდებათ.[50] მსხვილი ქალაქების გარეთ სამედიცინო დაწესებულებები ხშირად ჭუჭყიანი და ცუდად აღჭურვილია.

2012 წელს კამერუნში სიცოცხლის ხანგრძლივობა შეადგენდა 54,71 წელს, რაც ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოში.[51] ენდემური დაავადებებიდან გავრცელებულია: დენგეს ციებ-ცხელება, ფილარიოზი, ლეიშმანიოზი, მალარია, მენინგიტი, შისტოსომოზი და აფრიკული ტრიპანოსომოზი. შიდსის დაავადების სფეროში დაინფიცირებულების მაჩვენებელი 15-49 ასაკის მოსახლეობაში დგას 5,4 %-ის დონეზე,[52] მიუხედავად ძლიერი სოციალური სტიგმატიზაციისა დარეგისტრირებული ავადმყოფების რაოდენობა საკმაოდ დაბალ დონეზეა. დედების მიერ საკუთარი გოგონებისათვის მძიმე და თან ცხელი საგნებით დიდი მკერდის "გაუთოების" ტრადიციული პრაქტიკა, რომელიც გავრცელებულია კამერუნში, შეიძლება გავლენა იქონიოს გოგონების ჯანმრთელობაზე.[53][54][55][56] ქალთა წინადაცვეთა ფართედაა გავრცელებული მოსახლეობის ზოგიერთ ეთნიკურ ჯგუფებს შორის; 2013 წლის გაეროს ბავშვთა ფონდის მოხსენების მონაცემებით,[57] კამერუნში ქალების 1 % განიცდიდა ქალთა წინადაცვეთას. თვითნასწავლი მკურნალები დღესაც უფრო პოპულარულები არიან, ვიდრე პროფესიონალი ექიმები.[58]

მასმედია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამერუნის მასმედია მოიცავს დამოუკიდებელ მასობრივ საშუალებებს. ქვეყანაში გამოიცემა მხოლოდ ერთი ეროვნული გაზეთი, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის.[59]

კამერუნის მასმედია შედგება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბეჭვდითი გამოცემებისგან; საზოგადოებრივი და კერძო ტელევიზიებისგან; საზოგადოებრივი, კერძო და უცხოური რადიოსადგურებისგან და ინტერნეტისგან.

კამერუნის ბეჭვდითი გამოცემების უმრავლესობა გამოიცემა არარეგულარულად და მცირე ტირაჟით. მათი უმრავლესობა იბეჭდება ფრანგულ ენაზე, თუმცა ზოგიერთი მათგანი ქვეყნის მკვიდრი მოსახლეობის ენებზეც გამოდის. წამყვანი ყოველდღიური გაზეთია ოფიციალური სამთავრობო გაზეთი — Cameroon Tribune, რომელიც ფრანგულ ენაზე იაუნდეში გამოიცემა, ხოლო ინგლისურ ენაზე გამოდის კვირაში ერთხელ; 2002 წლის მდგომარეობით ფრანგულენოვანი გამოცემის ტირაჟია 66 000, ხოლო ინგლისურენოვანი გამოცემის 20 000. ქვეყანაში ასევე გამოიცემა 40-დან 50-მდე კერძო გაზეთი, რომელთა უმრავლესობა იბეჭდება პერიოდულად.

1987 წელს კამერუნში რადიო და სატელევიზიო ქსელი გაერთიანდა და შეიქმნა Radiodiffusion–Télévision Camerounaise (CRTV), რომელიც მოქმედებს ინფორმაციისა და კულტურის სამინისტროს ეგიდით. ფუნქციონირებს რადიოსამაუწყებლო სადგურები იაუნდეში, დუალაში, გარუაში, ბუეაში, ბერტუაში, ბამენდაში და ბაფუსამში, რომლებიც თავიანთ გადმოცემებს აწარმოებენ ფრანგულ, ინგლისურ და ბევრ აფრიკულ ენებზე. 2004 წელს ქვეყანაში არსებობდა დაახლოებით 20 კერძო რადიოსადგური; მაგრამ ისინი ოფიციალურად ლიცენზირებულები არ იყვნენ. სახელმწიფო Cameroon Radio Television (CRTV) — ერთადერთი ოფიციალურად მიჩნეული და მთლიანად ლიცენზირებული მაუწყებელია ქვეყანაში.

