ხელოვნება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სიტყვას „ხელოვნება“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ხელოვნება (მრავალმნიშვნელოვანი).
ვან გოგის ავტოპორტრეტი, ჩოკვების წინაპარის ფიგურა, დეტალი სანდრო ბოტიჩელის „ვენერას დაბადება“, ოკინავას შისას ლომი

ხელოვნება — ადამიანის აქტივობების ფართო მცნება, რომელიც გულისხმობს ვიზუალური, აუდიო ან გამომხატველობითი ნამუშევრების შექმნას, ავტორის წარმოსახვის ან ტექნიკური ნიჭის გადმოცემას, რომლის მიზანია მშვენიერების ან ემოციური ძალის შეფასება. ხელოვნება ყველაზე უფრო განზოგადებული ფორმით გულისხმობს: ხელოვნების ნიმუშების შექმნას, ხელოვნების კრიტიკას, ხელოვნების ისტორიის შესწავლასა და ხელოვნების ესტეტიკის გავრცელებას, აღქმას.

ხელოვნების უძველეს ნიმუშებს წარმოადგენს ვიზუალური ხელოვნების ქმნილებები, რაც გულისხმობს ნახატებისა და საგნების შექმნას ისეთ სფეროებში, როგორიცაა: მხატვრობა, ქანდაკება, გრაფიკა (ბეჭდვა), ფოტოგრაფია და ვიზუალური მედიის სხვა საშუალებები.

არქიტექტურა ხშირად მიჩნეულია ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთ ფორმად, თუმცა, როგორც დეკორატიული ხელოვნება, ან რეკლამა, არქიტექტურა ობიექტების შექმნას გულისხმობს, სადაც პრაქტიკული გამოყენება მთავარია, რაც მაგალითად მხატვრობისთვის სულაც არაა დამახასიათებელი.

მუსიკა,თეატრი, კინო, ცეკვა და სხვა გამომხატველობითი ხელოვნების ფორმები, ისევე როგორც ლიტერატურა ან სხვა ინტერაქციული მედიის ფორმები, ფართო გაგებით ხელოვნებას მიეკუთვნება.

XVII საუკუნემდე ხელოვნებაში იგულისხმებოდა ნებისმიერი უნარი ან ხელოვნობა და ისევე როგორც ოსტატობა/ხელოსნობა და მეცნიერება.

XVII საუკუნის შემდეგ თანამედროვე გაგებით, როდესაც ესტეტიკური აღქმა გახდა ძალიან მნიშვნელოვანი, სახვითი ხელოვნება გამოყოფილია და ზოგადად გამოირჩევა სპეციფიკური უნარებით, როგორებიცაა დეკორატიული და გამოყენებითი ხელოვნება.

ხელოვნება შესაძლოა დავახასიათოთ მიმეზისის (რეალობის გამოხატუება) ტერმინებით, ნარატივით, გამომსახველობით, ემოციების კომუნიკაციით, ან სხვა მახასიათებლებით. რომანტიკული პერიოდის დროს, ხელოვნება აღქმული იყო როგორც ადამიანის გონების სპეციფიკური უნარი, თუ შევადარებთ რელიგიასა და მეცნიერებას.

იმის განმარტება თუ რას შეადგენს ხელოვნება, საკამათოა და იცვლება დროთა განმავლობაში.

ხელოვნების ბუნება და მასთან დაკავშირებული კონცეფციები, როგორებიცაა კრეატიულობა და ინტერპრეტაცია ესთეტიკის სახელით არის ცნობილი.

ხელოვნება შეიძლება დაეფუძნოს ფორმას, ფიგურას (ფერწერა, სკულპტურა), სიტყვას (ლიტერატურა), ბგერას (მუსიკა), მოძრაობას (ცეკვა) ან მათ ჰიბრიდს (თეატრი, კინო, ოპერა).

