ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა
ფრანგ. Republique Centrafricaine
სანგო — Ködörösêse tî Bêafrîka
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის
დევიზი: "ერთობა, ღირსება, შრომა"
"Unité, Dignité, Travail" (ფრანგულად)
ჰიმნი: La Renaissance

დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ბანგი
4°22′ ჩ. გ. 18°35′ ა. გ. / 4.367° ჩ. გ. 18.583° ა. გ. / 4.367; 18.583
ოფიციალური ენა ფრანგული ენა
მთავრობა რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ფოსტენ არშანჟ ტუადერა
 -  პრემიერ-მინისტრი სიმპლის სარანჯი
ფართობი
 -  სულ 622 984 კმ2 (43-ე)
 -  წყალი (%) 0
მოსახლეობა
 -  2009 შეფასებით 4 422 000 (124-ე)
 -  2003 აღწერა 3 895 139[1][2] 
 -  სიმჭიდროვე 7,1 კაცი/კმ2 (223-ე)
მშპ (მუპ) 2005 შეფასებით
 -  სულ $5,015 მილიარდი (153-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $1198 (167-ე)
აგი (2007) 0.384 (დაბალი) (171-ე)
ვალუტა ფრანკი (XAF)
დროის სარტყელი WAT (UTC +1სთ.)
ქვეყნის კოდი CAF
Internet TLD .cf
სატელეფონო კოდი 236

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა (ფრანგ. République Centrafricaine, სანგო — Ködörösêse tî Bêafrîka) – სახელმწიფო ცენტრალურ აფრიკაში. არ აქვს ზღვაზე გასასვლელი. აღმოსავლეთიდან ესაზღვრება სუდანი და სამხრეთი სუდანი, სამხრეთიდან – კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და კონგოს რესპუბლიკა, დასავლეთიდან – კამერუნი, ჩრდილოეთიდან ჩადი. ფართობი – 622 984 კმ². მოსახლეობა – 4 422 000 კაცი (2009 წელი), დედაქალაქი – ბანგი.

სექციების სია

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოლონიამდელი ხანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ხალხების ისტორია ნაკლებადაა შესწავლილი. ზღვაზე გასასვლელის არქონისა და რთულად მისაღწევი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ქვეყნის ტერიტორია მხოლოდ XIX საუკუნეში გახდა ევროპელებისთვის ცნობილი. მდინარე უბანგის აუზში ალმასების მოპოვების დროს აღმოაჩინეს ქვის ხანის იარაღები, რამაც დაადასტურა რომ ეს ტერიტორიები უძველეს დროშიც დასახლებული ყოფილა. XX საუკუნის 60-იან წლებში ანთროპოლოგმა პიერ ვიდალმა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში აღმოაჩინა 3 მეტრის სიგრძის ნეოლითური ხანის ქვები. ამ ქვებს გბაიას ენაზე „ტადჟუნუს“ ეძახიან, რაც „მდგარ ქვას“ ნიშნავს.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორია

დიდი ხნის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე გადიოდა აფრიკული ტომების საემიგრაციო გზა, რამაც განაპირობა ქვეყნის მოსახლეობის შემადგენლობა და ეთნიკური სიჭრელე. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პირველი მოსახლეები პიგმეები იყვნენ. ნილოსის დასავლეთით მცხოვრები შავი ხალხების შესახებ ძველი ეგვიპტელებიც გვაწვდიან ცნობებს. ეგვიპტური წარწერები გადმოგვცემენ უამის სახელმწიფოს შესახებ, რომლის მოსახლეობა „შავ ჯუჯებად“ მოიხსენიება. ძველეგვიპტურ რუკებზე მდინარე უბანგი და უელე, შავი ნილოსის სახელით, შეერთებულია თეთრ ნილოსთან.

XV საუკუნეში ცენტრალური აფრიკის ტერიტორია მოექცა კანემ-ბორნოსა და კონგოს სახელმწიფოებს შორის. კანემ-ბორნო მდებარეოდა ჩრდილოეთით, თანამედროვე ჩადის ტერიტორიაზე, ქრისტიანული კონგო კი სამხრეთით. ამ ორ სახელმწიფოს შორის იყო მჭიდრო სავაჭრო კავშირი.

XV-XVI საუკუნეებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებობდა სახელმწიფო გაოგა, რომელიც ჩამოყალიბდა ამბოხებული მონების მიერ. მისი მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა იყო მესაქონლეობა. გაოგას საცხენოსნო არმიას გააჩნდა ეგვიპტელი ვაჭრებისგან შეძენილი იარაღი. გაოგას მოსახლეობის საცხოვრებელთა ნაშთების გამოკვლევისას აღმოაჩინეს ქრისტიანული სიმბოლოები, რაც გვარწმუნებს, რომ ამ ქვეყანაში ქრისტიანებიც ცხოვრობდნენ.

XVII საუკუნეში ცენტრალური აფრიკა დასახლებული იყო უბანგური ტომებით: გბანზირი, ბურაკა, სანგო, იაკომა და ნზაკარა. ამავე დროს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით ყალიბდება ახალი ფეოდალური სახელმწიფოები: ბაგირმი, ვადაი და დარფური. ამ ქვეყნების მოსახლეობა დამოკიდებული იყო არაბებზე და მისდევდა ისლამს. ისლამის გავრცელება ამ რეგიონში ძალის გამოყენებით ხდებოდა. სუდანურმა ტომებმა, რომელნიც წინ აღუდგნენ ისლამიზაციას, მიაშურეს რეგიონის შიდა რაიონებს.

ცენტრალური აფრიკის ადგილობრივი მოსახლეობა XX საუკუნის დასაწყისში

ამრიგად სარას, გბაიასა და ბანდას ტომები დასახლდნენ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. გბაიას ტომმა დასავლეთისკენ აიღო გეზი და აითვისა კამერუნის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დასავლეთი ნაწილი. ბანდას ტომი დასახლდა მდინარეების — კოტოსა და სანგას შორის მდებარე მთელს ტერიტორიაზე. სანას ტომმა კი აითვისა ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილი. სუდანური ხალხების მოსვლის შემდეგ ადგილობრივი ტომები შემჭიდროვდნენ და თავი მოიყარეს მდინარე უბანგის ნაპირებთან. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიიდან წაყვანილი მონები, წარმოადგენდნენ დარფურისა და ვადაის სახელმწიფოების მთავარი სიმდიდრის წყაროს. ცენტრალური აფრიკის ტერიტორიიდან ეგვიპტემდე, დარფურის გავლით, გადიოდა უძველესი საქარავნო გზა. ამ გზის მეშვეობით ხდებოდა სპილოს ძვლისა და მონების ტრანსპორტირება ახლო აღმოსავლეთისაკენ. XVIII საუკუნეში მონებზე მონადირეებმა ცენტრალური აფრიკის ტერიტორია ფაქტობრივად ააოხრეს.

XVIII საუკუნეში მდინარე შარის შენაკადების — აუკისა და აზუმის რაიონში დასახლდნენ გულას ტომები, რომელთა მთავარი საქმიანობა მეთევზეობა და ვაჭრობა იყო. გულას ენა ფარდოდ იყო გავრცელებული მდინარე შარის ზემო აუზში. მოგვიანებით, XIX საუკუნის დასაწყისში, უბანგის პლატო დაიკავეს მიწათმოქმედმა ტომებმა. საბანგას ტომები იკავებდნენ უზარმაზარ ტერიტორიას მდინარე შარისა და უბანგის შორის. მდინარე კოტოს რაიონიდან დარფურამდე ცხოვრობდნენ იულუს, კარას, ბინგას, შალას და ბონგოს ტომები, რომელნიც თითქმის მთლიანად გაქრნენ. ამავე პერიოდში უბანგი-შარის აუზში დასახლდნენ გბაიას ტომები, რომელნიც მანამდე კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ.

კოლონიური ხანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უბანგი-შარი

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ევროპელები, კერძოდ ფრანგები და ბელგიელები, პირველად 1884-1885 წლებში გამოჩნდნენ. ფრანგების სამხედრო მოქმედებები ამ ტერიტორიაზე დაიწყო 1889 წელს, როდესაც პოლკოვნიკ მ. დოლიზის ექსპედიციამ მდინარე უბანგის ჭორომებს მიაღწია და დააარსა გამაგრებული პუნქტი — ბანგი. 1893 წელს ამ გამაგრებულ პუნქტში დაარსდა პირველი კათოლიკური მისია.

კოლონიების გადანაწილებისთვის მიმდინარე მღელვარების ფონზე, საფრანგეთმა ინგლისთან (1894) და გერმანიასთან (1897) დადო შეთანხმება გავლენის სფეროთა საზღვრების დადგენის შესახებ. ამის შედეგად ოფიციალურად გაფორმდა თანამედროვე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დასავლეთი და აღმოსავლეთი საზღვრები. ამ ტერიტორიაზე პრეტენზიას აცხადებდა ეგვიპტის სულთანიც, მაგრამ 1903 წელს ფრანგებმა ეგვიპტური ჯარი დაამარცხეს. ამ დროისთვის, ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების შემდეგ, დასრულდა ცენტრალური აფრიკის ტერიტორიის სრული დაპყრობა. 1903 წელს ეს ტერიტორია გამოცხადდა საფრანგეთის კოლონიურ სამფლობელოდ და ეწოდა უბანგი-შარი.

1907, 1919-1921, 1924-1927, 1928-1931 წლებში იფეთქა უბანგი-შარის ადგილობრივი მოსახლეობის ამბოხებამ. თითოეული სასტიკად იქნა სისხლში ჩახშობილი, რასაც მოჰყვა ზოგიერთ რაიონში მოსახლეობის 60-80 %-ით შემცირება.

ფრანგი ჯარისკაცები უბანგი-შარიში

1906 წელს უბანგი-შარი და ჩადი გაერთიანდნენ ერთ კოლონიად უბანგი-შარი-ჩადის სახელწოდებით. 1910 წელს საფრანგეთის კოლონიები: უბანგი-შარი-ჩადი, შუა კონგო და გაბონი გაერთიანდნენ საფრანგეთის ეკვატორული აფრიკის ფედერაციაში. აფრიკის კონტინენტზე ფრანგულ-გერმანული უთანხმოების დარეგულირების შედეგად 1911 წელს უბანგი-შარის დასავლეთი ნაწილი გადაეცა გერმანიას. 1915 წელს უბანგი-შარი ჩადს გამოეყო და ცალკე კოლონიის სტატუსი დაიბრუნა. პირველი მსოფლიო ომის დროს განხორციელდა გერმანიის აფრიკული კოლონიების ოკუპაცია. შედეგად უბანგი-შარის კვლავ მიუერთეს 1911 წელს გერმანიისთვის გადაცემული ტერიტორია.

1920-იანი წლების დასაწყისში ფრანგმა კოლონიზატორებმა უბანგი-შარში ახალი სამეურნეო კულტურები - ბამბა და ყავა შემოიღეს. გაიხსნა ოქროსა და ალმასების საბადო. გაჩნდა ადგილობრივი ბურჟუაზია. გენერალ ლამბლენის მეთაურობით უბანგი-შარში გაიყვანეს გზა, რომელიც საუკეთესო იყო საფრანგეთის ეკვატორულ აფრიკაში.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საფრანგეთმა დაიწყო საკუთარი კოლონიების პოლიტიკური სტატუსის გაფართოება. საფრანგეთის ეკვატორული აფრიკა შევიდა საფრანგეთის კავშირის შემადგენლობაში. 1946 წელს აფრიკული კოლონიების აბორიგენებმა მიიღეს შეზღუდული სამოქალაქო უფლებები. 1956 წელს საფრანგეთის კოლონიებში აირჩიეს ტერიტორიული ასამბლეები, რომელთაც მხოლოდ საკონსულტაციო უფლებები გააჩნდათ.

ამავე პერიოდში უბანგი-შარში შეიქმნა პირველი პოლიტიკური პარტია და აირჩიეს პირველი დეპუტატი საფრანგეთის პარლამენტში. დეპუტატი გახდა ბარტელემი ბოგანდა, რომელიც ითვლება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მამად და დამაარსებლად. მან დაგმო საფრანგეთის კოლონიური პოლიტიკა და 1949 წელს დააარსა მოძრაობა შავი აფრიკის სოციალური ევოლუციისთვის (MESAN). იგი სათავეში ჩაუდგა უბანგი-შარის ეროვნულ ძალებს და დიდი ავტორიტეტი მოიპოვა, როგორც თავის ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

1958 წელს შეიქმნა საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკა, საფრანგეთის კავშირი გარდაიქმნა ფრანგულ თანამეგობრობად. საფრანგეთის ეკვატორული აფრიკის ბაზაზე შეიქმნა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკების კავშირი, რომლის არსებობა ხანმოკლე აღმოჩნდა. პანაფრიკული იდეების მიმდევარი ბოგანდა ცდილობდა კავშირის შენარჩუნებასა და ლათინური აფრიკის შეერთებული შტატების შექმნას, მაგრამ ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

1958 წლის 1 დეკემბერს კოლონია უბანგი-შარმა მიიღო სახელწოდება ცენტრალური აფრიკის ავტონომიური რესპუბლიკა, რომლის პრემიერ-მინისტრი გახდა ბარტელემი ბოგანდა. ბოგანდა 1959 წლის 29 მარტს ავიაკატასტროფაში დაიღუპა. 1960 წლის 13 აგვისტოს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

დამოუკიდებლობის პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამოუკიდებელი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი გახდა დავიდ დაკო, რომელმაც ქვეყანაში შემოიღო ერთპარტიული სისტემა. ერთადერთ ლეგალურ პარტიად გამოცხადდა მოძრაობა შავი აფრიკის სოციალური ევოლუციისთვის (MESAN), რომელიც მომდევნო 30 წლის განმავლობაში წარმოადგენდა მმართველ პარტიას.

1966 წელს განხორციელდა სამხედრო გადატრიალება, რომელმაც ხელისუფლების სათავეში მოიყვანა გენშტაბის ხელმძღვანელი ჟან ბედელ ბოკასა. რესპუბლიკის პარლამენტი დაითხოვეს, გაუქმდა კონსტიტუცია. ბოკასას მმართველობის პერიოდი გამორჩეულია კორუფციის ზრდითა და მთელი რიგი არაორდინალური ღონისძიებებით. 1976 წელს მან ცენტრალური აფრიკის იმპერიის შექმნა გამოაცხადა და საკუთარ თავს იმპერტაორი ბოკასა I უწოდა. იმპერატორად კურთხევის ცერემონიაზე დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის ნახევარი, რამაც მნიშვნელოვნად დააზარალა ისედაც ღარიბი ქვეყნის ეკონომიკა. ბოკასამ ჩამოაყალიბა ავტორიტარული რეჟიმი, რომელსაც 1979 წლამდე ზურგს უმაგრებდა საფრანგეთის ხელისუფლება.

1979 წლის აპრილში დაიწყო ანტისახელისუფლებო გამოსვლები, რომელიც სისხლში ჩაახშვეს. გარდაცვლილთა შორის ასამდე მოსწავლეც იყო. 1979 წლის სექტემბერში ბოკასას რეჟიმის დასამხობად განხორციელდა „ოპერაცია ბარაკუდა“, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ფრანგული დესანტიც. განხორციელდა უსისხლო სახელმწიფო გადატრიალება. ქვეყანაში აღდგა რესპუბლიკური წყობა. ბოკასამ საფრანგეთს შეაფარა თავი, რესპუბლიკის პრეზიდენტი კი მეორე ვადით გახდა დავიდ დაკო.

სახალხო გამოსვლების გამო დაკო იძულებული გახდა დაემტკიცებინა რესპუბლიკის ახალი კონსტიტუცია, რომელიც ითვალისწინებდა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას (პრეზიდენტს ირჩევდნენ 6 წლით; ის ნიშნავდა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას). გამოცხადდა მრავალპარტიულობა და ადამიანის უფლებების დაცვა, შეიქმნა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. 1981 წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში დაკომ დააგროვა ხმათა 50,3 % და გახდა ქვეყნის პრეზიდენტი. არჩევნების შემდეგ მან უარი თქვა დემოკრატიულ რეფორმებზე და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო. ოპოზიციურ პარტიებს საქმიანობა აეკრძალა, დაკოს მოწინააღმდეგე ზოგიერთი ლიდერი დააპატიმრეს და გაუქმდა საპარლამენტო არჩევნები. მაგრამ ამ ღონისძიებებმა დაკოს რეჟიმი ვერ იხსნა. 1981 წლის 1 სექტემბრის მორიგი პუტჩის შედეგად გენერალმა ანდრე კოლინგბამ დაამხო დაკოს ხელისუფლება.

კოლინგბა გახდა რესპუბლიკის პრეზიდენტი და ეროვნული აღორძინების სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე. მისი მმართველობის დროს ქვეყანაში დაბრუნდა ჟან ბედელ ბოკასა, რომელიც დააპატიმრეს და სასამართლოს გადაწყვეტილებით სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. 1992 წელს ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც კოლინგბა დამარცხდა და შედეგები უარყო. გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნით 1993 წელს ჩატარდა ხელახალი არჩევნები. კოლინგბა ისევ დამარცხდა. ქვეყნის პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი გახდა ანჟ ფელიქს პატასე — ბოკასას მთავრობის ყოფილი წევრი. ძირითადი ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა, აბელ გუმბას მეთაურობით ახალ პრეზიდენტს უნდობლობა გამოუცხადეს. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ხელისუფლება მოქმედებდა სამართლებრივ ჩარჩოებში, პატასე შეურიგებელი იყო ოპოზიციისა და პრესის მიმართ.

1990-იან წლებში შექმნილი მოუგვარებელი ფინანსური პრობლემების გამო პატასეს მთავრობა აფერხებდა სამხედრო მოსამსახურეებისა და სახელმწიფო მოხელეების ხელფასების გაცემას. 1996 წელს, მასობრივი უკმაყოფილების ზრდის ფონზე, ოპოზიციური პარტიების კოალიციამ გამართა მიტინგი, რომელსაც მალევე მოჰყვა ამბოხება შეიარაღებული ძალების რიგებში. მძიმე სიტუაციის დარეგულირების მიზნით საფრანგეთის ხელისუფლებამ გამოყო ფინანსური დახმარება, რითაც თავად იკისრა სახელფასო დავალიანების დაფარვა. ფრანგული სამშვიდობო ძალების დახმარებით პატასეს მთავრობამ დროებით შეძლო სტაბილურობის აღდგენა ქვეყანაში. მალევე მოხდა დაპირისპირება არმიასა და ანტისახელისუფლებო ძალებს შორის, რამაც სისხლისმღვრელი შეტაკებები გამოიწვია.

1997 წელს ბანგს ეწვია მეზობელი ქვეყნების ლიდერთა დელეგაცია, რომელმაც მოლაპარაკებისკენ მოუწოდა დაპირისპირებულ მხარეებს. შედეგად მთავრობასა და ოპოზიციას შორის დაიდო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ამბოხებულები შეიწყალეს. მთავრობის შემადგენლობაში ოპოზიციური პარტიებიც შევიდნენ, ფრანგული სამშვიდობო ძალები კი აფრიკული სახელმწიფოების (ბურკინა-ფასო, ჩადი, გაბონი, მალი, სენეგალი და ტოგო) სამხედრო კონტინგენტმა ჩაანაცვლა. სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და მშვიდობის შენარჩუნების საქმეში აქტიურად იყო ჩართული გაერო.

სამოქალაქო დაპირისპირების ამსახველი ფოტო

2001 წელს განხორციელდა სახელმწიფო გადატრიალების მორიგი მცდელობა, რომელსაც მეთაურობდა გენშტაბის ხელმძღვანელი, გენერალი ფრანსუა ბოზიზე. სახელისუფლებო ჯარებმა ლიბიელი სამხედოების დახმარებით შეძლეს ამბოხებულთა დამარცხება. ბოზიზე თავის მომხრეებთან ერთად ჩადში გაიქცა და იქიდან აწარმოებდა მარადიორულ მოქმედებებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. 2002 წლის ოქტომბერში ამბოხებულებმა ბანგს შეუტიეს. ექვსდღიანი ბრძოლების შემდეგ, ლიბიელი და კონგოელი სამხედროების დახმარებით, ხელისუფლებამ შეძლო მათი გაძევება დედაქალაქიდან. პატასეს დასახმარებლად მოსულმა სამხედოებმა მარადიორობა დაიწყეს. პატასე ძალადობაში იქნა დადანაშაულებული, რასაც მოჰყვა პოლიტიკური კრიზისი.

2003 წლის მარტში, როდესაც პატასე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ნიგერში, ფრანსუა ბოზიზემ განახორციელა სამხედრო გადატრიალება. ამბოხებულთა სამხედრო შენაერთები ბანგში შევიდნენ და თითქმის უბრძოლველად მოახერხეს დედაქალაქის დაკავება. შედეგად დაიწყო სამოქალაქო ომი, ქვეყანაში ისევ შევიდა გაეროს ჯარი. პატასე ქვეყანაში არ დაბრუნებულა. ის ნიგერიდან კამერუნში გაემგზავრა, შემდეგ კი ტოგოში ცხოვრობდა.

ხელისუფლების სათავეში მოსულმა ბოზიზემ გააუქმა მოქმედი კონსტიტუცია და წარადგინა ახალი პროექტი კონსტიტუციისა, რომელიც ხალხმა რეფერენდუმზე მოიწონა. მან ჩამოაყალიბა ახალი მთავრობა, სადაც შევიდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

2005 წლის 8 მაისს გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ბოზიზე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარტინ ზიგელე. ბოზიზემ ხმათა 64,6 % დააგროვა და გახდა რესპუბლიკის პრეზიდენტი. არჩევნები მთლიანობაში შეფასდა, როგორც დარღვევების გარეშა ჩატარებული, თუმცა მასში მონაწილეობა აეკრძალა პატასეს. იმავე წლის 8 მაისს ბოზიზეს პარტია — ეროვნული კონვერგენცია კვა-ნა-კვამ საპარლამენტო არჩევნებში მიიღო უმრავლესი ადგილი.

2007 წელს სამოქალაქო ომი დამთავრდა აჯანყებულებთან შეთანხმების დადებით.

