შინაარსზე გადასვლა

რუმინეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
România
რუმინეთი
რუმინეთის
დროშა გერბი
ჰიმნი: Deșteaptă-te, române!
„გაიღვიძე, რუმინელო!“

რუმინეთის მდებარეობა ევროპაში
რუმინეთის მდებარეობა
რუმინეთის მდებარეობა ევროპაში
რუმინეთის მდებარეობა
დედაქალაქი
და უდიდესი ქალაქი
ბუქარესტი
44°25′ ჩ. გ. 26°06′ ა. გ. / 44.417° ჩ. გ. 26.100° ა. გ. / 44.417; 26.100
ოფიციალური ენა რუმინული[1]
ეთნიკური ჯგუფები (2011[2])
რელიგია
ეთნოქორონიმი რუმინელი
მთავრობა უნიტარული ნახევრად
საპრეზიდენტო
რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ნიკუშორ დანი
 -  პრემიერ-მინისტრი ილიე ბოლოჟანი
 -  სენატის პრეზიდენტი მირჩა აბრუდეანი
 -  დეპუტატთა პალატის პრეზიდენტი სორინ გრინდეანუ
საკანონმდებლო ორგანო პარლამენტი
 -  ზედა პალატა სენატი
 -  ქვედა პალატა დეპუტატთა პალატა
ფორმირება
 -  გაერთიანებული სამთავრო [ა] 24 იანვარი, 1859 
 -  დამოუკიდებლობა
ოსმალეთის იმპერიისგან
1877/1878 [ბ] 
 -  რუმინეთის სამეფო 14 მარტი, 1881 
 -  დიდი კავშირი [გ] 1 დეკემბერი, 1918 
 -  რუმინეთის სახალხო რესპუბლიკის გამოცხადება 30 დეკემბერი, 1947 
 -  რუმინეთის რევოლუცია 16–27 დეკემბერი, 1989 
 -  ამჟამინდელი რესპუბლიკა 21 ნოემბერი, 1991 
 -  ევროკავშირში გაწევრიანება 1 იანვარი, 2007 
ფართობი
 -  სულ 238 391 კმ2 (83-ე)
 -  წყალი (%) 3
მოსახლეობა
 -  2011 აღწერა 20 121 641[2] (58-ე)
 -  სიმჭიდროვე 84,4 კაცი/კმ2 (118-ე)
მშპ (მუპ) 2013 შეფასება
 -  სულ $285.131 მილიარდი[4]
 -  ერთ სულ მოსახლეზე $13 395[5]
მშპ (ნომინალი) 2013 შეფასება
 -  სულ $189.659 მილიარდი[6]
 -  ერთ სულ მოსახლეზე $8 910[7]
ჯინი (2011) 33.2[8]
საშუალო
აგი (2013) 0.785[9]
მაღალი · 54-ე
ვალუტა რუმინული ლეი (RON)
სასაათო სარტყელი UTC+02:00 (UTC+2)
 -  ზაფხული (DST) UTC+03:00 (UTC+3)
მოძრაობა მარჯვენა
სატელეფონო კოდი +40
ISO 3166 კოდი RO
ინტერნეტ-დომენი .ro [დ]
ა. ^  ალექსანდრუ იოან კუზას ორმაგი არჩევნები მოლდოვასა და ვლახეთში (შესაბამისად, 1859 წლის 5 და 24 იანვარს).
ბ. ^  დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1877 წლის 9 მაისს, საერთაშორისო აღიარება მოიპოვა 1878 წელს.
გ. ^  1918 წლის ბესარაბიის, ბუკოვინისა და ტრანსილვანიის რუმინეთთან შეერთება.
დ. ^  ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, აგრეთვე გამოიყენება დომენი .eu.

რუმინეთი (რუმ. România) — ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, უმთავრესად ქვემო დუნაის აუზში, რომელიც ესაზღვრება შავ ზღვას. რუმინეთის მოსაზღვრე ქვეყნებია: დასავლეთიდან უნგრეთი და სერბეთი, აღმოსავლეთიდან უკრაინა და მოლდოვა, ხოლო სამხრეთით ბულგარეთი. მისი ფართობია 238 397 კმ² და ევროპაში სიდიდით მე-12 ქვეყანაა, ხოლო მოსახლეობის რაოდენობთ ევროკავშირის ქვეყნებში მეშვიდე ადგილს იკავებს, თუმცა ბოლო წლებში მათი რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია და 2019 წლის მონაცემებით 19,405,156-ს შეადგენს.[10]

რუმინეთის დედაქალაქი და ასევე ტერიტორიულად უდიდესი ქალაქი, ქვეყნის კულტურული და ეკონომიკური ცენტრი 1862 წლიდან არის ბუქარესტი (Municipiul București), ბუქარესტში 2019 წლის მდგომარეობით 1,87 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.[11]

სხვა მსხვილი ქალაქებია: კლუჟ-ნაპოკა, ტიმიშოარა, იასი, კონსტანცა, კრაიოვა და ბრაშოვი.

