ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი | |
---|---|
დაფუძნდა | 1930 |
ტიპი | სსიპ |
რექტორი | როლანდ კოპალიანი |
მისამართი | თამარ მეფის ქ. |
ქალაქი | ქუთაისი |
ქვეყანა | საქართველო |
მეტსახელი | აწსუ |
კავშირები | ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო კავშირი[1] |
Atsu.edu.ge |
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აწსუ) — უმაღლესი სასწავლებელი საქართველოში, მდებარეობს ქუთაისში. უნივერსიტეტი ფაქტობრივად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიაღში ჩამოყალიბდა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1918 წელს დაარსებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხელისუფლებამ 1930 წელს გააუქმა და მის ბაზაზე ოთხი დამოუკიდებელი უმაღლესი სასწავლებელი შექმნა. ერთ-ერთი მათგანი იყო სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, რომელიც 1930-1933 წლებში თბილისში ფუნქციონირებდა. 1933 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლავ აღდგა, ხოლო პედაგოგიური ინსტიტუტი ქუთაისში გადაიტანეს. 1933-1990 წლებში ალექსანდრე წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სტატუსით არსებობდა. 1990 წლის 3 სექტემბერს უმაღლესი სასწავლებელი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტად გარდაიქმნა. 1974 წლიდან არსებობდა ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ნ. მუსხელიშვილის სახელობისა, რომელიც შემდგომ ქუთაისის ტენიკურ უნივერსიტეტად გარდაიქმნა. 2006 წელს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდა და ეწოდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.[2].
უნივერსიტეტში წარმატებით მოღვაწეობდნენ და ლექციებს კითხულობდნენ: გიორგი ახვლედიანი (1887-1973), ალექსანდრე ბარამიძე (1902-1994), კოტე ბაქრაძე (1898-1970), ივანე ბერიტაშვილი (1884-1974), ნიკო ბერძენიშვილი (1894-1965), ანგია ბოჭორიშვილი (1902-1982), ლევან გოკიელი (1901-1975), ვარლამ თოფურია (1900-1966), ივანე კაჭარავა (1894-1977), კორნელი კეკელიძე (1879-1962), ნიკო კეცხოველი (1897-1982), მათე მირიანაშვილი (1906-1975), შალვა ნუცუბიძე (1888-1969), მიხეილ საბაშვილი (1900-1979), დიმიტრი უზნაძე (1886-1950), ალექსანდრე ფრანგიშვილი (1907-1989), სიმონ ყაუხჩიშვილი (1895-1981), აკაკი შანიძე (1887-1987), ვასილ ჩანტლაძე (1904 -1995), არნოლდ ჩიქობავა (1898-1985) და სხვა.
რექტორთა სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალექსანდრე წულუკიძის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ღენტორ რუხაძე 1933
- დავით გვაზავა 1933-1935
- ალექსანდრე პაპავა 1935-1936
- დავით დოლიძე 1936- 1937
- ნესტორ მექვაბიშვილი 1937
- ლუკა ჭელიძე 1937-1962
- ივანე გოშხეთელიანი 1962-1965
- კონსტანტინე მეძველია 1965-1973
- გივი ჩხაიძე 1974-1978
- ოთარ ბაკურაძე 1978-1986
- ნანული კაკაურიძე 1986-1990
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნანული კაკაურიძე 1990-1991
- მაგალი თოდუა 1991-1995
- ავთანდილ ნიკოლეიშვილი 1996-2005
- გიორგი ონიანი 2005-2006
ქუთაისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნოდარ ვალიშვილი 1973–1989
- არჩილ კოსტავა 1989–1993
ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- არჩილ კოსტავა 1993–2001
- ამირან ხვადაგიანი 2001-2006
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გიორგი ონიანი 2006-2010
- გიორგი ღავთაძე 2011-2018
- როლანდ კოპალიანი 2019-2023
- შალვა კირთაძე 2023-დან
ფაკულტეტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2019 წლის მონაცემებით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა შესაძლებელია შემდეგ ფაკულტეტებზე[3]:
- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
- პედაგოგიური ფაკულტეტი
- ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებთა ფაკულტეტი
- ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
- მედიცინის ფაკულტეტი
- საინჟინრო ტექნიკური ფაკულტეტი
- საინჟინრო ტექნოლოგიური ფაკულტეტი
- აგრარული ფაკულტეტი
- საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 572.