კრეატიული და სახვითი ხელოვნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XII საუკუნის პანორამა, ვანგ ქსიმენგი (Wang Ximeng, Song dynasty)

ხელოვნების ისტორიის კუთხით ხელოვნების ნიმუშები იმდენი ხანია არსებობს, რაც არსებობს ადამიანი.დაწყებული პრე-ისტორიული ხელოვნებით, დამთავრებული თანამედროვე ხელოვნებით, თუმცა ზოგი თეორია ეწინააღმდეგება „ხელოვნების ნიმუშების“ შინაარს, კოცეფციას თანამედროვე დასავლურ საზოგადოებებში. ხელოვნების ერთ-ერთი ადრეული განმარტება მჭიდროდაა დაკავშირებული ლათინურ მნიშვნელობასთან, რომელიც უხეში თარგმანით ნიშნავს „უნარს“ ან „ოსტატობას“, რაც ასოცირდება სიტყვასთან „ხელოვანი“.

ზოგი თანამედროვე სწავლული უფრო უპირისპირდებიან ერთმანეთს ხელოვნების მნიშვნელობასთან დაკავშირებით, ვიდრე პლატონი და არისტოტელე სადაც არისტოტელე მკაცრად მხარსუჭერს ხელოვნებას ზოგადად, ხოლო პლატონი უპირისპირდება ხელოვნების მნიშვნელობას.

XX საუკუნის რვანდანის ბოთლი.ხელოვნების ნიმუშებს დეკორატიულ ღირებულებსთან ერთად პრაქტიული გამოყენებაც შესაძლოა ჰქონდეს.

პლატონის რამდენიმე დიალოგში წამოყენებული კითხვები ხელოვნების შესახებ: სოკრატე ამბობს, რომ პოეზია ინსპირირებულია მუზების მიერ და ამდენად არ არის რაციონალური. იგი ამტკიცებს ამას, ისევე როგორც ღვთაებრივი სიგიჟის ფორმებს (სიმთვრალე,ეროტიზმი და სიზმარი) „ფედრუსში“ და მაინც „რესპუბლიკაში“ გამოყოფს ჰომეროსის დიდ პოეტურ ხელოვნებას. „იონში“ სოკრატე არანაირ მინიშნებას არ იძლევა ჰომეროსზე „რესპუბლიკისგან“ განსხვავებით. იონის დიალოგი გვარწმუნებს, რომ ჰომეროსის ილიადას იგივე ფუნქცია ჰქონდა ძველ საბერძნეთში, რა ფუნქციაც აქვს ბიბლიას დღეს თანამედროვე ქრისტიანულ სამყაროში.

ლიტერატურულ ხელოვნებასა და მუსიკაზე დაყრდნობით არისტოტელე ეპიკურ პოეზიას, ტრაგედიასა და კომედიას, როგორც მუსიკას მიიჩნევდა იმიტირებულ ხელოვნებად, მაგალითად მუსიკა იმიტაციაა რითმისა და ჰარმონიის,მაშინ როდესაც ცეკვა მხოლოდ რითმის და პოეზია ენის. ეს ფორმები ასევე განსხვავდება იმიტაციის საგნით. კომედია, მაგალითად დრამატული იმიტაციაა საშუალოზე უარესი ადამიანების, მაშინ როდესაც ტრაგედია იმიტაციაა საშუალოზე უკეთესი ადამიანების და ბოლოს,ფორმები განსხვავდება იმატაციის საშუალებით თხრობის ან გმირის, ცვლილების ან უცვლელობის, დრამატულობის ან არადრამატულობის საშუალებით. 

არისტოტელეს სწამდა, რომ იმიტაცია ბუნებრივია ადმიანისთვის და წარმოადგენს ადამიანის უპირატესობას ცხოველზე.

მეორე და შედარებით უფრო ახალი დახასიათებით, რომელიც შეიქმნა XVII საუკუნის დასაწყისში, სიტყვა ხელოვნებ გულისხმობს კრეატიულ ან სახვითი ხელოვნებას. სახვითი ხელოვნება ნიშნავს უნარს, რომელიც გამოიყენება მხატვრის კრეატიულობის გადმოსაცემად ან მაყურებლების ისთეტიკური შეგრძნებების დასაკმაყოფილებლად.

