შინაარსზე გადასვლა

მალაიზია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მალაიზია
მალ. Malaysia
მალაიზია
მალაიზიის
დროშა გერბი
დევიზი: მალ. Bersekutu Bertambah Mutu[1]
ჯავი برسکوتو برتمبه موتو
„ძალა ერთობაშია“
ჰიმნი: მალ. Negaraku
"ჩემი ქვეყანა"
დედაქალაქი
და
კუალა-ლუმპური
3°08′ ჩ. გ. 101°42′ ა. გ. / 3.133° ჩ. გ. 101.700° ა. გ. / 3.133; 101.700
ოფიციალური ენა მალაური
მთავრობა კონსტიტუციური მონარქია
 -  მეფე იბრაჰიმი
 -  პრ.-მინისტრი ანვარ იბრაჰიმი
ფართობი
 -  სულ 330 803 კმ2 (67-ე)
 -  წყალი (%) 0,3
მოსახლეობა
 -  2024 შეფასება 34 564 810 (43-ე)
 -  2020 აღწერა 32 447 385
 -  სიმჭიდროვე 101 კაცი/კმ2 (116-ე)
მშპ (მუპ) 2007 შეფასება
 -  სულ $357.9 მილიარდი (29-ე)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $14 400 (57-ე)
აგი (2007)0.811
ძალიან მაღალი · 63-ე
ვალუტა რინგიტი (MYR)
სასაათო სარტყელი UTC+08:00
თარიღის ფორმატი დდ/თთ/წწწწ
სატელეფონო კოდი 60
ISO 3166 კოდი MYS
ინტერნეტ-დომენი .my

მალაიზია (მალ. Malaysia) — სახელმწიფო სამხრეთ აზიაში; მოიცავს ცამეტ შტატს და სამ ფედერალურ ტერიტორიას, რომელიც გადაჭიმულია 330 803 კმ²-ზე. დედაქალაქი - კუალა-ლუმპური. მთავრობა მეორე ქალაქში - პუტრაჯაიაშია განთავსებული. მალაიზიის მოსახლეობა 34 მილიონს აღწევს. სამხრეთ ჩინეთის ზღვა ქვეყანას 2 რეგიონად ყოფს: ნახევარკუნძულოვანი მალაიზია და მალაიზიის ბორნეო (კუნძულის მალაიზიის კუთვნილი ნაწილი).

მალაიზია ესაზღვრება ტაილანდს, ინდონეზიას და ბრუნეის. ქვეყანა ეკვატორთან ახლოსაა და იქ ტროპიკული კლიმატია. ქვეყანას მართავს არჩეული მონარქი და მთავრობას მეთაურობს პრემიერ-მინისტრი.

1963 წლამდე მალაიზია როგორც ქვეყანა არ არსებობდა.

ა ფამოსა, პორტუგალიელების აშენებული საფორტიფიკაციო ნაგებობა მალაკაში.

პირველი სახელმწიფოები მალაიზიის ტერიტორიაზე (ლანკასუკა, ტამბრალინგა, ტაკოლა, კედაჰი და სხვა) მალაკის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით — ინდოეთიდან ჩინეთში მიმავალი სავაჭრო გზების გზაჯვარედინებზე წარმოიშვა. XV-XVI საუკუნეებში მალაკის ნახევარკუნძული, არქიპელაგი რიგაუ და კუნძულ სუმატრის აღმოსავლეთი ნაწილი გაერთიანდა და მალაკის სასულთნოს ძალაუფლებას დაექვემდებარა. ამავე პერიოდში აღზევდა კუნძულ კალიმანტანის ჩრდილოეთით ბრუნეი, რომლის სულთნებმაც კუნძულის თითქმის მთელი ჩრდილოეთი ნაწილი დაიმორჩილეს. XVI საუკუნეში ისლამი სახელმწიფო რელიგია გახდა.

1511 წელს პორტუგალიელებმა მიიტაცეს მალაკის სასულთნო. მალაკის დასავლეთ ნაწილში — მალაიაში შეიქმნა რამდენიმე სასულთნო. მათგან ყველაზე ძლიერი იყო ჯოჰორი, რომელიც XVI-XVII საუკუნეებში მალაიის სახელმწიფოს ცენტრი გახდა. 1641 წელს ჯოჰორის სასულთნოსთან შეკავშირებულმა ნიდერლანდელებმა მალაკის მთელი ნახევარკუნძული დაიპყრეს. ნიდერლანდელი კოლონიზატორები, რომლებიც ცდილობდნენ ხელში ჩაეგდოთ კონტროლი ვაჭრობასა და კალის გატანაზე მალაკის სრუტეში, შეეჯახნენ ჯოჰორს. ჯოჰორი XVII საუკუნის დასასრულსა და XVIII საუკუნის დასაწყისში განიცდიდა სერიოზულ საშინაო და საგარეო სიძნელეებს. ჯოჰორთან ორი ომის (1756-1758 და 1783-1787) შედეგად ნიდერლანდელებმა მას თავს მოახვიეს არათანასწორუფლებიანი ხელშეკრულება. XVIII საუკუნის ბოლოს ჯოჰორი რამდენიმე სამფლობელოდ დაიშალა. XVIII საუკუნის დასასრულიდან XX საუკუნის დასაწყისამდე ბრიტანელმა კოლონიზატორებმა მიიტაცეს მალაიის ტერიტორია, დააარსეს კოლონიები სტრეიტს-სეტელმენტსი და ბრიტანეთის მალაია. 1888 წელს დამყარდა დიდი ბრიტანეთის პროტექტორატი საბაჰსა და სარავაკში.