2003 წლის შეფასებით ქვეყანაში ყოველ 1000 ადამიანზე მოდიოდა 161 რადიო და 75 ტელევიზორი.

სატელეკომუნიკაციო ქსელი უმჯობესდება ყოველწლიურად. იგი ჯერ კიდევ არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს; პროვაიდერ Camtel-ის ინფრასტრუქტურა მოძველებულია და მომსახურებას ქვეყანაში აქვს არარეგულირებული ხასიათი. ყოველი 100 კამერუნელიდან მხოლოდ ერთს აქვს სტაციონარული ტელეფონი.

სატელეფონო კავშირის ავტომატურ სისტემაშია ჩართული ყველა მთავარი ქალაქი და დასახლებული პუნქტი. სატელეგრაფო და ტელექსის მომსახურებით კამერუნი უკავშირდება გარე სამყაროს. 1974 წლის იანვარში გაიხსნა სატელიტური ტელეკომუნიკაციების დედამიწაზე არსებული სადგურები, რომელმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა კამერუნის საერთაშორისო სატელეფონო კავშირის ხარისხი. მიუხედავად ამისა, მისი მომსახურებით სარგებლობენ მხოლოდ ბიზნესის და ხელისუფლების წრეებში.

2009 წლის მდგომარეობით კამერუნში ყოველ 100 ადამიანიდან დაახლოებით 40 აბონენტი სარგებლობს მობილური სატელეფონო კავშირით.[60]

2003 წელს ყოველი 1000 ადამიანიდან 5,7 ადამიანი სარგებლობდა პერსონალური კომპიუტერით, ხოლო 4 ინტერნეტით სარგებლობდა. 2004 წელს ქვეყანაში არსებობს 3 დაცული ინტერნეტ-რი.

ქვეყნის კონსტიტუცია სიტყვის თავისუფლების გარანტია, მაგრამ რეალობაში სახელმწიფო ცენზურის გამო ოპოზიციური თვალსაზრისი ვერ აისახება ქვეყნის მასმედიის საშუალებები, განსაკუთრებით სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად საშუალებებში.

კამერუნში გავრცელებულია ცენზურა და ჟურნალისტების დევნა. ხელისუფლება შემჩნეულია ქვეყნის ტერიტორიაზე Twitter-ის სისტემის დაბლოკვაში.[61] გაზეთის რედაქტორი რაფაელ ნკამტჩეუნი დააკავეს ყოფილი ფინანსთა მინისტრ პოლიკარპ აბაჰ აბაჰისაგან ვითომდა კონფიდენციალური სახელმწიფო დოკუმენტების მიღებისათვის, როდესაც ის 2011 წლის 17 თებერვალს იაუნდეს ციხეში მივიდა აბაჰთან. ეს ინციდენტი დაგმო ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეთ".[62] გაზეთ "Cameroun Express"-ის რედაქტორი ჟერმენ სირილ ნგოტა ნგოტა (აკა ბიბი ნგოტა) გარდაიცვალა იაუნდეს კონდენგის ცენტრალურ ციხეში 2011 წლის 22 აპრილს, რაც ოპონენტების აზრით სახელმწიფოს მხრიდან დაშინების მცდელობების შედეგია;[63] ჟურნალ "La Nation"-ის და ყოველკვირეული "Le Devoir"-ის სხვა ჟურნალისტები განიცდიან დაკავებებს და პატიმრობებს ბრალდების გარეშე[64]

2009 წელს ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეთ" გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში პრესის თავისუფლების მსოფლიო კლასიფიკაციის მიხედვით, სადაც კამერუნმა დაიკავა 109 ადგილი 175 ქვეყანას შორის.[65] ეს ანგარიში ასევე შეიცავდა ამ სფეროში არსებული დარღვევების ყველა დეტალურ ჩამონათვალს.[66]

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამერუნში მუსიკა და ცეკვა ცერემონიების, ფესტივალების, საზოგადოებრივი ღონისძიებების და ყველა დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია. ტრადიციულ ცეკვებს ასრულებენ მამაკაცთა და ქალთა ცალკეული ჯგუფები ან ყველა ერთად. ცეკვების მიზანია როგორც გართობა, ასევე რელიგიური რიტუალების აღსრულება. ტრადიციულად მუსიკას თან ახლავს სიმღერა. მომღერალთა გუნდი მას სოლისტთან ერთად ასრულებს.

