შინაარსზე გადასვლა

ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფლორენციის კრება, ნიურნბერგის ქრონიკა, 1493

ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრება, ფლორენციის საეკლესიო კრებაკათოლიკური ეკლესიის მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელიც მოიწვია პაპმა ევგენი IV-მ ბაზელის საეკლესიო კრების საპირისპიროდ (ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრებას ლიტერატურაში ზოგჯერ ბაზელის საეკლესიო კრების გაგრძელებას უწოდებენ). 1438-1439 წლებში მიმდინარეობდა ფერარაში, ხოლო 1443-1445 წლებში რომში. ბაზელის საეკლესიო კრების ბევრმა მონაწილემ უარი თქვა ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრებაში მონაწილეობაზე, არც კრებაზე მოწვეული დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა მეფეები ჩამოვიდნენ. აღმოსავლეთის ქრისტიანული (მართლმადიდებელი) ეკლესიის დელეგაცია კი მრავალრიცხოვანი იყო. კრების მთავარი მიზანი იყო კათოლიკურ და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის დოგმატური უთანხმოების დაძლევა და მათ შორის უნიის დადება. კრებაზე გამწვავდა კამათი დოგმატურ საკითხებზე: ფილიოკვეზე, საიდუმლოებზე, პაპის უზენაეს ხელისუფლებაზე. ლათინები კრებაზე დაშინებაზე გადავიდნენ და მოწინააღმდეგე მხარეს სიტყვის თქმის უფლებაც კი აუკრძალეს. ისინი ცდილობდნენ, ესარგებლათ ბიზანტიაში შექმნილი მძიმე მდგომარეობით და სრული საეკლესიო კაპიტულაცია მიეღოთ მათგან. კრებაზე საქართველოს დელეგაციაში შედიოდნენ – მისი ხელმძღვანელები გრიგოლ და იოანე მანგლელ-თბილელი ეპისკოპოსები, საქართველოს მეფის სპეციალური ელჩი (საერო პირი) და მისი „განსაკუთრებული მოხსენიებულნი სენატორები“. საბოლოოდ, ქართულმა დელეგაციამ ფლორენციის საეკლესიო კრება ისე მიატოვა რომ აქტზე ხელი არ მოუწერია. აქტზე ხელი არ მოაწერა ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა წმ. მარკოზ ეფესელმაც. იგი მიიჩნევდა, რომ ლათინური ეკლესია „ერესსა და სქიზმაში“ იმყოფებოდა[1]. თურქული საფრთხის წინაშე მყოფი ბიზანტია, რომელსაც დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებისგან დახმარების მიღების იმედი ჰქონდა, იძულებული გახდა უხალისოდ მიეღო ფლორენციის უნია (1439 წ.), რომლითაც იგი ცნობდა პაპის უზენაეს ხელისუფლებასა და კათოლიკური ეკლესიის დოგმატებს; ინარჩუნებდა მხოლოდ მღვდელმსახურების საკუთარ წესებს (ეს უნია არ შესულა ძალაში). რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, როგორც კი უნიის დადგენილება შეიტყო, გაბრაზებულმა უარყო იგი, ეკლესიიდან განკვეთა ყველა სასულიერო პირი, ვინც ოდნავ მაინც ეთანხმებოდა მას და გამოაცხადა სრული ავტოკეფალია კონსტანტინოპოლისგან[2].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. წმიდა მარკოზ ეფესოს მთავარეპისკოპოსი (+1457)
  2. Casiday, Augustine (2012) The Orthodox Christian World (en). Routledge, გვ. 18–19. ISBN 978-0-415-45516-9. „The years 1448–1589 mark the establishment of autocephaly of the Russian Church... According to Russian sources, in attempts to protect the purity of the faith, Grand Prince Vasily II, along with a council of bishops, condemned the Union“