მარგარეტ ტიუდორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარგარეტ ტიუდორი
Marguerite Tudor.jpg
შოტლანდიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 8 აგვისტო 1503
მმართ. დასასრული: 9 სექტემბერი 1513
წინამორბედი: მარგარეტ დანიელი
მემკვიდრე: მადლენა ვალუა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 28 ნოემბერი 1489
დაბ. ადგილი: ვესტმინსტერის სასახლე, ლონდონი, ინგლისის სამეფო
გარდ. თარიღი: 18 ოქტომბერი 1541 (51 წლის)
გარდ. ადგილი: მეთვენის სასახლე, პერტშირი, შოტლანდიის სამეფო
მეუღლე: ჯეიმზ IV სტიუარტი
(ქ. 1503 - გ. 1513)
არჩიბალდ დუგლასი
(ქ. 1514 - გ. 1527)
ჰენრი სტიუარტი
(ქ.-გ. 1528)
შვილები: ჯეიმზ სტიუარტი
არტურ სტიუარტი
ჯეიმზ V სტიუარტი
ალექსანდერ სტიუარტი
მარგარეტ დუგლასი
დოროთეა სტიუარტი
დინასტია: ტიუდორები
მამა: ჰენრი VII ტიუდორი
დედა: ელისაბედ იორკელი
რელიგია: კათოლიციზმი

მარგარეტ ტიუდორი (ინგლ. Margaret Tudor; შოტ. Mairead Tudor; დ. 28 ნოემბერი, 1489, ვესტმინსტერის სასახლე, ლონდონი, ინგლისი, — გ. 18 ოქტომბერი, 1541, მეთვენის სასახლე, პერტშირი, შოტლანდია) — ინგლისის პრინცესა დაბადებიდან გარდაცვალებამდე. ტიუდორების დინასტიის წარმომადგენელი. ჰენრი VII-ისა და ელისაბედ იორკელის ქალიშვილი. 1503-1513 წლებში შოტლანდიის დედოფალი როგორც ჯეიმზ IV სტიუარტის მეუღლე. შოტლანდიის მეფე ჯეიმზ V-ის დედა. შოტლანდიისა და საფრანგეთის დედოფალ მარიამ სტიუარტის ბებია.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგარეტ ტიუდორის გერბი 1503-1513 წლებში

მარგარეტ ტიუდორი დაიბადა 1489 წლის 28 ნოემბერს, ინგლისის მეფე ჰენრი VII-ისა და ელისაბედ იორკელის ოჯახში. იგი მათი უფროსი ქალიშვილი იყო და ჰენრი VIII-ს დად ერგებოდა.

ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, 1503 წლის 8 აგვისტოს მარგარეტი დააქორწინეს შოტლანდიის მეფე ჯეიმზ IV სტიუარტზე. თუმცა რეალურად ეს მხოლოდ ფორმალური მხარე იყო, მეორე დღეს კი მარგარეტი თავისი უდიდესი და უმდიდრესი ამალით დაიძრა შოტლანდიისაკენ. მათ რამდენიმე კვირით ქალაქ იორკში შეისვენეს და ამავე წლის შემოდგომაზე მარგარეტი ქალაქ ედინბურგში საზეიმოდ შევიდა სადაც მას საქმრო ელოდა. ახლა უკვე რეალურად დაიწერეს ჯვარი და ნამდვილი ცოლ-ქმარივით დაიწყეს თანაცხოვრება, ჰოლირუდის სამეფო სასახლეში. ამ ამავთან დაკავშირებით ინგლისელმა პოეტმა უილიამ დონბარმა დაწერა პოემა, სახელწოდებით "ტილისი და ვარდები". ავტორმა სიმბოლურად აიღო ეს სახელი ვინაიდან, ყვავილი ტილისი სტიუარტთა სიმბოლოა, ხოლო წითელი ვარდი თეთრი გულით - ტიუდორების.

ჯეიმზსა და მარგარეტს 6 შვილი შეეძინათ, რომელთაგანაც მხოლოდ ერთმა მიაღწია სრულწლოვანებამდე მხოლოდ ერთმა მიაღწია და სწორედ ის გახდა შოტლანდიის შემდგომი ხელმწიფე ჯეიმზ V.

