იოზეფ ტისო
იოზეფ ტისო | |
სლოვაკეთის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
26 ოქტომბერი, 1939 – 4 აპრილი, 1945 | |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმდა |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
14 მარტი – 17 ოქტომბერი, 1939 | |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | ვოიტეხ ტუკა |
დაბადებული | 13 ოქტომბერი, 1887 ბიტჩა, ავსტრია-უნგრეთი |
გარდაცვლილი | 18 აპრილი, 1947 ბრატისლავა, ჩეხოსლოვაკია |
რელიგია | კათოლიკე |
იოზეფ ტისო (სლოვაკ. Jozef Tiso; დ. 13 ოქტომბერი 1887, ბიტჩა — გ. 18 აპრილი 1947, ბრატისლავა) — სლოვაკეთის პირველი რესპუბლიკის პრეზიდენტი, თეოლოგი[1].
დაიბადა ქალაქ ბიტჩაში, სწავლობდა ჟილინის გიმნაზიაში, შემდეგ ნიტრის სემინარიაში, საიდანაც როგორც წარჩინებული მოსწავლე ვენის უნივერსიტეტში გააგზავნეს, რომელიც დაამთავრა 1910 წელს. ამის შემდეგ ერთხანს მსახურობდა მღვდლად, ხოლო პირველი მსოფლიო ომის დროს იყო ავსტრია-უნგრეთის არმიის კაპელანი.
1918 წლიდან სლოვაკეთის სახალხო პარტიის წევრია, რომელიც ითხოვდა ავტონომიას ჩეხოსლოვაკიის ფარგლებში. 1925 წლიდან ჩეხოსლოვაკიის პარლამენტის წევრი, ხოლო 1927-1929 წლებში ჯანმრთელობის დაცვისა და სპორტის მინისტრია. 1938 წლიდან სახალხო პარტიის ლიდერია.
1939 წლის თებერვალში გერმანელმა პოლიტიკოსებმა დაიწყეს სლოვაკი პოლიტიკოსების დარწმუნება, რომ გამოეცხადებინათ დამოუკიდებლობა. 9 მარტს ჩეხოსლოვაკიის არმიამ დაიკავა სლოვაკეთის ტერიტორია და ტისო ჩამოაშორეს ხელისუფლებას. 13 მარტს ტისო მიიღო ჰიტლერმა და ფაქტობრივად იგი აღიარა მესამე რაიხის ქვეშევრდომი სლოვაკეთის პრეზიდენტად. 14 მარტს სლოვაკეთის პარლამენტმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ტისო გახდა პრემიერ-მინისტრი, ხოლო 26 ოქტომბრიდან — პრეზიდენტი.
იგი ანტისემიტურად იყო განწყობილი და 1942 წლის 15 მაისს ხელი მოაწერა კანონს ებრაელების დეპორტაციის შესახებ. 1945 წელს ტისო ბავარიაში გაიქცა, სადაც დააპატიმრეს და დააბრუნეს ჩეხოსლოვაკიაში. გაასამართლეს სამშობლოს ღალატის მუხლით და განაჩენი შეასრულეს 1947 წლის 18 აპრილს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The Tiso plaque controversy დაარქივებული 2009-04-15 საიტზე Wayback Machine.
- Slovak Jews fear campaign to make fascism respectable დაარქივებული 2019-06-09 საიტზე Wayback Machine.
- Jozef Tiso - Slovak statehood at the bitter price of allegiance to Nazi Germany დაარქივებული 2008-01-05 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|