მუსიკას თან სდევს რიტმიული ტაშის ცემა და ფეხების მიწაზე დარტყმები. ტრადიციული საკრავები მოიცავს მოცეკვავეებზე ასხმულ ზარებს, ბარაბანებს და აფრიკულ მოლაპარაკე ბარაბანებს, ფლეიტებს, საყვირებს, სიმებიან საკრავებს და ქსილოფონებს; მათი შემადგენლობა და რაოდენობა დამოკიდებულია ეთნიკურ ჯგუფზე და რეგიონზე. ზოგიერთი შემსრულებელი სიმღერებს მღერის დამოუკიდებლად, საკრავ harplike-ს თანხლებით.

პოპულარული მუსიკალური სტილი მოიცავს სანაპირო რაიონებში ხალხური სიმღერისა და ცეკვის სტილ Ambasse bey-ს, ბასას ხალხში Assiko-ს, ბამილეკეს ხალხის Mangambeu-ს და Tsamassi-ს. ნიგერიული მუსიკა გავლენას ახდენს კამერუნის ინგლისურენოვან შემსრულებლებზე.

მუსიკის ორი ყველაზე პოპულარული სტილია makossa და bikutsi. Makossa შემუშავდა ქალაქ დუალაში და მასში გაერთიანებულია ხალხური მუსიკა, ჰაილაიფი, სოული და სოუკოუსი. ისეთმა შემსრულელებმა, როგორებიც არიან მანი დიბანგო, ფრანსის ბებეი, მონი ბილე და პეტი-პაი მთელ მსოფლიოში პოპულარიზაცია გაუკეთეს ამ სტილს 1970-იან და 1980-იან წლებში. Bikutsi ჩაისახა მუსიკალური ბრძოლების დროს. ანა-მარია ნზიე პოპულარული მოცეკვავე მუსიკოსი გახდა 1940-იანი წლების დასაწყისიდან, ხოლო შემსრულებლებმა, როგორებიც არიან მამა ოჰანჯა და ლე ტეტ ბრულე მისი პოპულარიზება მოახდინეს საერთაშორისო არენაზე 1960-იან, 1970-იან და 1980-იან წლებში.[67]

სამზარეულო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამერუნის სხვადასხვა რეგიონებში სამზარეულოც სხვადასხვანაირია, მაგრამ ერთი დიდი ვახშამი მთელ ქვეყანაში გავრცელებულია. ტაროსგან, სიმინდისგან, მანიჰოტისგან, ფეტვისგან, ბანანისგან, კარტოფილისგან, ბრინჯისგან და იამსისგან გაკეთებული ტიპიური კერძები ხშირად შერეულია ფქვილში, როგორც ფუფუ. იგი მაგიდასთან მიაქვთ სოუსთან, სუპთან, ან მწვანილიან რაგუსთან ერთად, არაქისის, პალმის ზეთის ან სხვა ინგრედიენტების ჩათვლით. ხორცი და თევზი პოპულარულია, მაგრამ ძვირია, ქათმის ხორცს ხშირად იყენებენ განსაკუთრებული შემთხვევების დროს. კერძი ხშირად საკმაოდ ცხელია, მარილით, წითელი წიწაკით და სოუზით გაზავებული.

საუზმე შედგება პურის ნაჭრების, ყავის ან ჩაისაგან ხილის დამატებით. როგორც წესი საუზმე მზადდება ხორბლის ფქვილისაგან დამზადებული რამდენიმე კერძისაგან, მაგალითად ფუნთუშებისაგან. საუზმე პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, სადაც პროდუქტებს ქუჩის გამყიდველებისგან ყიდულობენ.

წყალი, პალმის ღვინო და ხორბლის ლუდი - კვების დროს ტრადიციულად დასაყოლებელი სასმელებია, თუმცა ლუდი, გაზირებული წყალი და ღვინო ასევე პოპულარულია.