შოტლანდია-საფრანგეთს შორის ალიანსი არსებობდა. როდესაც ინგლისმა საომარი მოქმედებები განახორციელა საფრანგეთის სამეფოს წინააღმდეგ, შოტლანდია იძულებული გახდა ინგლისისათვის ომი გამოეცხადებინა. 1513 წლის 9 სექტემბერს მათ შორის ფოლდენის ბრძოლა გაიმართა. მეფე ჯეიმზ IV-ც ამ ბრძოლას შეეწირა. იგი იყო უკანასკნელი მონარქი, არა მხოლოდ შოტლანდიაში, არამედ მთელ დიდ ბრიტანეთში, რომელიც ბრძოლის ველზე დაიღუპა.

ჯეიმზ IV-ის გარდაცვალების შემდეგ, შოტლანდიის ტახტი ჯეიმზ V-ს ერგო, რომელიც ჯერ ორი წლისაც კი არ იყო. ამიტომ, მცირეწლოვანი მეფის რეგენტი მისი დედა მარგარეტ ტიუდორი გახდა.

1514 წლის 6 აგვისტოს მარგარეტმა იქორწინა ანგუსის ჰერცოგ არჩიბალდ დუგლასზე. იგი ცდილობდა დუგლასთა უძლიერესი საგვარეულო რომელიც მისი ვაჟისთვის ტახტის შერყევას ცდილობდა. შოტლანდიის სამეფო საბჭომ განიხილა დედოფლის ამგვარი საქციელი, ის ჯეიმზ V-ის ინტერესების საწინააღმდეგოდ მიიჩნიეს და მარგარეტს რეგენტის ტიტული ჩამოართვეს.

მარგარეტსა და არჩიბალდს ვაჟი შეეძინათ სახელად ალექსანდერი. 1515 წელს შექმნილი მძიმე ვითარების გამო, არჩიბალდი და მარგარეტი ანგუსიდან გაიქცნენ. ამავე წელს მარგარეტმა გოგონა გააჩინა სახელად მარგარეტ დუგლასი (რომელიც შემდგომში ჰენრი დარნლეის დედა გახდა). ამავე 1515 წელს მარგარეტს აცნობეს, რომ მისი ვაჟი ალექსანდერი სტირლინგის ციხესიმაგრეში გარდაიცვალა. ამ პერიოდში მგლოვიარე მარგარეტმა მეუღლე დატოვა და გარდაცვლილი ვაჟის საფლავზე წავიდა. მან გადაწყვიტა როგორმე დაემტკიცებინა, რომ შოტლანდიის მოღალატე არ იყო და ამასთან როგორმე უნდა ჩამოეცილებინა გათავხედებული ალბანის ჰეროგი. თუმცა ალბანი ძალიან დიდ ძალაუფლებას ფლობდა და დედოფალ მარგარეტს კვლავ გაქცევა მოუხდა. მარგარეტმა გადაწყვიტა მშობლიურ მხარეში დაბრუნება მოისურვა და იგი თავის ძმას ჰენრი VIII-ს ესტუმრა ლონდონში.

1517 წელს ჰენრი VIII მოელაპარაკა ალბანის ჰერცოგს და მარგარეტი შოტლანდიაში დაბრუნდა. მარგარეტს მალევე გაუჩნდა განქორწინების სურვილი და დასახმარებლად ჰენრი VIII-ს მიმართა. თუმცა ჰენრიმ სასტიკი უარი განაცხადა. მარგარეტმა იმავე პრობლემით თავად ალბანის ჰერცოგსაც კი მიმართა. 1527 წელს ალბანის ჰერცოგმა მარგარეტს შუამდგომლობა გაუწია რომის პაპ კლემენტე VII-თან, რომელიც დათანხმდა მარგარეტის მოთხოვნას და ამავე წელს მარგარეტისა და არჩიბალდის ქორწინება პაპმა გაუქმებულად გამოაცხადა. 1528 წლის 3 მარტს მარგარეტი ცოლად ჰენრი სტიუარტს გაჰყვა. თუმცა ქმრით არც ამჯერად იყო კმაყოფილი ვინაიდან ჰენრიც წინა ქმრების მსგავსაც მოღალატე აღმოჩნდა. მალევე მარგარეტმა კვლავ განქორწინებისათვის ბრძოლა დაიწყო. მისმა ვაჟმა ჯეიმზ V-მ გაჰყარა იგი ქმარს და როგორც დედა დედოფალი თავისთან, ჰოლირუდის სასახლეში საცხოვრებლად მიიწვია.

