შინაარსზე გადასვლა

თავისუფალი საქართველო (პარტია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თავისუფალი საქართველო.
თავისუფალი საქართველო
თავისუფალი საქართველო
ხელმძღვანელობა
ლიდერი კახა კუკავა
ისტორია
დაფუძნდა 12 ნოემბერი, 2010
პოზიციები
იდეოლოგია კონსერვატიზმი[1]
პოლიტიკური პოზიცია მემარჯვენე-ცენტრიზმი
წარმომადგენლობითობა
პარლამენტი
0 / 150
საკრებულოები
2 / 2 058
თბილისის საკრებულო
0 / 50
ფერები      შინდისფერი
     თეთრი
შტაბ-ბინა ქ. თბილისი, ოთარ ონიაშვილის 80
freegeo.ge

თავისუფალი საქართველოკონსერვატიული პოლიტიკური პარტია საქართველოში. შეიქმნა 2010 წლის შემოდგომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ. პარტიის ლიდერია კახა კუკავა.

2010 წლის 12 ნოემბერს კოალიცია ეროვნული საბჭოს ბაზაზე ორგანიზაცია „თავისუფალი საქართველო“ დაფუძნდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელად დაინიშნა კახა კუკავა.[2] 2011 წლის მარტში თავისუფალი საქართველო „ეროვნულ საბჭოს“ გამოეყო. კოალიციის დატოვების შემდეგ კუკავამ განცხადა, რომ „ეროვნული საბჭოსთვის“ მიუღებელი აღმოჩნდა „თავისუფალი საქართველოს“, როგორც პარტიული ორგანიზაციის არსებობა.[3] 2012 წლამდე პარტია იყო მიხეილ სააკაშვილის მთავრობის რადიკალურ ოპოზიციაში. პარტია იყო არაერთი საპროტესტო აქციის ორგანიზატორი და მონაწილე.

2016 წლის 8 ივნისს ჩამოყალიბდა საარჩევნო ბლოკი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“, სადაც გაერთიანდა 6 პარტია:

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკმა გადალახა 5%-იანი ბარიერი და პარლამენტში გაიყვანა 6 დეპუტატი. საარჩევნო ბლოკში მყოფი ყველა პარტია გახდა კვალიფიციური სუბიექტი.

პოლიტიკური პლატფორმა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტიის პროგრამაში საშინაო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებია ავტორიტარული სისტემის დემონტაჟი და ევროპული ტიპის დემოკრატიული რეფორმების გატარება, სამართლიანობის აღდგენა და სამართლებრივი რეფორმა. სოციალურ პოლიტიკაში ძირითადი მიმართულებაა ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების სფეროების სახელმწიფო დაფინანსების ზრდა. პარტიის ეკონომიკური პროგრამა გულისხმობს ეროვნული წარმოებისა და გლეხობის მხარდაჭერას, მონოპოლიებთან ბრძოლას. პარტიის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებია საქართველოს თვითმყოფადობის დაცვა, ევროპული ინტეგრაცია და რუსეთთან კონფლიქტების მოწესრიგება. პარტია საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის წინააღმდეგია. პარტია თავს მიიჩნევს საარჩევნო ბლოკ „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოს“ იდეურ მემკვიდრედ.

„თავისუფალი საქართველო“ მონაწილეობდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, სადაც აიღო ხმათა 0,27%.[5] რამდენიმე თვეში გამართულ შუალედურ არჩევნებში ნაძალადევის ოლქში „თავისუფალმა საქართველომ“ დაიკავა მეორე ადგილი (17,26%), დამარცხდა „ქართული ოცნების“ კანდიდატთან 39,48% და გაუსწრო ყოფილ სახელისუფლებო პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“ (15,11%).[6] 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „თავისუფალ საქართველოს“ კანდიდატურა არ დაუყენებია. 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში „ახალ მემარჯვენეებთან“ ერთად ხმათა 2,24% მიიღო. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ მოიპოვა 6393 ხმა (0,33%).

ამჟამად პარტია წარმოდგენილია ყაზბეგისა და აბაშის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში.

წელიარჩევნებიმიღებული პროცენტიშენიშვნაკოალიცია
2012საპარლამენტო0,27%ვერ გადალახა ბარიერიდამოუკიდებელი
2014ადგილობრივი2,24%მეექვსე ადგილიარასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)
2016საპარლამენტო5,01%კოალიციამ მოიპოვა ექვსი მანდატისაქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია
2017ადგილობრივი2,59%მეექვსე ადგილიდემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო
2018 საპრეზიდენტო 1,33% კახა კუკავა გავიდა მეშვიდე ადგილზე დამოუკიდებელი
2020 საპარლამენტო 0,33% ვერ გადალახა ბარიერი დამოუკიდებელი
2021 ადგილობრივი 0,19% მეთხუთმეტე ადგილი დამოუკიდებელი
2024 საპარლამენტო 0,20% ვერ გადალახა ბარიერი დამოუკიდებელი
2025 ადგილობრივი 0,28% მეცხრე ადგილი დამოუკიდებელი

პარტიის უმაღლესი ორგანოა ყრილობა. ყრილობებს შორის პარტიას მართავს პოლიტიკური საბჭო. პოლიტიკური საბჭოს წევრები არიან: კახა კუკავა (თავმჯდომარე), ზაზა ხატიაშვილი (თანათავმჯდომარე), კახა ლაფერიშვილი, თამარ ფაჩულია, ნანა ხომასურიძე, გია ნემსაძე, დავით ჭაბუკაშვილი, ლალი ფერაძე, დავით მოძღვრიშვილი, ზურაბ ჯინჯოლავა, მალხაზ ფილაური.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]