ერთი სქესის მქონე ადამიანების ქორწინება
ერთი სქესის წყვილთა ქორწინების ლეგალური აღიარება | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||
| |||||||
| |||||||
† ძალაში არ შესულა 1 არა ფარერის კუნძულებზე და გრენლანდიაში | |||||||
ლგბტ პორტალი | |||||||
ერთი სქესის მქონე ადამიანების ქორწინება (აგრეთვე ცნობილი როგორც გეი ქორწინება) — ქორწინება ორ ადამიანს შორის, რომლებსაც ერთი და იგივე ბიოლოგიური სქესი ან გენდერული იდენტობა აქვთ.
2001 წელს ნიდერლანდები პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ერთსქესიან წყვილებს დაქორწინების იურიდიული შესაძლებლობა შეექმნათ. მას შემდეგ ასეთი ქორწინებები თოთხმეტმა სხვა ქვეყანამ დააკანონა. ერთსქესიან წყვილთა ქორწინება ასევე ნებადართულია მეხიკოში და აშშ-ის ყველა შტატში.[1][2]
ერთი სქესის წყვილებს სამოქალაქო კავშირის, მაგრამ არა ქორწინების უფლება აქვთ 20-ზე მეტ ქვეყანაში. ამასთან, ისრაელი ცნობს სხვა იურისდიქიცების მიერ ლეგალიზებულ ერთი სქესის ქორწინებებს, თუმცა თვითონ ის ასეთ ქორწინებებს არ ახორციელებს. ამჟამად, ამ სახის ქორწინებების ლეგალიზებაზე პოლიტიკური და იურიდიული დებატები მიმდინარეობს ოცამდე სხვა ქვეყანაში და აშშ-ის რამდენიმე შტატში.
ერთი სქესის წყვილთა ქორწინების რიტუალებს ზოგიერთი რელიგიური ჯგუფიც ასრულებს, მათ შორისაა კვაკერები.
ერთი სქესის წყვილთა ქორწინების ოპონენტების მტკიცებით, სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად, ქორწინება ადამიანის უფლებაა. მათი მოწინააღმდეგეები საკუთარ არგუმენტებს ამგვარი ქორწინებების სოციალურ შედეგებზე ამყარებენ (მათ შორის ბავშვების აღზრდა, ტრადიციები და რელიგიური მოსაზრებები).
მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ერთი სქესის მქონე ადამიანების ქორწინება მთელი ქვეყნის მსაშტაბით ლეგალურია ბელგიაში (2003), ესპანეთში (2005), კანადაში (2005), სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში (2006), ნორვეგიაში (2009), შვედეთში (2009), პორტუგალიაში (2010), ისლანდიაში (2010), არგენტინაში (2010), ბრაზილიაში (2013), საფრანგეთში (2013), ურუგვაიში (2013), ლუქსემბურგში (2015), ირლანდიაში (2015), კოლუმბია (2016), ფინეთში (2017). ის აგრეთვე ნაწილობრივ ლეგალურია დანიაში,[შენიშვნა 1] მექსიკაში,[შენიშვნა 2] ნიდერლანდებში,[შენიშვნა 3] ახალ ზელანდიაში,[შენიშვნა 4] გაერთიანებულ სამეფოსა[შენიშვნა 5] და აშშ-ში.[შენიშვნა 6]
ქვეყნები ერთსქესიანი ქორწინების დაკანონების თარიღის მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2001 | ![]() |
---|---|
2003 | ![]() |
2004 | კვებეკი (19 მარტი), მასაჩუსეტსი (17 მაისი), იუკონი (14 ივლისი), მანიტობა (16 სექტემბერი), ახალი შოტლანდია (24 სექტემბერი), სასკაჩევანი (5 ნოემბერი), ნიუფაუნდლენდი (21 დეკემბერი) |
2005 | ნიუ-ბრანსუიკი (23 ივნისი), ![]() ![]() |
2006 | ![]() |
2008 | კალიფორნია (16 ივნისი; გაუქმდა 5 ნოემბერს), კონექტიკუტი (12 ნოემბერი) |
2009 | ![]() ![]() |
