ჩრდილოეთი კორეა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა
조선민주주의인민공화국
朝鮮民主主義人民共和國
ჩრდილოეთი კორეა
ჩრდილოეთ კორეის
დევიზი: 강성대국
ჰიმნი: Aegukka
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ფხენიანი
39°02′ ჩ. გ. 125°45′ ა. გ. / 39.033° ჩ. გ. 125.750° ა. გ. / 39.033; 125.750
ოფიციალური ენა კორეული
მთავრობა ჩუჩხე სოციალისტური რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი
 -  პრ.-მინისტრი
ფართობი
 -  სულ 120,540 კმ2 (98-ე)
 -  წყალი (%) 4.87
მოსახლეობა
 -  2009 შეფასებით 24,051,218 (51-ე)
 -  სიმჭიდროვე 198.3 ად კაცი/კმ2 (55-ე)
მშპ (მუპ) 2006 შეფასებით
 -  სულ $22.85 მილიარდი (85-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $1,007 (149-ე)
ვალუტა ჩრდილოკორეული ვონი (KPW)
დროის სარტყელი (UTC +8:30სთ.)
ქვეყნის კოდი PRK
Internet TLD .kp
სატელეფონო კოდი 850

ჩრდილოეთი კორეა, ოფიციალურად კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა (კორ. 조선민주주의인민공화국?) — ქვეყანა აღმოსავლეთ აზიაში, უკავია კორეის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთი ნაწილი. მისი დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია ფხენიანი. კორეის დემილიტარიზებული ზონა წარმოადგენს ბუფერულ ზონას ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის. მდინარეებზე ილუცზიანსა და ტუმენზე გადის საზღვარი ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღეს კორეის ნახევარკუნძულზე ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო არსებობს-ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა. ვარაუდობენ, რომ კორეის ნახევარკუნძულზე ადამიანის უძველესი კვალი მიეკუთვნება გგვიანდელ პალეოლითს.  კორეის კუნძულზე ერთ-ერთი პირველი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი ჩოსონი ძვ.წ 5-4 საუკუნეებში ძლიერი მონათმფლობელური სახელმწიფო იყო. მას შემდეგ, ამ ტერიოტრიაზე არსებობდა არაერთი ფეოდალური სახელმწიფო. კორეაში ოდითგანვე გავრცელდა ჩინეთიდან კონფუციანელობა და ბუდიზმი.

კორეელი ისტორიკოსები იუწყებიან, რომ პირველი კორეელი მმართველი დაიბადა ჩვ.წ აღრიცხვამდე 2333 წელს. ასევე, ძვ.წ.აღ 700 წლისთვის, კორეის სამეფო განიცდიდა კულტურულ აღმავლობას, მთელს ქვეყანაში სასახლეებისა და ბაღების შენებითა და იაპონური კულტურის გავრცელებით.  მეცამეტე საუკუნის დასაწყისში მონღოლები შეიჭრნენ კორეაში, მათი ქვეყნიდან გაძევება კი  ერთ-ერთმა სარდალმა, ლი სონ გემ, მოახერხა. სწორედ ლი ავიდა 1392 წელს ტახტზე, დაიწყო მისი დინასტიის მმართველობა და კორეის სახელმწიფოს ჩოსონი ეწოდა. ამ პერიოდში ყვაოდა კორეული ლიტერატურა, იქმნებოდა როგორც მხატვრული პროზა და პოეზია, ასევე ისტორიული ლიტერატურა. ამ დროს კორეის ნახევარკუნძულზე ერთი მთლიანი სახელმწიფო არსებობდა.[1]

1592 წელს კორეას უკვე იაპონელთა შემოტევისგან მოუწია თავის დაცვა. კორეელებმა მოახერხეს იაპონელთა გაძევება, მაგრამ  ბრძოლისგან დასუსტებულებმა იმავე პერიოდში ჩინელების იერიშს ვეღარ გაუძლეს, ძალაუფლება ხელთ იგდო ჩინურმა დინასტიამ, მანჯურიელებმა. ამის შემდეგ, XVII-XVIII სს-ში კორეაში დაიწყო ფეოდალური ექსპლუტაციის ზრდა, კაპიტალისტური ქვეყნები გაძლიერებულად ცდილობდნენ აქ შემოჭრას.  კორეის მთავრობამ გარე სამყაროსგან იზოლაციით სცადა ფეოდალური სისტემის კრიზისის შეჩერება და სამეფო ხელისუფლების განმტკიცება, თუმცა უშედეგოდ.  კორეის დასუსტებისა და ქვეყანაში მსგავსი პრობლემების არსებობის ფონზე ჩინეთი და იაპონია დაუპირისპირდნენ ერთმანეთს კორეისთვის, 1894-1895 წლებში. ომში ჩინეთი დამარცხდა და კორეაში გაძლიერდა იაპონური გავლენა.  1910 წლისთვის კორეა უკვე მთლიანად იაპონელების მიერ იყო ოკუპირებული. 1945 წლამდე, სანამ ბოლო მოეღო იაპონური იმპერიალიზმის ბატონობას, კორეელები არაერთხელ აჯანყდნენ თავისუფლების მოსაპოვებლად, თუმცა უშედეგოდ.  მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, დამარცხებისა და ჰიროსიმასა და ნაგასაკში აშშ-ს მიერ აფეთქებული ატომური ბომბების გამო, დასუსტებულ იაპონიას აღარ შეეძლო კორეის დამორჩილება.[2]

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კორეის ჩრდილოეთ ნაწილი საბჭოთა კავშირმა დაიკავა, ხოლო სამხრეთი- ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. კორეის ნახევარკუნძული ორ სახელმწიფოდ გაიყო.  1945 წელს საბჭოთა შეიარაღებული ძალების დახმარებით, ჩრდილოეთ კორეამ მოახერხა იაპონელების საბოლოოდ განდევნა ქვეყნიდან. 1948 წლის მაისში კი საბოლოოდ მოხდა ერთიანი კორეის გათიშვა.

ჩრდილოეთ კორეა, ან კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, აზიის ჩრდილო დასავლეთ ნაწილში, კორეის ნახევარკუნძულზე მდებარეობს.  ჩრდილოეთიდან მას ესაზღვრება ჩინეთი, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან-რუსეთი,  სამხრეთით- სამხრეთ კორეის რესპუბლიკა, დასავლეთით არტყავს ყვითელი ზღვა.  დედაქალაქი- ფხენიანი, ხოლო მოსახლეობა 23 მილიონს აღემატება. ჩრდილოეთ კორეა ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ ქვეყანად.