ადგილობრივი ხელოვნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრადიციული ხელოვნება და ხელსაქმეობა ქვეყანაში განვითარებულია რეკლამის, დეკორაციის და რელიგიურ სფეროში. განსაკუთრებით პოპულარულია ხეზე ჭრა და სკულპტურების შექმნა. დასავლეთის მთიანეთის მაღალხარისხიანი თიხა კარგად ეთვისება მექოთნეობას და კერამიკას. ხელოვნების სხვა სფეროებია: მცენარეთა ღეროების დაწვნა, ყელსაბამის დამზადება, თითბერის და ბრინჯაოს ნაკეთობები, სასმელი ჭურჭლების გამოძერწვა და მათი მოხატვა, ქსოვა და ტყავის ჩასაცმელი. ტრადიციულ საცხოვრებელ სტილში გამოიყენება ადგილობრივი მასალები და განსხვავდება დროებით ნაგებობებში გამოყენებად ხის მასალებთან და მომთაბარე ვოდაბეს ხალხის ქოხებში არსებულ მასალებთან და სამხრეთის ხალხის საცხოვრებლების სხვა მასალებისგან. უკანასკნელ პერიოდში უფრო გავრცელდა საცხოვრებლების შენება, სადაც გამოიყენება ისეთი სამშენებლო მასალები, როგორებიცაა ცემენტი და კალა. თანამედროვე ხელოვნებამ პირველ რიგში ხელი შეუწყო დამოუკიდებელ კულტურულ ორგანიზაციებს და მხატვრულ ინიციატივებს.[68]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამერუნელი ლიტერატორები დაკავებულები არიან ევროპული და აფრიკული თემატიკით. კოლონიალური ეპოქის მწერლები, როგორებიცაა ლუი-მარი პუკა და სანკი მაიმო იყვნენ ევროპულ მისიონერულ საზოგადოებებში განათლება მიღებულები და გამოდიოდნენ ევროპულ კულტურაში ასიმილაციის მომხრედ, რადგან ისინი კამერუნის თანამედროვე სამყაროში გაერთიანებას მხოლოდ ამ გზით ხედავდნენ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ისეთმა მწერლებმა, როგორებიცაა მონგო ბეტი და ფერდინანდ ოიონო გააანალიზეს და გააკრიტიკეს კოლონიალიზმი და უარჰყვეს ასიმილაცია.[69][70]

კინო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან სულ მალე, ისეთმა რეჟისორებმა, როგორებიცაა ჟან-პოლ ნგასა და ტერეზა სიტა-ბელა შეისწავლეს ამ სფეროში მუშაობა. 1960-იან წლებში მონგო ბეტი და სხვა მმწერლებმა გამოიკვლიეს პოსტ-კოლონიალური ეპოქა, აფრიკული ქვეყნების განვითარების პრობლემები და აფრიკული იდენტობის აღდგენა. შემდგომში, 1970-იანი წლების შუა პერიოდში, ისეთი რეჟისორები, როგორებიცაა ჟან-პიერ დიკონგ პიპა და დანიელ კამვა ეხებოდნენ ტრადიციულ და პოსტ-კოლონიურ საზოგადოებებს შორის არსებულ კონფლიქტებს. ლიტერატურა და ფილმები შემდეგი ორი ათეულწლების განმავლობაში მოიცავდა მხოლოდ მთლიანად კამერუნის თემას.

სპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სპორტი კამერუნის მოსახლეობაში ფართედაა განვითარებული, რასაც ხელისუფლებაც აქტიურად უჭერს მხარს. კამერუნელები ამაყობენ საერთაშორისო ასპარეზობებში გამარჯვებით, სპორტი მათთვის ეროვნული ერთიანობის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ქვეყნის სპორტის ტრადიციული სახეობებია ბაიდარებით და კანოებით ნიჩნოსნობა, ცურვა, თოკით გადაწევა და ჭიდაობა. ჭიდაობა ფართედაა წარმოდგენილი სხვადასხვა ცერემონიალურ დღესასწაულებზე და სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წეს-ჩვეულებებში. მაგრამ დღეისათვის პოპულარული გახდა სპორტის ისეთი სახეობები, როგორებიცაა კალათბურთი, კრივი, ველოსპორტი, ხელბურთი, ნეთბოლი და მაგიდის ჩოგბურთი. კამერუნის მთიდან 40 კმ-ში ყოველწლიურად ტარდება გარბენი ამ მთის წვერისკენ და უკან, რომელშიც მონაწილეობს რამდენიმე ასეული სპორტსმენი და მოყვარული. ასევე განვითარებულია ტურიზმი, ლაშქრობა, მეკლდეურობა და ალპინიზმი, განსაკუთრებით კამერუნის მთაზე. იაუნდეში, ტიკოში და კრიბიში არსებობს გოლფ-კურსები. ქვეყანაში ასევე თამაშობენ რაგბის, არსებობს 15 კლუბი და 3000 მოთამაშე.[71]