თანამედროვე რუმინეთის სახელმწიფო 1859 წელს შეიქმნა ვლახეთისა და მოლდოვის გაერთიანებული სამთავროს შედეგად, რომელსაც მოგვიანებით ტრანსილვანიაც შეუერთდა.[12]

  • ოფიციალური: რუმინეთი (ადრე რუმინეთის რესპუბლიკა ერქვა).
  • ეროვნული: Romania, ადრე Republica Romania.
  • ეტიმოლოგია: სახელი წარმოსდგება რომისაგან, რომის იმპერიისაგან. უფრო კონკრეტულად კი ლათინური სიტყვა „ROMANUS“-ისგან, რაც ნიშნავს რომის იმპერიის მოქალაქეს.[13]

რუმინეთის ოფიციალური ენა რუმინული ენაა - რომელიც ინდოევროპული ოჯახის რომანულ ჯგუფს მიეკუთვნება.

ქვეყნის მეორე ენად ინგლისური ითვლება, რომელმაც სწრაფად დაჩაგრა ფრანგული, როგორც ქვეყნის მეორე ენა, იგი განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებში. დიდ ქალაქებში ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია პრობლემას არ წარმოადგენს.

ქვეყანაში ასევე საუბრობენ ფრანგულად და გერმანულად.

წარსულში რუმინეთში არსებობდა მნიშვნელოვანი გერმანელი უმცირესობა, თუმცა დღესდღეობით გერმანულენოვანი მოსახლეობის რაოდენობა მცირდება.

მიუხედავად ამისა, გერმანული ენა ჯერ კიდევ გამოიყენება სამხრეთ ტრანსილვანიასა და ბანატში (დასავლეთ რუმინეთი) ადგილობრივ თემებში.

უნგრულს ფართოდ იყენებენ კოვასნასა და ჰარგიტიტას ოლქებში, აღმოსავლეთ ტრანსილვანიაში.

ცენტრალური და დასავლეთ რუმინეთის ზოგიერთი უფრო დიდი ქალაქის (ორადია, კლუჟ-ნაპოკა, სატუ-მარე და სხვ.) მოსახლეობის 15%-35% საუბრობს უნგრულად.

სხვა რომანული ენები (განსაკუთრებით ესპანური და იტალიური) ისწავლება სკოლების უმრავლესობაში.[13]

II ს-ის დასაწყისში ადრინდელი კლასობრივი სახელმწიფო დაკია რუმინეთის ტერიტორიასაც მოიცავდა. თანამედროვე რუმინეთის ტერიტორია დაიპყრო რომმა. რომის ბატონობა 271 წლამდე გაგრძელდა. მესამე საუკუნეში დაკიაში შესვლა დაიწყეს გუთებმა და გეპიდებმა, ხოლო IV–VI საუკუნეებში – ჰუნებმა და ავარებმა. შემდეგ გამოჩნდნენ სლავური ტომები, რომლებმაც დიდი ზეგავლენა მოახდინეს რუმინული ეროვნებისა და ენის შემდგომი ფორმირების პროცესზე.

VIII–X საუკუნეებში რუმინეთის დიდი ნაწილი შედიოდა ბულგარეთის სამეფოს შემადგენლობაში. X საუკუნეში იქმნება პირველი ვლახურ-სლავური პოლიტიკური გაერთიანებები.

