ვენა
ვენა Wien | |||||
![]() | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
---|---|---|---|---|---|
შიდა დაყოფა |
1 შტატუატარშტადტი 23 ბეცირკე (რაიონი) | ||||
კოორდინატები | 48°12′00″ ჩ. გ. 16°22′00″ ა. გ. / 48.20000° ჩ. გ. 16.36667° ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | მიხაელ ჰეუპლი (ასდპ) | ||||
დაარსდა | ძვ. წ. I საუკუნე | ||||
პირველი ხსენება | 1. century BCE | ||||
ფართობი | 414.90 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 151—542 მ | ||||
მოსახლეობა | 1,680,266 კაცი (2009) | ||||
სიმჭიდროვე | 4,011 კაცი/კმ² | ||||
აგლომერაცია | 2,268,656 (01.02.2007) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 01 | ||||
საფოსტო ინდექსი |
1010 - 1239, 1400, 1450 | ||||
საავტომობილო კოდი | W | ||||
ოფიციალური საიტი | wien.at | ||||
ISO 3166-2 | AT-9 | ||||
![]() |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1033 რუს. • ინგლ. • ფრ. |
ვენა (გერმ. Wien [viːn]) — ავსტრიის დედაქალაქი და ასევე ავსტრიის ცხრა შტატიდან ერთ-ერთი. 1,6 მილიონი მოსახლეობით (2,2 მილ. აგლომერაციაში, მთელი ავსტრიის მოსახლეობის ¼–ზე მეტი.) ვენა ავსტრიის უდიდესი ქალაქია, ისევე როგორც მისი ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი. არის ევროპის კავშირის სიდიდით მეათე ქალაქი.
ვენაში აქვს შტაბ-ბინა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ შორის: გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO), ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია (OPEC) და საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო (IAEA).
ქალაქი მდინარე დუნაის ორივე სანაპიროზე მდებარეობს და მხოლოდ 60 კმ-შია ავსტრიის აღმოსავლეთის საზღვართან. ვენა ცენტრალური ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში მდებარეობს, ძალიან ახლოს ჩეხეთთან, სლოვაკეთთან და უნგრეთთან.
ვენა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ქალაქია და საკუთარი ხანგრძლივი და მდიდარი ისტორიით დამსახურებულად უჭირავს დასავლეთის ცივილიზაციასა და მსოფლიო კულტურაში განსაკუთრებული ადგილი. საუკუნეთა მანძილზე წარმოადგენდა საღვთო რომის იმპერიის ცენტრს, საიმპერატორო დედაქალაქსა და ჰაბსბურგების რეზიდენციას. ამ დროიდან იგი განვითარდა, როგორც ევროპის კულტურული და პოლიტიკური ცენტრი. ვენა მეოთხე ქალაქი იყო ლონდონის, ნიუ იორკისა და პარიზის შემდეგ, რომლის მოსახლეობაც ორ მილიონს ითვლიდა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ვენამ თავისი მოსახლეობის თითქმის მეოთხედი დაკარგა. ვენის ძველი ცენტრალური ნაწილი, რომელიც ჰაბსბურგების დინასტიამდეც არსებობდა, ასევე შენბრუნის სასახლე ავსტრიის რესპუბლიკის მოთხოვნით შეტანილი იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვენა იმ მცირერიცხოვან ძველ ქალაქთა სიას მიეკუთვნება, რომელთა სახელი სხვადასხვა ენებში სხვადასხვაგვარადაა. გერმანულად ქალაქს Wien (ვინ) ეწოდება, ნიდერლანდურად კი — Wenen. ინგლისში, იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიასა და სხვა ქვეყნებში ვენა Vien(n)a–ს სახელითაა ცნობილი. საფრანგეთში Vienne–ს უწოდებენ (ხშირად ფრანგულ სახელწოდებას დაერთვის სიტყვა Autriche საფრანგეთშივე არსებული ქალაქი ვიენისაგან განსასხვავებლად).
განსხვავებულია ქალაქის უნგრული და სერბული/ხორვატული/ბოსნიური დასახელებები Bécs და Beč. ორივე სიტყვა წარმოიშვა ოსმალური სიტყვისაგან Beç, რომელსაც თანამედროვე თურქულ ენაში Viyana ეწოდება.
არსებობს კიდევ ერთი განსხვავებული, სლოვენიური სახელწოდება — Dunaj, რაც ქალაქს მდინარე დუნაის ნაპირზე მდებარეობის გამო დაერქვა. თუმცა, თავად მდინარე დუნაის სლოვენიურად Donava. ვენას ჩეხურად ჰქვია Videň, სლოვაკურად Viedeň, პოლონურად Wiedeń. ქალაქის სახელწოდების ეს ვარიანტი მომდინარეობს ამავე სახელწოდების (ვიდენი) უბნისაგან, რომელიც ვენის ძველ ნაწილში მდებარეობს.
რომაულ წყაროებში ვენა მოხსენიებულია ძველი ლათინური სახელწოდებით — Vindobona.