ქვეყანაში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა ფეხბურთი. პრაქტიკულად ყველა სოფელში არსებობს საფეხბურთო მოედანი, სადაც იმართება მატჩები სოფლის გუნდებს შორის, რომელსაც საკმაოდ ბევრი მაყურებელი ესწრება. კამერუნის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 1990 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე საკმაოდ ძლიერი გამოსვლის გამო მსოფლიო აღიარება მოიპოვა. ქვეყნის ნაკრებმა ოთხჯერ გაიმარჯვა აფრიკის ერთა თასის ტურნირში. ფეხბურთელი როჟე მილა ცნობილია მთელ მსოფლიოში, ხოლო 2003 წელს მარკ-ვივიენ ფოეს თამაშის დროს გარდაცვალებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია მთელ მსოფლიოში. საკუთარი წარმატებული კარიერის შესაქმნელად ბევრი კამერუნელი ფეხბურთელი ევროპაში წავიდა ფეხბურთის სათამაშოდ, მათ შორის არიან დიგობერ სონგი და აფრიკის წლის ფეხბურთელები ლორენ ეტამე მაიერი და სამუელ ეტო’ო.

კამერუნელმა სპორტსმენებმა მონაწილეობა მიიღეს 14 ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში. მათი დებიუტი შედგა ტოკიოს 1964 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში და მას შემდეგ არ გამოუტოვებიათ არც ერთი ზაფხულის ოლიმპიური თამაშები. 1976 წელს კამერუნელმა სპორტსმენებმა აფრიკული ბოიკოტის მხარდასაჭერად, თამაშების დაწყებიდან სამი დღის შემდეგ, დატოვეს მონრეალის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, ნიშნად ახალი ზელანდიის ოლიმპიური ნაკრების მონაწილეობისა. კამერუნელი სპორტსმენები ასევე მონაწილეობდნენ ერთ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. ეს მოხდა 2002 წლის სოლტ-ლეიკ-სიტის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც ქვეყანას წარმოადგენდა ერთადერთი სპორტსმენი - მოთხილამურე აიზეკ მენიოლი.

ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის განმავლობაში კამერუნელმა სპორტსმენებმა მოიპოვეს 5 ოლიმპიური მედალი: 3 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს.

კამერუნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი შეიქმნა 1963 წელს.

დღესასწაულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამერუნში სადღესასწაულო დღეებია:

თარიღი ქართული დასახელება ფრანგული დასახელება
1 იანვარი ახალი წელი Jour de l'an
1 იანვარი დამოუკიდებლობის დღე Jour de l'indépendance
11 თებერვალი ახალგაზრდობის დღე Fête de la Jeunesse
1 მაისი შრომის დღე Fête du Travail
20 მაისი ეროვნული დღე Fête nationale du Cameroun
15 აგვისტო მიძინება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა (მარიამობა) Assomption de Marie
25 დეკემბერი შობა Noël

1961 წლის 1 ოქტომბერი კამერუნის ბრიტანული ნაწილის დამოუკიდებლობის დღეა, მაგრამ ის ოფიციალურად არ აღინიშნება.

ამას გარდა ქვეყანაში არსებობს ოფიციალური დღესასწაულები, რომელთა თარიღი ყოველწლიურად იცვლება:

ქართული დასახელება აღწერა
ყურბან-ბაირამი მსხვერპლშეწირვის დღესასწაული
მავლიდი წინასწარმეტყველი მუჰამედის დაბადების დღე
დიდი პარასკევი აღდგომის წინ ბოლო პარასკევი
აღდგომა
ამაღლება აღდგომიდან 39 დღის შემდეგ
ურაზა-ბაირამი რამადანის დამთავრების დღესასწაული

