ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
Bakı Dövlət Universiteti
დაფუძნდა 1919
ტიპი საჯარო
თანამშრომელი 1300
რექტორი აბელ მაჰარამოვი
მდებარეობა ბაქო, აზერბაიჯანი
საიტი www.bsu.edu.az

ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (აზერ. Bakı Dövlət Universiteti) — უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აზერბაიჯანში. დაარსდა 1919 წელს მამედ ემინ რასულზადეს მიერ.

უნივერსიტეტში 13 ფაკულტეტია რომელზეც 22000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში შედის აგრეთვე გამოყენებითი მათემატიკის და ფიზიკური პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, საგამოფენო ცენტრი, 5 მუზეუმი, ბიბლიოთეკა და გამომცემლობა.

უნივერსიტეტში 121 კათედრაა, მათ შორის საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, 37 სამეცნიერო-კვლევითი და სამეცნიერო ლაბორატორია და სხვა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსიტეტის გერბი

1919 წლის 1 სექტემბერს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის სხდომაზე მიღებული იქნა კანონი ბაქოში სახელმწიფო უნივერსიტეტის შექმნის თაობაზე — ახალი სასწავლო დაწესებულება შეიქმნა ევროპისა და აზიის კვეთაზე. უნივერსიტეტი დაარსდა 4 ფაკულტეტით (ისტორიულ-ფილოლოგიური, ფიზიკა- მათემატიკიკური, სამართალსა და მედიცინის ფაკულტეტები). უნივერსიტეტის პირველი რექტორი იყო ცნობილი ქირურგი ვ. რაზუმოვსკი.

1920 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტი გაიხსნა სამედიცინო და ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტთა საფუძველზე. 1924 წელს მას აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაერქვა.1930 წელს უნივერსიტეტი რამდენიმე დამოუკიდებელ ინსტიტუტად გარდაიქმნა. 1934 წელს უნივერსიტეტი აღდგენილი იქნა როგორც აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მას ს.კიროვის სახელი დაერქვა.

დიდი სამამულო ომის დროს, ბევრი პროფესორის და მასწავლებლის არარსებობის მიუხედავად, უნივერსიტეტი მაინც წინარე პოზიციაზე დარჩა. 1945 წელს უნივერსიტეტის მეცნიერებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ორგანიზაციაში. აზერბაიჯანის რესპუბლიკის უმაღლესი სასწავლებლების უმრავლესობა, მათ შორის, აზერბაიჯანის სამედიცინო უნივერსიტეტი, აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი, აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი და სხვები დაარსდა ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე. მან თავისი 50 წლის იუბილე 13 ფაკულტეტით აღნიშნა.

ჩარიცხვა და სწავლის საფასური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდენტების ჩარიცხვა ხდება გამოცდების საფუძველზე. არსებობს უფასო და ფასიანი ფაკულტეტები. საბაკალავრო სწავლების ღირებულება 3000 აშშ დოლარზე ნაკლებია[1].

უნივერსიტეტის შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სტუდენტთა რაოდენობა 22 ათასს შეადგენს, მათ შორის არიან უცხოელები (სტუდენტების საერთო რაოდენობის 3%). პროფესორთა რიცხვი თითქმის 1400 ადამიანია. სტუდენტებს სთავაზობენ სხვადასხვა პროგრამებს საერთაშორისო გაცვლისთვის.

უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

უნივერსიტეტს 4 კორპუსი აქვს. საგანმანათლებლო დაწესებულებას გააჩნია საკუთარი ბიბლიოთეკა და სპორტული ობიექტები. უნივერსიტეტს ასევე აქვს გამომცემლობა, სადაც სამეცნიერო ნაშრომები, სხვადასხვა ლიტერატურა და გაზეთი „ბაქოს უნივერსიტეტი“ გამოიცემა, რომელიც აღწერს სტუდენტის ცხოვრებასა და უნივერსიტეტის სასწავლო საქმიანობას. საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს საკუთარი სპორტული კომპლექსი და პოლიკლინიკა. უნივერსიტეტი ევროპის უნივერსიტეტის ასოციაციის (EUA) შემადგენლობაში შედის[2].

განათლების სისტემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროპის განათლების სისტემაში ინტეგრირების მიზნით, უნივერსიტეტმა გადაანაცვლა სამწლიანი განათლებაზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა). საბაკალავრო დონეზე სწავლების დასრულებულის შემდეგ  დიპლომის დაცვა ხდება. მაგისტრატურაში სწავლება მთავრდება სამაგისტრო ნაშრომის დაცვით. უნივერსიტეტში სტუდენტთა ცოდნა შეფასებულია ას ქულიანი საკრედიტო სისტემით.

დოქტორანტურა დასრულებულად ითვლება დისერტაციის დაცვითა და მეცნიერების კანდიდატის ხარისხის მინიჭებით.

მეორე უმაღლესი განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე უმაღლესი განათლება შეიძლება მიღებულ იქნას ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კონკურსში ინდივიდუალურ მოქალაქეებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით. ისინი, ვინც წარმატებით გაივლიან გასაუბრებას მეორე უმაღლესი განათლების მისაღებად ირიცხებიან უნივერსიტეტში. სწავლება ფასიანია[3].

სპეციალობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსიტეტში ეუფლებიან შემდეგ სპეციალობას:

რეიტინგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წელს, „აზერბაიჯანის რესპუბლიკის ექსპერტთა ჯგუფის“ სააგენტომ უნივერსიტეტს მიანიჭა რეიტინგი „D”, რაც ნიშნავს „მისაღები დონის“ კურსდამთავრებულებს[4].

ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი აზერბაიჯანის ეროვნული რეიტინგის მეორე რიგშია.

რეიტინგში „QS World University Rankings-2011“ ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი შევიდა მსოფლიოს 700 უნივერსიტეტების სიაში[5].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]