ვენა სხვა ქვეყნებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეერთებულ შტატებსა და კანადაში არსებობს რამდენიმე დასახლება, რომლებიც ავსტრიის დედაქალაქის გერმანულ ან ინგლისურ სახელწოდებას ატარებენ. ეს ქალაქები ძირითადად დაარსებულია ემიგრანტების მიერ, რომლებმაც ახალ დასახლებებს ძველი მშობლიური ქალაქის სახელი უწოდეს.
- ქალაქები სახელწოდებით Wien არის უისკონსინისა და მისურის შტატებში.
- Vienna — ჯორჯია, ილინოისი, ლუიზიანა, მეინი, მერილენდი, მისური, ნიუ იორკი, ონტარიო (კანადა), სამხრეთი დაკოტა, ტეხასი, ვირჯინია, უისკონსინი და დასავლეთი ვირჯინია
- New Vienna — ოჰაიო და აიოვა
- South Vienna — ოჰაიო
ჩრდილოეთ ამერიკაში ვიენა ან ვენა იშვიათად გამოიყენება ასევე ქალის სახელისათვისაც.
გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვენის ფართობი შეადგენს 414,89 კმ²–ს და ამ მაჩვენებლით იგი ყველაზე პატარა ფედერალური მხარეა ავსტრიაში. ვენის ფედერაცია მთლიანად მოქცეულია ქვემო ავსტრიის მიწის შიგნით, რომელსაც ვენა, როგორც ცალკე ტერიტორიული ერთეული, 1921 წელს გამოეყო. მიუხედავად ფართობის სიმცირისა, სხვა ფედერალურ მიწებს შორის ტრანსპორტისა და მშენებლობის ყველაზე მეტი წილი ვენაზე მოდის. ქალაქის მთლიანი ფართობის 11,6 % დამუშავებულ მიწებს უკავია, 11,1 % ქუჩებს, ხოლო 2,2 % — რკინიგზას. გარდა ამისა, ვენა გამოირჩევა ბაღებისა და პარკების სიმრავლით, რომლებსაც მთლიანი ფართობის 28,4 % უკავიათ და რაც მთლიანობაში 117,76 კმ²–ს შეადგენს.
ვენა ერთ–ერთია ავსტრიის იმ ოთხი ფედერალური მხარიდან, რომელიც ვაზის მოშენებას მისდევს. ფართობის 1,6 %–ს სწორედ ვენახები წარმოადგენენ. ტყით დაფარულია 17,8 %, სამეურნეოდ გამოიყენება ქალაქისა და ფედერალური მიწის 14,8 %.
მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვენის განვითარებას ევროპის უდიდეს და უმნიშვნელოვანეს ქალაქებს შორის ხელი შეუწყო მისმა მოსახერხებელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამაც. ქალაქი მდებარეობს ალპების ჩრდილო–აღმოსავლეთ მთისწინეთსა და ვენის ქვაბულს შორის. ვენის ისტორიული ნაწილი ჩაისახა მდინარე დუნაის სამხრეთით, დღეს კი ქალაქი მდინარის ორივე სანაპიროს მოიცავს. ვენა დაარსდა დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მიმავალი ძველი სატრანსპორტო გზისა (დუნაის გასწვრივ) და სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ მიმავალი (ე. წ. ქარვის გზა) გზების გადაკვეთაზე. აქ დუნაი ადვილი გადასალახი იყო, მისი წყალი მდინარის რამდენიმე ტოტში იყო გადანაწილებული.
„რკინის ფარდის“ დარღვევის შემდეგ, 1989 წლიდან ავსტრიასა და მის ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეზობელ ქვეყნებს შორის სატრანსპორტო და სამეურნეო ურთიერთობები კვლავ მნიშვნელოვნად გაიზარდა. იმდროინდელ აღმოსავლეთ ბლოკთან გეოგრაფიული სიახლოვე მაინც შესამჩნევი რჩებოდა. ვენა სულ რაღაც 60 კმ–ითაა დაშორებული სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავიდან; ორი ევროპული სახელმწიფოს დედაქალქების ასეთი სიახლოვე ერთადერთია (თუ არ ჩავთვლით ვატიკანსა და რომს).
ლანდშაფტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დასახლებულ ტერიტორიას ქალაქის კუთვნილი ადგილების მხოლოდ მცირე ფართობი უკავია. ფართობის თითქმის ნახევარი მინდვრებსა და ტყეებს უჭირავს, დიდი ნაწილი გამოიყენება ასევე მეურნეობისათვის.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Wien.info – Official site of the tourism board: events, sightseeing, cultural information, etc.
- Wien.gv.at – Official site of the municipality, with interactive map.
- List of Embassies in Vienna
- surfvienna.net – Virtual Tour of Old Vienna and more
- Photos of Vienna at night (very-bored.com)
- Hundreds of articles on historical buildings of Vienna: Churches, Palaces, Art, Culture and History of Vienna
- Jews in Vienna (from Encyclopaedia Judaica 1971).
- Vienna Information
|
|
|