კირილე I (მოსკოვის პატრიარქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კირილე I
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი, მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქი
Patriarch Kirill I of Moscow 03.jpg
ეკლესია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია

საერო სახელი ვლადიმირ მიხაელის ძე გუნდიაევი
დაიბადა 2 ნოემბერი, 1946 (საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი)
რელიგია ქრისტიანობა

პატრიარქი კირილე (ერისკაცობაში ვლადიმირ მიხაელის ძე გუნდიაევი; დ. 1946 წლის 2 ნოემბერს, ლენინგრადი, საბჭოთა კავშირი) — რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი 2009 წლიდან[1].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსკოვის პატრიარქი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წლის 6 დეკემბერს ალექსი II-ის გარდაცვალებიდან მეორე დღეს რუსეთის წმინდა სინოდმა კირილე პატრიარქის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დანიშნა. 9 დეკემბერს, ალექსი II-ის დაკრძალვისას კირილეს გული წაუვიდა. 2009 წლის 27 იანვარს 700-დან 508 ხმით წმინდა სინოსმა აირჩია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქად ; 2009 წლის 1 თებერვალს შედგა ინთრონიზაცია.

ეკუმენიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომის პაპ ბენედიქტ XVI-სთან კოონტაქტების გამო რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის კონსერვატივმა ფრთამ კირილე ეკუმენიზმში დაადანაშაულა. კირილემ საჯაროდ განაცხადა რომ დიალოგის მიზანი ეკლესიების გაერთიანება არ ყოფილა და კომპრომისზე არცერთი მხარე არ წასულა[2].

ტური ლათინურ ამერიკაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წელს ლათინური ამერიკის მოლოცვისას პატრიარქი კირილე კუბის კომუნისტური პარტიის პირველ მდივანს, ფიდელ კასტროს შეხვდა. კასტრომ კირილე ამერიკული იმპერიალიზმის დამარცხებაში მოკავშირედ გამოაცხადა. ჰავანაში პირველი რუსული მართლმადიდებლური ტაძრის აშენებისთვის პატრიარქმა ფიდელ კასტრო და რაულ კასტრო წმინდა დანიელ მოსკოველის ორდენით დააჯილდოვა.

ადმინისტრაციული რეფორმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წელს პატრიარქმა ტაჯიკეთში, უზბეკეთში, ყირგიზეთსა და თურქმენეთში ცენტრალური აზიის მეტროპოლიტური მხარე დაარსა, რომელმაც მეზობელი ეპარქიები გააერთიანა.

მთავრობასთან ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უატრიარქ კირილესტი ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციასთან მჭიდრო ურთიერთობები აქვს. 2012 წელს რელიგიური ლიდერების შეხვედრაზე მან პუტინის პრეზიდენტობის ერას "ღვთის სასწაული" უწოდა.

საჯარო სკანდალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სუკ-ის აგენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990-იანი წლების დასაწყისში კირილეს ადანაშაულებდნენ სსრკ-ს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტთან (КГБ) კავშირებში და სახელმწიფო ინტერესების ეკლესიის ინტერესებამდე დაყენებაში. ზოგის თქმით მისი კოდური სახელი "მიხაილოვი"იყო.

ბინის მტვერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის მარტში რუსეთის ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმა იური შევჩენკომ პატრიარქთან სასამართლო დავა წააგო. კირილეს პრესტიჟული კერძო ბინის ზედა სართულზე სარემონტო სამუშაოებისას შევჩენკოს დაქირავებული მუშების შექმნილმა მტვერმა პატრიარქის ძვირფასი წიგნები დასვარა. ამის გამო ყოფილ მინისტრს კომპენსაციის სახით 20 მილიონი რუბლის გადახდა დაეკისრა[3]. წიგნები მტვერს არ დაუზიანებია, მაგრამ პატრიარქის თქმით შევჩენკოს პატიება შეუსაბამო იქნებოდა[4].

ფუსი რაიოთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]