ნახევარკუნძულის დაყოფის შემდეგ, 1950 წელს კორეის გაერთიანებისა და ერთი სახელმწიფოს შექმნის მიზნით, კიმ ირ სენის მეთაურობის დროს, ჩრდილო კორეამ დაიწყო ომი, რომელიც 1953 წლის 25 ივლისამდე გაგრძელდა.  მიუხედავად დიდი მსხვეპრლისა, „კორეის ომს“ გამარჯვებული არ გამოუვლენია. ამის შემდეგ, ორმა კორეულმა ქვეყანამ რამდენჯერმე გააფერომა სხვადასხვა ტიპის ხელშეეკრულება უსაფრთხოებასა და ერთმანეთთან მშვიდობიან ურთიერთობაზე. ამის მიუხედავად, ისინი დღემდე „პასიური ომის“ მდგომარეობაში არიან. არადა,  მათ შორის ცხოვრების დონისა და პოლოტიკური ორიენტაციის  მკვეთრი განსხვავების  გამო გაერთიანება ძალიან რთული იქნება.[3]

1990-იან წლებში ჩრდილოეთ კორეას დიდი შიმშილობა დაატყდა თავს. ქვეყანა იზოლირებული იყო და დახმარება არ მიუღია სხვა ქვეყნებისგან. ამ პერიოდში, ჯამში მილიონ ადამიანზე მეტი გარდაიცვალა. ბევრი კი მხოლოდ ბალახის, ხოჭოსა და ხის ქერქის ჭამით გადარჩა. დღეს შიმშილობის ასეთი მაჩვენებელი აღარ არის ჩრდილოეთ კორეაში, მაგრამ სიტუაცია მაინც მსგავსია.  ქვეყანა რჩება მთლიანად იზოლირებულად დანარჩენი სამყაროსგან. ქვეყანაში  სრულ ძალაუფლებას შრომითი პარტია ფლობს, ის აკონტროლებს შიდა და გარე ვაჭრობას, მრეწველობასა და ეკონიმიკას. აქ არსებული, სოცოალისტური მმართველობისთვის დამახასიათებელი დაგეგმვითი ეკონომიკის სისტემა, სადაც ყველაფერს სახელმწიფო აკონტროლებს, არ არის მომგებიანი კორეისთვის, რადგან ქვეყანაში ეკონომიკა მუდმივ სტაგნაციას განიცდის.  ამას განაპირობებს ასევე ის, რომ მთელი მარაგი ფინასებისა სამხედრო ძალაუფლების გაძლიერებისა და ატომური პროგრამის განვითარებისკენაა მიმართული. ქვეყნის არმიაში მოსახლეობის თითქმის 10% მსახურობს.  ასევე, ის რომ ქვეყანაში ბევრის შიმშილობის ზღვარზეა განპირობებულია პროდუქტის განაწილების არასწორი სიტემით. როგორც ჩანს, დევიზი „საკვები უპირველესად სამხედროებს“ კარგად სრულდება, რადგან გაეროს მონაცემებით ჩრდ. კორეაში ბავშვების დაახლოებით 60% არასაკმარისად იკვებება, 16% კი - შიმშილობს.

კორეის მმართველები, როგორც თავად კორეელები აცხადებენ, მისი ლეგენდარული ლიდერის კიმ ირ სენის მემკვიდრეები არიან. 1964 წლიდან 2011 წლამდე ჩრდილოეთ კორეას მართავდა კიმ ჩენ ირი. მას ზეადამიანური სიბრძნის ფლობას მიაწერდა მოსახლოება. 2011 წლის 17 დეკემბერს ჩრდილოეთ კორეის ლიდერის გარდაცვალება მოსახლეობას შავებში ჩაცმულმა წამყვანმა აუწყა.[4] კიმ ჩენ ირის დაკრძალვას ათი ათასობით ადამიანი დაესწრო. ქვეყნის ახალი მმართველი კი მისი 30 წლის ვაჟი კიმ ჩენ ინი გახდა.  მისი მმართველობის ქვეშ ჩრდილოეთ კორეამ ახალი ბალისტიკური რაკეტები შექმნა. კიმ ჩენ ინმა საგარეო პოლიტიკური ურთიერთობები უფრო დაძაბა აშშ-სთან და სამხრეთ კორეასთან, მუდმივად, ბირთვული დარტყმის მუქარის გამო. კიმ ჩენი უკვე რამდენიმე წელია აცხადებს, რომ „სამართლიანობის წმინდა ომის“ დაწყებას არ მოერიდება არცერთ ქვეყანასთან.[5]

ამ ქვეყნის უცნაურობა არაერთხელ დამტკიცებულა. აქ მიღებულია სიკვდილით დასჯა, ადამიანთა წამება. მაგალითად 2016 წლის თებერვალში, კიმ ჩენ ინმა ქვეყნის სამხედრო მეთაური კორუფციის ბრალდებით სიკვდილით დასაჯა. ასევე მისი მმართველობის დროს გაშუქდა სხვა რამდენიმე სიკვდილით დასჯა. მანამდე მაღალი თანამდებობის პირების  ამგვარ დასჯას არ ახმაურებდნენ. ამ ფაქტს ანალიტიკოსები იმით ხსნიდნენ, რომ ახალგზარდა კიმ ჩენს მოსვლისთანავე სურდა ძალაუფლების გამტკიცება და ხალხის დაშინება.

ჩრდილოთ კორეის ქუჩებში ყველაფერი 1950- იანი წლების საბჭოთა კავშირს ჰგავს. კოლმეურნეთა და ბელადთა ძეგლებით, ჩუმი ქუჩებით. აქ შემხვედრ ნებისმიერ კორეელს მკერდზე გულსაბნევი აქვს, კიმ ირ სენის გამოსახულებით. ცნობილია, რომ ჩრდილოეთ კორეაში ახშობენ ზოგიერთ რადიო სიგნალს, რომ „დაიცვან“ მოსახლეობა საზღვარგარეთული, არასასიამოვნო გადაცემების მოსმენისგან. ინტერნეტის სარგებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ რამდენიმე დაწესებულების თანამშრომლებს შეუძლიათ. დანარაჩენებს წვდომა აქვთ ნაციონალურ ქსელთან „კვანმიონი“. შესაბამისად ამ ქსელში მხოლოდ სახელმწიფოს მიერ გადახარისხებული ინფორმაცია აღწევს. ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ იდეოლოგიური თვალსაზრისები არ შეეცვალოს ჩრდ. კორეის მოსახლეობას. მათ უმრავლესობას ღრმად სწამს, რომ მსოფლიოში საუკეთესო ქვეყანაში ცხოვრობს.   ტურისტებისთვის ტური ისეა დაგეგმილი, რომ ისინი მხოლოდ ნახულობენ შელამაზებულ ფასადებს, გიგანტურ ძეგლებსა და პლაკატებს. ტურებს მხოლოდ სახელმწიფო კომპანია მართავს. შესაბამისად, სახწლმწიფო მაქსიმალურად ცდილობს დამალოს ის, რაც სინამდვილეში ხდება. ჩრდილოეთ კორეაში მობილური ტელეფონების გამოყენებაზე აკრძალვა დაახლოებით ათი წელია რაც მოხსნეს. მოქალაქეები თავისუფლად ვერ გადაადგილდებიან ქალქიდან ქალაქში. გზად მათ უწევთ სპეციალური უწყების თანამშრომლებთან გასაუბრება და ნებართვის მიღება.

2016 წლის მაისში კინ ჩენ ინმა  დროებით აკრძალა ქორწილები. ამის მიზეზი გახდა, კონგრესი, რომელზეც კინ ჩენ ინს უზენაეს ლიდერად შერაცხავენ და ჩრდილოეთ კორეას ოფიციალურად გამოაცხადებენ ბირთვული იარაღის მქონე სახლემწიფოდ.  ეს შეზღუდვა კი უსაფრთხოების დაცვის მიზეზით აიხსნა. ამავე კონგრესის გამო ჩასული BBC- ის ჟურნალისტები ჩრდილოეთ კორეიდან გამოაძევეს, რადგან ქვეყნის მმართველს არ მოეწონა მათ რეპორტაჟებში ხაზგასმული ფხენიანის ცხოვრების სხვადასხვა ასპექტები.[6] 

საზოგადოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობის ზრდის დიაგრამა

ჩრდილოეთ კორეაში ცხოვრობს 24,852,000 ადამიანი.დემოგრაფიის ექსპერტები მე-20 საუკუნეში ვარაუდობდნენ რომ 2000 წ.-მდე მოსახლეობის რაოდენობა 25,5 მილიონს მიაღწევდა , 2000-დან 2010 კი ეს მაჩვენებელი 28 მილიონამდე გაიზრდებოდა, თუმცა მოსახლებოა არ გაზრდილა ქვეყანაში არსებული შიმშილობის გამო.[7] ჩრდილოეთ კორეა სავალალო მდგომარეობაში ჩავარდა 1994 წლიდან. ქვეყანაში შიმშილობდა მოსახლეობის დიდი ნაწილი და ამას შეეწირა 240 000-იდან 3 500 000 მდე ადამიანი.[8] შიმშილობა გაგრძელდა 1998 წლამდე. ადამიანები კვდებოდნენ შიმშილით და შიმშილობასთან დაკავშირებული დაავადებებით. 1997 წელს კი საერთაშორისო დონორებმა გაუწიეს დახმარება“მსოფლიო საკვების პროგრამით“. ამის შემდეგ სიტუაცია გამოსწორებისკენ წავიდა. მოშიმშილე ბავშვების რაოდენობა 60%-იდან 28% მდე დაეცა 1998-2013 პერიოდში. დღესდღეობით ჩრდილოეთ კორეაში მოსახლეობის მცირე ზრდა ფიქსირდება და შეადგენს 0,53%-ს. სახელმწიფო შობადობის რაოდენობა წელიწადში 1000 კაცზე კი 14,5 ახალშობილია.[9]

ჯანდაცვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთ კორეაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 2013 წლის მონაცემებით არის 69,8 წელი. 2013 წლის მონაცემებით დაღუპულთა 64%-ის სიკვდილის მიზეზეი ცუდი კვება გახდა.[10] 2003 წლის მონაცემებით მოსახლეობის 100% აქვს წყალზე მუსდმივი წვდომა. ჯანდაცვაზე დახარჯული ფული თითოეულ მოსახლეზე კი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველა დაბალია. შესაბამისად ოფიციალური მონაცემები ჯანმრთელობის შესახებ კორიაში არ არის სანდო.[11]

ასაკობრივი პირამიდა

სავარაუდოდ ჯანდაცვა მოიცავს ეროვნულს სამედიცინო მომსახურებას და დაზღვევას. ჩრდილოეთ კორეის მთავრობა ირწმუნება, რომ ისინი სთავაზობენ უნივერსალურ ჯანდაცვას თითეულ მოქალაქეს. ოპოზიცია და სხვა ექსპერტები,რომლებიც მუშაობენ საზღვარგარეთ, ამკიცებენ რომ ადამიანს შეუძლია მიიღოს სამედიცინო დახმარება თუ მას გააჩნია საკმარისი ფული. ამისდა მიუხედავად ჩრდილოეთ კორეა მკაცრად იცავს თავის პოზიციებს რომ სამედიცინო მომსახურება უფასოა.[12] 2001 წელს დახარჯულ იქნა მთლიანი შიდა პროდუქტის 3% მედიცინის განვითარებაზე. 1950 წლების დასაწყისში, აქცენტი გაკეთდა ჯანდაცვაზე და 1955-დან 1986-მდე საავადმყოფიების რაოდენობა 256-დან 2401-მდე გაიზარდა, კლინიკების კი 1020-დან 5644-მდე. 1979 მეტი ყურადღება დაეთმო ტრადიციულ კორეულ მედიცინას. 2010 წელს კი ჩამოყალიბდა ტელემედიცინის ქსელი. 1990 წლების კრიზისი კი გამოწვეული იყო საბჭოთა კავშირის დაშლით, ამავდროულად ბუნებრივ კატასტროფასთან,და ეს ყველაფერიმაშინ,  როცა ასმხრეთ კორეა იდგა მედიცინის, აღწურვილობის და წყლის პრობლემების წინაშე.[13]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაწყებითი კლასების მოსწავლეები

განათლების სისტემა ჩრდილოეთ კორეაში მოიცავს 3 სახის სკოლას. ერთ ძირითად სკოლას, ხოლო 2 დამატებითს, რომელთა არჩევაც ხდება სკოლის დამთავრების შემდეგ. მოსწავლეები ან აგრძელებენ სწავლას უმაღლესი განათლებისთვის ან ირჩევენ პროფ-სასწავლებელს. ძირითადი სკოლა მოიცავს ბაღს და სწავლას მე-10 კლასამდე. ბაღი შედგება 1 კლასისგან, შესაბამისად ძირითადი სკოლის დამთავრებისათვის ბავშვი სწავლობს 11 წელი. სწავლების პერიოდები იყოფა სამ ნაწილად. პირველი ერთი წელი არის ბაღი,  ოთხი წელი არის დაწყებითი, შემდეგი 6 წელი კი საშუალო სკოლა. უმაღლესი სასწავლებელი შედგება 4 ან 6 წლიანი სასწავლო კურსებისგან, დამოკიდებულია თუ რომელ განხრას აირჩევს მოსწავლე.[14] ქვეყანაში არის 14000 საბავშვო ბაღი, 4800 დაწყებითი და 4700 საშუალი სკოლა.30- იდან 34 წლამდე მოსახლეობის 77-79% დამთავრებული აქვს საშუალო სკოლა. ქვეყანაში არირ არის 300 უნივერსიტეტი და კოლეჯი. ყველაზე პრესტიჟული კი კიმ იონგ  სანგის უნივერსიტეტია. უმეტესობა სკოლადამთავრებულებისა არ აბარებს უნივერსიტეტში და პირდაპირ ერთვება სავალდებული სამხედრო სამსახურში ან იწყებს მუშაობას ფერმაში და ქარხნებში.[15]

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთ კორეის კონსტიტუციის მიხედვით რელიგიის თავისუფლება დაცულია და არავის აქვს უფლება მისი ხელყოფის, თუმცა პრაკტიკაში სულ სხვანაირი სურათი გვხვდება. ჩრდილოეთ კორეა უმეტესწილად არის ათეისტური ქვეყანა.მთავრობა მუდმივად ხელს უშლის ადამიანებს აირჩიონ და იცხოვრონ თავიანთი რელიგიური შეხედულებებისდა მიხედვით. რეჟიმი გამუდმებით ახშობს რელიგიის გამოვლინებებს. ადამიანები რომლებიც არიან საზღვარგარეთ რელიგიური დაჯგუფებების წევრები, მათ ელოდებათ ციხე ან შესაძლებელია დახვრეტაც. არაერთი ქრისტიანული ეკლესიის წარმომადგენელი იქნა დახვრეტილი ან დაჭერილი.[14]

ჩრდილოეთ კორეაში მოსახლეობის 64,3 % ითვლება რომ არის არარელიგიური ქვეყანაში დამყარებული წყობილებიდან გამომდინარე, 16% მოსახლეობის მისდევს კორეულ შამანიზმს, 13,5% ჩოდოიზმს, 4,5% არის ბუდისტი, და 1,7% კი ქრისტიანი.[14]

ბუდიზმს და კონფუციანიზმს კვლავ აქვს  მოსახლეობის კულტურულ ცხოვრებაზე. ეს რელიგიები ყველაზე კარგად ერგება ქვეყანაში დამარებულ რეჟიმს და მეტიც, ამ რელიგიის წარმომადგენლები მთავრობისგან იღებენ დაფინანსებას, იმისათვის რომ ხელი შეუწყონ მის გავრცელებას. იქიდან გამომდირარე, რომ ბუდიზმს განუყოფელი ნაწილი უკავია კორეის ტრადიციულ კულტურაში.[14][16]

