ფინეთი
ფინეთის რესპუბლიკა |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
ჰიმნი: ფინ. Maamme შვედ. Vårt land „ჩვენი მიწა“ |
||||||
ფინეთის მდებარეობა ევროპაში
|
||||||
დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი | ჰელსინკი 60°10′ ჩ. გ. 024°56′ ა. გ. / 60.167° ჩ. გ. 24.933° ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ||||||
აღიარებული რეგიონული ენები | საამური (0.03%) | |||||
რელიგია | ||||||
ეთნოქორონიმი | ფინელი | |||||
მთავრობა | საპარლამენტო რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | საული ნიინისტე | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | სანა მარინი | ||||
საკანონმდებლო ორგანო | ედუსკუნტა | |||||
დამოუკიდებლობა | ||||||
- | ავტონომია რუსეთში |
29 მარტი, 1809 | ||||
- | დამოუკიდებლობა რუსეთის სფსრ-სგან |
6 დეკემბერი, 1917 | ||||
- | პირველად აღიარა რუსეთის სფსრ-მ |
4 იანვარი, 1918 | ||||
- | ევროკავშირში გაწევრიანება | 1 იანვარი, 1995 | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 338 424 კმ2 (64-ე) | ||||
- | წყალი (%) | 10 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2020 შეფასება | 5,536,146[2] (115-ე) | ||||
- | 2000 აღწერა | 5 180 000 | ||||
- | სიმჭიდროვე | 18 კაცი/კმ2 (201-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2014 შეფასება | |||||
- | სულ | $221.539 მილიარდი[3] | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $40 485[3] | ||||
მშპ (ნომინალი) | 2014 შეფასება | |||||
- | სულ | $276.275 მილიარდი[3] | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $50 450[3] | ||||
ჯინი (2012) | 25.9[4] დაბალი |
|||||
აგი (2013) | 0.879[5] ძალიან მაღალი · 24-ე |
|||||
ვალუტა | ევრო (€) (EUR ) |
|||||
სასაათო სარტყელი | UTC+02:00 (UTC+2) | |||||
- | ზაფხული (DST) | UTC+03:00 (UTC+3) | ||||
თარიღის ფორმატი | დ.თ.წწწწ | |||||
მოძრაობა | მარჯვენა | |||||
სატელეფონო კოდი | +358 | |||||
ინტერნეტ-დომენი | .fi [ა] | |||||
ა. | ^ ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, აგრეთვე გამოიყენება დომენი .eu. |
ფინეთი (ფინ. Suomi, შვედ. Finland), ოფიციალურად ფინეთის რესპუბლიკა (ფინ. Suomen tasavalta, შვედ. Republiken Finland) — სახელმწიფო სკანდინავიაში, ფენოსკანდინავიის რეგიონში, ჩრდილოეთი ევროპა. ფინეთს დასავლეთიდან ესაზღვრება შვედეთი, ჩრდილოეთიდან ნორვეგია, აღმოსავლეთიდან რუსეთი, ხოლო ესტონეთი მდებარეობს ფინეთის ყურის მეორე მხარეს. ამიტომ ამ ორ სახელმწიფოს საზღვაო გზებით მნიშვნელოვანი კავშირები აქვთ.
ფინეთის მოსახლეობა 5,536,146 ადამიანია, რომელთა ძირითადი ნაწილი ქვეყნის სამხრეთ რაიონებში ცხოვრობს. ფართობის მხრივ, ქვეყანას მერვე ადგილი უკავია ევროპაში. ფინეთი ევროკავშირში ყველაზე მეჩხერად დასახლებული ქვეყანაა. ფინეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა, 2010 წლის 1 აინვრამდე, ქვეყანა იყოფოდა ექვს პროვინციად, მაგრამ რეფორმის შედეგად, ფინეთი ადმინისტრაციული დაყოფის ახალ სისტემაზე გადავიდა და შეიქმნა ექვსი ახალი, რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციული სააგენტო, რომლებიც თავის მხრივ 20 რეგიონად იყოფა, რეგიონები კი მუნიციპალიტეტებისგან შედგება, სულ 342 მუნიციპალიტეტია. დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი ცხოვრობს ჰელსინკის აგლომერაციაში, რომელიც წარმოადგენს დიდ ჰელსინკის. ქვეყნის სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებია: ტამპერე, ტურკუ, ოულუ, იოვიასკიოლია, კუოპიო და ლაჰტი.