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://uca.edu/politicalscience/dadm-project/sub-saharan-africa-region/britishfrench-cameroon-1948-1961/
  2. Eckhardt, William, in World Military and Social Expenditures 1987-1988 (12-ე გამოც., 1987 წელი) by რუთ ლეგერ სივარდი.
  3. The Cambridge History of Africa (1986 წელი), J. D. Fage-ს და R. Oliver-ის გამოც.
  4. http://select.nytimes.com/gst/abstract.html?res=F00817FC385B117A93C2AB178BD95F4C8585F9&scp=1&sq=Cameroon+independence&st=p
  5. http://www.cameroon50.cm/en/history-and-presentation/167-tutelle-a-independance.html
  6. http://daccess-dds-ny.un.org/doc/RESOLUTION/GEN/NR0/747/26/IMG/NR074726.pdf?OpenElement
  7. http://daccess-dds-ny.un.org/doc/RESOLUTION/GEN/NR0/335/84/IMG/NR033584.pdf?OpenElement
  8. Nohlen, D, Krennerich, M & Thibaut, B (1999) Elections in Africa: A data handbook, p. 177 ISBN 0-19-829645-2
  9. Lake Nyos Dam Assessment
  10. 10.0 10.1 Cameroon: Government. Michigan State University: Broad College of Business. წაკითხვის თარიღი: 12 April 2013.
  11. U.S. Relations With Cameroon
  12. Abdourhamane, Boubacar Issa. Cameroon: Institutional Situation. Montesquieu University of Bordeaux. წაკითხვის თარიღი: 12 April 2013.
  13. Government in Cameroon. Commonwealth of Nations. წაკითხვის თარიღი: 12 April 2013.
  14. International Institute for Strategic Studies. (2014). Chapter Ten: Country comparisons - commitments, force levels and economics. The Military Balance, 114(1), 471–492. doi:10.1080/04597222.2014.871887
  15. WikiLeaks United States diplomatic cables leak 10YAOUNDE95
  16. 16.0 16.1 მოსახლეობის 2005 წლის აღწერა (Statistique)
  17. [ფაილი:///C:/Users/homePC/Downloads/Rapport_de_presentation_des_resultats_2005.pdf] მოსახლეობის 2005 წლის აღწერა
  18. მოსახლეობის 2005 წლის აღწერა (geohive)
  19. მოსახლეობის 2005 წლის აღწერა (citypopulation)
  20. მოსახლეობის 2005 წლის აღწერა (statoids)
  21. Cameroon - Third General Census of Population and Housing 2005 - IPUMS Subset (download first findings "Rapport de presentation des résultats définitifs" - pdf)
  22. Africa ::CAMEROON. CIA The World Factbook.
  23. Kouega, Jean-Paul. 'The Language Situation in Cameroon', Current Issues in Language Planning, vol. 8/no. 1, (2007), pp. 3-94.
  24. http://newsducamer.com/index.php/economie/item/4683-confidences-sur-la-pr%C3%A9paration-du-4e-recensement-g%C3%A9n%C3%A9ral-de-la-population-du-cameroun
  25. http://cameroon.africadata.org/fr/DataAnalysis
  26. DeLancey and DeLancey 51.
  27. "Wenn Deutsch gleich Zukunft heißt", dw.com, 29 Nov. 2010
  28. DeLancey and DeLancey 220.
  29. 29.0 29.1 DeLancey and DeLancey 192.
  30. DeLancey and DeLancey 131.
  31. 31.0 31.1 31.2 31.3 31.4 31.5 31.6 31.7 31.8 31.9 July-December, 2010 International Religious Freedom Report: Cameroon. United States Bureau of Democracy, Human Rights and Labor (2010) and Wayi E. Mico (2016),A social analysis of the Religious situation in Cameroon. This article incorporates text from this source, which is in the public domain.
  32. The World's Muslims: Unity and Diversity. Pew Forum on Religious & Public life (August 9, 2012). წაკითხვის თარიღი: April 6, 2014.
  33. Bahá'í International Community (2003-09-23), "Cameroon celebrates golden time", Bahá'í World News Service, http://news.bahai.org/story/249
  34. Bureau of Democracy, Human Rights, and Labor (2001-10-26), Cameroon - International Religious Freedom Report, U. S. State Department, http://www.state.gov/g/drl/rls/irf/2001/5587.htm
  35. http://m.state.gov/md168393.htm
  36. Foster Wheeler bags Cameroon LNG pre-FEED“, NHST Media Group, 2010-06-28. წაკითხვის თარიღი: 2010-06-28. 