XIV საუკუნეში შეიქმნა ვლახეთისა და მოლდოვის დამოუკიდებელი ფეოდალური სახელმწიფოები. ფეოდალური ჩაგვრის გაძლიერებამ გამოიწვია გლეხთა აჯანყებები — რუმინელი და უნგრელი გლეხების ერთობლივი გამოსვლები (1437 და 1514 წლები ტრანსილვანიაში, 1490–1494 წლები მოლდოვაში და სხვ.). ასევე იყო ბრძოლები ოსმალთა ბატონობის მოახლოების საფრთხის წინააღმდეგ, თუმცა საბოლოოდ ფეოდალური სახელმწიფოები იძულებულნი გახდნენ თავი ოსმალეთზე დამოკიდებულად ეცნოთ.[14]

XVI–XVII საუკუნეებში ოსმალეთმა დაიპყრო უნგრეთი. რუმინეთის სამმა პროვინციამ — ვლახეთმა, მოლდოვამ და ტრანსილვანიამ — სცადეს შეენარჩუნებინათ თავიანთი ავტონომია, თუმცა თურქებს ხარკს უხდიდნენ.

მოლდოვის სამთავრომ თავისი ძლიერების მწვერვალს მიაღწია შტეფან III დიდის (1457–1504) მმართველობის დროს. თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ მოლდოვაც ოსმალეთის გავლენის ქვეშ მოექცა, ხოლო 1526 წელს ტრანსილვანია დაექვემდებარა ოსმალეთს.[15]

1541 წლისთვის ბალკანეთის მთლიანი ნახევარკუნძული და უნგრეთის ნაწილი ოსმალეთის იმპერიის პროვინციებად იქცა. მალევე ასპარეზზე გამოჩნდა რუსეთი, რომელიც ასევე საფრთხეს უქმნიდა რუმინულ სამთავროებს.1699 წელს ტრანსილვანია შეუერთდა ჰაბსბურგთა იმპერიას, ხოლო 1765 წელს გამოცხადდა ტრანსილვანიის დიდ სამთავროდ. 1821 წელს მოლდავეთმა დაკარგა თავისი აღმოსავლეთი ტერიტორიები მდინარე პრუტის გაღმა (რუსეთი).

1859 წელს ვლახეთისა და მოლდოვის გაერთიანების შედეგად, რომელსაც მოგვიანებით ტრანსილვანიაც შეუერთდა, ჩამოყალიბდა თანამედროვე რუმინეთის სახელმწიფო. იმავე წელს ალექსანდრო იოან კუზა არჩეულ იქნა ვლახეთისა და მოლდოვის ტახტებზე, თუმცა 1866 წელს იგი გადააყენეს და მის ნაცვლად ტახტი დაიკავა კაროლ I-მა. ბერლინის ხელშეკრულების საფუძველზე, 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ, რუმინეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარეს. რუსეთისთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, მან შავ ზღვაზე გასასვლელიც მოიპოვა.[15][12][16]

1881 წელს რუმინეთის სამთავროს სტატუსი შეიცვალა და ის სამეფოდ გამოცხადდა. თავადმა კაროლ I-მა მეფის ტიტული მიიღო.

1913 წელს რუმინეთი ჩაერთო ბალკანეთის მეორე ომში. ბუქარესტის საზავო ხელშეკრულებით (1913) რუმინეთმა მიიღო სამხრეთი დობრუჯა.

პირველ მსოფლიო ომში, 1916 წელს, რუმინეთი მოკავშირეთა ზეწოლით ჩაერთო და ტრანსილვანიის, ბესარაბიის და ბუკოვინას დაბრუნების მიზნით ავსტრია-უნგრეთს ომი გამოუცხადა. თუმცა მცდელობები წარუმატებლად დასრულდა, რუმინეთი დასუსტდა და გერმანიასთან სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ომის დასრულების შემდეგ დაიშალა რუსეთისა და ავსტრია-უნგრეთის იმპერიები. ტრანსილვანიის, ბესარაბიის და ბუკოვინას მთავრობებმა რუმინეთის სამეფოსთან შეერთების გადაწყვეტილება მიიღეს.

1918 წლისთვის პოლიტიკური მოვლენების დადებითად განვითარების შედეგად რუმინეთის ტერიტორიაზე მოხვდა რამდენიმე მსხვილი ეთნიკური ჯგუფი: უნგრელები, გერმანელები, ებრაელები, უკრაინელები. ამასთან, რუმინეთის ტერიტორიაში შედიოდა ყველა ის მიწა, რომლის მოსახლეობის უმრავლესობას თავად რუმინელები წარმოადგენდნენ.

1940-იანი წლებიდან რუმინეთს მართავდა კომუნისტური რეჟიმი. 1960-იან წლებში დაიწყო მოძრაობა საბჭოთა კავშირის გავლენის სფეროდან გამოსვლისკენ. 1989 წლის სახალხო აჯანყების შედეგად ნიკოლაე ჩაუშესკუს კომუნისტური ხელისუფლება დამხობილი იქნა. 1990 და 1992 წლებში ჩატარდა პირველი დემოკრატიული არჩევნები, თუმცა ხელისუფლებაში კვლავ ყოფილი კომუნისტები დარჩნენ.