ფინეთი მრავალი საუკუნის განმავლობაში შვედეთის ნაწილად ითვლებოდა, 1809 წელს ფინეთის დიდი სამთავრო შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1917 წელს მოიპოვა, ამას მოჰყვა სამოქალაქო ომი და ომები საბჭოთა კავშირთან და ნაცისტურ გერმანიასთან, ცივი ომის დროს ქვეყანას ოფიციალური ნეიტრალიტეტი ჰქონდა გამოცხადებული. ქვეყანა შეუერთდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას 1955 წელს, OECD-ს 1969 წელს, ევროკავშირს 1995 წელს, ფინეთი არის ევროზონის ერთ-ერთი დამაარსებელი სახელმწიფო.
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური: ქართულად - ფინეთის რესპუბლიკა; ფინურად - Suomen tasavalta; შვედურად - Republiken Finland.
- ეტიმოლოგია - სახელი შესაძლოა მომდინარეობდეს გერმანიკული Fennland-ისაგან, რაც „მოხეტიალეებს“ უნდა ნიშნავდეს, ხოლო ეროვნულ ფორმას (Suomi) უკავშირებენ ბალტიურ ძირს, რომლის მნიშვნელობაა „მიწა, ქვეყანა“.
- ქვეყნის კოდი - FI.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფინეთის ისტორიაზე დიდი გავლენა მოახდინა მისმა ორმა მეზობელმა — შვედეთმა და რუსეთმა. XII საუკუნიდან მასზე შვედეთი ბატონობდა, 1809 წელს კი რუსეთმა თავისი იმპერიის ფარგლებში მოაქცია. მხოლოდ 1917 წელს, ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ გამოცხადდა ფინეთის დამოუკიდებლობა.
არქეოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით, დღევანდელი ფინეთის ტერიტორია ჩვ. წ. აღ-მდე დაახლოებით 8500-იანი წლების ფარგლებში დასახლდა. აღმოჩენილი არტეფაქტების მიხედვით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ფინეთის დასახლების პერიოდი ემთხვევა ესტონეთის, რუსეთის ნაწილისა და ჩრდილონორვეგიის დასახლების პერიოდს. პირველი მოსახლები მონადირე-შემგროვებლები უნდა ყოფილიყვნენ. ისინი ქვის იარაღებს იყენებდნენ. პირველი მეთუნეობა ჩვ. წ. აღ-მდე 3000 წელს ჩაისახა, როდესაც აღმოსავლეთიდან მისულმა ხალხმა თიხის ჭურჭელი გააცნო ადგილობრივ მოსახლეობას. დაახლოებით 4500 წლის წინ, ფინელთა წინაპრებმა სოფლის მეურნეობასაც მიჰყვეს ხელი. ამის მიუხედავად, ქვეყნის ჩრდილოეთში მეთევზეობა და ნადირობა ეკონომიკის წამყვან დარგებად რჩებოდა. ბრინჯაოს და რკინის ხანა ფენოსკანდინავიურ და ბალტიურ რეგიონებთან მჭიდრო კონტაქტებით აღინიშნა.
მეცნიერთა ჯგუფი დღემდე ვერ თანხმდება თუნდაც მიახლოებით თარიღზე, თუ როდის დაიწყო ფინეთის ტერიტორიაზე ფინურ-უგრული ან ინდოევროპული ენების გამოყენება.
პირველი წერილობითი დოკუმენტი XII საუკუნეს განეკუთვნება.
რუსეთის იმპერია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეორე მსოფლიო ომი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თებერვლის რევოლუციის მიერ რუსეთის სამეფო ტახტის დამხობის შემდეგ, 1917 წლის 6 დეკემბერს ფინეთის პარლამენტმა ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1918 წლის იანვარში მათი დამოუკიდებლობა ბოლშევიკურმა რუსეთმა და მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ აღიარა.