  37. Electricity: The contribution of renewable energy
  38. Geovic Mining Corp, Cobalt Nickel-Manganese Mining in Cameroon Africa, 2010 წლის აპრილი (ინგლისური)
  39. 39.0 39.1 39.2 39.3 39.4 39.5 The World Factbook: Cameroon. წაკითხვის თარიღი: 2016-05-12.
  40. SOUTH KOREAN PLAN FOR CAMEROON. Railways Africa (2010-12-12). წაკითხვის თარიღი: 2010-12-12.
  41. 41.0 41.1 41.2 41.3 Neba 173.
  42. 42.0 42.1 42.2 Gwanfogbe, et al., 115.
  43. Gwanfogbe, et al., 116.
  44. 44.0 44.1 Neba 174.
  45. 45.0 45.1 Hudgens and Trillo 1036.
  46. "Cameroon". Country Reports on Human Rights Practices, 6 March 2007. Bureau of Democracy, Human Rights, and Labor, U. S. Department of State. Retrieved 6 April 2007.
  47. 2013 Findings on the Worst Forms of Child Labor - Cameroon. Dol.gov. Retrieved 29 June 2015.
  48. List of Goods Produced by Child Labor or Forced Labor. Dol.gov. Retrieved 29 June 2015.
  49. Staff, CNN. “3 medical marvels saving lives“. წაკითხვის თარიღი: 18 November 2013. 
  50. Rose Futrih N. Njini. (December 2012) The need is so great. D+C Development and Cooperation/ dandc.eu.
  51. Life Expectancy ranks. CIA World Factbook. წაკითხვის თარიღი: 12 April 2013.
  52. "Cameroon". UNAIDS. Retrieved 6 April 2007.
  53. Joe, Randy. (23 June 2006) Africa|Cameroon girls battle 'breast ironing'. BBC News. Retrieved 29 June 2015.
  54. BBC World Service – Outlook, Fighting 'Breast Ironing' in Cameroon. Bbc.co.uk (16 January 2014). Retrieved 29 June 2015.
  55. Campaigners warn of 'breast ironing' in the UK – Channel 4 News. Channel4.com (18 April 2014). Retrieved 29 June 2015.
  56. Bawe, Rosaline Ngunshi (24 August 2011) Breast Ironing: A harmful traditional practice in Cameroon. Gender Empowerment and Development(GeED)
  57. UNICEF 2013, p. 27.
  58. Lantum, Daniel M., and Martin Ekeke Monono (2005). "Republic of Cameroon", Who Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, p. 14.
  59. [1]
  60. Cameroon. CIA World Factbook. წაკითხვის თარიღი: August 20, 2011.
  61. Blocked for more than 10 days, is Twitter being restored?. Reporters Without Borders. წაკითხვის თარიღი: August 20, 2011.
  62. Newspaper editor arrested while visiting former minister in prison. Reporters Without Borders. ციტატა: „Reporters Without Borders firmly condemns newspaper editor Raphaël Nkamtcheun’s detention for the past week for receiving allegedly confidential government documents from former finance minister Polycarpe Abah Abah when he visited Abah in Yaoundé prison on 17 February. Abah has been jailed since 2008 on an embezzlement charge.“ წაკითხვის თარიღი: August 20, 2011.
  63. Authorities stick to their position on newspaper editor's death in prison. Reporters Without Borders. წაკითხვის თარიღი: August 20, 2011.
  64. Newspaper editors released conditionally. Reporters Without Borders. წაკითხვის თარიღი: August 20, 2011.
  65. Reporters sans frontières: Classement mondial 2009 [2]
  66. Reporters sans frontières
  67. Nkolo, Jean-Victor, and Graeme Ewens (2000). "Cameroon: Music of a Small Continent". World Music, Volume 1: Africa, Europe and the Middle East. London: Rough Guides Ltd., p. 43, ISBN 1858286352.
  68. Mulenga, Andrew. (30 April 2010) Cameroon's indomitable contemporary art. The Post. წაკითხვის თარიღი: 12 April 2013.
  69. Fitzpatrick, Mary (2002). "Cameroon." Lonely Planet West Africa, 5th ed. China: Lonely Planet Publications Pty Ltd., p. 38
  70. Volet, Jean-Marie (10 November 2006). "Cameroon Literature at a glance". Reading women writers and African literatures. Retrieved 6 April 2007.
  71. http://www.irb.com/unions/union=11000046/index.html