საქართველოს რეფერენდუმი (2003)
საქართველოს რეფერენდუმი (2003) — რეფერენდუმი საქართველოში, რომელიც გაიმართა საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, 2003 წლის 2 ნოემბერს.
რეფერენდუმი დანიშნა საქართველოს პრეზიდეტმა ედუარდ შევარდნაძემ კონსტიტუციის თანახმად, ამომრჩეველთა ხელმოწერების საფუძველზე. რეფერენდუმის კითხვა იყო, სურდათ თუ არა საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს პარლამენტის წევრების რაოდენობის შემცირება 235-დან 150-მდე. რეფერენდუმის მონაწილეთა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა შეკითხვას.
ვარდების რევოლუციის შემდეგ რეფერენდუმის შედეგები ძალაში დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ გაუქმებულად ჩაითვალა 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები. შედეგები ძალაში შევიდა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებითვის.
2011 წელს საქართველოს ხელისუფლებამ წამოაყენა ინიციატივა, რომელიც ეწინააღმდეგება რეფერენდუმით მიღებულ გადაწყვეტილებას. ხელისუფლება ეჭვქვეშ აყენებს 2003 წელს ჩატარებული რეფერენდუმის კანონიერებას. ინიციატივა გულისხმობს საქართველოს პარლამენტის დეპუტატთა რაოდენობის 150-დან 190-მდე გაზრდას.[1] წინადადებას გააკრიტიკეს არასამათავრობო ორგანიზაციებმა და ოპოციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა.[2]
შედეგი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გადაწყვეტილება | ხმების რაოდენობა | % |
---|---|---|
მომხრე | 1 590 309 | 89,61 |
წინააღმდეგი | 184 209 | 10,39 |
დაზიანებული/ცარიელი ბიულეტენები | 123 466 | – |
ჯამში | 1 904 105 | 100 |
რეგისტრირებული ამომრჩევლები/აქტივობა | 3 178 593 | 63,89 |
წყარო: http://www.sudd.ch/event.php?lang=en&id=ge012003 |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოში საპარლამენტო არჩევნები და რეფერენდუმი ტარდება, სივილ ჯორჯია, / 2 ნოე.'03 / დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|