2011 წლის 23 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში ბოზიზე ხელმეორედ აირჩიეს პრეზიდენტის პოსტზე.

2012 წლის დეკემბერში აჯანყებულებმა ბრალი დასდეს მთავრობას 2007 წელს ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების პირობების შეუსრულებლობაში და ხელში ჩაიგდეს ბევრი დიდი ქალაქი ქვეყნის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში, რითაც დაიწყო მეორე სამოქალაქო ომი. 2013 წლის 11 იანვარს გაბონის დედაქალაქ ლიბრევილში ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. აჯანყებულებმა უარი თქვეს ქვეყნის პრეზიდენტის — ფრანსუა ბოზიზეს გადადგომაზე, თავის მხრივ ბოზიზეს 18 იანვრამდე უნდა დაენიშნა ოპოზიციის წარმომადგენელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე.[3] 17 იანვარს პრემიერ-მინისტრი ფოსტენ არშანჟ ტუადერა შეცვალა ნიკოლა ტიანგაიემ — ოპოზიციის მიერ დასახელებულმა კანდიდატმა.

2013 წლის მარტში სამშვიდობო შეთანხმება დაირღვა და აჯანყებულებმა განაახლეს საბრძოლო მოქმედებები. მათ ბრალი დასდეს ბოზიზეს თავისი დაპირებების შეუსრულებლობაში.[4]. 24 მარტს აჯანყებულებმა დაიკავეს პრეზიდენტის სასახლე, რის შემდეგაც ბოზიზე გაიქცა კამერუნში, ხოლო აჯანყებულთა ლიდერმა მიშელ ჯოტოდიამ საკუთარი თავი ქვეყნის ახალ პრეზიდენტად გამოაცხადა. მან პირობა დადო შეესრულებინა ცეცხლის შეწყვეტის იანვრის შეთანხმება, რომელიც მისი სიტყვებით დაარღვია ბოზიზემ, ასევე პრემიერ-მინისტრის პოსტი შეენარჩუნებინა ნიკოლა ტიანგაიეს.

2013 წლის შუა პერიოდისთვის მდგომარეობა ქვეყანაში ვერ დასტაბილურდა და ქვეყნის შიგნით აღინიშნა 200 000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი, ასევე ადამიანის უფლებების დარღვევა,[5] რამაც გამოიწვია საბრძოლო მოქმედებების განახლება მუსულმანურ სელეკასა[6] და ქრისტიანულ ანტიბალაკას[7][8] შორის.[9]

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მოუწოდა გაეროს უშიშროების საბჭოს და აფრიკის კავშირს გაეაქტიურებინა თავისი ძალისხმევა ქვეყანაში სიტუაციის სტაბილიზაციისაკენ. ხელისუფლებამ განაცხადა სელეკას შეიარაღებული ძალების განიარაღების შესახებ.[10] 2013 წლის სექტემბერში ჯოტოდიამ ოფიციალურად განაიარაღა "სელეკა", მაგრამ მისმა ბევრმა მებრძოლმა უარი განაცხადა განიარაღებაზე და სახელმწიფო კონტროლის ფარგლებს გარეთ აღმოჩნდა.[11]

წლის ბოლოს კონფლიქტმა უფრო მწვავე ხასიათი მიიღო, საერთაშორისო ორგანიზაციებმა აღნიშნეს დაპირისპირებები რელიგიურ ფონზე მუსულმანურ სელეკასა და ქრისტიანულ ანტიბალაკას შეიარაღებულ რაზმებს შორის, რომლებსაც ხშირად გენოციდის სახე ეძლეოდა[12][13]

2014 წლის 11 იანვარს მეზობელ ჩადში ჩატარებული რეგიონული სამმიტის გადაწყვეტილების თანახმად გადადგნენ პრეზიდენტი მიშელ ჯოტოდია და პრემიერ-მინისტრი ნიკოლა ტიანგაიე.[14] კათრინ სამბა-პანზა არჩეული იქნა ეროვნული გარდამავალი საბჭოს დროებით პრეზიდენტად,[15] რომელმაც თანამდებობა დაიკავა 2014 წლის 23 იანვარს. ის ქვეყნის ისტორიაში გახდა პირველი ქალი პრეზიდენტი. 2015 წლის იანვარში მარი-ნოელ კოიარა გახდა ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველი ქალი თავდაცვის მინისტრი.[16]

2014 წლის 18 თებერვალს გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა მოუწოდა გაეროს უშიშროების საბჭოს ქვეყანაში დაუყოვნებლივ განელაგებინა 3000 ჯარისკაცი დიდი რაოდენობით უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავად. გენერალურმა მდივანმა ჩამოაყალიბა ექვსპუნქტიანი გეგმა, 3000 სამშვიდობო ჯარისკაცის დამატების ჩათვლით ქვეყანაში განლაგებული აფრიკის კავშირის 6000 ჯარისკაცის და საფრანგეთის 2000 ჯარისკაცის გასაძლიერებლად.

2014 წლის 23 ივლისს, კონგოს რესპუბლიკის ძალისხმევით, სელეკას და ანტიბალაკას წარმომადგენლებმა ბრაზავილში ხელი მოაწერეს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.[17]

2015 წლის 14 დეკემბერს აჯანყებულმა "სელეკას" ლიდერებმა განაცხადეს დამოუკიდებელი სახელმწიფოს — ლოგონეს რესპუბლიკის შექმნის შესახებ.[18]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის რუკა
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის რუკა
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ტოპოგრაფიული რუკა
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ხედი კოსმოსიდან

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა მდებარეობს ცენტრალურ აფრიკაში, არ აქვს ზღვაზე გასასვლელი. აღმოსავლეთიდან ესაზღვრება სუდანი და სამხრეთი სუდანი, სამხრეთიდან — კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, სამხრეთ-დასავლეთიდან — კონგოს რესპუბლიკა, დასავლეთიდან კამერუნი და ჩრდილოეთიდან — ჩადი.

უკავია 622 984 კმ² ფართობი.

სახელმწიფო საზღვრის საერთო სიგრძე შეადგენს 5203 კმ-ს. სახელმწიფო საზღვრის სიგრძე კამერუნთან — 797 კმ, ჩადთან — 1197 კმ, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან — 1577 კმ, კონგოს რესპუბლიკასთან — 467 კმ, სამხრეთ სუდანთან — 682 კმ, სუდანთან — 483 კმ.

რელიეფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნის ყველაზე უფრო მაღალი წერტილია — ნგაუის მთა (ფრანგ. Mont Ngaoui) — 1410 მეტრი, ყველაზე უფრო დაბალი — 335 მეტრი (მდინარე უბანგისთან კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვარზე).

ქვეყნის ზედაპირი წარმოადგენს 600-დან 900 მეტრამდე სიმაღლის ტალღისებურ ზეგანს, რომელიც ერთმანეთისგან გამოჰყოფს მდინარე კონგოს და ჩადის ტბის აუზებს. მის საზღვრებში გამოირჩევა აღმოსავლეთი და დასავლეთი ნაწილი. აღმოსავლეთის ნაწილს აქვს საერთო დახრა სამხრეთისაკენ, მბომუს (ბომუ) და უბანგის მდინარეებისკენ. ჩრდილოეთით მდებარეობს ფერტიტის მასივი, რომელიც შედგება ისეთი იზოლირებული მთების და ქედების ჯგუფებისაგან (900 მეტრზე უფრო მეტი სიმაღლით), როგორებიცაა აბურასეინი, დარ-შალა და მონგო (1370 მეტრზე მაღალი). სამხრეთში ზოგ ადგილას აღმართულია კლდოვანი ბიუტები (ადგილობრივი სახელწოდება — «კაგასი»). ზეგნის დასავლეთში მდებარეობენ იადეს მასივი, რომელიც კამერუნში გრძელდება, კაგასის ცალკეული ბიუტები და ტექტონიკური დისლოკაციის შედეგად ჩამოყალიბებული ჰორსტები. თეთრი ქვიშაქვით აგებული ტალღისებური პლატო გადაჭიმულია ქალაქებს ბერბერატს, ბუარსა და ბოდას შორის.

ჰიდროლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყანაში კარგადაა განვითარებული სამდინარე ქსელი, რომელიც ასევე ეხება წვიმით ღარიბ ჩრდილოეთის რეგიონებსაც. მდინარე კონგოს აუზის მდინარეებია: უბანგი და მისი შენაკადები კოტო და ლობაე ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, რომლებიც მდინარე უბანგის უერთდებიან კონგოს რესპუბლიკის, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის შეპირაპირების ადგილას. იმის გამო, რომ მდინარე უბანგი მდინარე კონგოს შენაკადია, ატლანტის ოკეანესთან მიერთებამდე ის გაივლის ქვეყნის მთელი სამხრეთი, ცენტრალური და აღმოსავლეთი ნაწილის ტერიტორიას.

მდინარეებს, რომლებიც ჩადის ტბაში ჩაედინებიან, მიეკუთვნებიან: უამი, ბაჰრ-აუკი. ჩადის ტბასთან მიერთების ადგილი მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ყველა მდინარე მუდმივია, რადგანაც მათი სათავეები მდებარეობენ ხშირი წვიმების რაიონებში. იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს მდინარე ბაჰრ-აუკი, რომელიც ხასიათდება წყლის საკმაოდ ცვალებადი მდგომარეობით და წლის მშრალ პერიოდში მისი კალაპოტი შეიძლება დაშრეს. მისი სათავეები მდებარეობენ სუდანისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის შეპირაპირების ადგილას და იმ რაიონების გარეთ არიან, რომლებიც ზღვის დონიდან 1000 მეტრ სიმაღლეზე იმყოფებიან.

ქვეყნის აღმოსავლეთში მთავარი მდინარეებია — შინკო და მბარი, რომლებიც სანაოსნოებია ქვედა დინებაში; ზედა დინებაში გემების მოძრაობას ხელს უშლიან ჭორომები.

გეოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა მდებარეობს პრეკამბრიული პერიოდის კრისტალურ ფილაქანზე, რომელიც აგებულია გნაისებით, გრანიტებით და ფიქლებით.

ნიადაგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიადაგის ფენა საკმაოდ მრავალფენოვანია და აქვს ზონური საფუძველი, რომელსაც განსაზღვრავს კლიმატი. ქვეყნის სამხრეთი ძირითადად წარმოადგენს წითელ-ყვითელ ნიადაგს. ქვეყნის ცენტრალური რეგიონები დაფარულია წითელი ნიადაგით. ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში, სადაც ნალექები იშვიათი მოვლენაა, ნიადაგი თიხოვანი მინერალებითაა გაჯერებული. მდინარის ხეობებში გვხვდება ალუვიური ნიადაგი.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის რუკა კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით.

გეოგრაფიული მდგომარეობის გამო ქვეყანაში გამოირჩევა კლიმატის ორი ტიპი: ნოტიო ეკვატორული სამხრეთში, რომელიც მოიცავს მდინარე კონგოს ჩრდილოეთ ნაწილს და ქვეყნის დედაქალაქს. სუბეკვატორული, რომელსაც უკავია ქვეყნის ცენტრალური და ჩრდილოეთი ნაწილი.

