დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო

დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე
დაფუძნდა 23 ნოემბერი, 2008
იდეოლოგია კონსერვატიზმი
ფერები         
შტაბ-ბინა აბულაძის ქ. №8, 0160
თბილისი, საქართველო
დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო

დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველოპოლიტიკური პარტია, შექმნილი საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მიერ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტიის დაფუძნების განცხადება გაკეთდა 2008 წლის 27 ოქტომბერს, ხოლო დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა 23 ნოემბერს - ვარდების რევოლუციის მეხუთე წლისთავზე[1]. 2009 წლის აპრილსა და მაისში მოძრაობა სხვა პოლიტიკურ პარტებთან ერთად იყო ორგანიზატორი საპროტესტო აქციებისა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით. პარტია ბოიკოტს უცხადებდა 2010 წლის თვითმართველობის არჩევნებს და მასში მონაწილეობა არ მიუღია.

შედეგები არჩევნებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი არჩევნები მიღებული პროცენტი შენიშვნა
2013 საპრეზიდენტო 10.18% ნინო ბურჯანაძე გავიდა მესამე ადგილზე
2014 ადგილობრივი 10,22% მესამე შედეგი
2016 საპარლამენტო 3,54% ვერ გადალახა ბარიერი
2017 ადგილობრივი 2,59% მეექვსე შედეგი

პოლიტიკური პლატფორმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამფუძნებელთა განცხადებით, „დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო“ ეფუძნება საქართველოს ერთიანობის იდეას, ეროვნულ ღირებულებებსა და ტრადიციებს.

კონკრეტული და გრძელვადიანი პოლიტიკური პროგრამა პარტიას ჯერ არ გააჩნია. არსებობს მხოლოდ 2 დოკუმენტი: პარტიის ხედვა და მოკლევადიანი ანტიკრიზისული პროგრამა.

ორგანიზაციული სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტიის ხელმძღვანელი ორგანოა მთავარი საბჭო. უმაღლესი თანამდებობის პირები არიან თავმჯდომარე (ნინო ბურჯანაძე) და გენერალური მდივანი (გიგლა ბარამიძე).

პარტიასთან არსებობს საკონსულტაციო ორგანო „დარბაზი“, რომელიც, ძირითადად, საზოგადო მოღვაწეებითაა დაკომპლექტებული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 27 ოქტომბერს ბურჯანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიის დამფუძნებელი პირველი ყრილობა სიმბოლურად 23 ნოემბერს - ”ვარდების რევოლუციის” მეხუთე წლისთავზე შედგებოდა.