აღმოსავლეთის კათოლიკური ეკლესიები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აღმოსავლური ტიპიკონის კათოლიკური ეკლესიის არქიეპისკოპოსი

აღმოსავლეთის კათოლიკური ეკლესია (უნიატური ეკლესიები) — ეწოდება თავიანთი ლიტურგიული და საეკლესიო ცხოვრების წესით აღმოსავლურ ეკლესიებს, რომლებიც რომის კათოლიკურ ანუ დასავლური ტრადიციის ეკლესიასთან ერთიანობაში არიან. ისინი აღიარებენ პაპის უპირატესობას პატრიარქთა და ეპისკოპოსთა შორის და კათოლიკური ეკლესიის ყველა სხვა დოგმატს, თუმცა ისინი სრულად ინარჩუნებენ საკუთარ ტრადიციას და ავტონომიური საეკლესიო ცხოვრება აქვთ. აღმოსავლური წესის კათოლიკური ეკლესიის მღვდელმთავრები მთელი კათოლიკური ეკლესიის მართვაში იღებენ სრულუფლებიან მონაწილეობას, შეუძლიათ გახდნენ კარდინლები და პაპები. არსებობს შემდეგი აღმოსავლეთის კათოლიკური ეკლესიები (ჩამონათვალი არასრულია):

ალბანურ-კათოლიკური ეკლესია, ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია, ბელორუსულ-კათოლიკური ეკლესია, ბულგარულ-კათოლიკური ეკლესია, ეთიოპურ-კათოლიკური ეკლესია, იტალიურ-ალბანური ეკლესია, კოპტურ-კათოლიკური ეკლესია, მელქიტური ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია, რუმინული ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია, რუტენული კათოლიკური ეკლესია, სირიულ-კათოლიკური ეკლესია, სირიულ-მარონიტული ეკლესია, სლავური კათოლიკური ეკლესია, სომხურ-კათოლიკური ეკლესია, უკრაინული ბერძნული-კათოლიკური ეკლესია, უნგრული ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]