2003 წლის ოქტომბერში, რუმინეთის მოსახლეობამ რეფერენდუმზე მხარი დაუჭირა ქვეყნის კონსტიტუციის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას, რაც უპირველეს ყოვლისა, ეროვნულ უმცირესობათა (უნგრელები, ბოშები) უფლებების დაცვას ეხება. რუმინეთმა 2002 წელს პრაღის სამიტზე მიიღო მიწვევა ნატოსაგან, ხოლო ეკონომიკური რეფორმების წარმატების შედეგად 2007 წელს ევროკავშირში გაწევრიანდა.

რუმინეთის ტოპოგრაფიული რუკა

ქვეყანა მდებარეობს ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში. მისი მოსაზღვრე სახელმწიფოებია: უნგრეთი, უკრაინა, მოლდოვა, ბულგარეთი, სერბეთი. ფართობი - 238 397 კვ. კმ.

რუმინეთის სანაპირო ხაზის სიგრძე 245 კილომეტრია. ქვეყნის ტერიტორიაზე თითქმის თანაბრად არიან განაწილებული საშუალმთიანეთის მაღლობები და დაბლობები. მთავარი ოროგრაფიული სისტემა კარპატებია. ქვეყნის ფარგლებშია აღმოსავლეთი კარპატები, სამხრეთ კარპატები და დასავლეთ რუმინეთის მთები. რელიეფი დაახლოებით თანაბრად ნაწილდება მთებს, გორაკებსა და დაბლობებს შორის. რუმინეთის ცენტრში დომინირებს კარპატების მთები, რომელთაგან 14 მთის მწვერვალი აღწევს 2,000 მეტრზე. ყველაზე მაღალია მოლდოვანის მწვერვალი 2,544 მ.

რუმინეთში დაცული ტერიტორიებს თითქმის 10,000 კმ2 (მთლიანი ტერიტორიის დაახლოებით 5%) უჭირავს, მოიცავს 13 ეროვნულ პარკს და ბიოსფეროს სამ ნაკრძალს. რუმინეთს აქვს ევროპაში გადაუჭრელი ტყეების ერთ-ერთი უდიდესი ტერიტორია, რომელიც მოიცავს მისი ტერიტორიის თითქმის 27%-ს. ქვეყანაში არსებობს 3,700 სახეობის მცენარე, მათ შორის უამრავია იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი.

რუმინეთის ფაუნა მოიცავს 33,792 სახეობის ცხოველს, 33.085 უხერხემლო, 707 ხერხემლიანსა და 400-მდე უნიკალური სახეობის ძუძუმწოვრებს, ფრინველებს, ქვეწარმავლებსა და ამფიბიებს.

რუმინეთს აქვს ზომიერი კლიმატი:

გაზაფხული - სასიამოვნოა ზომიერად გრილი და თბილი დღეებით.

ზაფხული - საკმაოდ თბილია, უფრო გრძელი მზიანი დღეებით. ზაფხულში ყველაზე მეტად დაბლობებში ცხელა ასეთი ადგილებია მაგ: სამხრეთ და აღმოსავლეთ რუმინეთში, სადაც ტემპერატურა 37-38°C გრადუსს ხშირად აღწევს ივლისსა და აგვისტოში. მთებში ყოველთვის უფრო მეტად ცივა.

შემოდგომა - ცივი და შედარებით მშრალია.

ზამთარი - საკმაოდ ცივია განსაკუთრებით მთებში. შესაძლოა თოვლმა დეკემბრიდან მარტის შუა რიცხვებამდეც გაატანოს.

რეკორდულად მაღალი ტემპერატურა 44.5°C დაფიქსირდა 1945 წლის 10 აგვისტოს სამხრეთ-აღმოსავლეთ რუმინეთში, ხოლო ყველაზე დაბალი ტემპერატურა: - 38.5 °C - 1942 წლის 24 იანვარს ცენტრალური რუმინეთში. ყველაზე ცხელი თვე ივლისია, ხოლო ყველაზე ცივი იანვარი.[17][18]

სასარგებლო წიაღისეული

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასარგებლო წიაღისეულიდან მნიშვნელოვანია:

სახელმწიფო/პოლიტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • სახელმწიფო სისტემა: განვითარებადი დემოკრატია.
  • სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი ნიკუშორ დანი (Nicușor Dan)
  • მთავრობის მეთაური: პრემიერ-მინისტრი ილიე ბოლოჟანი (Ilie Bolojan)
  • საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი პარლამენტი (140+345 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა: 41 ოლქი (judet) და 1 მუნიციპალიტეტი (municipiu).
ყველაზე ხალხმრავალი ცენტრები ფართი (კმ²) რეგიონების ყველაზე ხალხმრავალი ცენტრები[11]
ჩრდილო-დასავლეთი 34 159 კლუჟ-ნაპოკა (317 748)
ცენტრი 34 082 ბრაშოვი (276,088)
ჩრდილო-აღმოსავლეთი 36 850 იასი (318,012)
სამხრეთ-აღმოსავლეთი 35 762 კონსტანცა (303,399)
სამხრეთი 34 489 პლოეშტი (228,851)
ბუქარესტ-ილფოვი 1 811 ბუქარესტი (1,877,155)
სამხრეთ-დასავლეთი 29 212 კრაიოვა (304,142)
დასავლეთი 32 028 ტიმიშოარა (315,053)

ცხრილში მოცემულია რუმინეთის მთლიანი შიდა პროდუქტისა და მსყიდველობითი უნარის პარიტეტის ცვლილება 2007-2014 წლებში, დათვლილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 2013 წლის ოქტომბრის მონაცემებით:[19]

წელი მშპ
მილიარდი აშშ დოლარი
მშპ-ს პროცენტული ცვლილება
2007 246 750 6.317
2008 270 056 7.349
2009 254 240 6.576
2010 254 361 1.149
2011 264 953 2.158
2012 271 441 0.689
2013 (შეფ.) 280 658 1.997
2014 (შეფ.) 291 401 2.156
ბიერტანის ციხე-სიმაგრე და ეკლესია

ბიერტანის გამაგრებული ეკლესია, მოლდოვის ეკლესიები, დუნაის დელტა, ჰორეზუს მონასტერი, სიგიშოარის ციტადელი, ტრანსილვანიის გამაგრებული სოფლები, მარამურეშის ხის ეკლესიები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Constitution of Romania. Cdep.ro. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 სექტემბერი 2017. ციტირების თარიღი: 2 October 2013.
  2. 2.0 2.1 2.2 Romanian 2011 census (final results). INSSE. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ივლისი 2013. ციტირების თარიღი: 28 August 2012. (რუმინული)
  3. Populaţia rezidentă după religie (Recensământ 2021) ro. INS. ციტირების თარიღი: 2023-09-21
  4. GDP, PPP (current international $) | Data | Table. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 13 June 2014.
  5. GDP per capita, PPP (current international $) | Data | Table. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 13 June 2014.
  6. GDP (current international $) | Data | Table. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 13 June 2014.
  7. GDP per capita (current international $) | Data | Table. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 13 June 2014.
  8. Gini coefficient of equivalised disposable income (source: SILC). Eurostat Data Explorer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 13 August 2013.
  9. 2014 Human Development Report Summary გვ. 21–25. United Nations Development Programme (2014). ციტირების თარიღი: 27 July 2014.
  10. "Resident population on 1st January 2019" [The usually resident population on 1 January 2019] (ინგლისური) National Institute of Statistics. რუმინეთი. No 212 / 29.08.2019
  11. 11.0 11.1 "Population Density", World meter 2019
  12. 12.0 12.1 Hitchins, Keith (2014). A Concise History of Romania. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-69413-1.
  13. 13.0 13.1 "Romanian Language", Romania natural and cultural
  14. 14.0 14.1 "Romania Demographics", World meter
  15. 15.0 15.1 Georgescu, Vlad (1991). The Romanians: A History. Ohio State University Press. ISBN 978-0-8142-0511-2.
  16. Pop, Ioan-Aurel (1999). Romanians and Romania: A Brief History. Boulder. ISBN 978-0-88033-440-2.
  17. "Klimatafel von Rumänien". Baseline climate means (1961–1990) from stations all over the world (in German). Deutscher Wetterdienst. Archived from the original on 14 July 2015. Retrieved 20 December 2016.
  18. "Climate" Natural an Cultural
  19. [1], საერთაშორისო სავალუტო ფონდი მსოფლიოს ეკონომიკური მონაცემები, ოქტომბერი 2013