ჩრდილოეთში ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენს 1250 მმ-ს, რომელიც უპირატესად მოდის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, ასევე დეკემბერ-იანვარში. სამხრეთში ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა აჭარბებს 1900 მმ-ს; ნოტიო სეზონი გრძელდება ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით; დეკემბერი და იანვარი — მშრალი თვეებია. წლის საშუალო ტემპერატურა შეადგენს +27 °С-ს, ხოლო სამხრეთში — +25 °С-ს.

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნის კლიმატი და მცენარეულობა იცვლება ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. მცენარეულობის სისტემას აქვს მკაცრად განსაზღვრული ხასიათი, რომელიც დამოკიდებულია ნალექებზე და მათი წარმოშობის პერიოდებზე. ეს პროცესი გამორჩეულია სამხრეთის უხვნალექიან რაიონებში, სადაც მცენარეულობა ხშირი და სახეობებით მდიდარია. მცენარეულობის მხრივ ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილი სამხრეთის საპირისპიროა, სადაც მცენარეული საფარი შესამჩნევად უფრო ღარიბია.

სამხრეთით, მდინარე უბანგის რაიონში და მდინარეების — კოტოს და ლობაეს ქვედა დინებაში იზრდებიან მარადმწვანე ტროპიკული ტყეები. ამ ტყეების დამახასიათებელი ელემენტებია ისეთ მაღალ ხეებზე შემოხვეული ლიანები, როგორებიცაა ევკალიპტი და აბანოზი. დღეისათვის ეს ტყეები საკმაოდ დეგრადირებულია ადამიანის ისეთი მავნებლური მოღვაწეობის გამო, როგორიცაა ხეების გაჩეხვა. მდინარის ნაპირებზე იზრდებიან მდინარისპირა ტყეები. ამ ადგილებიდან ჩრდილოეთში გვხვდება ნოტიო სავანები, რომლებიც თანდათან ერევიან ტყიან ზონებს. სავანების გავრცელებული ტიპია სავანის ხისებრი მცენარეები. ქვეყნის ჩრდილოეთი წარმოადგენს სუდანური სავანის წარმონაქმნს, რომელიც ხეების რაოდენობის თვალსაზრისით უფრო მინიმალურია. ასეთი ტერიტორიის ზოგიერთ ადგილებში ხარობს აკაციის და ბაობაბის ხეები. აქ არსებული ბალახები უფრო დაბალია, ვიდრე ისინი, რომლებიც ხარობენ ნოტიო ზონებში. მშრალ სეზონში ბალახები ხმება და ყვითლდება, ხოლო ხეების ზოგიერთ სახეობას ფოთლები სცვივა.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ცხოველთა სამყარო მდიდარია და წარმოდგენილია ბევრი სხვადასხვა სახეობებით. სავანებში ბინადრობენ სპილოები, აფრიკული კამეჩები, ასევე თეთრი მარტორქები (ლათ. Diceros simum) და შავი მარტორქები (ლათ. Diceros bicornis). ძირითადი მტაცებლები არიან ლომები და პანთერები, ხოლო უფრო მცირე ზომის: აფთრები და ტურები. ქვეყნის ყველა სავანებში გვხვდება ჟირაფები და მაიმუნების სხვადასხვა სახეობები. მაიმუნები ასევე გავრცელებული არიან ტროპიკულ ტყეებში. მდინარეებში ბინადრობენ ბეჰემოთები და ნიანგები.

ქვეყანაში ასევე მდიდარია ფრინველთა სამყარო და იგი წარმოდგენილია ადგილობრივი და გადამფრენი სახეობებით. ცნობილი ფლამინგოების გარდა გვხვდება ყანჩები, ივეოსები, ასევე ყარყატები, როგორც ადგილობრივი, ასევე ისეთი სახეობები, რომლებიც გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში მიგრირებენ ევროპაში. ფრინველთა ბევრი სახეობა ბინადრობს ტროპიკულ ტყეებში, სადაც ბევრი მათგანი გამოირჩევა გამოკვეთილი ბუმბულით.

დაცულ ტერიტორიებს უკავიათ ქვეყნის ტერიტორიის თითქმის 10 %, რაც შეადგენს მნიშვნელოვან პროცენტს აფრიკის სხვა ქვეყნებთან შედარებით. ძირითად დაცულ ტერიტორიებს მიეკუთვნება სამი ეროვნული პარკი: ბამინგუ-ბანგორანის ეროვნული პარკი, ანდრე-ფელიქსის ეროვნული პარკი და ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი — მანოვო-გუნდა-სენ-ფლორის ეროვნული პარკი.

პოლიტიკა და სახელმწიფო წყობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყოფილი პრეზიდენტი ფრანსუა ბოზიზე
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფოსტენ-არშანჟ ტუადერა

ქვეყნის სახელმწიფო წყობა არის რესპუბლიკა. სახელმწიფოს მეთაური — პრეზიდენტი, რომელიც ირჩევა 5 წლის ვადით (ერთი და იგივე პირი პრეზიდენტი შეიძლება გახდეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ). ამჟამად პოსტზეა ფოსტენ არშანჟ ტუადერა. ქვეყნის პრეზიდენტი ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, რომლის მოვალეობასაც ამჟამად ასრულებს სიმპლის სარანჯი.

სახელმწიფო საკანონმდებლო ორგანოა ორპალატიანი პარლამენტი[19], რომელიც შედგება ეროვნული ანსამბლეისაგან და სენატისაგან. ეროვნული ანსამბლეა შედგება 5 წლით არჩეული 141 დეპუტატისგან.

2016 წლის 14 თებერვლის პირველი ტურისა და 2016 წლის 31 მარტის მეორე ტურის საყოველთაო არჩევნების შემდეგ ეროვნული ანსამბლეაში მოხვდა 17 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი. მისი ძირითადი შემადგენლობა ასეთია:

  • ეროვნული კავშირი დემოკრატიისთვის და პროგრესისათვის (UNDP) — 13 დეპუტატი
  • ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის აღორძინების კავშირი (URCA) — 11 დეპუტატი
  • ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ხალხთა გამანთავისუფლებელი მოძრაობა (MLPC) — 9 დეპუტატი
  • ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დემოკრატიული გაერთიანება (RDC) — 8 დეპუტატი
  • ეროვნული კონვერგენცია "კვა-ნა-კვა" (KNK) — 7 დეპუტატი
  • რესპუბლიკის მხარდამჭერი გაერთიანება (RPR) — 6 დეპუტატი
  • აფრიკული პარტია სახელმწიფოს რადიკალური ტრანსფორმაციისთვის და ინტეგრაციისთვის (PATRIE) — 5 დეპუტატი
  • უპარტიო დეპუტატები — 55 დეპუტატი.

ამას გარდა ეროვნულ ანსამბლეაში დანარჩენი 15 ადგილი დაიკავა კიდევ ათმა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა, ხოლო 12 საარჩევნო ოლქში არჩევნების შედეგები გაუქმდა.[20]

როგორც სხვა ბევრი ყოფილი ფრანგული კოლონია, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სასამართლო სისტემა დაფუძნებულია ფრანგულ კანონმდებლობაზე.[21] უმაღლესი სასამართლო შედგება პრეზიდენტის მიერ დანიშნული მოსამართლეებისაგან. ასევე არსებობს საკონსტიტუციო სასამართლო, რომლის მოსამართლეებიც ასევე დანიშნულია პრეზიდენტის მიერ.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის 23 დეკემბერს საქართველოსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მხრიდან ოქმს გაეროში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მუდმივმა წარმომადგენელმა, ფერნანდ პუკრე-კონომ, საქართველოს მხრიდან კი – საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლომაიამ მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ცერემონიალი ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან არსებულ საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში გაიმართა. ხელმოწერილი ოქმის თანახმად, ერთმანეთთან ურთიერთობებში მხარეები სუვერენული თანასწორობის, მეგობრული ურთიერთობების, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო საზღვრების ურღვევობის პრინციპებით იხელმძღვანელებენ. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ მხარეებმა გაეროს გენერალურ მდივანს პან გი მუნს აცნობეს.[22][23][24]

შეიარაღებული ძალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები (ფრანგ. Forces armées centrafricaines (FACA)) შეიქმნა 1960 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. დღეისათვის ის საკმაოდ სუსტადაა განვითარებული, დამოკიდებულია საერთაშორისო დახმარებებზე, რათა გაუმკლავდეს მტრებს მიმდინარე სამოქალაქო ომში. მისმა არალოიალობამ პრეზიდენტის მიმართ თავი იჩინა 1996-1997 წლების აჯანჯების დროს და მას შემდეგ მან მრავალი პრობლემა გადაიტანა. იგი სამართალდამცველი ორგანიზაციების მიერ ბევრჯერ იქნა გაკრიტიკებული ტერორის, მკვლელობების ჩათვლით, წამების და სექსუალური ძალადობის გამო.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები შედგება სახმელეთო ჯარებისაგან, სამხედრო-საჰაერო ძალებისაგან, ეროვნული ჟანდარმერიისაგან, რესპუბლიკური გვარდიისაგან (პრეზიდენტის გვარდიისაგან) და ეროვნული პოლიციისაგან.

კოლინგბას დროიდან ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში დომინირებდნენ იაკომას ეთნოსის მეომრები. შესაბამისად შეიარაღებული ძალები არ იყვნენ ლოიალურები ორი ჩრდილოელი პრეზიდენტის – პატასეს და ბოზიზეს მიმართ, რომლებმაც პასუხად ქვეყნის შეიარაღებული ძალების გარეთ შექმნეს საკუთარი შეიარაღებული ფორმირებები. სამხედროებმა ასევე დაამტკიცეს თავიანთი არალოიალობა 1996-1997 წლების აჯანყების დროს. მიუხედავად იმისა, რომ ფრანსუა ბოზიზეს ჰქონდა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში მუშაობის გამოცდილება (გენერალური შტაბის უფროსი 1997 წლიდან 2001 წლამდე), იგი მაინც ფრთხილობდა და შეინარჩუნა საკუთარი პოსტი, მან თავდაცვის სამინისტროში თავისი ვაჟი ჟან-ფრანსუა ბოზიზე დანიშნა პასუხსაგებ, მაღალ თანამდებობაზე. მან ასევე თავის ძველ მეგობარს – გენერალ ანტუან გამბის შეუნარჩუნა შტაბის უფროსის თანამდებობა. იმის გამო, რომ ქვეყნის ჩრდილოეთით შეიარაღებულმა ძალებმა ვერ შეძლეს უწესრიგობების აღმოფხვრა, გამბი 2006 წლის ივლისში შეცვალა ბოზიზეს ძველმა მეგობარმა სამხედრო აკადემიიდან ჟიულ ბერნარ უანდემ.[25]

2013 წელს იგი არაკომპეტენტური აღმოჩნდა, როდესაც "სელეკას" დაჯგუფების ამბოხებულთა კოალიციის მებრძოლებმა ხელში ჩაიგდეს ხელისუფლება და პრეზიდენტ ბოზიზეს ჩამოგდების შემდეგ დახოცეს ქვეყნის შეიარაღებული ძალების ბევრი ჯარისკაცი.[26]

