შინაარსზე გადასვლა

ბენინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბენინის რესპუბლიკა
ფრანგ. République du Bénin
ბენინი
ბენინის
დევიზი: ფრანგ. "Fraternité, Justice, Travail"
„ძმობა, სამართლიანობა, შრომა“
ჰიმნი: ფრანგ. "L'Aube nouvelle"
"ახალი გარიჟრაჟი"
დედაქალაქიპორტო-ნოვო
6°28′ ჩ. გ. 2°36′ ა. გ. / 6.467° ჩ. გ. 2.600° ა. გ. / 6.467; 2.600
უდიდესი კოტონუ
ოფიციალური ენა ფრანგული
მთავრობა მრავალპარტიული დემოკრატია
 -  პრეზიდენტი პატრის ტალონი
 -  ვიცე-პრეზიდენტი მარიამ ჩაბი ტალატა
ფართობი
 -  სულ 112 622 კმ2 (101-ე)
 -  წყალი (%) 0,4
მოსახლეობა
 -  2022 შეფასება 13 754 688 (77-ე)
 -  2013 აღწერა 9 983 884[1]
 -  სიმჭიდროვე 94,8 კაცი/კმ2 
მშპ (მუპ) 2023 შეფასება
 -  სულ $59.241 მილიარდი[2] (137-ე)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $4305[2] (163-ე)
აგი (2023)0.515[3]
დაბალი · 173-ე
ვალუტა დასავლეთაფრიკული ფრანკი (XOF)
სასაათო სარტყელი UTC+01:00
თარიღის ფორმატი დდ/თთ/წწწწ
სატელეფონო კოდი +229
ISO 3166 კოდი BEN
ინტერნეტ-დომენი .bj

ბენინი (ფრანგ. Bénin), ბენინის რესპუბლიკა (ფრანგ. République du Bénin, 1975 წლამდე დაჰომეა) — სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში. აქვს საზღვაო გასასვლელი გვინეის ყურეში. დედაქალაქი პორტო-ნოვო, მთავრობა მდებარეობს ქვეყნის უდიდეს ქალაქ კოტონუში. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ბურკინა-ფასო და ნიგერი, აღმოსავლეთიდან — ნიგერია, დასავლეთიდან — ტოგო.

კოლონიური და დამოუკიდებლობის პერიოდში ქვეყანა ცნობილი იყო, როგორც დაჰომეა. 1975 წლის 30 ნოემბრეს ქვეყნის სახელწოდება შეიცვალა და მას ოფიციალურად ბენინი დაერქვა.[4] სახელწოდება ბენინის სანაპიროსთან მდებარე ბენინის ყურის გამო დაერქვა. თვითონ ყურეს სახელწოდება ევროპელებმა შეურჩიეს, როდესაც მათ ბენინის იმპერია შექმნეს თანამედროვე ნიგერიის ტერიტორიაზე. ქვეყანა ბენინს არანაირი კავშირი არ აქვს თანამედროვე ნიგერიის ქალაქ ბენინ-სითისთან და არც ბენინის ვერცხლის ქანდაკებებთან. ფორმა "ბენინი" არის ქალაქ ურბინუს (ახლანდელი ბენინის ქალაქი) პორტუგალიური კორუფციის შედეგი.[5]

ახალი სახელწოდება ბენინი ნეიტრალიტეტის გამო შეირჩა. დაჰომეა ფონების ხალხის დაჰომეის სამეფოს ერქვა, რომელიც თანამედროვე ბენინის სამხრეთ ნაწილის მესამედით შემოიფარგლებოდა. ეს ტერიტორია არ მოიცავდა პორტო-ნოვოს, ცენტრალურ ბენინს, მულტი-ეთნიკურ ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს, ათაკორას და ბარიბების ხალხის ბოგუს სამეფოს, რომელიც დღეს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს.[6]

ტერიტორიის დიდი ნაწილი უჭირავს პლატოს (სიმაღლე 500 მ-მდე). ქვეყნის უმაღლესი წერტილი (635 მ) მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ატაკორის მთაგრეხილზე. სამხრეთით ზღვისპირა დაბლობია. სანაპირო ხაზი ნაკლებად დანაწევრებულია. დაბლობზე ჰავა ეკვატორულია. წვიმის სეზონი ორჯერ დგება. წლის განმავლობაში ტემპერატურა უმნიშვნელოდ იცვლება. ნალექები აღმოსავლეთ ნაწილში 800-დან 1300 მმ-მდეა წელიწადში. ჩრდილოეთ ნაწილში ჰავა ეკვატორულ-მუსონურია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა დაახლოებით 24 °C-ია, ივლისისა - დაახლოებით 30 °C. ნალექები 1000-დან 1500-2000 მმ-მდეა წელიწადში.

მთავარი მდინარეა ვემე (ჩაედინება გვინეის ყურეში), რომელიც შესართავიდან მხოლოდ 200 კმ-ზეა სანაოსნო. ჭარბობს წითელი ლატერიტული, სამხრეთში - წითელ-ყვითელი ლატერიტული ნიადაგები. უმეტესად გავრცელებულია მაღალბალახოვანი სავანები, სადაც ბევრია ანტილოპა და მტაცებელი ცხოველები (ჯიქი, აფთარი და სხვა). სანაპიროზე ნოტიო ტროპიკული მარადმწვანე ტროპიკული ტყეა (ტერიტორიის დაახლოებით 1/5).

დღევანდელი ბენინის ტერიტორიაზე შუა საუკუნეების დამლევს მრავალი სახელმწიფო შეიქმნა, მათ შორის დაჰომეა. XV საუკუნეში ბენინის ტერიტორიაზე პორტუგალიელი მონათვაჭრები გამოჩნდნენ, ხოლო XVII საუკუნეში ნიდერლანდელი, ფრანგი და ინგლისელი ვაჭრები. ბენინის სანაპირო და მისი მოსაზღვრე ოლქები გადაიქცა მონებით ვაჭრობის უმსხვილეს რაიონებად აფრიკაში (ამიტომაც მას მონათა ნაპირსაც უწოდებდნენ).

1890 წლის თებერვალში ფრანგმა კოლონიზატორებმა ბენინის წინააღმდეგ ომი დაიწყეს და მხოლოდ 1892 წლის ნოემბერში მოახერხეს მისი დედაქალაქის აბომეის აღება. 1893 წელს ბენინი საფრანგეთის კოლონია გახდა. 1904 წელს იგი საფრანგეთის დასავლეთი აფრიკის შემადგენლობაში შევიდა.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა ახალგაზრდა დაჰომეელთა მოძრაობა, რომელსაც პროგრესულად განწყობილი ადგილობრივი ინტელიგენციის წარმომადგენლები ჩაუდგნენ სათავეში. 1923 წელს მოეწყო მასობრივი ანტიკოლონიალისტური გამოსვლები.

მეორე მსოფლიო ომმა არსებითი ძვრები გამოიწვია ქვეყნის ეკონომიკასა და სოციალური ძალების თანაფარდობაში. გაიზარდა მუშების რიცხვი, გახშირდა გაფიცვები. განმათავისუფლებელ მოძრაობას სათავეში ჩაუდგნენ ქვეყანაში შექმნილი პირველი აფრიკული პოლიტიკური პარტიები და პროფკავშირები. 1957 წელს საფრანგეთის მმართველი წრეები იძულებულნი გახდნენ ბენინში შეექმნათ პირველი სამთავრობო საბჭო აფრიკელთა მონაწილეობით, 1958 წელს კი დასთანხმდნენ ბენინი ავტონომიურ რესპუბლიკად გამოეცხადებინათ. 1960 წლის 1 აგვისტოს ბენინი დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა და გამოვიდა საფრანგეთის გაერთიანებიდან. 1960 წლის 20 სექტემბერს ბენინი გაეროში მიიღეს.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბენინის დეპარტამენტები

ბენინი იყოფა 12 დეპარტამენტად (ფრანგ. départements), ისინი კიდევ იყოფიან და თავის მხრივ 77 კომუნას ადგენენ. 1999 წელს არსებული 6 დეპარტამენტიდან თითოეული ორ ნაწილად გაიყო და საერთო ჯამში 12 დეპარტამენტი შეადგინა.[7] ახალ, ექვს დეპარტამენტს ადმინისტრაციული ცენტრები 2008 წელს შეურჩიეს.

რიგითობა დეპარტამენტი ადმ. ცენტრი მოსახლეობა (ად. 2013 წ.) ფართობი (კმ²) ყოფილი დეპარტამენტი რეგიონი სუბ-რეგიონი
2 ალიბორი კანდი 868 046 26 242 ბორგოუ ჩრდილოეთი ჩრდილო-აღმოსავლეთი
1 ათაკორა ნატიტინგოუ 769 337 20 499 ათაკორა ჩრდილოეთი ჩრდილო-დასავლეთი
10 ატლანტიქე ალლადა 1 396 548 3233 ატლანტიქე სამხრეთი სამხრეთ-ცენტრალური
4 ბორგოუ პარაკოუ 1 202 095 25 856 ბოროგუ ჩრდილოეთი ჩრდილო-აღმოსავლეთი
5 კოლლინეს დასა-ზოუმე 716 558 13 931 ზოუ ჩრდილოეთი ჩრდილო-ცენტრალური
6 კოუფფო აპლაჰოუ 741 895 2404 მონო სამხრეთი სამხრეთ-დასავლეთი
3 დონგა დჯოუგოუ 542 605 11 126 ათაკორა ჩრდილოეთი ჩრდილო-დასავლეთი
11 ლიტტორალ კოტონაუ 678 874 79 ატლანტიქე სამხრეთი სამხრეთ-ცენტრალური
9 მონო ლოკოსა 495 307 1605 მონო სამხრეთი სამხრეთ-დასავლეთი
12 ოუემე პორტო-ნოვო 1 096 850 1281 ოუემე სამხრეთი სამხრეთ-აღმოსავლეთი
8 პლატეუ პობო 624 146 3264 ოუემე სამხრეთი სამხრეთ-აღმოსავლეთი
7 ზოუ აბომეი 851 623 5243 ზოუ ჩრდილოეთი ჩრდილო-ცენტრალური
პატრის ტალონი, ბენინის ამჟამინდელი პრეზიდენტი

ბენინის პოლიტიკა ტარდება საპრეზიდენტო წარმომადგენლობითი დემოკრატიული რესპუბლიკის ფარგლებში. მრავალპარტიული სისტემის ფარგლებში ბენინის პრეზიდენტი არის როგორც სახელმწიფო მეთაური, ისე მთავრობის მეთაური. აღმასრულებელი უფლებამოსილება ენიჭება მთავრობას. საკანონმდებლო ძალაუფლება ენიჭება როგორც მთავრობას, ისე საკანონმდებლო ორგანოს. სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოებისაგან. პოლიტიკური სისტემა გამომდინარეობს 1990 წლის ბენინის კონსტიტუციიდან და ასევე 1991 წელს დემოკრატიაზე გადასვლიდან.

აფრიკული მმართველობის იბრაჰიმის ინდექსმა ბენინი მაღალი ქულით შეაფასა, რომელიც მთელს აფრიკაში მმართველობის ხარისხს ზომავს. ბენინი 52 აფრიკუნი ქვეყნიდან ამ ინდექსის მიხედვით მე-18 ადგილზეა. განსაკუთრებით მაღალი შეფასება აქვს შემდეგ ორგანოებში: ესენია უსაფრთხოება და სამართალი და მონაწილეობა და ადამიანთა უფლებები.[8]

2007 წელს პრესის თავისუფლების ინდექსმა ბენინი 169 ქვეყნიდან 53 ადგილი დაიკავა.

2005 წელს პოლიციის, ბიზნესის და პოლიტიკური კორუფციის ანალიზის შედეგად ბენინმა 159 ქვეყნიდან 88-ე ადგილი დაიკავა.

კოტონუ

ბენინის 11 485 000 მცხოვრებიდან უმეტესი ნაწილი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ცხოვრობს. მოსახლეობა ახალგაზრდაა, რომელთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 62 წელია. ქვეყანაში დაახლოებით 42 აფრიკული ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს. მათ შორისაა იორუბას ხალხი, რომლებიც ბენინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობენ (XII საუკუნეში გადასახლებული იყო ნიგერიიდან), ასევე დენდის ხალხი, რომლებიც ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში ცხოვრობენ და რომლებიც, მალიდან XVI საუკუნეში გადასახლდნენ. ასევე არიან ბარიბები და ფულები ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში და ტამაარი და სომბიები, რომლებიც ათაკორას მთებში ცხოვრობენ.[9]

ბოლოდროინდელმა მიგრაციებმა ბენინში შეიყვანა სხვა აფრიკელი მოქალაქეები, რომლებიც მოიცავს ნიგერიელებს, ტოგოელებს და მალელებს. უცხოელთა საზოგადოება მოიცავს ინდიელებს და ლიბანელებს, რომლებიც მონათა ვაჭრობის დროს შევიდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე.[10] ევროპის მრავალი საელჩოსა და საგარეო დახმარების მისიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვადასხვა მისიონერული ჯგუფების პერსონალი მოიცავს 5500 ევროპელ მოსახლეს, რომლებიც ქვეყანაში ცხოვრობენ. ევროპელების მოსახლეობის ნაწილი ასევე მოიცავ ადგილობრივ ბენინელებს, რომლებიც ფრანგული წარმოშობის არიან.

კოტონუ, ლიტტორალის დეპარტამენტი, მოსახლეობა 679 012 ადამიანი;

პორტო-ნოვო, ოუემეს დეპარტამენტი, მოსახლეობა 264 320 ადამიანი;

პარაკოუ, ბორგოუს დეპარტამენტი, მოსახლეობა 255 478 ადამიანი;

გოდომეი, ატლანტიქეს დეპარტამენტი, მოსახლეობა 253 262 ადამიანი;

აბომეი- ცალავი, ატლანტიქეს დეპარტამენტი, მოსახლეობა 117 824 ადამიანი;

დჯოუგოუ, დონგას დეპარტამენტი, მოსახლეობა 94 773 ადამიანი;

ბოჰიცონი, ზოუს დეპარტამენტი, მოსახლეობა 93 744 ადამიანი;

ეკპე, ოუემეს დეპარტამენტი, მოსახლეობა 75 313 ადამიანი;

პორტო-ნოვო

აბომეი, ზოუს დეპარტამენტი, მოსახლეობა 67 885 ადამიანი;

ნიკკი, ბორგოუს დეპარტამენტი, მოსახლეობა 66 109 ადამიანი.

2013 წლის მონაცემებით, ბენინის მოსახლეობის 48,5 % ქრისტიანი იყო (25,5 % კათოლიკე, 6,7 % ქრისტეს ციური ეკლესია, 3,4 % მეთოდისტური, 12,9 % სხვა ქრისტიანული მიმდინარეობა). მოსახლეობის 27,7 % მუსლიმი იყო, 11,6 % ვუდუს მიმდევარი, ხოლო მოსახლეობის 2,6 % ადგილობრივ, ტრადიციულ რელიგიას მიჰყვება. ქვეყანაში 2,6 % სხვა რელიგიის მიმდევარი და 5,8 % არცერთი რელიგიის მიმდევარია.[11]

ტრადიციული რელიგიები მოიცავს ანიმისტურ რელიგიებს, როგორებიც ათაკორაში გავრცელებული ვუდუ და ორიშა, რომლებსაც იორუბასა და ტადოს ხალხები მისდევენ. ქალაქი ოუდაჰი, რომელიც ცენტრალურ სანაპიროს ტერიტორიაზე მდებარეობს, ბენინური ვუდუების სულიერ ცენტრს წარმოადგენს.

ბენინის ეკონომიკა დამოკიდებულია საარსებო სოფლის მეურნეობაზე, ბამბის წარმოებასა და რეგიონულ ვაჭრობაზე. ბამბა მშპ-ს 40 % -ს შეადგენს, ხოლო ოფიციალური ექსპორტის შემადგენელი ნაწილის 80 % სწორედ ამ ორგანოებზე მოდის. ინფლაცია შემცირდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ბენინი იყენებს აფრიკულ ფრანკს, რომელიც ევროზე არის დამოკიდებული.

ბამბის პლანტაციები ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში

ბენინის ეკონომიკა გასული წლების განმავლობაში შედარებით გაძლიერდა, ხოლო მშპ-ს რეალური ზრდა შეფასდა 5,1 %-დან 5,7 %-მდე, 2008 და 2009 წლებში. ეკონომიკური ზრდის მთავარი წარმომქმნელი არის სოფლის მეურნეობის სექტორი, საიდანაც ბამბა ქვეყნის მთავარ საექსპორტო პროდუქტს წარმოადგენს. ქვეყანაში მოქმედი სერვისების უმეტესობას ბენინის გეოგრაფიული მდებარეობა განაპირობებს. გეოგრაფიული მდებარეობა ხელს უწყობს მეზობელ ქვეყნებთან ვაჭრობას, ტრანსპორტირებას, გადაზიდვებსა და ტურისტების ქვეყანაში შემოსვლას.[12]

ბენინში ბიოშეღწევადობის ხელმისაწვდომობა მსოფლიო საშუალოზე ნაკლებია. 2016 წელს ბენინს ჰქონდა თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე 0,9 გლობალური ჰექტარი ბიოეკრანით, რაც გაცილებით ნაკლებია ვიდრე მსოფლიო საშუალოდ 1,6 გლობალური ჰექტარი ერთ პერსონაზე.

ეკონომიკის ზრდის მიზნით, ბენინი გეგმავს უფრო მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვას და უფრო მეტ აქცენტს ტურიზმის განვითარებაზე. ბენინში ასევე იგეგმება ახალი საკვები გადამამუშავებელი სისტემების დანერგვა.

მიუხედავად იმისა, რომ ბენინში პროფკავშირების წარმომადგენლები წარმოადგენენ ოფიციალური მუშახელის 75 %-ს, საერთაშორისო პროფკავშირის კონფედერაციამ (ITCU) აღნიშნა, რომ ქვეყანაში არის ისეთი პრობლემები, როგორებიცაა ქალთა ხელფასების თანასწორობის არ არსებობა, ბავშვთა შრომის გამოყენებას, ასევე იძულებით შრომას.

ბენინის სახნავ-სათესი მიწები დჯოუგოუს მიმდებარედ.

ბენინი არის აფრიკაში ბიზნეს სამართლის ჰარმონიზაციის ორგანიზაციის წევრი (OHADA).[13]

კოტონოუში მდებარეობს ქვეყნის ერთადერთი საზღვაო პორტი და საერთაშორისო აეროპორტი. ამჟამად შენდება ახალი პორტი კოტონოუსა და პორტო-ნოვოს შორის მდებარე ტერიტორიაზე. ბენინი უკავშირდება ორ ზოლიანი ასფალტირებული გზებით მის მეზობელ ქვეყნებს (ტოგო, ბურკინა ფასო, ნიგერია და ნიგერი).

მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი მუდმივად 4-5 %-ია ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ქვეყანაში სიღარიბე იზრდება. ამის მთავარ მიზეზს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდასთან ერთად მოსახლეობის სწრფად ზრდაც წარმოადგენს. ბენინში სტატისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, სიღარიბის ზღვარს ქვეშ მყოფი ადამიანები 2011 წელს 36,2 %-დან 2015 წელს 40,1 %-მდე გაიზარდა.

ბენინში წიგნიერების მაჩვენებელი ყველაზე დაბალია მსოფლიოში: 2015 წელს იგი შეფასდა 38,4 %-ით (მამაკაცებისთვის 49,9 % და ქალებისთვის 27,3 %). ბენინმა მიაღწია უნივერსალურ დაწყებით განათლებას და იუნესკოს სტატისტიკის ინსტიტუტის თანახმად, ბავშვების ნახევარი (54 %) 2013 წელს ჩაირიცხა საშუალო განათლებაში.

მიუხედავად იმისა, რომ ერთ დროს განათლების მიღება არ იყო უფასო, ბენინმა სკოლის გადასახადი გააუქმა და 2007 წლის სასწავლო ფორუმის რეკომენდაციებს პირნათლად ასრულებს.[14]

ბენინელი მოსწავლეები

მთავრობამ მთლიანი შიდა პროდუქტის 4 %-ზე მეტი მიუძღვნა განათლებას 2009 წლიდან. 2015 წელს განათლებისათვის გაღებული ხარჯები იუნესკოს სტატისტიკის ინსტიტუტის თანახმად (ყველა დონეზე) მშპ-ის 4,4 %-ს შეადგენდა.

2009 წლიდან 2011 წლამდე, უნივერსიტეტში ჩარიცხული ახალგაზრდების წილი მკვეთრად გაიზარდა, რის გამოც ბენინს დასავლეთ აფრიკაში ერთ – ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. სტუდენტთა ჩარიცხვა საშუალო სკოლაში, გაორმაგდა 2006 და 2011 წლებში, 50 225– დან 110 181–მდე. ეს სტატისტიკა მოიცავს არა მხოლოდ საბაკალავრო, განათლებას, არამედ მაგისტრატურისა და დოქტორანტურის განათლების ეტაპებსაც.

ტრანსპორტი ბენინში მოიცავს საგზაო, სარკინიგზო, წყლისა და საჰაერო ტრანსპორტის ტიპებს. ბენინი ფლობს 6787 კილომეტრის სიგრძის მაგისტრალს, საიდანაც 1357 კმ სრულიად კეთილმოწყობილია. ქვეყანაში დაგებული ავტომაგისტრალიდან 10 საავტომობილო გზაა. ეს 5430 კილომეტრიან გზას წარმოადგენს. დასავლური აფრიკის სანაპირო გზატკეცილი კვეთს ბენინს, რომელიც მას აღმოსავლეთით ნიგერიასთან აკავშირებს, დასავლეთით კი ტოგოსთან, განასა და კოტ-დ’ივუართან. როდესაც დასრულდა მშენებლობა ლიბერიასა და სიერა-ლეონეში ბენინი მაგისტრალით კიდევ შვიდ სახელმწიფოსთან დაკავშირებას შეძლებს. დაგებული გზატკეცილი ასევე აკავშირებს ბენინს ჩრდილოეთით მდებარე ნიგერთან და ამ ქვეყნის გავლით ბურკინა-ფასოსა და მალისთან.

  1. Benin დაარქივებული 2016-08-28 საიტზე Wayback Machine. . Geohive.com. Retrieved on 2017-01-02.
  2. 2.0 2.1 World Economic Outlook Database, October 2023 Edition. (Benin). International Monetary Fund (10 October 2023). ციტირების თარიღი: 16 October 2023
  3. Human Development Report 2023/2024 en. United Nations Development Programme (26 May 2025). ციტირების თარიღი: 25 May 2025
  4. [1]
  5. [2] დაარქივებული 2020-09-16 საიტზე Wayback Machine.
  6. [3]
  7. [4]
  8. [5]
  9. [6]
  10. [7][მკვდარი ბმული]
  11. Benin. ციტირების თარიღი: 2025-08-09
  12. [8]
  13. [9]
  14. [10]