1919 წელს ფინეთმა რესპუბლიკური კონსტიტუცია მიიღო. 1920 წელს საბჭოთა რუსეთთან მშვიდობისა და საზღვრების აღიარების ხელშეკრულება დაიდო, რომლის თანახმადაც ფინეთის საზღვრი ადრინდელი დიდი საჰერცეგოს საზღვრების მიხედვით განისაზღვრა.
1939 წელს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტით ფინეთი საბჭოთა კავშირის ინტერესეთა სფეროში შევიდა. რასაც 1939 წლის 30 ნოემბერს საბჭოთა კავშირის ფინეთის ტერიტორიაზე შეჭრა და ზამთრის ომი მოყვა. მრავალი წარმატებული თავდაცვითი ბრძოლების მიუხედავად, ფინეთმა დამოუკიდებლობა შეინარჩუნა, მაგრამ ტერიტორიები დაკარგა. ომი 1940 წლის 13 მარტს მოსკოვთან მშვიდობის ხელშეკრულების დადებით დამთავრდა.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფართობი - 337 032 კვ. კმ.
- ბუნება: უმაღლესი მწვერვალი - ჰალტი 1328 მ; მდინარე - კემიოკი 483 კმ; ტბები (კვ. კმ) - დიდი საიმაა 4377, ინარი 1102, პაიანე 1054; კუნძულები (კვ. კმ) - სოისალო 1638, ალანდი 685, კემი 524, ჰაილუოტო, ვალგრუნდი; კლიმატი - კონტინენტური, სუბპოლარული.
- ბუნებრივი რესურსები - საშენი ხე-ტყე, სპილენძი, თუთია, რკინის მადანი, ვერცხლი.
ფინეთი გეოგრაფიულად განსხვადება სკანდინავიის სხვა ქვეყნებისაგან. ქვეყანა მდებარეობს ევროპის კონტინენტის უკიდურეს ჩრდილოეთში, შემოსაზღვრულია ბალტიის ზღვითა და ბოტნიისა და ფინეთის ყურეებით, სახმელეთო მეზობლები კი არიან შვედეთი, ნორვეგია და რუსეთი. რეგიონის სხვა ქვეყნების მსაგვსად ფინეთის ტერიტორია მოქცეულია ჩრდილოეთის 60° პარალელის ჩრდილოეთით. ხმელეთის ფართობის დაახლოებით მეოთხედი და მთლიანი ფართობის მესამედი არქტიკული წრის ჩრდილოეთით მდებარეობს.
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კლიმატი ფინეთის ჩრდილოეთ ნაწილში სუბარქტიკულია, ხოლო სამხრეთში – ნახევრად კონტინენტური. საერთო ჯამში, ჰავა ნესტიანი და გრილია და ხასიათდება თბილი ზაფხულითა და ძალიან ცივი ზამთრით. ქვეყნის კლიმატს ასევე განაპირობებს როგორც მისი ჩრდილოეთით მდებარეობა, ასევე მისი ზღვისპირა მდებარეობა.
ზამთარი სამხრეთ ფინეთში გრძელდება 4 თვე. ყველაზე ცივი ზამთრის პერიოდში, ქვეყნის ამ ნაწილში, ტემპერატურა -20 °C-ის ქვევითაა, ყველაზე თბილი ზაფხულის დღეებში კი შეიძლება 30 °C-ს გადააჭარბოს. ზაფხული სამხრეთ ფინეთში გრძელდება 4 თვე. რაც შეეხება ჩრდილოეთ ფინეთს, იგი ხასიათდება ძალიან ცივი, 7-თვიანი ზამთრით და თბილი, მაგრამ ხანმოკლე, 2-თვიანი ზაფხულით.
ქვეყნის კლიმატზე უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს გოლფსტრიმის თბილი დინება.
სახელმწიფო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პოლიტიკური სისტემა - რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი საული ნიინისტე.
- მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი სანა მარინი
- საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი - ედუსკუნტა (200 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა - 19 რეგიონი და ალანდის კუნძულების ავტონომიური რეგიონი.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფინეთის მოსახლეობა შეადგენს 5,5 მლნ ადამიანს, საშუალო სიმჭიდროვე ყოველ კვადრატულ კილომეტრზე 17-ს. შედეგად, ფინეთი ევროპაში მესამე ყველაზე მეჩხერად დასახლებული სახელმწიფოა ისლანდიისა და ნორვეგიის შემდეგ. მოსახლეობის გადანაწილება საკმაოდ არათანაბარია: უდიდესი ნაწილი თავმოყრილია სამხრეთ-დასავლეთის პატარა სანაპირო ზოლში. ურბანიზაციის დონე 64 %-ს შეადგენს, მათ შორის, მხოლოდ ჰელსინკის მეტროპოლიაში 1 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. არქტიკულ ლაპლანდიაში კი კვადრატულ კილომეტრზე 2 ადამიანი მოდის.
- მოსახლეობა - 5,536,146 (2020), მათ შორის 91,33 % ფინელები, 5,2 % შვედები.
- ენები - ფინური და შვედური.
- რელიგია - ევანგელურ-ლუთერანული მიმდინარეობის პროტესტანტიზმი — 70,9 %, მართლმადიდებლობა — 1,1 %, სხვა — 1,7 %, დაუზუსტებელი — 26,3 %.[6]
- ქალაქები (ათ.) - ჰელსინკი (583, აგლომ. - 1.163), ესპოო (230), ტამპერე (201), ვანტაა (190), ტურკუ (178), ოულუ (125).
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფინეთი განვითარებული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (127 მლრდ $) მსოფლიოში 32-ე ადგილი უკავია.
- ე.ე.პ. სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა - 5, მრეწველობა - 34, მომსახურება - 61;
- ე.ე.პ. (1 სულზე) - 37 800 $.
- ექსპორტი - ხე-ტყე, ავტომობილები, გემები, ტანსაცმელი, ავეჯი.
- უდიდესიკომპანიები - ფინაირი, ნოკია, ტელია სონერა, ვალმეტი.
- ბიუჯეტი - 36 100 მლნ $.
- ვალუტა - ევრო (EUR); 2002 წლამდე ფინური მარკა.
მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჰელსინკი - ტაძარი, სენატი, რუსული ეკლესია (ყველა XIX ს.);
- ტამპერე - XX ს-ის ტაძარი;
- ძველი რაუმა, სუომენლინას საზღვაო ციხე-სიმაგრე (XVIII ს.);
- ფინური ეპოსი - კალევალა (1835-36).
- ოლაფსბორგი - გვიანი შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრე. დაარსებულია 1475 წელს
ცნობილი ფინელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მომღერალი – ტარია ტურუნენი;
- არქიტექტორი – ალვარ აალტო;
- კომპოზიტორი – იან სიბელიუსი;
- მუსიკოსი – ტუომას ჰოლოპაინენი;
- პოლიტიკოსები – იუჰო კუსტი პაასიკივი, ურჰო კეკონენი, მაუნო კოივისტო;
- მწერლები – ელიას ლონროტი, ალექსის კივი;
- თეოლოგი – მიკაელ აგრიკოლა;
- სპორტსმენები – პაავო ნურმი, მიკა ჰაკინენი, იარი კური, იარი ლიტმანენი, კიმი რაიკონენი, სამი ჰიუპია.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 State and Church in FINLAND. European Studies on Religion & State Interaction. EuReSIS NET (31 October 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ნოემბერი 2018. ციტირების თარიღი: 29 November 2013.
- ↑ VÄESTÖTIETOJÄRJESTELMÄ – REKISTERITILANNE – 30.11.2014 Finnish. Population Register Centre. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 29 December 2014.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 Report for Selected Countries and Subjects.
- ↑ Gini coefficient of equivalised disposable income (source: SILC). Eurostat Data Explorer. ციტირების თარიღი: 5 January 2014.
- ↑ 2014 Human Development Report Summary გვ. 21–25. United Nations Development Programme (2014). ციტირების თარიღი: 27 July 2014.
- ↑ FINLAND. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-06-09. ციტირების თარიღი: 2019-03-16.
|
|