საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნები
‹ 1992 › | ||||
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები | ||||
28 ოქტომბერი 1990 | ||||
პარტია | მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო | საქართველოს სსრ-ის კომუნისტური პარტია | ||
პროცენტი | 54% | 29,6% | ||
მმართველი პარტია |
არჩეული პარტია | |||
საქართველოს კომუნისტური პარტია | მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო |
საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნები — საქართველოს სსრ-ში ჩატარებული პირველი და ერთადერთი მრავალპარტიული, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები. არჩევნების შედეგად არჩეულმა უზენაესმა საბჭომ აღადგინა საქართველოს დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს.
წინაპირობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არჩევნები უნდა ჩატარებულიყო მარტში. 1990 წლის 11-13 მარტს თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდა ეროვნული ძალების კონფერენცია, რომელმაც ბოიკოტი გამოუცხადა ოფიციალურ არჩევნებს. ხელისუფლება იძულებული გახდა არჩევნები გადაედო შემოდგომაზე. ამის შემდეგ მოხდა განხეთქილება საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომელიც დაიყო ზვიად გამსახურდიასა და გიორგი ჭანტურიას მომხრეებად. ჭანტურიას ირგვლივ გაერთიანებულმა ძალებმა სექტემბერში ჩაატარეს ალტერნატიული არჩევნები, რომელშიც 6 ბლოკი მონაწილეობდა, მაგრამ კენჭისყრის სამი რაუნდის შემდეგ ამომრჩევლების მხოლოდ 50,8%-მა მიიღო მონაწილეობა.
არჩევნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გამსახურდიას ირგვლივ გაერთიანებულმა ძალებმა შექმნეს საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“ და მოემზადნენ შემოდგომის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. პარტიები რეგისტრაციას გადიოდნენ 32-წევრიან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. საარჩევნო კომისიაშ ოპოზციური ორგანიზაციების წარმომადგენლები რაოდენობრივად აღემატებოდნენ მმართველი კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებს. არჩევნების მონიტორინგს აწარმოებდა 40-მდე საერთაშორისო დამკვირვებელი. არჩევნებში 11 სუბიექტი მონაწილეობდა, აქედან 6 პარტია და 5 ბლოკი. არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდათ საბჭოთა შეიარაღებული ძალებში მომსახურე პირებს, ასევე რეგიონულ პარტიებს, ამის გამო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პარტიებმა „აიდგილარამ“ და „ადამონ ნიხასმა“ ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნებს. არჩევნები ჩატარდა პარტიულ-პროპორციული (125 მანდატი) და ერთმანდატიანი მაჟორიტარული (125 მანდატი) შერეული საარჩევნო სისტემით. უზენაესი საბჭო აირჩეოდა 5 წლის ვადით. დაწესებული იყო 4%-იანი ბარიერი.
წინასაარჩევნო გარემო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წინასაარჩევნო პერიოდში ჩამოყალიბდა 5 საარჩევნო ბლოკი:
- „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“ (საქართველოს ჰელსინკის კავშირი-ეროვნული აღორძინება, სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოება, სრულიად საქართველოს მერაბ კოსტავას საზოგადოება, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი, საქართველოს ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირი, საქართველოს ეროვნულ-ლიბერალური კავშირი, საქართველოს ეროვნულ-ქრისტიანული პარტია);
- „თანხმობა, მშვიდობა, აღორძინება“( საქართველოს ეროვნული თანხმობისა და აღორძინების კავშირი, სრულიად საქართველოს მშვიდობის და თავისუფლების პარტია);
- „თავისუფლება“ (საქართველოს რესპუბლიკურ-ფედერალური პარტია, საქართველოს ლიბერალურ-დემოკრატიული ეროვნული პარტია, საქართველოს მწვანეთა პარტია, საქართველოს ეროვნული თანხმობის ასოციაცია, საქართველოს ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი);
- „დემოკრატიული საქართველო“ (ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, საქართველოს რესპუბლიკური პარტია, საქართველოს თავისუფალ დემოკრატთა კავშირი, ივანე ჯავახიშვილის საზოგადოება, არჩილ ჯორჯაძის საზოგადოება, საქართველოს დემოკრატიული სახალხო ფრონტი, საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების ეროვნული პარტია);
- „განთავისუფლება და ეკონომიკური აღორძინება“ (საქართველოს კონსტიტუციურ-დემოკრატიული პარტია, საქართველოს პროგრესულ-დემოკრატიული პარტია, საქართველოს შრომის პარტია).
შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 3 444 002 ადამიანი, აქედან მონაწილეობა მიიღო 2 406 742 ადამიანმა, ანუ ამომრჩეველთა 69,88%-მა. მიუხედავად ამისა, დაბალი იყო არჩევნებში მონაწილეობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიებში. მაგ. ქალაქ ცხინვალში ამომრჩევლების მხოლოდ 1,7%-მა მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა. არჩევნებში მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა ზვიად გამსახურდიას ბლოკმა „მრგვალი მაგიდა“
კანდიდატი | ხმების რაოდენობა % | მიღებული მანდატების რაოდენობა (მ.შ. პარტიული სიით) |
მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო | 54% | 155 (81) |
საქართველოს სსრ-ის კომუნისტური პარტია | 29,6% | 64 |
საქართველოს სახალხო ფრონტი | 12 | |
დემოკრატიული საქართველო | 4 | |
სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოება | 1 | |
განთავისუფლება და ეკონომიკური აღორძინება | 1 | |
დამოუკიდებელი კანდიდატები | 9 | |
ვაკანტური | 4 | |
სულ | 100% | 250 |
1990 წლის 14 ნოემბერს ჩატარდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველი სესია, რომელმაც უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად აირჩია ზვიად გამსახურდია.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯონსი ს., „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ = Georgia: A Political History of Independence, თბილისი: სოციალური მეცნიერებების ცენტრი, 2013 [2012]. — გვ. 69-71, ISBN 978-9941-0-5972-8.
|