განხილვა:თემურ ხუბულური

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რატომაა ინგლისურ და რუსულ ვიკიპედიებში თენგიზის სახელით? მოდი დავუწეროთ განხილვაზე. --მიხეილ მიწერა 10:41, 22 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

აქაც რომ არის ვიკრიჭები ვიკრიჭები ვიკრიჭები --H.McC. (მომწერეთ) 10:49, 22 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

ჰო, და ალბათ მაგის თანახმად წერია ინგლისურშიც და რუსულშიც, არადა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გვერდზე და „რადიო თავისუფლების“ სტატიაშიც თემური წერია (არც აქ იძებნება რამე). — BruTe () 11:22, 22 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]
ქსე-ს ტ. 11. გვ. 512. თემურ "ყარამანოვიჩ" ხუბულური. რუსები როგორც იტყვიან ხოლმე :)--ოთოჯი / მომწერე 11:27, 22 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]
ჩავამატე პარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდები, სადაც თენგიზი წერია.--ცანგალა 10:00, 19 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
უფრო ცნობილი რომელი სახელითაა? გიო ოქრო 10:14, 19 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
პარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდები მეორე სახელს არ უთითებენ.--ცანგალა 11:05, 19 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
ენათშორისო ბმულებს პოლონურის გარდა ყველას თენგიზი უწერია. გასასწორებელია ქართულ ვიკიპედიაშიც.--ცანგალა 11:41, 19 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
ეგ გვერდები, სავარაუდოდ, ოფიციალურს უთითებენ. გიო ოქრო 11:47, 19 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
ყველაზე ახალი მაინც საქართველოს პარლამენტის გვერდია.--ცანგალა 13:05, 19 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
თემურით უფრო ცნობილია მგონი. გიო ოქრო 19:34, 6 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
რას ნიშნავს მგონი? იხ. დაჩი ბერაია და ნახავ პარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდები მეორე სახელს როგორ უთითებენ.--ცანგალა 19:48, 6 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
პირადად თემური გამიგია უფრო, ეს ვიგულისხმე. ინტერნეტშიც თემურზე უფრო მეტი შედეგი ამოდის, ვიდრე თენგიზზე. აგრეთვე იხ. თემურ ხუბულური, ესეც ბიოგრ. ლექსიკონია. მაგალითად, როდესაც ლიზა ჩერქეზიშვილის სტატიას ვეძებდი და ვერ ვნახე, გამიკვირდა რატომ არ გვაქვს-მეთქი და თურმე ელისაბედით გვიწერია, რომლითაც ძალიან ბევრი არ იცნობს :) გიო ოქრო 20:27, 6 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
პირადად? საზოგადოება როგორ იცნობს. სპორტული გვერდი თემურით არის, ხოლო პოლიტიკა, რომელიც უფრო ახალია თენგიზით. ამ დროს ყველა უცხოენოვანიც თენგიზით წერს (პოლონეთის გარდა). ჩემი აზრით თემური უნდა გადამისამართდეს თენგიზზე. დაველოდოთ სხვებსაც. ისე თუ მიაქციე ყურადღება ბიოგრაფიულ ცნობებში (სპორტული და ჩვეულებრივი) დაბ. თარიღებიც სხვადასხვაა. იმედია გაასწორებენ.--ცანგალა 07:30, 7 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
საზოგადოებაში როგორ უფრო ცნობილია? სპორტსმენი თუ პოლიტიკოსი? მგონი პირველი. პიროვნება შეჯიბრებებზე ოფიციალური სახელით გადის, ამიტომ სორტულ ანგარიშებში (უცხოურში) ხვდება ამავე სახელით. თუმცა, ქართულ ლიტერატურაში (მ. შ. სპორტულში) გვხვდება თემური, ამიტომ საფიქრებელია, რომ ამ სახელითაა ცნობილი. გიო ოქრო 08:15, 7 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