ჩონდოიზმი არის ადგილობრივი რელიგია, რომელსაც გააჩნია კომბინირებული ელემენტები კორეული შამანიზმის, ბუდიზმის, ტაოიზმის და კათოლიციზმის. თუმცა ქრისტიანების ყველაზე მძიმე დევნა სწორედ ჩრდილოეთ კორეაშია. ქვეყანაში არის ტაძრები თუმცა იქ მცხოვრები ადამიანები ირწმუნებიან, რომ ეს მხოლოდ უცხოელთა თვალის ასახვევადაა და ისინი არ ფუნქციონირებენ.[14]

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთ კორეელთა დოკუმენტების და ლტოლვილთა მონაყოლის თანახმად, ყველა ჩრდილო კორეელი არიან დაყოფილი ჯგუფებად. თითოეულ ადამიანზე არის შედგენილი ინფორმაცია „სონგბანი“, სადაც წერია თითოეული პერსონის ისტორია, როგორია მისი ეკონომიკური , სოციალური და პოლიტიკური წარსული, 3 თაობის განმავლობაში როგორი მოქალაქეები იყვნენ მისი წინაპრები, იყვნენ თუ არა რევოლუციონერები და წინააღმდეგნი კომუნისტური წყობილების. შემდეგ სონგბანით განისაზღვრება რამდენად სანდოა ადამიანი, რა სამსახურში უნდა იყოს და ისიც კი რას ჭამს.[17]

პოლიციელი იცავს ქუჩებს

სონგბანს უარყოფითი ეფექტი აქვს განათლების და დასაქმების შესაძლებლობებზე. სონგბანს გააჩნია 3 კლასიფიკაცია და დაახლოებით 50 ქვე-კლასიფიკაცია. ძირითადი, ერთგული კლასი შეადგენს მოსახლეობის 25%-ს, კლასი რომელიც ორჭოფობს არის 55%, ხოლო მტრების კლასი მოსახლეობის 20%-ს შეადგენს. ყველაზე დაფასებულ კლასს შეადგენენ ის ადამიანები რომელიც კიმ სანგის მხარდამხარ იბრდზოდნენ იაპონიის ოკუპაციის წინააღმდეგ და ვინც ამ დროს შეადგენდნენ მუშათა კლასს. თუმცა ჩრდილოეთ კორეის მთავრობა ყოველგვარ კლასობრივ დაყოფას და დისკრიმინაციას უარყოფს.[17]

ინფორმაცია კი გამუდმებით იფილტრება. არ არსებობს თავისუფალი პრესა და ტელევიზია. ჩრდილოეთ კორეის ინფორმაციის საშუალებები ძირითადად დატვირთულია პროპაგანდული შინაარსით. აქ აკრძალულია უცხოური ტელეარხებისა და რადიოს მოსმენა, რაც ციხით ისჯება. ჩრდილო კორეელებს ინტერნეტიც შეზღუდულად მიეწოდებათ. მათ საშუალება აქვთ შევიდნენ რამდენიმე ჩინურ საიტზე. სადაც ისინი ვერ ნახავენ ვერაფერს რაც დააკავშირებთ მათ დანარჩენ სამყაროსთან.[17]

სამართალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთ კორეას ხშირად ადანაშაულებენ იმაში, რომ აქ ადამიანის უფლებები მსოფლიოში ყველაზე ცუდად არის დაცული. აქ მცხოვრები ხალხი მუდამ შისშია არიან და არ აქვთ პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება. მოსახლეობა იმყოფება მუდმივ კონტროლში. ნებისმიერი ადამიანი სახელმწიფოსგან დადგენილი გეგმის მიხედვით მუშაობს და მიმდინარეობს მუდმივად მათზე დაკვირვება. მათ შეზღუდული აქვთ მოგზაურობის უფლება ქვეყნის შიგნით, ხოლო საზღვარს თითქმის ვერავინ ვერ ტოვებს.[18]

თავისუფლების შეზღუდვა აქ ჩვეულებრივ ნორმად არის სქცეული. ადამიანებს არ აქვთ უფლება თავისუფლად გამოხატონ თავიანთი იდეები და მათი გამოთქმული ნებისმიერი სიტყვა შეიძლება გახდეს დაკავების, წამების და სიკვდილის მიზეზიც კი. ჩრდილოეთ კორეაში ასევე დაშვებულია საზოგადოდ სიკვდილით დასჯა. ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის ინფორმაციით, 2009 წელს სიკვიდილით იქნა დასჯილი 1193 ადამიანი. 2013 წელს 80 ადამიანი იქნა დასჯილი საჯაროდ მცირე დანაშაულებისთვის. ამ სანახაობას იძულებით ესწრებოდა 10 000 ადამიანი და უყურებდნენ როგორ ხვრეტდნენ ათობით ადამიანს. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი არც თავის ახლობლებს წყალობს. 2013 წლის 13 დეკემბერს, გაზეთების ინფორმაციის თანახმად კიმ იონგის ბიძა დასაჯეს სიკვდილით. ჭორები კი ამბობდნენ, რომ კიმმა ბიძამისი ცოცხლად დააგლეჯინა ათეულობით ძაღლს.[18]

პოლიტიკური დანაშაული აქ განსაკუთრებით მკაცრად ისჯება. ადამიანები ცხადდებიან სახელმწიფოს მტრად თუნდაც იმ მიზეზით რომ ისინი ქრისტიანები არიან ან გააკრიტიკეს თავიანთი ლიდერი. ასეთი ხალხი კი დეპორტირდებიან სამუშაო ბანაკებში რომელსაც ცოცხალი არავინ ტოვებს.[19]

სატელიტური სურათების თანახმად დღეს 200 000-ზე მეტი ადამიანი იმყოფება სამუშაო ბანაკებში სადაც მათ აიძულებენ მონებივით მუშაობას. მთავრობის მხარდამჭერები ამ ბანაკების არსებობას ამართლებენ იმ მიზეზით, რომ აქ ხდება ადამიანების ხელახლა აღზრდა, თუმცა ამ ბანაკებში ყოველდღიურად ხდება მკვლელობები, წამება, გაუპატიურება და ხალხი სიმშილით იხოცება. ყოველ წელს ჩრდილოეთ კორეი სამუშაო ბანაკებში კვდება 10 000 ადამიანი. გაერთიანებული სამეფოების საგამოძიებო კომისიამ ჩრდილოეთ კორეას ბრალი დასდო დანაშაულში ადამიანთა რასის წინააღმდეგ.[20]

გენდერული როლები და სტატუსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოლეთ კორეაში საყოველთაოდ მიღებულია, რომ მძიმე მრეწველობას მამაკაცები ანხორციელებენ, ხოლო ქალების საქმე უფრო მსუბუქი მრეწველობაა. რაც შეეხება საშინაო საქმეების განაწილებას, ქალს ბავშვის აღზრდა და ოჯახის მოვლა ევალება, მამაკაცს კი მუშაობა. ქალისა და მამაკაცის სტატუსი საზოგადოებაში არ არის ერთმანეთის ექვივალენტური და არ არსებობს გენდერული თანასწორობა. მამაკაცები უფრო პრივილეგირებულნი არიან. მაგალითისთვის,  მამაკაცს, ქალთან შედარებით, ბევრად დიდი შანსი აქვს იმის, რომ წარმატებას მიაღწიოს პოლიტიკურ საქმიანობაში. ქალები კი, ქორწინების შემდეგ პრაქტიკულად არც განიხილებიან  რაიმე პოლიტიკური შესაძლებლობის და მომავლის მქონე პირებად. თუმცა, განსხვავება ამ შემთხვევაში გვხვდება  მაღალი სოციალური ფენის ოჯახებიდან წამოსული ქალების შემთხვევაში.  ჩრდილოეთ კორეაში ქალებისთვის გარკვეული წესებია დაწესებული. მაგალითად, ქალებს არ აქვთ შარვლის ტარების უფლება, თუ ისინი არ მუშაობენ საწარმოებში და ქარხნებში.[21] 

ქორწინება და ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთ კორეაში არ არის ნებადართული ერთი და იგივე წარმომავლობის მქონე ქალისა და კაცის ქორწინება. თუ ქალი და კაცი ერთიდაიგივე გვარის წარმომადგენლები არიან, მაშ ისინი და-ძმად მიიჩნევიან. ასევე აუცილებელია სოციალური ფენების ბალანსის დაცვა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მაგალითად, მამაკაცი მაღალი ფენის წარმომადგენელია, ხოლო ქალი დაბალ სოციალურ ფენას მიეკუთვნება, მათი ქორწინება საზოგადოებისთვის მიუღებელია. ქორწინებამდე წყვილს აძლევენ ბინას ან სახლს და უნდა წყვილმა მოიცადოს  იქამდე, სანამ მათ ბინადრობას არ დაამტკიცებს ხელისუფლება. ჩვეულებრივ, ქორწილი გულისხმობს პატარა ცერემონიას, სადაც იწვევენ მეგობრებს და ახლობლებს, იღებებენ ერთად სურთს, თუ ამის შესაძებლობა აქვთ და არეგისტრირებენ ქორწინებას. ამ ყოველივეს კი არ მოყვება არანაირი აღნიშვნა ან თაფლობის თვე.  საქორწილო კაბებიც კი, სახელმწიფო ფაბრიკებში მზადდება და გარკვეული პერიოდის შემდეგ, თითქმის ყველა პატარძალი მეტ-ნაკლებად ერთმანეთის მსგავსია. როგორც წესი, სახლები პატარა ზომის აქვთ, რაც კრძალავს დიდი ოჯახის ყოლას.[21] 

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საიერო დღესასწაულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ეროვნული დღესასწაულები მოიცავს:
  • სახალხო არმიის დაარსების დღე -  8 თებერვალი;
  • კიმ ირ სენის დაბადების დღე - 15 აპრილი;
  • მაისის დღე - 1 მაისი;
  • ახალგაზრდა პიონერთა დღე - 6 ივნისი;
  • ეროვნული ფონდის დღე - 9 სექტემბერი;
  • მშრომელთა პარტიის დღე - 10 ოქტომბერი.

ზოგიერთი მათგანი აღინიშნება საბჭოური სტილის სამხედრო აღლუმის ფონზე, ზოგს კი ზეიმობენ ხელოვნების ფესტივალებისა და ოფიციალური კრებების ჩატარებით, როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ ხელისუფლების ერთეულებში. 

ჩრდილოეთ კორეის კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მძლავრი ისტორიული ჩინური კულტურის გავლენის ფონზე  კორეამ მაინც შექმნა საკუთარი დამოუკიდებელი კულტურა და უნიკალური ინდივიდუალურობა.  1910-1945 წლებში იაპონიის მიერ ხდებოდა  კორეის კულტურული ასიმილაცია. ისინი რიგ ხერხებს მიმართავდნენ, რათა წაეხალისებინათ  კორეელები, რომ ესწავლათ იაპონურად საუბარი, მიეღოთ იაპონურ გვართა სისტემა და ასევე მათი რელიგია. სკოლებში, ბიზნესისა ან საზოგადოების თავშეყრის ადგილებში იკრძალებოდა კორეული ენის გამოყენება.[22]

მას შემდეგ, რაც ნახევარკუნძული გაიყო 1945 წელს, საერთო კორეული კულტურიდან ორი ცალკეული კულტურა ჩამოყალიბდა: ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის.

ჩრდილოეთ კორეის თანამედროვე კულტურა ეფუძნება კორეის ტრადიციულ კულტურას, მაგრამ განვითარდა კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის 1948 შექმნის შემდგომ.

ხელოვნება და ლიტერატურა ჩრდილოეთ კორეაში მთლიანად მთავრობის მიერ კონტროლდება. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩრდილოეთ კორეა განიცდის ხელოვნების სიღარიბეს, პირიქით აქ ვაწყდებით ხელოვნების მიმდინარეობების მრავალფეროვნებასა და განსხვავებულ მოდას, რომელიც დროთა განმავლობაში იცვლება.[23] 

ხელოვნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთ კორეული ფერწერა ასახავს საბჭოთა კავშირისა და იაპონიის გავლენათა ერთობლიობას. ჩრდილოეთ კორეაში ყველა მხატვარი იძულებულია შეუერთდეს ხელოვანთა კავშირს და მხოლოდ მათგან საუკეთესოს შეუძლია მოიპოვოს ოფიციალური უფლება, რომ შექმნას ლიდერთა პორტრეტები და ქანდაკებები. ლიდერთა ეს გამოსახულებები ჩრდილო კორეულ ხელოვნებაში კლასიფიცირდება, როგორც „ნომერ პირველი ნამუშევრები“.  ჩრდილოეთ კორეას აქვს მკაფიო და განსვხვავებული გრაფიკული ხელოვნება, რომელიც წარმოადგენს ტრადიციული კორეული ხატვისა და დასავლური აკვარელით ხატვის ტექნიკის ნარევს. ფრესკები ძირითადად გვხვდება საზოგადოებრივი თავშეყრის  შენობებში, რომლის მთავარი თემაც, როგორს წესი, არის ლიდერთა თაყვანისცემა. თითქმის ყოველთვის, ამ ფრესკებზე შუაში, სხვებთან შედარებით მოზრდილი მასშტაბებით კიმ ირ სენი არის გამოსახული. მას გარს აკრავს ყველა ასაკის, საქმიანობისა და ჩაცმულობის ადამიანები, რომელთა თვალებშიც ლიდერის მიმართ სიყვარული და აღტაცება ჩანს. ასეთი სახის ხელოვნება სახელმწიფოს მიერ იქმნება და ამ თვალსაზრისით ჩრდილოეთ კორეაში არ არსებობს კერძო ხელოვანი. ასევე, ჩრდილოეთ კორეაში ძალიან პოპულარულია პატრიოტულ მოტივებზე შექმნილი ქანდაკებები. როგორც წესი, ასეთი ქანდაკებები საბჭოთა კავშირის სტილში იგება. ნახატებისა და სკულპტურების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ჩრდილოეთ კორეის საერთაშორისო სასტუმროების მაღაზიებში და არ არის ხელმისაწვდომი ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის.[24] 

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთ კორეაში არ არსებობს არანაირი ლიტერატურული საფუძველი და არ არსებობენ ცნობილი დისიდენტი მწერლები. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ ყველა გამომცემლობას ფლობს სახელმწიფო, რადგან ჩრდილოეთ კორეაში ლიტერატურა მიჩნეულია, როგორც აგიტაციისა და პროპაგანდის ერთ-ერთი ძირითადი საშუალება. მათ შორის ყველაზე ავტორიტეტულია კორეის მუშათა პარტიის გამომცემლობა და  იგი აქვეყნებს როგორც კიმ ირ სენის ნაწარმოებებს, ასევე იდეოლოგიური განათლების მასალებსა და პარტიის პოლიტიკის დოკუმენტებს.  წვდომა უცხოურ ლიტერატურაზე შეზღუდულია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ჩრდილოეთ კორეის გამომცემლობები თარგმნიან ინდურ, გერმანულ, ჩინურ და რუსულ ზღაპრებს. ასევე უილიამ შექსპირის, ბერტოლტ ბრეხტისა და ერიხ კესტნერის ზოგიერთ ნაწარმოებებს. კიმ ირ სენის ნამუშევრები ითვლება „კლასიკურ შედევრებად“.  1980-2000 წლებში 4 მილიონზე მეტი ლიტერატურული ნაშრომი გამოქვეყნდა, თუმცა ყველა მათგანი მოქცეულია ერთიდაიგივე თემატიკის ქვეშ.  გამონაკლისის გარეშე, ჩრდილოეთ კორეული მხატვრული ლიტერატურა ცდილობს, რომ მკითხველს შთააგონოს მათთვის სასურველი პრინციპები. ხშირად ავტორები ბუნების აღწერის ხერხს მიმართავენ, როდესაც გმირის ემოციები ასახვას ჰპოვებს გარემოში. ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ამისა არის ის, რომ აქ მხატვრები სარგებლობენ პოლიტიკური შეზღუდვებისგან შედარებითი თავისუფლებით. მიუხედავად პორტრეტებისა და თემატიკისა,  ისტორიები ძირითადად ისწრაფის ოპტიმიზმისკენ და აქვთ ბედნიერი დასასრული.[25] 

