ლია ანდღულაძე
ლია ანდღულაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 2 მარტი, 1931 |
გარდაცვალების თარიღი | 23 ივლისი, 2010 (79 წლის) |
მოქალაქეობა | საქართველოს სსრ, სსრკ |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
ლია ანდღულაძე (დ. 2 მარტი, 1931 — გ. 23 ივლისი, 2010) — ქართველი მაღალჩინოსანი, პოლიტიკოსი, ფილოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლია ანდღულაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1955-1957 წლებში თბილისის საშუალო სკოლების მასწავლებელი გახლდათ, ხოლო 1958 წლიდან საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი, უმცროსი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი იყო. წლების განმავლობაში ის ასევე იყო საქართველოს ეროვნული სათათბიროს თავმჯდომარე.
1990-1991 წლებში ლია ანდღულაძე იყო საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრი. იგი 1991 წელს შეცვალა ელიზბარ ჯაველიძემ. 2003-2005 წლებში რუსეთ-საქართველოს თანამედროვე ჰუმანიტარული უნივერსიტეტის პროფესორი და საქართველოს ეროვნული სათათბიროს თავმჯდომარე. მას ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
ლია ანდღულაძე არის 7 წიგნის, 20-ზე მეტი სამეცნიერო სტატიისა და 250-ზე მეტი საგაზეთო წერილის ავტორი. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი თემატიკა და მიმართულება იყო: რუსთველოლოგია, ძველი და ახალი ქართული ლიტერატურა, განათლება, ისტორია, ხელოვნება, ეროვნული მოძრაობა, მოღვაწენი და მოგონებები. აღსანიშნავია, რომ მისი პირადი არქივი დაცულია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი მან ცენტრს შემოსწირა გარდაცვალებიდან ორი წლით ადრე, კერძოდ 2008 წლის 15 დეკემბერს.
მისი წიგნებიდან გამორჩეულია მოგონებები პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიაზე, რომელიც ავტორმა გამოაქვეყნა თავისი სიცოცხლის ბოლო წლებში. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ აქტიურად წერდა ლექსებსაც.
ლია ანდღულაძე ასევე, წლების განმავლობაში იყო უზენაესი საბჭოს დეპუტატი, უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი. ის იყო ერთ-ერთი გამორჩეული საზოგადო მოღვაწე იმ პერიოდის საქართველოში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დიდი მეგობარი და ეროვნულ განმათავისუფლებელი ორგანიზაციის აქტიური წევრი. ლია ანდღულაძე გახლდათ საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო“, წევრი.
ლია ანდღულაძე გარდაიცვალა 2010 წლის 23 ივლისს, 79 წლის ასაკში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლია ანდღულაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ლია ანდღულაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი
- ლია ანდღულაძე
|