უკანასკნელ წლებში საფრანგეთის დახმარებით ქვეყანაში მიმდინარეობს შეიარაღებული ძალების რეფორმა. რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია მისი უფრო მეტი ეთნიკური მრავალფეროვნება. ასევე მიმდინარეობს ბოზიზეს საკუთარი ამბოხებული დაჯგუფების (ძირითადად შედგება საკუთარი გბაიას ტომის წევრებისაგან) ინტეგრირება. ბევრი იაკომას ეთნიკური ჯგუფის ჯარისკაცი, რომლებმაც დატოვეს ქვეყანა 1996-1997 წლების უწესრიგობების დროს დაბრუმდნენ საკუთარ სახლებში და საჭიროა მათი არმიაში დაბრუნება. ამავე დროს არმიაში ტარდება სემინარები ისეთ თემებზე, როგორიცაა სამხედროებსა და სამოქალაქო მაცხოვრებელთა შორის ურთიერთობა.[27]

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა დაყოფილია 17 ადმინისტრაციულ ერთეულად: 14 პრეფექტურა, 2 ეკონომიკური პრეფექტურა (ნანა-გრებიზი და სანგა-მბაერე) და დედაქალაქ ბანგის განსაკუთრებული სტატუსის მქონე ტერიტორია, რომელიც უტოლდება პრეფექტურას.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ადმინისტრაციული დაყოფა
№ რუკაზე პრეფექტურა
(ქართ.)
პრეფექტურა
(ფრანგ.)
ადმ.
ცენტრი
ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,[1][2]
ად. (2003 წელი)
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
1 ნანა-მამბერე Nana-Mambéré ბუარი 26 600 233 666 8,78
2 უამ-პენდე Ouham-Pendé ბოზუმი 32 100 430 506 13,41
3 უამი Ouham ბოსანგოა 50 250 369 220 7,35
4 ნანა-გრებიზი Nana-Grebizi კაგა-ბანდორო 19 996 117 816 5,89
5 ბამბინგი-ბანგორანი Bambingui-Bangoran ნდელე 58 200 43 229 0,74
6 ვაკაგა Vakaga ბირაო 46 500 52 255 1,12
7 მამბერე-კადეი Mambéré-Kadéï ბერბერატი 30 203 364 795 12,08
8 ომბელა-მპოკო Ombella-Mpoko ბიმბო 31 835 356 725 11,21
9 კემო Kémo სიბიუ 17 204 118 420 6,88
10 უაკა Ouaka ბამბარი 49 900 276 710 5,55
11 ზემო კოტო Haute-Kotto ბრია 86 650 90 316 1,04
12 სანგა-მბაერე Sangha-Mbaéré ნოლა 19 412 101 074 5,21
13 ლობაე Lobaye მბაიკი 19 235 246 875 12,83
14 ქვემო კოტო Basse-Kotto მობაე 17 604 249 150 14,15
15 მბომუ Mbomou ბანგასუ 61 150 164 009 2,68
16 ზემო მბომუ Haut-Mbomou ობო 55 530 57 602 1,04
17 ბანგი Bangui ბანგი 67 622 771 9295,09
სულ 622 436 3 895 139 6,26

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მოსახლეობის რაოდენობა — 4 422 000 ადამიანი (2009).
  • წლიური ზრდა — 2,12 % (2016 წელი).
  • ქალაქის მოსახლეობა — 2 285 551 (45,0 %) (2016).
  • სოფლის მოსახლეობა — 1 411 939 (55,0 %) (2016).
  • შობადობა — 38,0 ბავშვი 1000 ადამიანზე (2016 წელი).
  • შობადობის ჯამური კოეფიციენტი — 5,07 ბავშვი 1 ქალზე (2016 წელი).
  • სიკვდილიანობა — 18,65 % (2016 წელი).
  • ბავშვთა სიკვდილიანობის კოეფიციენტი — 85,63 % (2016 წელი).
  • სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა — 50,07 წელი (2016 წელი).
    • მამაკაცები — 48,84 წელი
    • ქალები — 51,35 წელი (2016 წელი).
  • საშუალი ასაკი — 21,4 წელი
    • მამაკაცები — 19,6 წელი
    • ქალები — 20,2 წელი (2016 წელი).
  • ასაკობრივი სტრუქტურა:
    • 0-14 წელი: 41,9 %
    • 15-64 წელი: 53,9 %
    • 65 წელზე უფროსები: 4,2 % (2016 წელი).
  • განათლება — 51,0 % (63,3 % მამაკაცებში, 39,9 % ქალებში (2010 წლის შეფასება)).
  • შიდსის ვირუსით დაავადება — მოსახლეობის 4,7 % (2009 წელი).

2016 წლის მდგომარეობით ქვეყანაში მუდმივად იმყოფება 5340 დევნილი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან[28]. ამავე დროს, 2016 წლის მდგომარეობით, ქვეყანაში აღრიცხულია 391 430 შიდა გადაადგილებულ პირთა რაოდენობა, რომლებიც 2005 წლიდან დაწყებული გამოექცნენ სამხედრო კონფლიქტების დროს ეთნიკურ და პოლიტიკურ დევნას[28].

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) წევრია[29].

ეთნიკური შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფოს ტერიტორიაზე ცხოვრობს 80-ზე უფრო მეტი ეთნიკური ჯგუფი: მოსახლეობის თითქმის 90 % — ნიგერ-კონგოს ენების ჯგუფის ტომებია: გბაია (33 %) — ნიგერიიდან წამოსულები, ბანდა (27 %) — სუდანიდან (დარფურის რეგიონი) წამოსულები, მანჯა (13 %), მბუმი (7 %), მბაკა (4 %), იაკომა (4 %), სხვა (2 %)[28]. სახელმწიფოში ცხოვრობს დაახლოებით 15 ათასი ევროპელი (ძირითადად ფრანგები).

ცენტრალური სუდანის ენების ჯგუფის ტომებიდან ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანია — სარა (10 %), რომლებიც საოს ცივილიზაციის შთამომავლები არიან.

ენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ოფიციალური ენებია ფრანგული და სანგო. საერთო ჯამში ქვეყანაში საუბრობენ 72 ენაზე. ეროვნული ენებია: ბანდა-ბანდა, ბოკოტა, ბოსანგოა-გბაია, გბანუ, ზანდე (აზანდე), კაბა, კარე, მანზა, მბატი, ნგბაკა-მაბო, პანა, სანგო, ჩრდილო-დასავლეთის გბაია, სამხრეთ-დასავლეთის გბაია, სამხრეთის ბანდა, იაკომა.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ფრანგული ენა გამოიყენება დამწერლობაში და ფორმალურ სიტუაციებში. 2005 წლის გამოთვლებით ქვეყნის მოსახლეობის 22,5 %-ს შეეძლო ელაპარაკა ფრანგულად.

სანგოს ენაზე საუბრობს 350 000 ადამიანი, რომელიც ქვეყანაში გახდა ლინგვა ფრანკა. ის ეროვნული ენა გახდა 1963 წელს და ოფიციალური ენა 1991 წელს. გამოთვლილია, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მოსახლეობის 92 %-ს შეუძლია ილაპარაკოს სანგოს ენაზე. ეს ენა თითქმის მშობლიური გახდა დედაქალაქ ბანგის ყველა ბავშვისათვის.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის თითქმის ყველა ადგილობრივი ენა მიეკუთვნება უბანგიურ ენებს, ზოგიერთი ადამავა-უბანგიური ენების ოჯახის ადამავას ჯგუფს. ქვეყნის უკიდურეს სამხრეთში და კონგოს რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვართან არსებობს რამდენიმე ბანტუს ენა, ქვეყნის ჩრდილოეთით, ჩადის სახელმწიფო საზღვართან, ბონგო-ბაგირმის რამდენიმე ენა. ამას გარდა, არსებობენ ლუოს და რუნგას ენები.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სმენადაქვეითებულთა განათლების სფეროში გამოიყენება ამერიკული ჟესტების ენა, რომელიც შემოიღო ამერიკელმა მისიონერმა ენდრიუ ფოსტერმა.

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნის ოთხ მილიონზე მეტი მოსახლეობის 80 % ქრისტიანია, მათგან 50 %-ზე მეტი — პროტესტანტია, რომლებიც წარმოდგენილები არიან ბაპტისტებით (ბაპტისტური კომიტეტი) და ლუთერანებით (ცენტრალური აფრიკის ეკლესია), 29 % — კათოლიკე.

ბევრი მუსლიმი, რომლებიც 2012 წლის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის კონფლიქტის დაწყებამდე 2013 წლის მარტისთვის ქვეყანაში ცხოვრობდნენ დაახლოებით 750 ათასი ადამიანის (15 %) რაოდენობით, საკუთარი თავის გადასარჩენად გაიქცა მეზობელ ჩადის და კამერუნის ქვეყნებში.

მოსახლეობის დაახლოებით 10 % ანიმისტია. მოსახლეობის ადგილობრივი ტრადიციული სარწმუნოების ელემენტები გავლენას ახდენს, როგორც ქრისტიანული, ასევე მუსულმანური რელიგიის მიმდევრების წეს-ჩვეულებებზე[30].

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უფრო დაბალგანვითარებულ ქვეყანას,[31] მსყიდველობითი უნარის პარიტეტის ერთ სულ მოსახლეზე გათვლილი წლიური შემოსავლის $547 რაოდენობით (2014 წელი).

მცირედ დასახლებული და ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყანა უმეტესად აგრარულია. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი დაკავებულია ნატურალური მეურნეობით და ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 55 % შემოდის სოფლის მეურნეობიდან. სოფლის და სატყეო მეურნეობა რჩება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ეკონომიკის საფუძვლად, რომლის მოსახლეობის 70 %-ზე მეტი ცხოვრობს დაშორებულ რაიონებში.

ძირითადი საკვები მარცვლეული კულტურებია: მანიჰოტი, არაქისი, სორგო, ფეტვი, სიმინდი, ინდური შირბახტი და პლანტანი. ექსპორტისათვის ძირითადი სასაქონლო კულტურებია: ბამბა, ყავა და თამბაქო. ხე-ტყის მასალას მოაქვს საექსპორტო შემოსავლების დაახლოებით 16 %, ხოლო ალმასის წარმოებას დაახლოებით 54 %.

მრეწველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მრეწველობა შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 12 %-ს. მიმდინარეობს ალმასის და ოქროს მოპოვება, მაგრამ ოქროს რაოდენობა მცირდება. ბაკუმის სიახლოვეს არსებობს ურანის ნედლეულის საბადო, მაგრამ მისი დამუშავება არ ხდება. გადამამუშავებელი წარმოება ძირითადად წარმოდგენილია კვების და მსუბუქი მრეწველობის საწარმოებით — კვების პროდუქტების, ლუდის, ტანსაცმლის, სამშენებლო მასალების წარმოება.

ბუნებრივი რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყანა მდიდარია, მაგრამ არ გამოიყენება მისი ძირითადი ბუნებრივი რესურსები, როგორებიცაა: ალმასი, ოქრო, ურანი და სხვა სასარგებლო წიაღისეული. ალმასი ყველაზე უფრო მთავარი საექსპორტო საქონელია, რომელიც შეადგენს საექსპორტო შემოსავლების 40-55 %-ს, მაგრამ ყოველწლიურად მოპოვებული ალმასების დაახლოებით 30-50 % ქვეყნიდან გადის არალეგალურად. ჩადთან ჩრდილოეთ სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ შესაძლებელია არსებობდეს ნავთობის საბადო (კერძო შეფასებებით იქ არსებობს ორი მილიარდი ბარელი ნავთობი).

