საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2016

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან საქართველოს საპარლამენტო არჩევნები (2016))
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2016
საქართველოს დროშა
2012 ←
8 ოქტომბერი, 2016 (2016-10-08)
→ 2020

საქართველოს პარლამენტის 150 ადგილი
უმრავლესობის მოსაპოვებლად საჭიროა 76 ადგილი
  პირველი პარტია მეორე პარტია მესამე პარტია
 
ლიდერი გიორგი კვირიკაშვილი დავით ბაქრაძე ირმა ინაშვილი
პარტია ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობა პატრიოტთა ალიანსი
ადგილები მანამდე 85 65
ადგილები შემდეგ 115 27 6
ადგილების ცვლილება 30 38 6
მოსახლეობის ხმები 856 638 477 053 88 097
პროცენტულობა 48,7% 27,11% 5%

მმართველი პარტია არჩევნებამდე


ქართული ოცნება

არჩეული პარტია


ქართული ოცნება

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები (2016) — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის არჩევნები, რომელიც ჩატარდა 2016 წლის 8 ოქტომბერს.[1]

წინაასაარჩევნო გარემო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლის 8 ივნისს გამოქვეყნდა საქართველოს პრეზიდენტის 3 ივნისის განკარგულება რომლითაც საპარლამენტო არჩევნების თარიღად 2016 წლის 8 ოქტომბერი განისაზღვრა. შესაბამისად, ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდი 2016 წლის 8 ივნისიდან დაიწყო და 4 თვე გაგრძელდა.[2]

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) შეფასებით, მიუხედავად არაერთი ინიციატივისა, კვლავაც ვერ მოხერხდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების ცვლილებები და ბარიერის ზრდა არ არის საკმარისი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად. ასევე წინასაარჩევნო გარემოს საფრთხის ქვეშ აყენებს პოლიტიკოსებზე ძალადობისა და პირადი ცხოვრების კადრების შანტაჟის მცდელობები და მსგავს ფაქტებზე სახელმწიფოს მხრიდან არაეფექტური რეაგირება. მედია გარემოს კუთხით კითხვებს აჩენს ტელეკომპანიების მფლობელობასთან დაკავშირებით მიმდინარე დავები და რამდენიმე თოქ-შოუს დახურვა. წინასაარჩევნო პერიოდში პრინციპულად მნიშვნელოვანია, მმართველი პოლიტიკური ჯგუფების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის არსებობა.[3]

2015 წლის 23 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ცვლილებები შეიტანა მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში, კერძოდ, საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობა 15%-იანი ცდომილების ფარგლებში მოაქცია. აღსანიშნავია, ასევე, რომ მაჟორიტარული კანდიდატებისთვის დაწესებული 30%-იანი ბარიერი გაიზარდა 50%+1-მდე.

2015 წელს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სრული ოპოზიციური პარტიების სპექტრმა, საქართველოს პრეზიდენტის ჩართულობით კონსენსუსს მიაღწია, არსებული საარჩევნო სისტემის სრულად პროპოციული სისტემით ჩანაცვლების თაობაზე, მაგრამ პარლამენტის მიერ შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებები არ განხორციელებულა.[4][5]

კორცხელის ინციდენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

22 მაისს საქართველოს 9 საარჩევნო ოლქში (45 უბანზე) გამართულ შუალედურ არჩევნებს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში, 53-ე საარჩევნო უბნის შესასვლელთან ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები.

ინციდენტის დროს დაშავდა „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრი, მათ შორის, ნიკა მელია, გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა. ნაციონალური მოძრაობის მტკიცებით, ინციდენტში მონაწილეობდნენ თბილისიდან ჩაყვანილი მოჭიდავეები და მორაგბეები, რაც შემდგომში დადასტურდა.[6] თავის მხრივ კახა კალაძემ და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებმა კი პროვოკაციის მოწყობაში „ნაციონალური მოძრაობა“ დაადანაშაულეს.[7]

საქართველოს პრეზიდენტმა თავის განცხადებაში განაცხადა, რომ ვიცე-პრემიერსა და ინციდენტში მონაწილე სპორტსმენებს შორის სავარაუდო კავშირებს ხედავს.[8]

აფეთქება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არჩევნებამდე 3 დღით ადრე, 4 ოქტომბერს პარლამენტარ გივი თარგამაძის, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერია, მანქანა აფეთქდა კოლმეურნეობის მოედანზე. 7 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების კადრები გაავრცელა. უწყებამ ბრიფინგზე დეტალურად აღწერა ბრალდებულ დარჩო ხეჩუაშვილის გადაადგილების სქემა და სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული ვიდეომასალა წარმოადგინა.[9]

ექსპერტების შეფასება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, ქართველმა ექსპერტებმა წინასაარჩევნო გარემო შეაფასეს, სადაც ექსპერტთა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ 2012 წელთან შედარებით, წინასაარჩევნო გარემო გაუმჯობესებულია. კერძოდ, ექსპერტების აზრით, გარემო ახლა უფრო თავისუფალი, სამართლიანი, კონკურენტუნარიანია და რაც მთავარია, ორი დომინანტი პარტიის გარდა, პარლამენტში მოხვედრის შანსი სხვებსაც აქვთ. თუმცა, ამავდროულად ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, ოპოზიციონერი დეპუტატის მანქანის აფეთქება საარჩევნო გარემოზე და ქვეყნის იმიჯზე ცუდად აისახება.[10]

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეგზიტპოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეგზიტპოლი ჩაატარა სულ 4 არხმა, საიდანაც ერთ-ერთი იყო რუსთავი 2, ხოლო დანარჩენმა სამმა არხმა (საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმედი და მაესტრო) ერთობლივად შეუკვეთეს.

ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობა პატრიოტთა ალიანსი სხვა
GFK [11] 39,9% 32% 4,3% 23,8%
TNS [12] 53,8% 19,5% 5%

ოფიციალური შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საარჩევნო სუბიექტები ხმების რაოდენობა % პროპორციული წესით მიღებული მანდატების რაოდენობა მაჟორიტარული წესით მიღებული მანდატების რაოდენობა სულ მიღებული მანდატების რაოდენობა
1 - სახელმწიფო ხალხისთვის 60714 3,45
2 - პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა („თქვენგან, თქვენთვის, თქვენთან ერთად!“) 1060 0,06
3 - ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა 62182 3,53
4 - ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი 2182 0,12
5 - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 477165 27,11 27 27
6 - უსუფაშვილი - რესპუბლიკელები 27274 1,55
7 - თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის 2805 0,16
8 - დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია 88109 5,01 6 6
10 - შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია 55209 3,14
11 - სახალხო ხელისუფლება 810 0,05
12 - საქართველოს კომუნისტური პარტია - სტალინელები 1773 0,10
14 - დავით თევზაძე - საქართველოს მშვიდობისათვის 3823 0,22
15 - მშრომელთა სოციალისტური პარტია 680 0,04
16 - საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია 1469 0,08
17 - საქართველო 1545 0,09
18 - ქართული იდეა 2938 0,17
19 - თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო 13797 0,78 1 1
22 - მერაბ კოსტავას საზოგადოება 996 0,06
23 - ჩვენები-სახალხო პარტია 1595 0,09
25 - კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე - მემარცხენე ალიანსი 737 0,04
26 - ეროვნული ფორუმი 12786 0,73
27 - ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები 81425 4,63
28 - ზვიადის გზა - უფლის სახელით 1468 0,08
30 - „ჩვენი საქართველო“ (ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი) 801 0,05
41 - ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო 856563 48,67 44 70 114
სულ 100.0% 77 73 150

ცესკო-ს 20 საათის მონაცემებით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 814 276-მა ადამიანმა, რაც ამომრჩეველთა 51,63%-ია.[13][14] პარლამენტში მანდატების მოპოვებისათვის აუცილებელი 5% ბარიერი სამმა ძალამ გადალახა, ესენია: ქართული ოცნება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და საქართველოს პატრიოტთა ალიანსი.[15] რაც შეეხება მაჟორიტარული წესით არჩეულ დეპუტატებს, აქ სურათი განსხვავებულია და ჩატარდება არჩევნების მეორე ტური, ამავე დროს ქართული ოცნების 23-მა მაჟორიტარობის კანდიდატმა პირველ ტურში მოიგო არჩევნები.[16]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2016 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება[მკვდარი ბმული]
  2. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N 03/06/02[მკვდარი ბმული]
  3. წინასაარჩევნო გარემო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის
  4. საარჩევნო სისტემები – საერთაშორისო გამოცდილება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-25. ციტირების თარიღი: 2016-10-08.
  5. რატომ უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა საქართველოში?
  6. ირაკლი კობახიძის განცხადება კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-05-16. ციტირების თარიღი: 2016-10-08.
  7. კორცხელის ინციდენტი კოაბიტაციის შედეგი
  8. კორცხელის ინციდენტი - პრეზიდენტმა კალაძის გვარი საჯაროდ პირველად ახსენა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-29. ციტირების თარიღი: 2016-10-08.
  9. როგორ განახორციელა თარგამაძის მანქანის აფეთქება ბრალდებულმა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-23. ციტირების თარიღი: 2016-10-08.
  10. 2012-დან 2016 წლამდე - გაუარესებული თუ გაუმჯობესებული წინასაარჩევნო გარემო
  11. GFK-ის ეგზიტპოლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-09. ციტირების თარიღი: 2016-10-08.
  12. იმედის ეგზიტპოლი[მკვდარი ბმული]
  13. ამომრჩეველთა აქტივობა 20:00 სთ-ის მდგომარეობით[მკვდარი ბმული]
  14. კენჭისყრაში მონაწილეობა 1 814 276-მა ადამიანმა მიიღო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-09. ციტირების თარიღი: 2016-10-08.
  15. ქართული ოცნება - 48,61%, ენმ - 27,04% - ცესკოს ახალი მონაცემები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-10. ციტირების თარიღი: 2016-10-09.
  16. 23-მა მაჟორიტარობის კანდიდატმა პირველ ტურში მოიგო არჩევნები - ირაკლი კობახიძე