XX საუკუნის დასაწყისში მალაია, საბაჰი და სარავაკი დიდი ბრიტანეთის აგრარულ-სანედლეულო დანამატად (კაუჩუკისა და კალის მიმწოდებლად) გადაიქცა.

1941 წლის დეკემბრიდან 1945 წლამდე, მეორე მსოფლიო ომის დროს, მალაიზიის ტერიტორია იაპონიის ჯარებმა დაიკავეს. დამყარდა სამხედრო-კოლონიური რეჟიმი. 1943 წელს ქვეყანაში ფართოდ გაიშალა ანტი-იაპონური ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რაც იაპონიის ჯარების განადგურებით დასრულდა. 1945 წელს მალაიზიაში ისევ ბრიტანელები დაბრუნდნენ და სცადეს ძველი წესების აღდგენა. 1946 და 1948 წლების კონსტიტუციური რეფორმების შედეგად მალაიას გამოეყო სინგაპური. 1946 წელს შეიქმნა დიდი ბრიტანეთის კოლონია მალაის კავშირი (1948 წლიდან მალაის ფედერაცია). 1946 წელს სარავაკი და საბაჰი დიდი ბრიტანეთის კოლონიების სამინისტროს გამგებლობაში გადავიდა. 1948 წლის ივნისში იფეთქა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ, რის გამოც დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა შემოიღო. 1957 წლის 31 აგვისტოს ბრიტანელი კოლონიზატორები იძულებულნი გახდნენ მალაის ფედერაცია ეღიარებინათ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ბრიტანეთის თანამეგობრობის ფარგლებში. 1957 წელს მიიღეს კონსტიტუცია. ამავე წელს დაიდო ხელშეკრულება თავდაცვისა და ურთიერთდახმარების შესახებ მალაის ფედერაციასა და დიდ ბრიტანეთს შორის, რომლის მიხედვითაც დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ მალაიის ტერიტორიასა და სინგაპურში შეიარაღებული ძალების განლაგების უფლება მიიღეს.

1957 წელს მალაიზია გაეროს წევრი გახდა. 1963 წლის 16 სექტემბერს შეიქმნა მალაიზიის ფედერაცია ბრიტანეთის თანამეგობრობის ფარგლებში, რომელშიც შევიდნენ მალაიის ფედერაცია, სინგაპური, საბაჰი და სარავაკი. ფედერაციაში ჩრდილოეთ კალიმანტანის შესვლის გამო ინდონეზიამ და ფილიპინებმა მალაიზიასთან სავაჭრო და დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტეს.

მალაიზიის რუკა

მალაიზია მდებარეობს ეკვატორულ სარტყელში. სანაპირო ხაზი ოდნავაა შეჭრილ-შემოჭრილი. მალაკის ნახევარკუნძულის უმეტესი ნაწილი მთაგორიანია (მთების სიმაღლე 1000-2000 მ, უმაღლესი მთა ტაჰანი, 2187 მ). სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ და სამხრეთ ნაწილში ალუვიური დაბლობებია. დაბლობებია კუნძულ კალიმანტანის გასწვრივაც, თვით კუნძულზე კი ბორცვები და ქედებია (სიმაღლე 2000-2400 მ), ჩრდილოეთ ნაწილში აღმართულია კინაბალუს მთის მასივი (4101 მ, მთის უმაღლესი წერტილი). სასარგებლო წიაღისეულიდან მოიპოვება კალის, რკინის, სპილენძის მადანი, ქვანახშირი, ნავთობი, ოქრო, ალუმინი, ბოქსიტი და სხვა.

ჰავა მალაკის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში და კუნძულ კალიმანტანზე ეკვატორულია, ჩრდილოეთში - სუბეკვატორული მუსონური. საშუალო თვიური ტემპერატურა 25-28 °C (ბარში). ნალექები სანაპიროზე 2000-2500 მმ წელიწადში, მთაში ზოგან 4000 მმ-მდე. კინაბალუს მთის მასივის კალთებზე 5000 მმ-ზე მეტი. მდინარეთა ქსელი ხშირია. მდინარეები შედარებით მოკლე, მაგრამ წყალუხვია. ყველაზე დიდი მდინარეებია რაჯანგი, კინაბატანგანი (კუნძული კალიმანტანი), პაჰანგი (მალაკის ნახევარკუნძული).

მალაიზიის დიდ ნაწილზე გაეწერებული ლატერიტული ნიადაგებია, დაბლობებზე - ალუვიური. ტერიტორიის დაახლოებით ¾ შემოსილია მარადმწვანე ნოტიო ტროპიკული ტყით, შედარებით მშრალ მთათაშუა ქვაბულებში ქსეროფიტული ბუჩქნარია, სანაპიროს გასწვრივ — მანგროვანი. მალაიზიის ცხოველთა სამყარო განეკუთვნება ინდომალაის ზოო-გეოგრაფიულ ოლქს. ბინადრობს სპილო, მარტორქა, ჰიმალაის დათვი, ვეფხვი, ჯიქი, გარეული ხარი, ადამიანის მსგავსი მაიმუნები, ტაპირი, ნიანგი, პითონი და სხვა. ქვეყანაში რამდენიმე ეროვნული პარკია.

მალაიზიის მოსახლეობა რთული ეთნიკური შედგენილობისაა. უმეტესობა მალაიურ-პოლინეზიური ოჯახის ენებზე მოლაპარაკე ხალხია. ცხოვრობენ აგრეთვე ჩინელები, ინდოელები და სხვა. სახელმწიფო რელიგიაა ისლამი. არიან ქრისტიანობის, ბუდიზმისა და კონფუციანელობის მიმდევრებიც. კუნძულ კალიმანტანზე მცხოვრები დაიაკების დიდი ნაწილი ინარჩუნებს ძველ ანიმისტურ რწმენებს.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მალაიზიის ადმინისტრაციული რუკა

ადმინისტრაციულად მალაიზია დაყოფილია 9 შტატ-სულთანატად, 4 საგუბერნიო შტატად და 3 ფედერალურ ტერიტორიად.

დროშა[2] გერბი შემოკლებით
(ლათ.)
დასახელება ადმ.
ცენტრი[2]
სტატუსი[2] მოსახლეობა,
ად. (2024 წ.)[3]
ფართობი,
კმ²[4]
ავტო.[5] ISO 3166-2:MY[6][7]
ნახევარკუნძულის მალაიზია
1
JH ჯოჰორი ჯოჰორ-ბარუ შტატი: სულთანატი 4 186 300 19 210 J MY-01
2
KH კედაჰი ალორ-სეტარი შტატი: სულთანატი 2 217 500 9 500 K MY-02
3
KN კელანტანი კოტა-ბარუ შტატი: სულთანატი 1 888 500 15 099 D MY-03
4
MK მალაკა მალაკა შტატი: საგუბერნიო 1 047 100 1 664 M MY-04
5
NS ნეგერი-სემბილანი სერემბანი შტატი: სულთანატი 1 240 100 6 686 N MY-05
6
PH პაჰანგი კუანტანი შტატი: სულთანატი 1 668 200 36 137 C MY-06
7
PN პინანგი ჯორჯტაუნი შტატი: საგუბერნიო 1 800 400 1 048 P MY-07
8
PK პერაკი იპოჰი შტატი: სულთანატი 2 569 600 21 035 A MY-08
9
PS პერლისი კანგარი შტატი: სულთანატი 296 800 821 R MY-09
10
SL სელანგორი შაჰ-ალამი შტატი: სულთანატი 7 363 400 8 104 B MY-10
11
TR ტერენგანუ კუალა-ტერენგანუ შტატი: სულთანატი 1 232 100 13 035 T MY-11
12
KL კუალა-ლუმპური ფედერალური ტერიტორია 2 067 500 243 W / V MY-14
13
PTJ პუტრაჯაია ფედერალური ტერიტორია 120 300 49 F MY-16
აღმოსავლეთი მალაიზია
14
SBH საბაჰი კოტა-კინაბალუ შტატი: საგუბერნიო 3 742 200 73 631 S MY-12
15
SWK სარავაკი კუჩინგი შტატი: საგუბერნიო 2 518 100 124 450 Q MY-13
16
LB ლაბუანი ვიქტორია ფედერალური ტერიტორია 100 800 91 L MY-15
სულ 34 058 900 330 803

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Malaysian Flag and Coat of Arms. Malaysian Government. ციტირების თარიღი: 9 September 2013
  2. 1 2 3 (2020) Malaysia Baharu 2019 (en). Department of Information Malaysia.  :336–361
  3. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.Current Population Estimates en. Department of Statistics of Malaysia (2024). ციტირების თარიღი: 2024-11-19
  4. Laporan Kiraan Permulaan 2010 en. Jabatan Perangkaan Malaysia. ციტირების თარიღი: 2011-01-24
  5. „Know your Malaysian vehicle number plates“. Free Malaysia Today (ინგლისური). 2021-11-04. ციტირების თარიღი: 2025-03-21.
  6. MY en. International Organization for Standardization. ციტირების თარიღი: 2025-03-21
  7. State Codes en. Lembaga Hasil Dalam Negeri Malaysia. ციტირების თარიღი: 2025-03-21