სასარგებლო წიაღისეულიდან დღეისათვის მუშავდება და მოიპოვება მხოლოდ ალმასი; ექსპორტზე ძირითადად გადის დაუმუშავებელი ალმასი, რომელსაც მოაქვს შემოსავლების დაახლოებით 60 %. მრეწველობა შეადგენს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 20 %-ზე ნაკლებს, ალმაზების მოპოვება, ლუდსახარში ქარხნები და ხე-ტყის სახერხი საწარმოები შეადგენენ ამ სექტორის დიდ ნაწილს. დღეისათვის მომსახურების სფერო შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის 25 %-ს. ქვეყანაში, რომელსაც არ გააჩნია ზღვაზე გასასვლელი, ძირითადად დიდი სამთავრობო ბიუროკრატიისა და მაღალი სატრანსპორტო ხარჯების გამო ეკონომიკური განვითარების პროცესი საკმაოდ ძნელად მიმდინარეობს.

ხე-ტყის წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყანაში არსებობს 22,9 მილიონი ჰექტარი ტყე (მთელი მიწის ფართობის 37 %), მაგრამ ტყის მარტო 3,4 მილიონი ჰექტარი მდებარეობს სამხრეთში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სასაზღვრო რაიონებში. ქვეყნა საექსპლოატაციო ტყით დაფარულია 27 მილიონ ჰექტარზე, ანუ მთელი მიწის ფართობის 43 %-ზე. ვიწრო საავტომობილო და სამდინარე გზები და რკინიგზის არარსებობა სერიოზული შემაფერხებელი გარემოებებია კომერციული ექსპლოატაციისათვის. ხე-ტყის მასალების დიდი ნაწილი მიეწოდება მდინარე უბანგის და კონგოს საშუალებით, ხოლო შემდეგ რკინიგზით ატლანტის ოკეანემდე.

ათობით ხე-ტყის საჭრელი საწარმოები 2003 წელს აწარმოებდნენ 516 000 მ³ ხე-ტყის ნაკეთობებს და ფანერას. ხელისუფლება ხელს უწყობს მათ წარმოებას. 2003 წლის შეფასებით მრგვალი ხის გატანის მოცულობა შეადგენს 2,8 მილიონ მ³-ს. იაფ აზიელ და ლათინოამერიკელ ტყის მჭრელ ადამიანებთან შეჯიბრებამ ზიანი მოუტანა ადგილობრივ წარმოებას, რომელიც ისედაც გართულებულია დიდი სატრანსპორტო ხარჯებისა და შრომის დანახარჯების გამო. 2003 წელს ქვეყანას ექსპორტზე გაჰქონდა 89,8 მილიონი დოლარის ტყის პროდუქტები.

თევზჭერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თევზჭერა ძირითადად გავრცელებულია მდინარეების გასწვრივ. თევზჭერის შედეგად მიღებული პროდუქტების ძირითადი ნაწილი იყიდება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. 1950 წელს ხელისუფლებამ დაიწყო თევზჭერის დახმარების პროგრამა და 1968 წლის ბოლოს ქვეყანაში არსებობდა თევზის გასამრავლებელი დაახლოებით 12 ათასი გუბე. 2003 წელს მთლიანმა რეწვამ შეადგინა 15 ათასი ტონა.

ელექტროენერგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2002 წელს ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოებამ შეადგინა 103 გიგავატი, რომლის მოთხოვნა იმავე წელს შეადგენდა 96 გიგავატს. დედაქალაქ ბანგს ემსახურება ორი ჰიდროელექტროსადგური და ერთი თბოელექტროსადგური. ახალი კაშხალი მდინარე მბალიზე (ერთობლივი პროექტი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან), რომელსაც შეუძლია მთელი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის გამომუშავება, გაიხსნა 1991 წლის ბოლოს. 2002 წელს გენერირებული სიმძლავრეების მთლიანი მოცულობა შეადგენდა 40 მეგავატს, აქედან თბოელექტროსადგურებზე მოდიოდა 21 მეგავატი და ჰიდროელექტროსადგურებზე 19 მეგავატი.

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნის სატრანსპორტო ქსელი საკმაოდ განუვითარებელია:

აეროპორტები

  • სულ — 39 (2013 წელი)[32], მათ შორის:
    • მყარი საფარით — 2 (2438 მეტრიდან 3047 მეტრამდე — 1, 1524 მეტრიდან 2437 მეტრამდე — 1)
    • მყარი საფარის გარეშე — 37 (2438 მეტრიდან 3047 მეტრამდე — 1, 1524 მეტრიდან 2437 მეტრამდე — 11, 914 მეტრიდან 1523 მეტრამდე — 19, 914 მეტრამდე — 6)

საავტომობილო გზები

  • სულ — 20,2 ათასი კმ (2010 წელი)[32]

ქვეყანაში არ არსებობს რკინიგზა.

სამდინარე ნაოსნობა მდინარე უბანგიზე იკეტება აპრილიდან ივლისის ჩათვლით, ხოლო რეგიონალური კონფლიქტები ხელს უშლიან სანაოსნო კავშირის დამყარებას ბანგსა და კინშასას შორის.

სოფლის მეურნეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მოსახლეობის 72 % დაკავებულია სოფლის მეურნეობაში. მასზე მოდის მთლიანი შიდა პროდუქტის 58 %. ქვეყნის ჩრდილოეთში მოჰყავთ სორგო (42,8 ათასი ტონა) და ფეტვი, სამხრეთში — სიმინდი (110 ათასი ტონა), მანიჰოტი (563 ათასი ტონა), იამსი (350 ათასი ტონა) და ბრინჯი (29,7 ათასი ტონა). მოჰყავთ ბანანი, ბამბა და ყავა. საკვები კულტურები უფრო დიდ როლს თამაშობენ, ვიდრე საექსპორტო კულტურები. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მოსახლეობის ყოველდღიური საკვები პროდუქტის — მანიჰოტის მოყვანა მერყეობს 400 ტონიდან 600 ათას ტონამდე, ხოლო ძირითადი საექსპორტო კულტურის — ბამბის მოყვანა იმყოფება წელიწადში 25 - 45 ათასი ტონის ფარგლებში. საკვები კულტურები დიდი რაოდენობით არ გადის ექსპორტზე, მაგრამ ის ექსპორტის მთავარი დარგია, რადგანაც მათი სეზონური გაყიდვისაგან მიღებული შემოსავალი უფრო მაღალია, ვიდრე ბამბის ან ყავის ექსპორტისგან მიღებული შემოსავალი. ამას გარდა, საკვები კულტურებისგან აკეთებენ ძლიერ სპირტიან სასმელებს ან სორგოს ლუდს. მათი გაყიდვისგან მიღებული შემოსავალი ასევე შეადგენს ბიუჯეტის მნიშვნელოვან ნაწილს.

ფინანსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის საფინანსო სექტორი, ყველაზე უფრო მცირეა ცენტრალური აფრიკის ქვეყნების ეკონომიკურ თანამეგობრობაში (ფრანგ. Communauté économique des États de l’Afrique centrale, CEEAC, ინგლ. Economic Community of Central African States, ECCAS), საკმაოდ შეზღუდულ როლს თამაშობს ეკონომიკური ზრდის დახმარებაში. მცირე ბაზრის გამო, საფინანსო სისტემა რჩება სუსტი, განუვითარებელი, კომერციული ბანკების დომინირებული მდგომარეობით. ქვეყნის მოსახლეობის განსაკუთრებული განსახლების და უსაფრთხოების თვალსაზრისის გამო მთელი საფინანსო მოღვაწეობა კონცენტრირებულია დედაქალაქ ბანგში. მოსახლეობის მხოლოდ 1 %-ს აქვს საბანკო შენატანები. მიკროდაფინანსება შეადგენს ქვეყნის საკრედიტო შესაძლებლობების 1 %-ს და ემსახურება მოსახლეობის 0,5 %-ს.

ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ტურიზმზე უარყოფითად იმოქმედა მისმა უკანასკნელმა ბუნდოვანმა ისტორიამ და მეზობელ ქვეყნებში საომარმა მოქმედებებმა.[33] ქვეყნაში უსაფრთხოება არასტაბილურია, განსაკუთრებით ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით.[34]

2007 და 2008 წლებში აშშ-მა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მოგზაურებისთვის გამოსცა გაფრთხილება ბანდიტების, აჯანყებულთა შეიარაღებული რაზმებისა და ბრაკონიერების შესახებ, განსაკუთრებით დედაქალაქ ბანგიდან დაშორებით. ქვეყნის ხელისუფლებას არ შეუძლია ტურისტების უსაფრთხოების დაცვა. 2007 წლის აპრილში, ქალაქ ნდელესთან შორიახლოს, ნადირობის დროს მოკლეს ერთი ფრანგი მონადირე და სხვა სამი ადამიანი დაიჭრა.[35]

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას არა აქვს ზღვაზე და შორეულ ქვეყნებში გასასვლელი და ჰაერიდან მწირი მიუწვდომლობის გამო აქ მოხვედრა ძვირი ჯდება.[33] ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტია ბანგის მპოკოს საერთაშორისო აეროპორტი. ქვეყანაში სამოგზაუროდ ღირსშესანიშნავი ადგილია ქალაქ ბოალიში მდებარე ჩანჩქერი, სიმაღლით 50 მეტრი.[36]

ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ძანგა-სანგას ეროვნულ პარკში ბინადრობენ გორილები და სპილოები. ამ რაიონში ცხოვრობს ბაკას ტომის ხალხი. მდინარე სანგას გასწვრივ, ეროვნული პარკის შორიახლოს, მდებარეობს მთავარი სოფელი ბაიანგა. სოფელში არსებობენ მცირე სასტუმროები და ლოჯები.[37] ქვეყნის მონახულების ყველაზე საუკეთესო დროა — ნოემბრიდან აპრილის ჩათვლით.[38]

ვაჭრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოციალური სფერო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საზოგადოებრივი განათლება უფასოა და იგი სავალდებულოა 6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.[39] 1996 წლიდან 1998 წლამდე პერიოდში შიდსთან დაკავშირებული სიკვდილიანობის გამო დაიკეტა 100-ზე მეტი დაწყებითი სკოლა.[39]

1991 წელს დაწყებითმა განათლებამ მოიცვა ქვეყნის ბავშვების რაოდენობის 56,9 %.[39] 2000 წელს 6 წლიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 43 %.[39] 2001 წლიდან დაწყებული ქვეყანაში დაწყებით სკოლებში დასწრება ყველასათვის არ იყო ხელმისაწვდომი.[39] მიუხედავად იმისა, რომ ბავშვთა დასწრების მონაცემები აჩვენებენ განათლებისკენ სწრაფვის მაღალ დონეს, ისინი ყოველთვის ვერ ასახავენ ბავშვების სკოლაში დასწრების ნამდვილ შედეგებს.[39]

გოგონებისთვის დაწყებითი განათლების მიღება არათანაბარია. დაწყებით სკოლაში სწავლის პირველ წელს განათლებას ღებულობს გოგონების 65 %. 2007 წელს ეს მაჩვენებელი დაწყებით სკოლაში სწავლის მეექვსე წელს შემცირდა 23 %-მდე. ბევრი გოგონა წყვეტს სწავლას ადრეულ ზრდად ასაკში სოციალური წნეხის შედეგად, რომელიც აიძულებს მას გათხოვდეს და იყოლიოს შვილები.[40]

განათლების სფეროს მცირე ბიუჯეტმა და ხელფასების დავალიანებამ გამოიწვია მასწავლებლების უკმარისობა და უდედმამო ბავშვების რაოდენობის ზრდა.[39] ეროვნული ბიუჯეტიდან განათლებაზე გამოყოფილია წილი, რომელიც ტრადიციულად შეადგენს 12 %-ზე ნაკლებს და 18 %-მდე გაიზარდა 1990-იანი წლების ბოლოს.[39] ხელისუფლების აზრით, ეს 2010 წლისათვის გამოიწვევს ბიუჯეტის შემდგომ გაზრდას 25 %-მდე.[39]

2012 წლის დეკემბერში დაწყებული სელეკას ამბოხების შედეგად გამოწვეული ძალადობისგან დაზარალდა 800 000 სტუდენტი. ბევრი მასწავლებელი სამშობლოში დაბრუნებამდე სხვა ადგილებში ეძებდა თავშესაფარს.[40]

15-24 წლის ასაკის მამაკაცებს შორის განათლების დონე შეადგენს 72,3 %-ს, იმავე ასაკის ქალებს შორის განათლების დონე შეადგენს 59,1 %-ს.[41]

ქვეყნის დედაქალაქში მდებარე ბანგის უნივერსიტეტი, რომელიც მოიცავს სამედიცინო სკოლას და EUCLID-ის უნივერსიტეტს, და ბანგის საერთაშორისო უნივერსიტეტი უმაღლესი განათლების ორი დაწესებულებაა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

ჯანდაცვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნის მნიშვნელოვანი საავადმყოფოები მდებარეობენ დედაქალაქ ბანგის რაიონში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა ვაქცინაციისათვის იღებს დახმარებას, როგორც 2014 წელს წითელისს ეპიდემიის აღმოფხვრის დროს.[42] 2007 წლის მონაცემებით სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობამ ქალებისათვის შეადგინა 48,2 წელი, ხოლო მამაკაცებისათვის 45,1 წელი.[43]

ქვეყანაში ქალების ჯანდაცვის მდგომარეობა საკმაოდ დაბალია. 2010 წლის მდგომარეობით ქვეყანა მეოთხე ადგილზე დგას დედათა სიკვდილიანობის მიხედვით მსოფლიოში.[44] 2014 წლის შეფასებით შობადობის ჯამური მაჩვენებელი შეადგენდა 4,46 ბავშვს ერთ ქალზე.[45] ქალების დაახლოებით 25 % განიცდის ქალთა წინადაცვეთას.[46] ქვეყანაში მშობიარობის დროს ბევრი ქალი იყენებს ბებიაქალების ტრადიციულ მეთოდს, რომლებსაც პროფესიონალიზმი ან საერთოდ არ გააჩნიათ, ან აქვთ საკმაოდ მცირე დონე.[47]

მალარია ქვეყანაში სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.[48] 2009 წლის ჯამური მონაცემებით შიდსის დაავადების გავრცელების მაჩვენებელი შეადგენს მოზრდილი მოსახლეობის (15-49 წელი) დაახლოებით 4,7 %-ს.[49] 2006 წელს ჯანდაცვაზე სახელმწიფო ხარჯებმა ერთ სულ ადამიანზე შეადგინა US$20[43], ხოლო სახელმწიფო ხარჯების მთლიანმა მოცულობამ 10,9 %.[43] 2009 წელს ქვეყანაში 20 000 ადამიანზე მოდიოდა მხოლოდ ერთი ექიმი.[50]

მასმედია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მასმედია კონტროლდება ხელისუფლების მიერ. სატელეფონო კავშირით ქვეყნის დედაქალაქი ბანგი ხელოვნური თანამგზავრის მეშვეობით დაკავშირებულია საფრანგეთთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, აშშ-სთან და საბერძნეთთან. ქვეყანა პარიზთან დაკავშირებულია რადიოსატელეფონო, სატელეგრაფო და ტელექსის საშუალებებით. 2003 წელს აღირიცხებოდა დაახლოებით ორი ტელეფონის ნომერი ყოველ 1000 ადამიანზე; ტელეფონის დადგმის რიგში იდგა დაახლოებით 1200 ადამიანი. ამავე წელს აღირიცხებოდა დაახლოებით 10 მობილური ტელეფონი ყოველ 1000 ადამიანზე.

სატელევიზიო მაუწყებლობას აკონტროლებს სახელმწიფო და იგი იმართება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის რადიო–ტელევიზიის (ფრანგ. Radio–Télévision Centrafrique) მიერ. სატელევიზიო გადაცემების მიღება მხოლოდ დედაქალაქ ბანგიშია შესაძლებელი. მაუწყებლობა მიმდინარეობს სანგოს და ფრანგულ ენებზე. 2002 წელს მაუწყებლობდა ხუთი FM და ერთი AM რადიოსადგური, ასევე ერთი ტელესადგური.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის რადიოს აკონტროლებს სახელმწიფო. Radio Notre Dame მაუწყებლობს რომის კათოლიკური ეკლესიის, ხოლო Radio Ndeke Luka გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დახმარებით. 2003 წელს ყოველ 1000 ადამიანზე აღირიცხებოდა დაახლოებით 80 რადიოსადგური და 6 ტელესადგური. ამავე წელს გაჩნდა ორი პერსონალური კომპიუტერი ყოველ 1000 ადამიანზე და ერთი ადამიანი ყოველი 1000-დან ჩართული იყო ინტერნეტში.

ქვეყანაში პირველი ყოველდღიური გაზეთი — E Le Songo — დაიბეჭდა 1986 წელს, რომელსაც დღეისათვის სახელმწიფო აკონტროლებს. 1995 წელს მისი ბრუნვა იყო 2000. Centrafrique Presse ხელისუფლებამ შექმნა 2001 წელს და გამოხატავს მმართველი MLPC-ის თვალსაზრისს. Echo de CentrAfrique — კერძო ყოველდღიური გაზეთია, მაგრამ სავარაუდოდ იგი დაკავშირებულია მმართველ პარტიასთან.

Le Citoyen, Be Afrika, და Le Democrate ყველაზე უფრო ფართედ საკითხავი გაზეთებია; ასევე იბეჭდება ბევრი კერძო გაზეთი, მაგრამ არაყოველდღიურად. ოფიციალური ახალი ამბების სააგენტოა — Agence Centrafricaine de Presse (ACAP), რომლის ბიულეტინები ეპიზოდურად ჩნდება.

კონსტიტუციაში გათვალისწინებულია სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლება. 2000 წელს პრეზიდენტმა დაითხოვა მაუწყებლობის უმაღლესი საბჭო, რომელიც შექმნილი იყო მასმედიის რეგულირებისათვის. მაგრამ ხელისუფლება დღემდე აკონტროლებს მასმედიას და მის შინაარსს.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამზარეულო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სამზარეულო მოიცავს ქვეყნის კულინარიულ ტრადიციებს, წეს-ჩვეულებებს, ინგრედიენტებს და საკვებ პროდუქტებს. ქვეყნის ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო ნაწარმი შედგება ისეთი პროდუქტებისაგან, როგორებიცაა ფეტვი, სორგო, ბანანი, იამსი,[51] ბამი, ხახვი, ნიორი, ისპანახი, ბრინჯი და პალმის ზეთი. ქვეყანაში ასევე მოჰყავთ ამერიკიდან იმპორტირებული მარცვლეული კულტურები: სიმინდი, მანიჰოტი (კასავა), არაქისი, წიწაკა,[51] ბატატი და პომიდორი.[52] დამატებით იწარმოება შემდეგი პროდუქტები: ხახვი, ნიორი, წიწაკა და არაქისი.[53]

ქვეყანაში ხორცი ზოგჯერ დეფიციტურია, თუმცა თევზი გამოიყენება სხვადასხვა საკვებში. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სამზარეულოს საერთო ასორტიმენტია ქათამი და თხა.[52] ქვეყანაში ასევე ნადირობენ გარეულ ცხოველებზე, განსაკუთრებით სოფლებთან ახლოს და მშრალ სეზონში ბალახის წვის დროს.[54] კვების ძირითად პროდუქტებს მიეკუთვნება: ხორბალი, ბრინჯი, შირბახტი და სორგო. ასევე გამოიყენება მრავალფეროვანი ბოსტნეული და სოუსი.[51][53]

გზისპირა სავაჭრო ჯიხურებში ჰყიდიან ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა ნამცხვრები და მაკარა (შემწვარი პური), ბუტერბროდები, ცეცხლზე შემწვარი ხორცი.[54] დედაქალაქ ბანგის ბაზრებში ჰყიდიან ტყის პროდუქტებს.[54] რესტორნებში ძირითადად უცხოელები დადიან.[54] ფართოდ გამოიყენება ველური გორგლები, ფოთლები, სოკოები.[54] სხვადასხვა საკვებში ასევე ხშირად იყენებენ პალმის ზეთს.[54]

დედაქალაქ ბანგში არსებობს დასავლური საკვები და სასტუმრო-რესტორნები.[55] სპირტიანი სასმელების მიღების ლეგალური ასაკი შეადგენს 18 წელს. მუსლიმებს ალკოჰოლის მიღება აკრძალული აქვთ.[55] K-Cinq-ის რაიონი ცნობილია იაფი ტრადიციული საკვებიანი თავისი მცირე რესტორნებით.[55]

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მუსიკა მოიცავს ბევრ სხვადასხვა ფორმას. დასავლური როკი და პოპ-მუსიკა, ასევე აფრობიტი, soukous და სხვა ჟანრები პოპულარულები გახდნენ მთელ ქვეყანაში. ქვეყანაში ერთ-ერთი პოპულარული ინსტრუმენტია მბირა.

პიგმეებს აქვთ რთული ხალხური მუსიკალური ტრადიციები. პოლიფონია და კონტრაპუნქტი საერთო კომპონენტებია, ასევე მრავალფეროვანია რიტმული სტრუქტურები. საყვირი ბანდას ხალხის მუსიკის საფუძველია და ამ ხალხის განსახლების არეალის ფარგლებს გარეთ გააჩნია გარკვეული პოპულარობა მისი ჯაზური სტრუქტურის გამო. მბაკას ხალხი იყენებს განსაკუთრებულ ინსტრუმენტს, რომელსაც ჰქვია მბელა და რომელსაც გააჩნია თაღოვანი ფორმა და ორ ბოლოს შორის დაჭიმული სიმები. მბელას მსგავსი სხვა ინსტრუმენტები ზოგჯერ ითვლება სიმებიანი საკრავების უძველეს წინაპრებად.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნია "აღორძინება". ეს სიმღერა, რომელიც იყო ქვეყნის ჰიმნი 1960-იანი წლებიდან, დაიწერა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის (როდესაც ის იყო ავტონომია საფრანგეთის თანამეგობრობაში) ბარტელემი ბოგანდას (სიტყვები) და ჰერბერტ პეპერის, ვინც ასევე შექმნა მელოდია სენეგალის ეროვნული ჰიმნისთვის, მიერ.

ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში პოპულარული მუსიკა წარმოქმნილია კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ან აფრიკის სხვა ადგილების მუსიკისაგან; თუმცა ასევე გავრცელებულია ლათინოამერიკული, ევროპული და ამერიკული პოპი და ჩვეულებრივი, როგორებიცაა ჯაზი და როკ-ენ-როლი.

ხალხური მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბანდას ხალხი ქმნიდა ზოგიერთ თანამედროვე პოპულარულ მუსიკას, ჯაზური მუსიკის საფუძველზე საყვირების დახმარებით, რომელიც იუნესკომ აღიარა "ჩვენი საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს მუსიკალურ აღმოჩენად". ბანდას ხალხის ხალხური მუსიკა მოიცავს თავისებურ საყვირ ონგოს, გაკეთებულს მერქანისაგან ან ანტილოპის რქისაგან. ონგო გამოიყენება წეს-ჩვეულებებში და რიტუალებში, მათ შორის მოზარდთა ინიციაციის წეს-ჩვეულებების დროს, ხოლო პოლიფონიურ ანსამბლებში გამოიყენება 18 საყვირი.[56]

ფორმალურად პიგმეების მუსიკა სულ შედგება ოთხი ნაწილისგან და შეიძლება ჩაითვალოს როგორც, "ოსტინატო ვარიაციებით", ან ჰგავს პასაკალიას, რადგანაც ის ციკლურია. სინამდვილეში ის დაფუძნებულია ერთნაირი სიგრძის პერიოდების გამეორებაზე, რომელთაგან თითოეულს მომღერალი გამოჰყოფს სხვადასხვა რითმული საშუალებების გამოყენებით, რომელიც დამახასიათებელია სხვადასხვა რეპერტუარებისათვის და სიმღერებისთვის. მუსიკალური ეთნოგრაფიის და ეთნომათემატიკის ეს საინტერესო შემთხვევა ქმნის არა მარტო განმეორადობის პერიოდის ანალოგიურ დეტალურ ზედაპირს და უსასრულო ვარიაციებს, არამედ მუსიკალურ ნაწარმოებს. როგორც ბალის კუნძულის ზოგიერთი გამელანი, ეს მოდელები ემყარება სუპერ-ნიმუშებს, რომლებიც არასოდეს ყოფილა ცნობილი. პიგმეებმა თვითონ არასდროს არ იციან და არ იგონებენ საკუთარი მუსიკის თეორიულ სტრუქტურას, მაგრამ სწავლობენ მუსიკის შექმნას.

პიგმეების სტილი მოიცავს liquindi-ს, ანუ წყლის ბარაბნებს და ინსტრუმენტებს, როგორებიცაა bow harp (ieta), ngombi (harp zither) და limbindi (სიმებიანი მუსიკალური მშვილდი) (Abram).

სპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა მონაწილეობას იღებდა 10 ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში. მისი დებიუტი შედგა 1968 წლის მეხიკოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, მაგრამ შემდეგ ქვეყანამ გამოტოვა 1972 წლის მიუნხენის, 1976 წლის მონრეალის და 1980 წლის მოსკოვის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები და ოლიმპიურ ოჯახს დაუბრუნდა მხოლოდ 1984 წელს, ლოს-ანჯელესის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. მას შემდეგ მონაწილეობას იღებდა ყველა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას მონაწილეობა არასოდეს არ მიუღია. ამ ქვეყნის სპორტსმენებს ოლიმპიური მედალი არასოდეს არ მოუპოვებიათ.

კალათბურთი ქვეყანაში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა და კარგი საშუალებაა მოსახლეობის გასაერთიანებლად.[57][58] ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ორჯერ გაიმარჯვა აფრიკის საკალათბურთო ჩემპიონატში და გახდა პირველი აფრიკული ნაკრები, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ფიბა-ს მსოფლიო ჩემპიონატში.

ქვეყანაში ასევე არსებობს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, რომელიც შედის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციაში და საშინაო მატჩებს ატარებს ბარტელემი ბოგანდას სტადიონზე.

დღესასწაულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თარიღი დასახელება
1 იანვარი ახალი წელი
29 მარტი ბარტელემი ბოგანდას დღე
მარტი ან აპრილი დიდი ორშაბათი
1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღე
მაისი ან ივნისი ამაღლება
სულების დღე
30 ივნისი ერთიანი ლოცვის დღე
13 აგვისტო დამოუკიდებლობის დღე
15 აგვისტო მიძინება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა (მარიამობა)
1 ნოემბერი ყველა წმინდანის დღე
1 დეკემბერი რესპუბლიკის დღე
25 დეკემბერი ქრისტეს შობა

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 2003 წლის მოსახლეობის აღწერა (geohive)
  2. 2.0 2.1 2003 წლის მოსახლეობის აღწერა (citypopulation)
  3. Sayare, Scott. “Rebel Coalition in Central African Republic Agrees to a Short Cease-Fire“, The New York Times, 11 January 2013. წაკითხვის თარიღი: 12 January 2013. 
  4. Hippolyte Marboua and Krista Larson, «Central African Republic rebels threaten new fight», Associated Press, 18 March 2013.
  5. "CrisisWatch N°118". crisisgroup.org.
  6. RFI 2012-12-20.
  7. Centrafrique : la France est "derrière" le chaos pour "exploiter le pétrole"
  8. «Does the Central African Republic have a history of instability?», The Telegraph, 20.11.2013.
  9. "CrisisWatch N°119". crisisgroup.org.
  10. Mark Tran. “Central African Republic crisis to be scrutinised by UN security council“, 14 August 2013. 
  11. Smith, David (22 November 2013) Unspeakable horrors in a country on the verge of genocide The Guardian. Retrieved 23 November 2013
  12. UN warning over Central African Republic genocide risk“, BBC News, 4 November 2013. წაკითხვის თარიღი: 25 November 2013. 
  13. France says Central African Republic on verge of genocide“, 21 November 2013. წაკითხვის თარიღი: 25 November 2013. 
  14. CAR interim President Michel Djotodia resigns. BBC News. წაკითხვის თარიღი: 16 October 2014.
  15. Paul-Marin Ngoupana. (11 January 2014) Central African Republic's capital tense as ex-leader heads into exile.
  16. Centrafrique: Koyara, première femme à la Défense depuis l’indépendance French. Jeune Afrique (17 January 2015). წაკითხვის თარიღი: 22 January 2016.
  17. "RCA: signature d’un accord de cessez-le-feu à Brazzaville". VOA. 24 July 2014. Retrieved 28 July 2014.
  18. "Rebel declares autonomous state in Central African Republic". Reuters. 16 December 2015.
  19. Constitution.
  20. Décret 16.234 du 29 avril 2016, (Autorité Nationale des Élections).
  21. Legal System“, The World Factbook, Central Intelligence Agency. 
  22. საქართველომ და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს // Information Agency 'PirWeli'
  23. Грузия установила дипотношения с Центральноафриканской республикой // "Новости-Грузия"
  24. Грузия установила дипотношения с Центральноафриканской республикой // Эхо Кавказа
  25. Panapress. (6 July 2006) Un nouveau chef pour l'armée centrafricaine. afrik.com.
  26. Peace and Conflict Monitor, Understanding the 2013 Coup dâétat in the Central African Republic. upeace.org.
  27. Central African Republic. U. S. Department of State.
  28. 28.0 28.1 28.2 Central African Republic // The World FactbookCentral Intelligence Agency, 2015. ISSN 1553-8133. (ინგლისური)
  29. International Organization for Migration. (ინგლისური)
  30. Département d'État des États-Unis, Rapport sur la liberté religieuse dans le monde en 2010
  31. UN-OHRLLS Least Developed Countries. UN Office of the High Representative for the Least Developed Countries, Landlocked Developing Countries and Small Island Developing States.
  32. 32.0 32.1 32.2 32.3 The World Factbook: "Central African Republic". წაკითხვის თარიღი: 2016-05-10.
  33. 33.0 33.1 Travel And Tourism in Central African Republic, March 2007, Euromonitor.
  34. Central African Republic: Overview, Lonely Planet
  35. Travel Warning Central African Republic, United States Department of State, 25 March 2008.
  36. Chutes de Boali, Lonely Planet
  37. Dzanga-Sangha National Park, Lonely Planet
  38. Central African Republic: When to Go, Lonely Planet
  39. 39.0 39.1 39.2 39.3 39.4 39.5 39.6 39.7 39.8 Central African Republic (26 December 2004). დაარქივებულია ორიგინალიდან 18 December 2014-ში. წაკითხვის თარიღი: 17 September 2015. Findings on the Worst Forms of Child Labor (2001). Bureau of International Labor Affairs, U. S. Department of Labor (2002). This article incorporates text from this source, which is in the public domain.
  40. 40.0 40.1 CENTRAL AFRICAN REPUBLIC 2013 HUMAN RIGHTS REPORT.
  41. Statistics.
  42. WHO – Health in Central African Republic. წაკითხვის თარიღი: 16 October 2014.
  43. 43.0 43.1 43.2 Human Development Report 2009 – Central African Republic. Hdrstats.undp.org. დაარქივებულია ორიგინალიდან 5 September 2010-ში. წაკითხვის თარიღი: 27 June 2010.
  44. Country Comparison: Maternal mortality rate. The World Factbook. წაკითხვის თარიღი: 16 October 2014.
  45. Central African Republic. CIA World Factbook
  46. WHO – Female genital mutilation and other harmful practices. წაკითხვის თარიღი: 16 October 2014.
  47. Mother and child health in Central African Republic. წაკითხვის თარიღი: 16 October 2014.
  48. Malaria – one of the leading causes of death in the Central African Republic. წაკითხვის თარიღი: 16 October 2014.
  49. CIA World Factbook: HIV/AIDS – adult prevalence rate. Cia.gov. Retrieved 6 April 2013.
  50. WHO Country Offices in the WHO African Region – WHO | Regional Office for Africa. Afro.who.int. წაკითხვის თარიღი: 27 June 2010.
  51. 51.0 51.1 51.2 Woodfork, Jacqueline Cassandra (2006). Culture and Customs of the Central African Republic. Greenwood Publishing Group. pp. 79–88. ISBN 0313332037
  52. 52.0 52.1 Centrafrican Food Recipes
  53. 53.0 53.1 "Central African Republic." Foodspring.com. Accessed June 2011.
  54. 54.0 54.1 54.2 54.3 54.4 54.5 Culture of Central African Republic - history, people, clothing, women, beliefs, food, family, social, dress
  55. 55.0 55.1 55.2 Central African Republic — Food and Restaurants|iExplore
  56. Banda Music of the Central African Republic - Sound Clip - MSN Encarta. დაარქივებულია ორიგინალიდან 2009-11-01-ში.
  57. Country Profile - Central African Republic-Sports and Activities, Indo-African Chamber of Commerce and Industry Retrieved 24 September 2015.
  58. Central African Republic — Things to Do, iExplore Retrieved 24 September 2015.