გარდა ამისა, სიტყვა ხელოვნება შეიძლება ნიშნავდეს მრავალს: კრეატიული ნიჭის კვლევას,კრეატიული უნარის გამოყენების პროცესს, კრეატიული უნარის პროდუქტს ან აუდიტორიის კრეატიულ უნართან დაკავშირებულ გამოცდილებას. კრეატიული ხელოვნება დისციპლინათა ერთობლიობაა, რომელიც ქმნის ხელოვნების ნიმუშს პიროვნული ემოციებით და აწვდის მესიჯს, განწყობას ან სიმბოლოებს აღქმნელს ინტერპრეტაციისთვის.

ხელოვნება არის რაღაც, რაც წარმოქმნის ინდივიდულურ აზრებს,ემოციებს, რწმენას ან იდეებს შეგრძნებების მეშვეობით.ხელოვნების ნიმუში შესაძლოა იქნას შექმნილი ამ მიზნით ან ახსნილი ნახატების ან საგნების საფუძველზე.

ზოგიერთი მეცნიერისთვის, მაგალითად კანტისთვის, მეცნიერებები და ხელოვნება უნდა იყოს განცალკევებული იმით, რომ მეცნიერება არის ცოდნის სახლი, ხოლო ხელოვნება არისტული გამოხატულების თავისუფლების სახლი.

ხშირად, თუ ეს უნარი გამოყენებულია პრაქტიკაში, ხალხი მას მიიჩნევს ხელოსნობად, ვიდრე ხელოვნების .მსგავსადვე, თუ ნიჭი გამოყენებულია კომერციულ ან სამრეწველო სფეროში, ის შეიძლება იქნეს მიჩნეული კომერციულ ხელოვნებად სახვითი ხელოვნების ნაცვლად. მეორე მხრივ, ხელოსნობა და დიზანი ზოგჯერ მიჩნეულია გამოყენებით ხელოვნებად, თუმცა სახვით ხელოვნებას გააჩნია ზოგ შემთხვევაში მიზნები წმინდა კრეატიულობის და თვითგამოხატვის მიღმა. ხელოვნების ნიმუშების მიზანი შესაძლოა იყოს იდეათა გაზიარება, პოლიტიკურად, სულიერად თუ ფილოსოფიურად მოტივირებული ხელოვნებით, რათა შეიქმნას მშვენიერების აღქმა, გამოვლინდეს აღქმის ბუნება, სიამოვნებისთვისაა თუ ძლიერი ემოციების გენერირებისთვის. შეიძლება მიზეზი არც არსებობდეს.

ფილოსოფოსმა რიჩარდ ვოლჰაინმა აღწერა ხელოვნების ბუნება, როგორც „ადამიანთა კულტურის ერთ-ერთი ყველაზე ილუზორული ტრადიციული პრობლემა“.

ხელოვნება აღწერილია ასევე როგორც გადამზიდი ემოციებისა და იდეების გამოხატვისთვის ან გაზიარებისთვის, როგორც საშუალება ფორმალური ელემენტების აღმოჩენისა და აღქმისთვის.

ხელოვნებას,როგორც მიმეზისს ღრმა ფესვები აქვს არისტოტელეს ფილოსოფიურ ნააზრევში. ლევ ტოლსტოიმ ხელოვნება მიამსგავსა კომუნიკაციის არაპირდაპირ ფორმას. ბენედეტო სროსე და რ. ჯ კოლინგვუდმა განავითარეს იდეალისტური აღქმა, რომ ხელოვნება გამოხატავს ემოციებს და რომ ხელოვნების ნიმუში დიდწილად შემქმნელის გონებაში არსებობს.

ხელოვნების თეორიას, როგორც ფორმა სათავეს იღებს იმანუელ კანტის ფილოსოფიაშია და ხოლო XX საუკუნის დასაწყისში როჯერ ფრაიმ და ქლაივ ბელმა განავითარეს.

მოგვიანებით,მოაზროვნეებმა, რომლებზეც გავლენა იქონია მარტინ ეიდეგერმა, ხელოვნება აღწერეს როგორც საშუალება რომლითაც საზოგადოება ვითარდება თავად თვითგამოხატვისთვის და ინტერპრეტაციისთვის. ჯორჯ დიკმა (George Dickie) შემოგვთავაზა ხელოვნების ინსტიტუციური თეორია, რომელიც განმარტავს ხელოვნების ნიმუშს როგორც არტიფაქტს, რომლითაც კვალიფიციური პიროვნება მოქმედებს სოციალური ინსტიტუტის სახელით.

ლარი შინერმა სახვითი ხელოვნება აღწერა როგორც „არა როგორც არსი ან ბედისწერა,არამედ როგორც რაღაც, რაც ჩვენ შევქმენით“.

ხელოვნება, იმ ფორმის, რომლითაც დღეს ჩვენ გვესმის, 200 წლის წინანდელი ევროპული გამოგონებაა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვილენდორფის ვენერა 24 000–22 000 ჩვ.წ

სკულპტურები, გამოქვაბულის ნახატები, ქვაზე ნახატები და პეტროგლიფები, 40 000 წლის წინანდელია და ზედაპალეოლითის ხანაშია აღმოჩენილია, მაგრამ ამგვარი ხელოვნების ზუსტი შინაარსი ხშირად საკამათოა, რადგან ძალიან ცოტა ინფორმაცია ვიცით იმ კულტურების შესახებ, რომლებმაც ზემოთაღნიშნული ხელოვნების ნიმუშები შექმნეს.

უძველესი ხელოვნების ნიმუშები ლოკოკინის გახვრეტილი ბაკნები 75 000 წლის წინანდელია და აღმოჩენილია სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ გამოქვაბულში. 100,000 წლის წინანდელი კონტეინერები, რომლებსაც სავარაუდოთ საღებავის ჩასასხმელად იყენებდნენ ასევე აღმოჩენილია. 

2014 წელს კი აღმოაჩინეს ჰომო ერექტუსის მიერ დამზადებული 430 000 და 540 000 წლის წინანდელი ერთმანეთზე მიბმული ნიჟარები.

ლასკაუქსიs გამოქვაბულის კედელზე აღმოჩენილი ცხენის გამოსახულება, 16 000 ჩვ.წ

ხელოვნების ტრადიციის საფუძველი უძველესი ცივილიზაციების ხელოვნებაში უნდა ვეძიოთ:

ძველი ეგვიპტე, მესოპოტამია, სპარსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, ძველი საბერძნეთი, რომი, ისევე როგორც, ინკა, მაია და ოლმეკი. უძველესი ცივილიზაციების თითოეულმა ცენტრმა განავითარა მისთვის დამახასიათებელი გამორჩეული ხელოვნების სტილი. ცივილიზაციების ზომისა და არსებობის ხანგრძლივობის გამო ბევრი ხელოვნების ნიმუში გადარჩა და დიდია მათი ზეგავლენა სხვა კულტურებზე და შემდგომ ეპოქებზე. ზოგ ცივილიზაციას პირველი ჩანაწერებიც კი შემორჩა იმისა, თუ როგორ მუშაობდა არტისტი.

მაგალითად ბერძნული ხელოვნების ეს პერიოდი ხასიათდება პატივისცემითა და მოკრძალებით ადამიანის ფიზიკური ფორმების მიმართ და იმ შესაბამისი უნარების განვითარებით, რომლებიც საჭიროა ორგანიზმის კუნთოვანი სისტემის, სხეულის პოზის, მშვენიერებისა და ანატომიურად სწორი პროპორციების გადმოსაცემად.

არაბული კალიგრაფია

ბიზანტიურ და შუა საუკუნეების ხელოვნებაში, უმეტესად ხელოვნება გადმოსცემდა ბიბლიური და რელიგიური კულტურის სუბიექტებს და გამოიყენებოდა სტილი, რომელიც აღწერდა სამოთხისეულ, ღვთიურ დიდებას, მაგალითად ნახატებში გამოიყენებოდა ოქროსფერი უკანაფონის დასამუშავებლად, ასევე შუშა მოზაიკებსა და ფაჯრებში, რაც ფიგურებს უფრო გაიდეალებულ წარმოაჩენდა. თუმცა კლასიკური რეალისტური ტრადიცია შენარჩუნდა ბიზანტიურ მცირე ნამუშევრებში,ხოლო რეალიზმი თანდათან გაიზარდა კათოლიკური ევროპის ხელოვნებაში.

აღორძინების ხანის ხელოვნებამ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა მატერიალური სამყაროს რეალურად გამოსახვას და ადამიანის როლს მასში, რაც აისახა ადამიანის სხეულის რეალისტულ გადმოცემაში და გრაფიკული პერსპექტივის სისტემატიური მეთოდის განვითარებაში სამგანზომილებიანი სივრცის სიღრმის გადმოსაცემად.

აღმოსავლეთში, ისლამურ ხელოვნებაში იკონოგრაფიის აკრძალვამ განაპირობა გეომეტრიული ფიგურების,კალიგრაფიისა და არქიტექტურის აქტუალურობა. დასავლეთში კი რელიგია დომინირებდა ხელოვნების სტილსა და ფორმებზე. ინდოეთმა და ტიბეტმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭეს მოხატულ, ფერად სკულპტურებისა და ცეკვას, მაშინ როდესაც რელიგიურმა მხატვრობამ ბევრი რამ ისესხა სკულპტურიდან და მიდრეკილი იყო გაენათებინა კონტრასტული ფერები, რათა კონტურები უფრო მკვეთრი გამხდარიყო. ჩინეთში აყვავდა ხელოვნების მრავალ დარგი: ნეფრიტით რელიეფზე კვეთა, ბრინჯაოზე მუშაობა, მეთუნეობა (საგულისხმოა იმპერატორი ქინის გამაოგნებელი ტერაკოტის არმია — The Terracotta army of Emperor Qin) პოეზია, კალიგრაფია, მუსიკა, მხატვრობა, დრამატურგია, მხატვრულ ლიტერატურა და ა.შ. ჩინური სტილები  განსხვავდება ეპოქასთან ერთად და თითოეული მათგანის ეწოდა მმართველი დინასტიის სახელი. მაგალითად ტანგის დინასტიის ნახატები მონოქრომატული და არ არის გადატვირთული, რაც ხაზს უსვამს იდეალიზირებულ პეიზაჟებს, ხოლო მინგის დინასტიის ნახატები დატვირთული და ფერადია, რომელშიც ისტორია მოყოლილია კომპოზიციია მეშვეობით.

მა ლინის ნახატი (Ma Lin,Song Dynasty) 1250 წ. 24.8 × 25.2 სმ

იაპონიშიც ჩინეთის მსგავსად, ხელოვნების სტილებს  იმპერიული დინასტიის სახელი ჰქვია და ასევე დიდია კალიგრაფიისა და მხატვრობის სტილების უერთიერთქმედება. იაპონიაში კი XVII საუკუნის შემდეგ გრაფიკა გახდა მნიშვნელოვანი.

