საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 1991
‹ ![]() | ||||
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები | ||||
26 მაისი 1991 | ||||
![]() |
||||
პრეზ. კანდიდატი | ზვიად გამსახურდია | ვალერიან ადვაძე | ||
პარტია | მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო | |||
მოსახლეობის ხმები | 2 565 362 | 240 243 | ||
პროცენტი | 86,41% | 8,1% | ||
მოქმედი პრეზიდენტი |
არჩეული პრეზიდენტი | |||
ზვიად გამსახურდია |
საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 1991 — პირველი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. გაიმართა 1991 წლის 26 მაისს. არჩევნებში გაიმარჯვა ზვიად გამსახურდიამ დიდი უპირატესობით, ხმათა 86%-ით.
წინაპირობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობა შემოღებულ იქნა 1991 წლის 14 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ ზვიად გამსახურდიას მოთხოვნით. იმავე დღეს უზენაესმა საბჭომ რეპუბლიკის პრეზიდენტად აირჩია გამსახურდია. პირველი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა 1991 წლის 26 მაისს. ამომრჩეველთა რაოდენობა იყო 3 594 810. არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლებოდა თუ მასში მონაწილეობას მიიღებდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის უმრავლესობა. არჩეულად ჩაითვლებოდა ის კანდიდატი, რომელიც მიიღებდა არჩევნებში მონაწილეთა საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტის მხარდაჭერას.
შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2 978 247 ამომრჩეველმა. საპრეზიდენტო არჩევნები დაუბრკოლებლად ჩატარდა აფხაზეთის ასსრ-შიც[1].
კანდიდატი | ხმების რაოდენობა | % |
ზვიად გამსახურდია | 86,41[2] | |
ვალერიან ადვაძე | 8,1[2] | |
ჯემალ მიქელაძე | 1,58 | |
ნოდარ ნათაძე | 1,14 | |
ირაკლი შენგელაია | 0,88 | |
თამაზ კვაჭანტირაძე | 0,25 |
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №94, 28 მაისი, 1991
- ↑ 2.0 2.1 ჯონსი ს., „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ = Georgia: A Political History of Independence, თბილისი: სოციალური მეცნიერებების ცენტრი, 2013 [2012]. — გვ. 89, 218, ISBN 978-9941-0-5972-8.
|