მერაბ კოკოჩაშვილი
მერაბ კოკოჩაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
21 მარტი, 1935 თბილისი |
ალმა-მატერი | საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტი |
საქმიანობა | კინორეჟისორი |
აქტიური | 1961– |
ჯილდოები | შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, თბილისის საპატიო მოქალაქე |
მერაბ კოკოჩაშვილი (დ. 21 მარტი, 1935, თბილისი) — კინორეჟისორი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1986), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1987).[1] თბილისის საპატიო მოქალაქე (2022).[2]
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1961 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტი. 1977 წლიდან 2005 წლამდე იყო კომპანია „ქართული ტელეფილმის“ სამხატვრო ხელმძღვანელი. 1993–2006 წლებში ხელმძღვანელობდა კინოს ენისა და სტრუქტურული კვლევის ლაბორატორიას. ახალგაზრდა რეჟისორთა კავშირის — „ახალი სტუდია“ დამფუძნებელი და დირექტორი.
ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 1960: „კარდაკარ“
- 1962: „არდადეგებზე“
- 1965: „მიხა“
- 1967: „დიდი მწვანე ველი“
- 1973: „გზა მშვიდობისა, ჯაყო!“
- 1976: „მწვერვალი“
- 1981: „ცხელი ზაფხულის სამი დღე“
- 2000: „ნუცას სკოლა“
- 2005: „უსუი“
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ ეროვნული ფილმოგრაფია
- ↑ ქოქოშვილი, დათო (2 ოქტომბერი, 2022). „საპატიო თბილისელის ჯილდო 20 ადამიანს გადაეცა“. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 3 ოქტომბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)