ვიკიპედია:ცოცხალი ადამიანების ბიოგრაფიები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ვპ:ცაბ)
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Green check.svg ეს გვერდი ვიკიპედიის პოლიტიკის ნაწილია.
ვიკიპედიის რედაქტორები შეთანხმდნენ ამ წესის შესახებ და ეს არის სტანდარტი, რომელიც სავალდებულოა ყველა მომხმარებლისთვის და ყველამ უნდა დაიცვას. ამ გვერდის რედაქტირებისას გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ცვლილებები არ უნდა არღვევდეს კონსენსუსს.
მნიშვნელოვანი ცვლილებები ჯერ განიხილეთ განხილვის გვერდზე.
მალხმობები:
ვპ:BLP
ვპ:ცაბ
ვიკიპედიის სახელმძღვანელოები
ქცევის წესები

ნუ ეცემით ახალბედებს · ეტიკეტი · განხილვის გვერდების მართვა · იყავით გაბედული · ვიკიპედია:რეზიუმე · მალსახმობი · კატეგორიზაცია

შინაარსის სახელმძღვანელოები

ლიტერატურის მითითება · სანდო წყაროები · ნუ შემოიტანთ პირველადი წყაროების ასლებს

რედაქტირების წესები

ბიოგრაფიის ენციკლოპედიური მნიშვნელობა · წყაროს მითითება

სტილის სახელმძღვანელო

სტილის სახელმძღვანელო


იხ. აგრეთვე დებულებები

ცოცხალი პიროვნების შესახებ ინფორმაციის ჩამატებისას ვიკიპედიის რედაქტორებმა და მოხალისეებმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. ასეთი მასალა განსაკუთრებულ დელიკატურობას ითხოვს და მკაცრად უნდა მიჰყვეს აშშ-ის შესაბამის კანონს, ამ წესსა და აგრეთვე ვიკიპედიის სამ ძირითადი წესს:

გთხოვთ ყურადღებით იყავით წყაროების გამოყენებისას. სტატიაში დამატებული ნებისმიერი ინფორმაცია გამყარებული უნდა იყოს სანდოთი წყაროთი. დამატებული ინფორმაცია ცოცხალი ადამიანების (ზოგიერთ შემთხვევაში, ასევე, ახლადგარდაცვლილი ადამიანების) შესახებ, რომელიც არაა გამყარებული სანდრო წყაროთი, ან თან ახლავს საეჭვო წყარო, განურჩევლად იმისა, გამოიყურება პოზიტიურად, უარყოფითად თუ ნეიტრალურად, უნდა წაიშალოს სასწრაფოდ და განხილვის გარეშე. მომხმარებლები, რომლებიც გამუდმებით არღვევენ ამ წესს, შესაძლოა დაიბლოკონ რედაქტირებისგან.

ბიოგრაფიები ცოცხალ ადამიანებზე უნდა დაიწეროს პიროვნების პირადი სივრცის პატივისცემით. ვიკიპედია ენციკლოპედიაა, და არა — ტაბლოიდი. ვიკიპედია არ შექმნილი იმისთვის, რომ იყოს სენსაციური ან ექსკლუზიური; ეს პოლიტიკა ვრცელდება სტატიაში მოხსენიებულ ნებისმიერ ადამიანზე, მიუხედავად იმისა, არის თუ არა სტატია ამ ადამიანზე, განხილვის გვერდების ჩათვლით. გაითვალისწინეთ, რომ ახლადამატებული ფაქტების მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ რედაქტორს, რომელმაც ტექსტი ჩაამატა.

თუ თქვენ გაქვთ პრობლემა ცოცხალი ადამიანის ბიოგრაფიასთან დაკავშირებით, მოგვწერეთ ქართულ ვიკიპედიაში ან დაუკავშირდით ფონდ ვიკიმედიას.