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთ კორეის მუსიკაზე, როგორც ხელოვნების სხვა დარგებზე, დიდი გავლენა მოახდინა ქვეყანაში არსებულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ.  კორეის გაყოფის შემდეგ, ჩრდილოეთ ნაწილში რევოლუციური სახის სიმღერები, სახელმწიფოს მხარდაჭერით ჩაანაცვლა პატრიოტული ხასიათის სიმღერებმა. ასეთი ტიპის სიმღერებს კორეულად Taejung kayo  ეწოდება და წარმოადგენს კლასიკური დასავლური სიმფონიური მუსიკისა და კორეული ტრადიციული მუსიკის ნაზავს.  როგორც ზოგადად კორეის, ისევე ჩრდილოეთ კორეის მუსიკა მოიცავს ხალხურ, კლასიკურ, პოპ და კანტრი ჟანრებს. სიმღერები ძირითადად სრულდება ქალი შემსრულებლების მიერ, ბენდის ან ორკესტრის თანხლებით. სიმღრების ტექსტები ნათლად ოპტიმისტური და სოციალისტური ხასიათისაა. ბევრი ჩრდილოეთ კორეული პოპის  სიმღერები სრულდება ახალგაზრდა მომღერალი ქალების მიერ, რომელთაც, როგორც წესი, თან ახლავთ მოცეკვავეები. ზოგიერთი ჩრდილოეთ კორეული პოპის სიმღერა, სამხრეთ კორეაშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჩრდილოეთ კორეაში ტრადიციული მუსიკალური ინსტრუმენტები ადაპტირდა, რათა კონკურენცია გაეწიათ დასავლური ინსტრუმენტებისათვის.[26] 

კინემატოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმები ჩრდილოეთ კორეაში არის საზოგადოების გართობის იაფი საშუალება, ხოლო სხვა უფრო სპეციალიზებული დარგები, როგორიცაა ცირკი, ან სიმღერისა და ცეკვის კონცერტები დახურულია ჩვეულებრივი მაცხოვრებლებისთვის და ფუნქციონირებს მხოლოდ უცხოელი სტუმრებისთვის და ასევე ეროვნულ დღესასწაულებზე. ჩრდილოეთ კორეაში სოციალური განათლებისთვის დიდ როლს სწორედ ფილმები თამაშობენ. 

სპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთ კორეა ოლიმპიურ თამაშებზე პირველად 1972 წელს გამოჩნდა. 1972 წელს ჩატარებული ოლიმპიური თამშებიდან კი,  ჩრდილოეთ კორეა 5 მედლით დაბრუნდა და მათ შორის ერთი იყო ოქროს მედალი. 

ფეხბურთი ჩრდილოეთ კორეაში 1945 წლიდან რეგულირდება კორეის საფეხბურთო ასოციაციის მიერ. ჩრდილოეთ კორეის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ასმეათეა მსოფლიოში.  მამაკაცების გუნდისგან განსხვავებით, ჩრდილოეთ კორეის ქალთა ნაკრები მთლიანად კორეელი ქალებით არის დაკომპლექტებული. ასევე მამაკაცების გუნდისგან განსხვავებით, ქალთა გუნდი უფრო წარმატებულად ასპარეზობს სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში. მათ 2007 წელს FIFA-ს ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალში მოხვედრა მოახერხეს. 2008 წელს მათ გაიმარჯვეს და მოიპოვეს AFC ქალთა აზიის თასი. თუმცა 2015 წელს ისინი იქნენ დისკვალიფიცირებულნი 2015 წლის FIFA-ს მსოფლიო ქალთა თასში, არალეგალური ნარკოტიკების მოხმარების გამო. 

ამინდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლიმატი ჩრდილოეთ კორეაში არის ზომიერი და შედარებით მძიმე. მკვეთრი განსხვავებებია სეზონებს შორის. ზამთარში აზიის მთებიდან მოდის ცივი ჰაერი, რაც განაპირობებს ტემპერატური -6-დან -14 გრადუსამდე მერყეობას. ზაფხულში კი, ამინდს ოკეანის ჰაერის მალათა მოძრაობა განაპირობებს და საშუალო ტემპერატურა 18-22 გრადუსია.  საუკეთესო თვეები ჩრდილოეთ კორეის მოსანახულებლად არის მაისი-ივნისი და სექტემბერი-ოქტომბერი.[27] 

მასობრივი თამაშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არირანგი მეთვრამეტე ფესტივალი

ჩრდილოეთ კორეა ცნობილია თავისი მასობრივი თამაშებით. ჩრდილოეთ კორეაში ტარდება სახალხო ღონისძიებები, სადაც ათასობით მოქალაქე  მაღალ ქორეოგრაფულ დონეზე ასრულებს ცეკვებს, უფრო კონკრეტულად კი თავიანთ ტრადიციულ ცეკვებს და სატანვარჯიშო სანახოებას დგამენ. მონაწილეები უმღერიან და უგალობენ კიმ ირ სენს. მასობრივი თამაშები ახალა მხოლოდ „მაისის დღის მოედანზე“ ტარდება. ამ მოედანს შეუძლია მსოფლიოში ყველაზე მეტი მაყურებლის დატევა, თუმცა 90-იან წლებში, ეს ღონისძიება ტარდებოდა კიმ ირ სენის მოედანზე. მასობრივი თამაშები შეიძლება შეფასდეს, როგორც სოციალისტურ-რეალისტური სანახაობა, რომელსაც 100000 მონაწილე ჰყავს და ყოველ დღე, საღამოს 7 საათზე ტარდება 90 წუთიანი სანახაობები (ცეკვა, აკრობატიკა, ტანვარჯიში, დრამატული სპექტაკლები), რასაც თან ახლავს მუსიკა და სხვა ეფექტები, ეს ყველაფერი არის უაღრესად პოლიტიზირებული. ამ ღონისძიების ერთ-ერთი გამორჩეული და სანახაობრივი ელემენტია სცენა, რომელსაც სტუდენტები ქმნიან. მათ ხელში წიგნები უჭირავთ და ამ წიგნებით, ისინი დაკავშირებულები არიან თავიანთ მეზობლებთან, ხოლო როდესაც სტუდენტები წიგნს გადაშლია, იცვლება მთელი სცენა, ან მისი გარკვეული ნაწილი. ეს წიგნები შედგება დაახლოებით 170 გვერდისაგან.[28][29]

არირანგის ფესტივალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი არირანგი მოდის კორეული ხალხური ზღაპრიდან, რომელიც არის ახალგაზრდა წყვილის შესახებ, რომელიც დაფლითა ბოროტმა მიწათმფლობელმა. გრანდიოზული მასობრივი გიმნასტიკური და არტისტული შესრულება არირანგი, ასევე ცნობილია როგორც არირანგის მასობრივი თამაშები ან უბრალოდ არირანგის ფესტივალი. არირანგი არის მასობრივი ტანვარჯიშის და არტისტული ფესტივალი, რომელიც ტარდება „რუნგრადოს მაისის დღის მოედანზე“, ფხენიანში, ჩრდილოეთ კოერის დედაქალაქში. ფესტივალი ჩვეულებრივ ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში იწყება და დაახლოებით 10 სექმტებრისთვის მთავრდება.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „TASS“-ის დაყრდნობით, არირანგი არის არტისტული  ფესტივალი, რომელიც მასობრივი თამაშის სახელით არის ცნობილი. ამ სანახოების შიინაარსი შემდეგია: ეს არის ამბავი კორეიის არირანგის ერზე, ანუ მშვიდი დილის ქვეყანაზე, რომელმაც წერტილი დაუსვა მწუხარების ისტორიას და აღზევდა, როგორ ღირსეული ერი არირანგის სიმრერიდან. არირანგის ფესტივალი შესულია გინესის რეკორდების წიგნში. ასევე 2012 წელს იუნესკომ "არირანგი "არამატერიაული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიყვანა. ეს ფესტივალი ტარდებოდა აგვისტოდან ოქტომრის ჩათვლით 2002-2005 წლებში, 2006 წელს არ ჩატარებულა და შემგდომ 2007-20013 წლებში. მასობრივი თამაშები არ ჩატარებულა 2014 წელს და შეწყვეტილ იქნა 2015 წელსაც. ჯერ ჯერობით არ არის ცნობილი ჩატარდება თუ არა არირანგის ფესტივალი უახლოეს მომავალში.[30][31]

იკონოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მასობრივ თამაშებს გააჩნიათ მნიშვნელოვანი იდეოლოგიური ხასიათი. ის აქებს მუშათა პარტიას, კორეის შეიარაღებულ ძალებს, კიმ ირ სენს და კიმ იონგ ილს. ეს გზავნილები უცხოელი მაყურებლისთვის შეიძლება ცხადი არ იყოს, ანუ მათთვის ვინ არ იცნობს ჩრდილოეთ კორეის იკონოგრაფიას. იკონოგრაფია ასე იშიფრება: ამომავალი მზე არის კიმ ირ სენის სიმბოლო. როდესაც იარაღი არის ნაჩვენები, ეს არის კიმ იონგ ილის სიმბოლიზირება, ანუ ის იარაღი, რომელიც კიმ ირ სენმა დაუტოვა ხალხს თავისი შვილის სახით. წითელი ფერი, რომელიც განსაკუთრებით ყვავილების სახით არის ნაჩვენები, მუშათა კლასის სიმბოლოა. თოვლიანი მთა კი, რომელიც ტბასთან ახლოს მდებარეობს, წარმოადგენს მთა პაეკტუს, სადაც ხალხის თქმით კიმ იონგ ილი დაიბადა.[29]

მონაწილეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონაწილე შეიძლება იყოს მოქალაქ, რომელსაც შეუსრულდა 5 წელი. მოქალაქეებს ირჩევენ მათი უნარის შესაბამისად, ემსახურონ და მონაწილეობა მიიღონ არირანგის ფესტივალში მრავალი წლის მანძილზე. უმეტეს შემთხვევაში, ეს იქნება მათი ცხოვრების გზა მანამ, სანამ ისინი არ “გადადგებიან თანამდებობიდან“. ისინი არიან ფხენიანის 8 სკოლის მოსწავლეები. ყველა სკოლას აქვს თავისი ფერი. ეს ფერებია: წითელი, ყვითელი, მწვანე, თეთრი და ლურჯი.[32]

მსოფლიო რეკორდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წლის აგვისტოში. არირანგის მასობრივი თამაშები აღიარებულ იქნა გინესის მსოფლიო რეკორდების მიერ, როგორც მმსოფლიოში ყველაზე დიდი ღონისძოება. ბოლო წლები მანძილზე უცხოელ ტურისტებს ნება დართეს ეყურებინათ ერთ ერთი წარმოდგენა, იმ უმარავი წარმოდგენიდან, რომლებიც ამ ფესტივალის დროს იმართება.[33]

კორეული სამზარეულო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილო კორეული სამზარეულო ძალიან ჰგავს ჩინურ სამზარეულოს. საკვების უმეტესობა  ფქვილისა და თევზისგან მზადდება, ასვე იყენებენ სოიო, ბრინჯს, სხვადასხვა მარცვლეულს ა და ბოსტნეულს.  სწორედ ბრინჯია მთავარი კორეული კერძი, რომელთანაც სხვადასხვა კერძებს მიირთმევენ წელიწადის დროების მიხედვით. კორეული კერძები ცნობილია მარინადებით. ჩრდილო კორეელებს უყვართ ცხარე საჭმელები, ამიტომ წითელი წიწაკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინგრედიენტია მათ სამზარეულოში. აქტიურად იყენებენ ზღვის პროდუქტებსაც.  ჩრდილო კორეული კერძები ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა, რადგან ვიტამინებითაა სავსე(ბოსტნეულის, თევზის ან სხვა ზღვის პროდუქტების, სოიოს შემცველობის გამო).

მაგიდაზე, სუფრის გაშლისას ყველასთვის ცალ-ცალკე დევს ბრინჯითა და სუპით სასვე  ჯამები, მათ გარეშე არ ატარებენ არანაირ მნიშვნელოვან ტრაპეზს.  დანარჩენი კერძები კი მაგიდის ცენტრში ერთადაა თავმოყრილი, ჭამისას ძირითადად კოვზებსა და სპეციალურ ჯოხებს იყენებენ.[34]  

ჩრდილოეთ კორეის არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთ კოერის თანამედრივე კულტურას, ყველაზე მკაფიო და შთამბეჭდავი სახით მისი არქიტექტურა და ქალაქის დაგეგმარება გამოხატავს. ჩრდილოეთ კოერის დედაქალაქი, ფხენიანი, თითქმის მთლიანად იყო განადგურებული ამერიკის შეერთებული შტატების მეირ, კოერის ომის დროს და ის ომის შემდეგ აღდგენილ იქნა გრანდიოზული ძალისხმევისა და მასშტაბების გამოყენებით. უამრავი ახალი შენობა იქნა აგებული 1980 წლიდან 1990 წლამდე. ეს ყველაფერი კი კეთდებოდა ფხენიანის, როგორც ჩრდილოეთ კოერის დედაქალის გამოსარცევად და ხაზგასასმელად სხვა ქალაქებისაგან.

ფხენიანის ტრიუმფალური თაღი

ძირითადი სტრუქტურები, არქიტექტორული თვალსაზრისით იყოფა 3 კატეგორიად: ძეგლები, შენობები რომელბიც აერთიანებენ ტრადიციულ კორეულ მოტივებს და  მესამე კატეგორია მიეკუთვნება თანამედროვე კონსტრუქციები, მაღალსართულიანი შენობები, რომლებიც მთლიანად თანამედროვე დიზაინით და კონსტრუქციით არის აშენებული. პირველი კატეგორიის მაგალითი არის ჩოლიმის ქანდაკება, ასვე კიმ ირ სენის ქანდაკება, რომლის სიმაღლეც 12 მეტრს შეადგენს და მთლიანად ბრინჯაოსაგან არის დამზადებული. ეს ქანდაკება კორეის რევოლუციის მუზეუმის წინ მდებარე მოედანზე დგას, ამ მოედნის ფართობი 240 000 კვ. მ შეადგენს და ის არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოედანი, რომელიც ადამიანებს შექუმნიათ. ჩრდილოეთ კოერაში, ასევე არის ტრიუმფალური თაღი, რომელიც პარიზის ტრიუმფალური თაღის ანალოგია, უბრალოდ ჩრდილოეთ კორეული თაღი 10 მეტრით უფრო მაღალის პარიზში მდებარე ტრიუმფალურ თაღზე. ასევე ამ კატეგორიას მიეკუთვნება ჩურჩეს იდეის ძეგლი, რომელიც სიმარლეში 170 მეტრს შეადგენს. ეს ძეგლი დადგეს კიმ ირ სენის მეჩვიდმეტე დაბადაბის დღის აღსანიშნავად 1982 წელს.

