საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასაქართველოს ეროვნული მოძრაობის საქმიანობის მთავარი მიზანი მეოცე საუკუნის 80-იან წლებში. მოძრაობა დასრულდა 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით და საბჭოთა კავშირიდან გასვლით.

წინარეისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯერ კიდევ 1953 წელს შეიქმნა ახალგაზრდული იატაკქვეშა ორგანიზაცია „გორგასლიანი“. სწორედ აქედან დაიწყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა. ამ პირველ, მაგრამ მეტად მნიშვნელოვან ნაბიჯს მოჰყვა ეროვნული მოძრაობის ხანგრძლივი და რთული გზა: ლიდერების დაპატიმრება, ბრძოლა ქართული ენისთვის 1978 წელს, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია, განხეთილება ეროვნულ მოძრაობაში და ბოლოს - 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველი მრავალპარტიული, დემოკრატიული არჩევნები.

არჩევნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Act of Georgian independence of 1991.jpg

იმავე წლის 28 ოქტომბრის პირველი მრავალპარტიული, დემოკრატიული და, რაც მეტად პრინციპული და მნიშვნელოვანია, - არასაბჭოთა საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას. არჩევნების შედეგებმა გადააჭარბა ყოველგვარ მოლოდინს: დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს საარჩევნო ბლოკის „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“ ორგანიზაციებმა. 1990 წლის 14 ნოემბერს ჩატარდა საქართველოს ახლადარჩეული უზენაესი საბჭოს პირველი სესია, რომელმაც უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად აირჩია ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღიარებული ლიდერი ზვიად გამსახურდია. ამავე სესიაზე გაუქმდა სახელწოდება „საქართველოს სსრ“ და ქვეყანას ეწოდა „საქართველოს რესპუბლიკა“, დამტკიცდა რესპუბლიკის ახალი ეროვნული ჰიმნი, სახელმწიფო დროშა და გერბი. საქართველოში გამოცხადდა გარდამავალი პერიოდი.

1991 წლის 31 მარტს საქართველოს რესპუბლიკაში ჩატარდა საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი ერთადერთი შეკითხვით „ხართ თუ არა თანახმა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“. საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა სარეფერენდუმო შეკითხვას გასცა დადებითი პასუხი.

დამოუკიდებლობის გამოცხადება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აუდიოჩანაწერი: ზვიად გამსახურდიას მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება

დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიღებულ იქნა 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე , რითაც საბჭომ პატივი მიაგო 9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა ნათელ ხსოვნას. სხდომაის დღის წესიგში შედიოდა ერთადერთი საკითხი, ეს იყო დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. სხდომაზე ორსაათიანი სიტყვით გამოვიდა ზვიად გამსახურდია, რომელმაც საკუთარ სიტყვაში ისაუბრა რსფსრ-ის მიერ 1920 წლის მოსკოვის ხელშეკრულების დარღვევაზე, 1921 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უკანონო ანექსიაზე, 1924 წლის აჯანყებაზე, 1989 წლის 9 აპრილზე და დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმზე. გამსახურდიას გამოსვლის შემდეგ უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ. სხდომას ასევე ესწრებოდნენ ქართველ-ებრაელთა ჯგუფი და ინგუშეთის ლიდერები. დარბაზში დაუკრეს ჰიმნი „დიდება“, თუმცა დარბაზში მყოფთაგან ცოტამ თუ იცოდა მისი ტექსტი. პარალელურად მიმდინარე ქართულ-ოსური ბრძოლების მიუხედავად ეს დღე საზეიმოდ აღინიშნა.

დამოუკიდებლობის გამოცხადებას არ დასწრებია დასავლეთის არცერთი სახელმწიფოს წარმოამდგენელი არ დასწრებია, დიდ სახელმწიფოებს არ უღარებიათ საქართველო დე იურედ იმავე წლის დეკემბრმდე, საბჭოთა კავშირის დაშლამდე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]