XVIII საუკუნის დასავლეთის საგანმანათლებლო ეპოქაში ყურადღება მიექცა ფიზიკური და საათივით მომუშავე სამყაროს რაციონალური ჭეშმარიტების გადმოცემას ხელოვნებაში, ისევე როგორც პოსტ-მონარქიული ეპოქის პოლიტიკურ და რევოლუციურ ხედვებს, როგორიცაა ბლეიკის მიერ შექმნილი ნიუტონის პორტრეტი, როგორც ღვთაებრივი გეომეტრის. ან დავითის პროპაგანდისტული ნახატი. ამან მიგვიყვანა რომანტიზმის უარყოფამდე სურათის ემოციურობის და ადამიანის ინდივიდუალურობის სასარგებლოდ, რაც გამოიხატა გოეთეს რომანებში.

გვიანმა XIX საუკუნემ უმასპინძლა ისეთი მხატვრულ მიმდინარეობების, როგორებიცაა აკადემიური ხელოვნება, სიმბოლიზმი, იმპრესიონიზმი და ფაუვიზმი სხვებთან ერთად.

XX საუკუნის ხელოვნების ისტორია უსასრულო შესაძლებლობების და ახალი სტანდარტების ძიების ნარატივია, სადაც ყოველი შემდგომი მიმდინარეობა არის მის წინამორბედზე უკეთესი. ამდენად იმპრესიონიზმის პარამეტრები, ექსპრესიონიზმი, ფაუვიზმი, კუბიზმი, დადაისმი, სიურეალიზმი და ა.შ ვერ იარსებებდა თუ არა ეს ეპოქა. ამ პერიოდი მზარდმა გლობალურმა კავშირებმა გამოიწვია ის, რომ დასვლურ ხელოვნებაზე ექვივალენტური ზეგავლენა იქონია სხვა კულტურებმა. ამდენად, იაპონურმა გრავირებამ (რომელიც თავად იმყოფებოდა დასავლური რენესანსული ხელოვნების ზეგავლენის ქვეშ) დიდი გავლენა მოახდინა იმპრესიონიზმსა და მის შემდგომ გავითარებაზე. შემდგომში, აფრიკული სკულპტურების შექმნამ გაიტაცა პიკასო და გარკვეულწილად მატისიც.

მსგავსად, 19020 საუკუნეებში დასვალეთმა დიდი გავლენა მოახდინა აღმოსავლურ ხელოვნებაზე დასავლური იდეებით, როგორებიცაა კომუნიზმი და პოსტ-მოდერნიზმი.

მოდერნიზმმა, სიმართლის იდეალისტურმა ძიებამ 20 საუკუნის მეორე ნახევარში მოახდინა თავისი მიუწვდომლობის რეალიზება.

თეოდორ ვ.ადორნომ (Theodor W. Adorno) თქვა: „ხელოვნებაში არაფერია გარანტირებული არც ხელოვნება თავისთავად, არც  ხელოვნება ზოგადად და არც მისი არსებობის უფლება“. რელატივიზმი მიჩნეულ იქნა უცილობელ ჭეშმარიტებად, რამაც მიგვიყვანა თანამედროვე ხელოვნებამდე და პოსტ-მოდერნისტულ კრიტიკამდე, სადაც სამყაროს და ისტორიის კულტურა ცვალებადი ფორმებითაა გამოხატული, რომელიც კარგად იქნა გამოყენებული სკეპტიციზმისა და ირონიაში. უფრომეტიც, კულტურების განცალკევება სულ უფრო კარგად თავის კონტურებს და ზოგი ამტკიცებს, რომ ახლა უფრო მისაღებია ვიფიქროთ გლობალურად ვიდრე ლოკალურად.

ფორმები, ჟანრი, მედია და სტილი.[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაპოლენ I სამეფო ტახტზე, ენგრი (საფრანგეთი, 1806) ზეთი

კრეატიული ხელოვნება უმეტესწილად იყოფა სხვადასხვა სპეციფიურ კატეგორიებად, ადვილად გასარჩევ კატეგორიებად, როგორებიცაა მედია, ჟანრი, სტილი და ფორმა. ხელოვნების ფორმა ნიშნავს ხელოვნების ელემენტებს, რომლებიც დამოუკიდებია თავისი ინტერპრეტაციითა და მნიშვნელობით. ის ფარავს ხელოვანის მიერ მითვისებულ მეთოდებს და ნამუშევრის ფიზიკურ კომპოზიციას, თავდაპირველად კი ნამუშევრის არასემატიკურ ასპექტებს, მხარეებს, როგორიცაა ფერი, კონტური, განზომილება, მედიუმი, მელოდია, გარემო, ტექსტურა და ღირებულება. ფორმა ასევე მოიცავს ვიზუალური დიზაინის პრინციპებს, როგორებიცაა განაწილება, ბალანსი, კონტრასტი, აქცენტი, ჰარმონია, პროპორცია და რითმი.

ზოგადად არსებობს ფილოსოფიის სამი სკოლა, რომლებიც ეძღვნება ხელოვნებას, ფორმას პერსპეკტივაში, შინაარსს და კონტექსტს. ექსტრემალური ფორმალიზმი გულისხმობს, რომ ხელოვნების ყველა ესთეტიკური საკუთრებები ფორმალურია. ფილოსოფოსები თითქმის გლობალურად უარყოფენ ამ შეხედულებას და მიიჩნევენ, რომ ხელოვნების მახასიათებლები და ესთეტიკა სცდება მატერიას, ტექნიკა და ფორმა. სამწუხაროდ, არსებობს მცირე კონსენსუსი ამ არაფორმალური საკუთრებების ტერმინოლოგიაზე. ზოგი ავტორი მიმართავს იდეეის შინაარს, როდესაც სხვები ამჯობინებენ ისეთ ტერმინს, როგორიცაა მნიშვნელობა.

ექსტრემალური ინტენციონალიზმი მიიჩნევს, რომ ავტორის ჩანაფიქრი გადამწყვეტ როლს თამაშობს ნამუშევრის შინაარსში, როდესაც სხვა ყველა ინტერპრეტაცია შესაძლოა უგულებელვყოთ. მაგალითად, პორტრეტი „ნაპოლეონ I სამეფო ტახტზე“ ნაწილობრივ ნასესხებია „ოლიმპოს ზევსის ქანდაკებისგან“. როგორც დასტურდება სათაურში, მთავარი თემა ნაპოლეონია და შინაარსი არის ის, თუ როგორ წარმოგვიდგენს ინგრესი ნაპოლეონს „იმპერატორ-ღმერთად“ დროისა და სივრცის მიღმა. 

ექსტრემალური ფორმალიზმის მსგავსად,ფილოსოფოსები უარყოფენ ექსტრემალურ ინტეციოლნალიზმსაც, რადგან ხელოვნებას მრავალი მნიშნელობა და ავტორისეული ჩანაფიქრი შესაძლოა გაუგებარი იყოს, ასევე არარელევანტური. მისი მოკლე ინტერპრეტაცია არის „სოციალურად რაჯანსაღი, ფილოსოფიურად არამართალი და პოლიტიკურად უგუნური.“

საბოლოოდ, პოსტ-სტრუქტურალიზმის განვითარებადი თეორია სწავლობს ხელოვნების მნიშნელოვნებას კულტურულ ჭრილში, როგორებიცაა იდეები, ემოციები და რეაქციები, რომლებიც გამოიწვია ნამუშევარმა. კულტურული კონტექსტი ხშირად ამცირებს ხელოვანის ტექნიკასა და მიზნებს, რომლის დროსაც ანალიზი მიჰყვება ფორმალიზმისა და ინტენციონალიზმის ხაზს.

თუმცა სხვა შემთხვევებში, ისტორიული და მატერიალური მდგომარეობები შესაძლოა დომინირებდეს, როგორებიცაა რელიგიური და ფილოსოფიური რწმენა, სოციოპოლიტიკური და ეკონომიკური სტრუქტურები, თუნდაც კლიმატი და გეოგრაფია. ხელოვნების კრიტიკა განაგრძნობს ზრდასა და გავითარებას ხელოვნებასთან ერთად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]