საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 2013

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 2013
საქართველოს დროშა
2008 ←
27 ოქტომბერი, 2013
→ 2018

  Prasidenten Margvelashvili (cropped).jpg David Bakradze.jpg 06-12-2019 Nino Burjanadze.png
კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი დავით ბაქრაძე ნინო ბურჯანაძე
პარტია ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობა დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო
მოსახლეობის ხმები 1 012 214 354 206 165 933
პროცენტულობა 62,12% 21,73% 10,18%

  ShalvaNatelashvili.jpg GiorgiTargamadze.jpg
კანდიდატი შალვა ნათელაშვილი გიორგი თარგამაძე
პარტია ლეიბორისტული ქრისტიან-დემოკრატები
მოსახლეობის ხმები 46 958 17 343
პროცენტულობა 2,88% 1,06%

პრეზიდენტი არჩევნებამდე

მიხეილ სააკაშვილი
ნაციონალური მოძრაობა

არჩეული პრეზიდენტი

გიორგი მარგველაშვილი
ქართული ოცნება

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 2013 — რიგით მეექვსე საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში. გაიმართა 2013 წლის 27 ოქტომბერს[1].

საფუძველი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ახალად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ძალაში შედის კონსტიტუციური შესწორება, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო 2012 წლის 15 ოქტომბერს. აღნიშნული შესწორების თანახმად იკვეცება პრეზიდენტის უფლებები პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის სასარგებლოდ[1]. არჩევნებში მონაწილეობის უფლება 3,537,249 ამომრჩეველს ექნება.

კანდიდატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არჩევნებში კენჭს 23 კანდიდატი იყრის.[2] არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქეობის არქონის გამო. არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ჰქნდა მოქმედ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს.

ნომერი კანდიდატი პარტია
1 თამაზ ბიბილური დამოუკიდებელი
2 გიორგი ლილუაშვილი დამოუკიდებელ
3 სერგო ჯავახიძე დამოუკიდებელი
4 კობა დავითაშვილი ხალხის პარტია
5 დავით ბაქრაძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
6 აკაკი ასათიანი დამოუკიდებელი
7 ნინო ჭანიშვილი დამოუკიდებელი
8 თეიმურაზ ბობოხიძე დამოუკიდებელი
9 შალვა ნათელაშვილი ლეიბორისტული პარტია
10 გიორგი თარგამაძე ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა
11 ლევან ჩაჩუა დამოუკიდებელი
12 ნესტან კირთაძე დამოუკიდებელი
13 გიორგი ჩიხლაძე დამოუკიდებელი
14 ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო
15 ზურაბ ხარატიშვილი დამოუკიდებელი
16 მიხეილ-გელა სალუაშვილი დამოუკიდებელი
17 ქართლოს ღარიბაშვილი დამოუკიდებელი
18 მამუკა ჭოხონელიძე დამოუკიდებელი
19 ავთანდილ მარგიანი დამოუკიდებელი
20 ნუგზარ ავალიანი საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია
21 მამუკა მელიქიშვილი დამოუკიდებელი
22 თეიმურაზ მჟავია დამოუკიდებელი
41 გიორგი მარგველაშვილი ქართული ოცნება

წინასაარჩევნო რეიტინგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინასაარჩევნო კვლევები ჩაატარა ამერიკულმა ორგანიზაციამ ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 2013 წლის ივნისსა და სექტემბერში. ივნისის კვლევის მიხედვით ლიდერობდა „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი 29%-ით. მეორე ადგილს იკავებდა დავით ბაქრაძე (ენმ) 10%-ით.[3]NDI-მ მეორე კვლევა ჩაატარა 2013 წლის სექტემბერში. შედეგები ასეთი იყო: (1) გიორგი მარგველაშვილი 39%, (2) დავით ბაქრაძე 19% (3) ნინო ბურჯანაძე 7%.[4]

სექტემბერში საკუთარი კვლევა გამოაქვეყნა Greenberg Quinlan Rosner-მა. კვლევის მიხედვით გიორგი მარგველაშვილის რეიტინგი შეადგენდა 43%-ს, დავით ბაქრაძის - 22%-ს, ხოლო ნინო ბურჯანაძის 8%-ს[5] იმავე ორგანიზაციის ოქტომბრის კვლევით მარგველაშვილის რეიტინგი შეადგენდა 48%-ს, ხოლო ბაქრაძისა 23%-ს.[6]

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 46,96%-მა, რაც წინა საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია.

კანდიდატი ხმების რაოდენობა %
გიორგი მარგველაშვილი 1 012 214 62,12%
დავით ბაქრაძე 354 206 21,73%
ნინო ბურჯანაძე 165 933 10,18%
შალვა ნათელაშვილი 46 958 2,88%
გიორგი თარგამაძე 17 343 1,06%

შეფასება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არჩევნები დადებითად შეაფასეს როგორც მონაწილე სუბიექტემბმა, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა. არჩევნები მშვიდ და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობდა[7]. ენმ-ის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ და მოქმედმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა გამარჯვება მიულოცეს გიორგი მარგველაშვილს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Key Points of Newly Adopted Constitution დაარქივებული 2013-04-19 საიტზე Wayback Machine. . Civil Georgia
  2. ცესკო-მ კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი პრეზიდენტობის 29 მსურველს უთხრა ჟურნალი „ტაბულა“ ოთხშაბათი, 18 სექტემბერი, 2013
  3. NDI–ის კვლევის თანახმად, ქართული ოცნება და მისი საპრეზიდენტო კანდიდატი პოლიტიკურ რეიტინგებში არათანაბრად ლიდერობენ დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. . სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 ივლ.'13 / 13:54
  4. NDI-ის კვლევა: მარგველაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის 39%-ით ლიდერობს, შემდეგ მოდის ბაქრაძე 18%-ით სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 სექ.'13 / 12:10
  5. Greenberg, Quinlan, Rosner Research-ის თანახმად, გამოკითხულთა 43 % მარგველაშვილს უჭერს მხარს ჟურნალი „ლიბერალი“ 04.10.2013
  6. "საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, მაღალი ალბათობით, აუცილებელი იქნება" ჟურნალი „ლიბერალი“ 24 ოქტომბერი 2013
  7. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიში