ავსტრია-უნგრეთის იმპერია
| ავსტრია-უნგრეთის მონარქია Österreichisch-Ungarische Monarchie Osztrák-Magyar Monarchia | |||||
| სამეფო აღარ არსებობს | |||||
| |||||
|
გერბი | |||||
| ჰიმნი Gott erhalte Franz den Kaiser | |||||
| დედაქალაქი | ვენა და ბუდაპეშტი | ||||
| უდიდესი ქალაქები | ვენა | ||||
| ენები | გერმანული, უნგრული, პოლონური, ჩეხური, სერბული, ხორვატული, რუთენული | ||||
| მთავრობა | კონსტიტუციური დუალისტური მონარქია | ||||
| ავსტრიის იმპერატორი და უნგრეთის მეფე | |||||
| - | 1867—1916 | ფრაც იოსეფ I | |||
| - | 1916—1918 | კარლ I/IV | |||
| ისტორია | |||||
| - | ავსტრია-უნგრეთის კომპრომისი | 30 მარტი 1867 | |||
| - | ბოსნიის კრიზისი | 8 ოქტობერი 1908 | |||
| - | პირველი მსოფლიო ომი | 28 ივლისი 1914 | |||
| - | ჩეხოსლოვაკია დამოუკიდებლობას დეკლარარებს | 18 ოქტომბერი 1918 | |||
| - | პირველი მსოფლიო ომი | ||||
| - | ასტერის რევოლუცია | 31 ოქტომბერი 1918 | |||
| ფართობი | |||||
| - | 1905 | 621 538 კმ² (239 977 მლ²) | |||
| - | 1908 | 676 615 კმ² (261 243 მლ²) | |||
| მოსახლეობა | |||||
| - | 1907 წელი | 48 592 000 | |||
| - | 1910 წელი | 51 390 223 | |||
| - | 1914 წელი | 52 800 000 | |||
| ვალუტა | გულდენი, კრონა | ||||
ავსტრია-უნგრეთი (გერმ. Österreich-Ungarn, ოფიციალურად (14 ნოემბერი 1868) — გერმ. Die im Reichsrat vertretenen Königreiche und Länder und die Länder der heiligen ungarischen Stephanskrone (სამეფო და მიწები, წარმოდგენილი რეიჰსტრატში, და წმინდა სტეფანეს უნგრული გვირგვინის მიწები), არაოფიციალური მთლიანი სახელი — გერმ. Österreichisch-Ungarische Monarchie (ავსტრია-უნგრეთის მონარქია), უნგრ. Osztrák-Magyar Monarchia, ჩეხ. Rakousko-Uhersko) — დუალისტური მონარქია და მრავალეროვანი სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში. არსებობდა 1867—1918 წლებში. თავის დროზე, სიდიდით მესამე სახელმწიფო ევროპაში და ერთადერთი იმპერია, რომელიც მთლიანად მდებარეობდა ევროპის ტერიტორიაზე.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იმპერიის შექმნა გამოიწვია ავსტრიის იმპერიაში არსებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა, რომელიც გაღრმავდა ავსტრია-პრუსიის ომში ავსტრიის დამარცხების გამო. შეიქმნა 1867 წელს ავსტრიის იმპერიის გარდაქმნის შედეგად ავსტრია-უნგრეთის კომპრომისის საფუძველზე. პირველ მსოფლიო ომში დამარცხებამ მისცა ბიძგი იმპერიაში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობების აღმავლობას. 1918 წელს იმპერია დაიშალა. წარმოიქმნა ავსტრია, უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია, ნაწილი კი შევიდა პოლონეთის, რუმინეთის და იუგოსლავიის შემადგენლობაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 152.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Habsburg Empire Austrian line
- Microsoft Encarta: The height of the dual monarchy( დაარქივებული 2009-08-28 საიტზე Wayback Machine. 2009-10-31)
- The Austro-Hungarian Military
- Heraldry of the Austro-Hungarian Empire
- Austria-Hungary
- History of Austro-Hungarian currency
- Austria-Hungary, Dual Monarchy
- The Austro-Hungarian Army in the Italian Dolomites (in italian)
- www.cisleithanien.eu დაარქივებული 2009-01-30 საიტზე Wayback Machine.
| |||||||||||