და დაბადების თარიღებზე რას იტყვი? საზოგადოებაში რომელია ცნობილი პოლიტიკური თუ სპორტული? და კიდევ უცხოურს კი არ უნდა დავეყრდნოთ (ვგულისხმობ სპორტულ ანგარიშებში (უცხოურში) ), არამედ ქართულს. ქართული კი როგორც ვართ შეთანხმებულები უკანასკნელს ვეყრდნობით (ამჟამად კი პოლიტიკურია). -ცანგალა 08:42, 7 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
უკანასკნელ ქართულ ლიტერატურაში თემური წერია. გიო ოქრო 08:48, 7 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
რომელს გულისხმობ? მე პოლიტიკას ვგულისხმობ, სადაც 2016 წლიდან არის .--ცანგალა 08:53, 7 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
ქართული სპორტის ოქროს წიგნი (2013). დოდო აბაშიძეც რომ გამხდარიყო პარლამენტარი, მასაც დავითად დაწერდნენ :) გიო ოქრო 09:13, 7 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
გეთანხმები, დოდო აბაშიძესაც დავითად დაწერდნენ, მაგრამ იხ. [1], სადაც წერია ოფიციალური სახელი:დავით აბაშიძე. ან იხ. [2] დაჩი ბერაია. ხუბულურის დაბადების თარიღებზე რას იტყვი? როდის აღნიშნავს როგორც თემური თუ როგორც თენგიზი?--ცანგალა 09:43, 7 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
ოფიციალურად დაბადებულია 28 მაისს. ჩვენ ორივე უნდა დავწეროთ. დაბადების ადგილად დეკლარაციაში გორი უწერია (ე. ი. ესეც ორივე უნდა დაიწეროს). თვითონ როდის აღნიშნავს, არ ვიცი. გიო ოქრო 10:27, 7 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
ეს პიროვნება ცოცხალია და შეგვიძლია შევეკითხოთ. შენსას ვერ გაიგებ სახელი ერთი ვებგვერდიდან, ხოლო დაბ. მეორე ვებგვერდიდან.--ცანგალა 11:44, 7 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
დეკლარაციაში თენგიზი უწერია.--ცანგალა 12:08, 7 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
დეკლარაცია ოფიციალური დოკუმენტია და ოფიციალური სახელი წერია. „სახელი ერთი ვებგვერდიდან, ხოლო დაბ. მეორე ვებგვერდიდან“ — დაბადების ორი სხვადასხვა თარიღია და ამიტომ სწორად მიმაჩნია ორივეს დაწერა. ესაა და ეს. გიო ოქრო 18:16, 7 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
მემგონი ეს ის შემთხვევაა, როდესაც ორივე სახელისა და ორივე დაბადების თარიღის ჩაწერა შეიძლება.--Melberg მიწერა 18:22, 7 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
@Melberg: კიდევ კარგი დროზე ჩაერიე. ისე ეს პიროვნება ცოცხალია და შეგვიძლია პირადად შევეკითხოთ. --ცანგალა 18:26, 7 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
ისეთი სიმეტრია დამყარდა ამ განხილვაში, რომ ჩარევაც დამენანა) ვეცდები გავარკვიო. --Melberg მიწერა 18:28, 7 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
კი, ორივე უნდა. თენგიზ (თემურ) ხუბულური (როგორც ვაკეთებთ სხვა სტატიებში) და ორივე თარიღი. გიო ოქრო 18:32, 7 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
და ძირითადი სათაური რომელი იქნება? შვილსაც თემური ჰქვია. მე მეგონა მაგაზე გვქონდა კამათი. 😊--ცანგალა 19:14, 7 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
თემური, ჩემი აზრით. გიო ოქრო 19:30, 7 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
ოღონდ ის ბაბილონის უკუღმა გოდოლი ხელახლა არ ააგოთ და შეთანხმდით რამეზე 😂 — Mikheil მიწერა 19:37, 7 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
შეთანხმდით არა — შევთახმდეთ. Melberg-მა ვეცდები გავარკვიო. ასე რომ დაველოდოთ.--ცანგალა 20:10, 7 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Melberg:— რამე გაარკვიე?--ცანგალა 12:38, 13 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]

კი - ორივე სახელია სწორი. ერთი ოფიციალურია, მეორე - უფრო ხშირად გამოყენებული. ამიტომაც ჩავამატე სტატიაში მეორე სახელი.--Melberg მიწერა 13:03, 13 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]