1536 წელს ჯეიმზი დაქორწინდა საფრანგეთის პრინცესა მადლენა დე ვალუაზე, რომელიც ქორწინებიდან რამდენიმე თვეში ტუბერკულიოზით გარდაიცვალა. ამიტომაც 1538 წელს ჯეიმზი მეორედ დაქორწინდა ლოთარინგიის პრინცესა მარია დე გიზზე. მარგარეტს ძლიერ მოსწონდა თავისი ახალი რძალი მისი თვისებების გამო. ისინი მალე დამეგობრდნენ და ერთმანეთს რჩევებსაც აძლევდნენ. მარგარეტი 1541 წლის 18 ოქტომბერს გარდაიცვალა, 51 წლის ასაკში. მისი შვილიშვილი მარიამ სტიუარტი მომავალში საფრანგეთისა და შოტლანდიის დედოფალი გახდა, ხოლო შვილთაშვილი (ანუ მარიამის ვაჟი) შოტლანდიის, ინგლისისა და ირლანდიის მეფე გახდა, რითაც საფუძველი ჩაეყარა დიდი ბრიტანეთის შექმნას და სტიუარტთა დინასტიას ინგლისის ტახტზე.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეუღლეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტრეტი სახელი წოდება მშობლები დაიბადა გრდაიცვალა
James IV King of Scotland.jpg ჯეიმზ IV სტიუარტი შოტლანდიის მეფე ჯეიმზ III და

მარგარეტ

დანიელი

17 მარტი 1473 9 სექტემბერი 1513
6th Earl of Angus.jpg არჩიბალდ დუგლასი ანგუსის ჰერცოგი ჯორჯ დუგლასი და

ელისაბედ დუმონდი

1489 22 იანვარი 1557
ჰენრი სტიუარტი მეთვენის ლორდი ენდრიუ სტიუარტი

და

მარგარეტ კენედი

1499 1528

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტრეტი სახელი დაიბადა გარდაიცვალა ტიტული
ჯეიმზ სტიუარტი 21 თებერვალი 1507 27 თებერვალი 1508 როთერსეის ჰერცოგი
არტურ სტიუარტი 20 ოქტომბერი 1509 14 ივლისი 1510 როთერსეის ჰერცოგი
Portrait of James V of Scotland (1512 - 1542).jpg ჯეიმზ V სტიუარტი 10 აპრილი 1512 14 დეკემბერი 1542 შოტლანდიის მეფე
ალექსანდერ სტიუარტი 30 აპრილი 1514 18 დეკემბერი 1515 როსის ჰერცოგი
Unknown woman thought to be Mary Tudor or Margaret Douglas.jpg მარგარეტ დუგლასი 8 ოქტომბერი 1515 7 მარტი 1578 ლენოქსის ჰერცოგინია

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
მარედუდ ტიუდორი
 
 
 
 
 
 
 
ოუვენ ტიუდორი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
მარგარეტ ფერჩ დაფიდი
 
 
 
 
 
 
 
ედმუნდ ტიუდორი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
შარლ VI დე ვალუა
 
 
 
 
 
 
 
კატრინ დე ვალუა
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
იზაბელა ბავარიელი
 
 
 
 
 
 
 
ჰენრი VII
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ჯონ ბეფორტი
 
 
 
 
 
 
 
ჯონ ბეფორტი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
მარგარეტე ჰოლანდიელი
 
 
 
 
 
 
 
მარგარეტ ბეფორტი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ჯონ ბიშემფი
 
 
 
 
 
 
 
მარგარეტ ბიშემფი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ედით სთოურტონი
 
 
 
 
 
 
 
მარგარეტ ტიუდორი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
რიჩარდ კემბრიჯელი
 
 
 
 
 
 
 
რიჩარდ იორკელი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ანა დე მორტიმერი
 
 
 
 
 
 
 
ედუარდ IV
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
რალფ დე ნევილი
 
 
 
 
 
 
 
სესილია ნევილი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ჟანა ბეფორტი
 
 
 
 
 
 
 
ელისაბედ იორკელი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
რიჩარდ ვუდვილი
 
 
 
 
 
 
 
რიჩარდ ვუდვილი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ელიზაბეტ ბოდულგეითი
 
 
 
 
 
 
 
ელიზაბეთ ვუდვილი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
პეტერ I ლუქსემბურგელი
 
 
 
 
 
 
 
ჟესკეტ ლუქსემბურგელი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
მარგარეტ დე ბეუქსი
 
 
 
 
 
 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]