საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 2002

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები (2002)ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები საქართველოში, რომელიც გაიმართა 2002 წლის 2 ივნისს. არჩევნების პოლიტიკური დატვირთვა მაღალი იყო, რადგან ის წარმოადგენდა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების გენერალურ რეპეტიციას.

არჩევნების წესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არჩევნები გაიმართა სოფლებში, თემებში, დაბებში და ქალაქებში. არჩეულ იქნა საკრებულოები, ასევე მერები და გამგებლები პირდაპირი წესით, გარდა თბილისისა და ფოთისა. ამ ქალაქებში მერს ნიშნავდა საქართველოს პრეზიდენტი. ეს იყო საქართველოს ისტორიაში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველი შემთხვევა ქალაქების მერების პირდაპირ არჩევისა. საკრებულოების არჩევნები ჩატარდა მაჟორიტარული წესით, მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებში.

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისში საარჩევნო ბარიერი 7–მა პოლიტიკურმა სუბიექტმა გადალახა. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო მოქალაქეთა 46%-მა. მმართველმა პარტიამ, მოქალაქეთა კავშირმა ხმათა 2,5% მიიღო და ვერ მოხვდა 49-წევრიან თბილისის საკრებულოში. ყველაზე მეტი ხმა მიიღეს:

საქართველოს მასშტაბით წარმატებას მიაღწია ახალი მემარჯვენეების პარტიამ, რომელმაც მოიგო არჩევნები საქართველოს თვითმმართველი ერთეულების უმრავლესობაში, მათ შორის საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქში – ქუთაისში, სადაც მერად აირჩიეს მემარჯვენე ნუგზარ ფალიანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში 1991-2014“, გვ. 52-53 თბილისი, 2015