2010 | ნიუ-ჰემფშირი (1 იანვარი), კოლუმბიის ფედერალური ოლქი (3 მარტი), მექსიკის ფედერალური ოლქი (4 მარტი), ![]() ![]() ![]() |
2011 | ნიუ-იორკი (24 ივლისი), სუკვომიშის ტომი (ვაშინგტონი) (1 აგვისტო) |
2012 | ალაგოასი (6 იანვარი), კინტანა-როო (მაისი), ![]() |
2013 | მერილენდი (1 იანვარი), სან-პაულუ (16 თებერვალი), სეარა და ოტავის ტომი (მიჩიგანი) (15 მარტი), პარანა (26 მარტი), პოტავატომის ინდიელები (მიჩიგანი) (მარტი), მატუ-გროსუ-დუ-სული (2 აპრილი), რონდონია (26 აპრილი), სანტა-კატარინა და პარაიბა (29 აპრილი), ![]() ![]() ![]() ![]() |
2014 | კუკის ოლქი, ილინოისი (21 თებერვალი), ინგლისი და უელსი (13 მარტი), მიჩიგანი (21 მარტი, გაუქმდა 22 მარტი), არკანზასი (9 მაისი, გაუქმდა 16 მაისი), ორეგონი (19 მაისი), პენსილვანია (20 მაისი), ილინოისი [მთელ შტატში] (1 ივნისი), უისკონსინი (6 ივნისი, გაუქმდა 13 ივნისი), ინდიანა (25 ივნისი, გაუქმდა 27 ივნისი), კოაუილა (17 სექტემბერი), ოკლაჰომა (6 ოქტომბერი), ვირჯინია (6 ოქტომბერი), კოლორადო (7 ოქტომბერი), დასავლეთი ვირჯინია (9 ოქტომბერი), ნევადა (9 ოქტომბერი), ჩრდილოეთი კაროლინა (10 ოქტომბერი), ალასკა (12 ოქტომბერი), აიდაჰო (15 ოქტომბერი), არიზონა (17 ოქტომბერი), უაიომინგი (21 ოქტომბერი), სენტ-ლუისი, მისური (5 ნოემბერი), სენტ-ლუისის ოლქი, მისური (6 ნოემბერი), ჯექსონის ოლქი, მისური (7 ნოემბერი), დაგლასის ოლქი, კანზასი (12 ნოემბერი), სეჯუიკის ოლქი, კანზასი (12 ნოემბერი), ვინდ-რივერის ინდიელთა რეზერვაცია (14 ნოემბერი), სამხრეთი კაროლინა (20 ნოემბერი), კევენაუ-ბეის ინდიელთა საზოგადოება (13 დეკემბერი), შოტლანდია (16 დეკემბერი). |
2015 | ![]() ![]() ![]() |
2016 | ოგლალა სიუქსის ტომი (25 იანვარი), მოჰიკანი ინდიელების სტოკბრიჯ მანსის საზოგადოება (2 თებერვალი), გრენლანდია (1 აპრილი), ![]() |
2017 | ამაღლების კუნძული (1 იანვარი), ![]() ![]() ![]() ![]() |
ზუსტი თარიღი უცნობია | ოლდერნი, წმინდა ელენეს კუნძული (სამეფოს გადაწყვეტილების მოლოდინში), ჯერზი (2018 წლის გაზაფხულის შემდეგ), ![]() ![]() |
შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ დანიაში ლეგალურია, მაგრამ გრენლანდიაში ერთი სქესის მქონე ადამიანების ქორწინების კანონი ჯერ არ არის ძალაში.
- ↑ ჩიუაუა, კოაუილა, გერერო, კინტანა-როო და ფედერალური ოლქი.
- ↑ ნიდერლანდებში ლეგალურია, მაგრამ სამეფოს ზღვისიქითა ტერიტორიებზე არა.
- ↑ ახალ ზელანდიაში ლეგალური, მაგრამ მის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიებზე არა.
- ↑ ინგლისი უელსი, შოტლანდია და პიტკერნის კუნძულები, არ არის ჩრდილოეთ ირლანდიაში
- ↑ აშშ-ში ლეგალურია, მაგრამ არ არის გუამში, ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებზე, პუერტო-რიკოში, აშშ-ის ვირჯინის კუნძულებსა და ზოგიერთი ტომების იურისდიქციაში.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 14-556 Obergefell v. Hodges (06/26/2015) - Supreme Court. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-26. ციტირების თარიღი: 2015-06-30.
- ↑ Supreme Court Ruling Makes Same-Sex Marriage a Right Nationwide