მეორე კეტეგორია იმითაა საინტერესო, რომ ის შეიცავს ელემენტებს, რომლებიც ტრადიციულია კორეული არქიტექტურისთვის, განსაკუთრებით კი, შენობის სახურავები, მაგალითად კულტურის ეროვნული სასახლე, ფხენიანის ცენტრალური ბიბლიოთეკა და მეგობრობის საერთაშორისო გამოფენა მიოიანგ-სანში, რომელშიც განტავსებულია და ინახება ყველა ის საჩუქარი, რომლებიც კიმ ირ სენს და კინ ჩენ ირს აუქეს უცხოელმა დიპლომატებმა და კოლეგებმა.  ჩრდილოეთ კორეას აქვს ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. ეს მეგობრობა და თანამშრომლობა ჯერ კიდევ ჩოსონის დინასტიიდან იწყება, სწორედ ამიტომ  მეგობრობის საერთაშორისო გამოფენაში, ჩინეთისაგან მიღებულ საჩუქრებს უკავიათ ყველაზე დიდი, გამორჩეული და საპატიო ადგილი. ჩინეთის ნაჩუქარი საჩუქრებისთვის არის მთელ გამოფენაში ყველაზე დიდი დარბაზი გამოყოფილი.

მესამე ტიპის შენობებს მიეკუთვნება, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები და სასტუმროები, რომლებიც ფხენიანში მდებარეობს. ყველაზე გამორჩეული და შთამბეჭდავი შენობა, რომელიც ამ კატეგორიას მიეკუთვნება, არის სასტუმრო რიუგიონგი. ის ჯერ კიდევ დაუსრულებელია (მშენებლობა მიმდინარეობდა 1992 წლიდან 2008 წლამდე). ის აღიარებულია, როგორც მსოფლიოში ყვეკაზე მაღალი სასტუმრო, რომელიც 105 სართულისგან შედგება, მას სამკუთხა ფორმა აქვს და ის მდებარეობს, ფხენიანის ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში. ასევე ულტრამოდერნისტულ სტილშია აშენებული სასტუმრო კორიო, რომელიც შედგება ორი ტყუპი კოშკისაგან და სასტუმროში 45 სართულია.

მშენებლობების უმეტესი ნაწილი, კიმ ირ სენის 80 წლის იუბილეს შემდეგ აშენდა, რაც გულისხმობს მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებს და ავტომაგისტრალ „გაერთიანებას“. ეს არის 4 ზოლიანი გზა, რომელიც ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქს აერთებს ქვეყნის დემილიტარიზირებულ ზონებთან. „Far Eastern Economic Review“-ს  ჟურნალისტის განცხადებით: „ეს ავტომაგისტრალი არის, თანამედროვე ინჟინერიის შედევრი, რომელიც ამცირებს გზის მონაკვეთს მთებზე 168 კილომეტრით, ფხენიანის მიმართულებით, 21 გვირაბის და 23 ხიდის წყალობით. გარდა ამისა, ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებულ ძალებშიც არიან გზის მშენებლები. სამხრეთ კოერის მთავრობა ამტკიცებს, რომ ქვეყნის გაერთიანების შემთხვევაში, გახშირდება მოძრაობა ქვეყნის ორივე მხარეს და საავტომობილო კოლაფსის თავიდან სასაცილებლად სჭიდებათ მათ გზის მშენებლები თავიანთ არმიაში.[35]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. (n.d.). Retrieved from http://nkorea.narod.ru/history.html
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია - მეხუთე ტომი
  3. (n.d.). Retrieved from http://ria.ru/spravka/20080529/108783007.html
  4. (n.d.). Retrieved from http://www.biography.com/people/kim-jong-il-201050
  5. (n.d.). Retrieved from http://www.biography.com/people/kim-jong-un-21125351
  6. (n.d.). Retrieved from http://www.tabula.ge/lookfor=ჩრდილოეთ კორეა
  7. https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/fields/2119.html#kn
  8. https://web.archive.org/web/20070209071653/http://www.cnn.com/WORLD/asiapcf/9808/19/nkorea.famine/
  9. https://en.wikipedia.org/wiki/Library_of_Congress_Country_Studies
  10. https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/rankorder/2102rank.html?countryname=Korea,%20North&countrycode=kn&regionCode=eas&rank=154#kn
  11. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3677063/
  12. https://web.archive.org/web/20080711165256/http://www.state.gov/p/eap/rls/rm/2003/21269.htm
  13. https://survivalpolitics.org/case-study/china/health-care-in-north-korea/
  14. 14.0 14.1 14.2 14.3 14.4 http://cdn.loc.gov/master/frd/frdcstdy/no/northkoreacountr00word/northkoreacountr00word.pdf
  15. http://www.prb.org/Publications/Articles/2010/northkorea-population.aspx
  16. http://articles.latimes.com/2005/oct/02/world/fg-temple2
  17. 17.0 17.1 17.2 http://www.hrnk.org/uploads/pdfs/HRNK_Songbun_Web.pdf
  18. 18.0 18.1 http://www.amnestyusa.org/our-work/countries/asia-and-the-pacific/north-korea
  19. https://web.archive.org/web/20120426032452/http://nkdb.org/bbs1/data/publication/Survey_Report_on_Political_Prisoners_Camp_in_North_Korea_.pdf
  20. https://www.amnesty.org/en/latest/news/2012/04/north-korea-catastrophic-human-rights-record-overshadows-day-sun/
  21. 21.0 21.1 North Korea. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from http://www.everyculture.com/Ja-Ma/North-Korea.html
  22. Harris, M. E. (2007). Inside North Korea. San Francisco: Chronicle Books.
  23. Salter, C. L. (2003). North Korea. Philadelphia: Chelsea House.
  24. Asia Times Online :: A window into North Korea's art world. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from http://www.atimes.com/atimes/Korea/NF16Dg02.html
  25. North Korea - Literature, Music, and Film. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from http://countrystudies.us/north-korea/39.htm
  26. Popular Music in North Korea. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from http://iias.asia/iiasn/26/theme/26T1.html
  27. Северная Корея. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from http://nkorea.narod.ru/wheather.html
  28. Mass Games in North Korea (DPRK) http://www.koreakonsult.com/kommande-mass-games_eng.html
  29. 29.0 29.1 Koryo Tours http://www.koryogroup.com/travel_massGames.php
  30. Koryo Tours http://www.koryogroup.com/travel_massGames.php
  31. Inside North Korea Mark Harris - Chronicle Books - 2007 (გვ44)
  32. designboom http://www.designboom.com/art/human-billboard-paintings-at-north-korea-mass-games/
  33. Reuters UK http://uk.reuters.com/article/uk-korea-north-arirang-idUKSEO29172020070827
  34. (n.d.). Retrieved from http://nkorea.narod.ru/cook.html
  35. North Korea - Architecture and City Planning http://countrystudies.us/north-korea/40.htm
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: