აია-სოფიას ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
წმინდა სოფია
Hagia Sophia 325.jpg
აია-სოფიას ტაძარი (თურქეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°00′31″ ჩ. გ. 28°58′48″ ა. გ. / 41.00861° ჩ. გ. 28.98000° ა. გ. / 41.00861; 28.98000
რელიგიური კუთვნილება მართლმადიდებლური ტაძარი 360-404
414-532
537-1204
1261- 1453
კათოლიკური ტაძარი 1204-1261
მეჩეთი 1453-1935
მუზეუმი 1935 - დღემდე
ქვეყანა დროშა: თურქეთი თურქეთი
კურთხევის წელი 537
ფუნქციური სტატუსი მუზეუმი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა სტამბოლი, ყოფილი კონსტანტინოპოლი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ისიდორე მილეტელი
ანთიმოზ ტარსელი
დეტალები
სიგრძე 82
სიგანე 73
სიმაღლე (მაქსიმალური) 55
გუმბათი 1
აია-სოფია დღეს.

აია-სოფია (აგრეთვე ჰაგია-სოფია, ამჟამად აია-სოფიას მუზეუმი) — ყოფილი ბიზანტიური მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც მოგვიანებით მეჩეთად გადაკეთდა ოსმანთა მიერ, ამჟამად კი მუზეუმია ქალაქ სტამბოლში, თურქეთი. მას უნივერსალურად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ შენობად მიიჩნევენ და ხშირად მსოფლიოს მერვე საოცრებად მოიხსენიებენ. კონსტანტინოპოლის დაცემისას მისი ოსმანთა ხელში გადასვლა ბერძნული მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოების მიერ უდიდეს ტრაგედიად არის მიჩნეული. ვიდრე კონსტანტინოპოლი დაეცემოდა იყო ერთ-ერთი უმთავრესი მართლმადიდებლური ტაძარი. სახელი წმინდა სოფია ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც წმინდა სიბრძნე და ეძღვნება წმინდა სამების მეორე იპოსტასს, განკაცებულ ღვთის სიტყვას (ბერძნ:Λόγος), უფალ იესო ქრისტეს, როგორც ღვთის წმინდა სიბრძნეს.

ტაძრის სახელი მომდინარეობს ბერძნულიდან - Αγία Σοφία. მისი ლათინური ექვივალენტია Sancta Sophia, ხოლო თურქული - Ayasofya.

2006 წელს აია-სოფიას მეჩეთში განახლდა მაჰმადიანური რელიგიური რიტუალების აღსრულება.

დეტალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძრის სიმაღლე 55,6 მეტრია, ხოლო გუმბათის დიამეტრი – 31 მეტრი. სიგრძე 82 მ, ხოლო – სიგანე 73 მ.

ტაძარში პირველადაა გამოყენებული რთული კონსტრუქციული სისტემა: გუმბათი აფრების მეშვეობით ეყრდნობა ოთახს თაღს, ისინი კი, თავის მხრივ, ოთხ მასიურ ბოძს უჭირავს, რომლებიც გარედან კონტრფორსებით (ქვის ვერტიკალური შვერილებით) არის გამაგრებული. აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან გუმბათი გამაგრებულია ნახევარგუმბათებით. ტაძრის ინტერიერი მაღალი, მსუბუქი, სინათლითა და ჰაერით სავსე სივრცის შთაბეჭდილებას ქმნის და დეკორირებულია ელვარე მოზაიკებით, მარმარილოს და პორფირის სვეტებით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძარი წარმოადგენს ბიზანტიური „ოქროს საუკუნის“ სიმბოლოს. სწორედ იმ პერიოდში იყო ბიზანტია განვითარების უმაღლეს წერტილზე. ბიზანტიის იმპერიის ხანაში აია-სოფია საიმპერატორო სასახლის გვერდით იქნა აგებული კონსტანტინოპოლის ცენტრალურ ნაწილში. დღესდღეობით კი იგი სტამბოლის ისტორიულ რაიონს წარმოადგენს (სულთან აჰმეტის რაიონი). მის წინ მდებარეობს სულთან აჰმედის მეჩეთი (ცისფერი მეჩეთი).

მისი მშენებლობა ბიზანტიის დიდი იმპერატორის კონსტანრინეს სახელს უკავშირდება. ტაძარი შენდებოდა 324-337. მის ასაგებად შერჩეულ იქნა კონსტანტინოპოლის ცხენების ბაზრობის მოედანი. სოკრატე სქოლასტიკელის გადმოცემის მიხედვით აია-სოფია 360-380 წლებში არიანების ხელში იყო, 380 წელს კი ბიზანტიის იმპერატორის თეოდორიუს I-ის ბრძანებით ტაძარი გადაეცა მართლმადიდებლებს და 380 წლის 27 თებერვალს იგი თავად წარუძღვა გრიგოლ ღვთისმეტყველს ტაძარში (რომელიც სულ მალე კონსტანტინრპოლის არქიეპისკოპოსად იქნა არჩეული).

989 წელს აია-სოფია ძალიან დააზიანა მიწისძვრამ, თუმცა იქნა შეკეთებულ იქნა. 1204 წელს აია-სოფიაში იყო დაბრძანებული ტურინის სუდარა.

მშენებლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აია-სოფია სამჯერ აშენდა. პირველად იყო მეგალა ეკლესია, რომელიც იყო ხისგან ნაგები შენობა ბაზილიკის სტილში და ხის სახურავით გადახურული. ეკლესია 360 წელს აიგო. 404 წელს იყო სახალხო აჯანყება, რომლის დროსაც მომხდარმა ხანძარმა ტაძრის ნაწილი იმსხვერპლა.

მეორედ აია-სოფია აშენდა 415 წელს თეოდოსიუს II დროს. ეს იყო ახალი ეკლესია ბაზილიკის სტილში აგებული, ხის სახურავითა და მონუმენტალური შემოსასვლელით.

532 წელს სახალხო ნიკას აჯანყების დროს ტაძარი კვლავ დაიწვა, ამიტომ იუსტინიანე I ბრძანა აღედგინათ ტაძარი. მან კონსტანტინოპოლში მოიწვია საუკეთესო არქიტექტორები ისიდორ მილეთელი და ანფიმ ტრალელი. მის ასაგებად გამოყენებულ იქნა საუკეთესო ხარისხის მარმარილო და სხვა სამშენებლო მასალები. ეს მარმარილო მოჰქონდათ ნომიდიიდან, პროკონისადან,კარისტადან და იერაპოლიიდან. ტაძარი მოპირკეთებულ იქნა ოქროთი, ვერცხლით და სხვა ძრირფასი ლითონებით. აია-სოფიას სახელი „დიდებული“ უკვე მშენებლობის პერიოდში მიენიჭა. ტაძრის რესტავრაცია მალევე დასრულდა და ის საზეიმოდ გაიხსნა 532 წლის 27 დეკემბერს.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი Αγία Σοφία (აია-სოფია) ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც წმინდა სიბრძნე და ეძღვნება წმინდა სამების მეორე იპოსტასს, განკაცებულ ღვთის სიტყვას (ბერძნ:Λόγος), უფალ იესო ქრისტეს, როგორც ღვთის წმინდა სიბრძნეს.

ტაძრის სახელი მომდინარეობს ბერძნულიდან - Αγία Σοφία. მისი ლათინური ექვივალენტია Sancta Sophia, ხოლო თურქული - Ayasofya.

კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1453 წლის 29-30 მაისს ოსმალეთის სულთნის მეჰმედ II-ის ბრძანებით გადაკეთებულ იქნა მუსულმანურ სალოცავად. ამის შემდეგ მას მიაშენეს ოთხი მინარეთი.

კონსტანტინოპოლის დაცემისას მისი ოსმანთა ხელში გადასვლა ბერძნული მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოების მიერ უდიდეს ტრაგედიად არის მიჩნეული. კონსტანტინოპოლის დაცემამდე ეს იყო ერთ-ერთი უმთავრესი მართლმადიდებლური ტაძარი.

მიუხედავად უამრავი ისტორიული ეპიზოდებისა, აია-სოფიას ტაძარში ხელშეუხებლად არის შემორჩენილი წმინდა ხატები, რომლის ნაწილიც განადგურებულ იქნა თუმცა დიდი ნაწილი კვლავ თავისი პირვანდელი ბრწყინვალე სახით არის წარმოდგენილი

ოსმალეთის იმპერიის დაშლის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1935 წელს მუსტაფა ქემალ ათათურქის ბრძანების საფუძველზე მას სტატუსი შეუცვალეს და ის მუზეუმი გახდა. აია-სოფია დღემდე მუზეუმის ფუნქციას ასრულებს. 1985 წელს იუნესკომ სხვა ამ რაიონში განლაგებულ ისტორიული ღირებულების მქონე კომპლექსებთან ერთად „მსოფლიო მემკვიდრეობის“ ნუსხაში შეიტანა.

ათასი წლის მანძილზე აია-სოფია ქრისტიანთა ყველაზე დიდ ტაძარს წარმოადგენდა მსოფლიოში, მანამ, სანამ რომში წმინდა პეტრეს ტაძარი აშენდებოდა. 2006 წელს აია-სოფიას მეჩეთში განახლდა მაჰმადიანური რელიგიური რიტუალების აღსრულება.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]