პორტ-ო-პრენსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
პორტ-ო-პრენსი
Port-au-Prince
პორტ-ო-პრენსის მდიდარი გარეუბანი პეტიონვილი
პორტ-ო-პრენსის მდიდარი გარეუბანი პეტიონვილი
ქვეყანა ჰაიტის დროშა ჰაიტი
კოორდინატები 18°32′ ჩ. გ. 72°20′ დ. გ. / 18.533° ჩ. გ. 72.333° დ. გ. / 18.533; -72.333
ქალაქის მერი ჟან-ივ ჟასონი
დაარსდა 1749
მოსახლეობა 1,082,800 კაცი (2007)
აგლომერაცია 1,728,100
დროის სარტყელი UTC+5

პორტ-ო-პრენსი მდებარეობა ჰაიტი

Red pog.svg
პორტ-ო-პრენსის ხედი კოსმოსიდან
პორტ-ო-პრენსის ერთ-ერთი ღარიბი უბანი

პორტ-ო-პრენსი (კრეოლ. Pòtoprens, ფრანგ. Port-au-Prince) – ჰაიტის რესპუბლიკის დედაქალაქი და უდიდესი აგლომერაცია 1,9 მილიონიანი მოსახლეობით (2003). ბოლო აღწერის შემდეგ მოსახლეობის სწრაფი ზრდა შეინიშნება ქალაქის შემოგარენის უღარიბეს კვარტლებში, რამაც პორტ-ო-პრენსის აგლომერაციის მოსახლეობა თითქმის 3 მილიონამდე გაზარდა. ქალაქი მდებარეობს გონავის ყურის უბეში, 18°32′N 72°20′W კოორდინატთა გადაკვეთაზე. ქალაქის ლანდშაფტი ამფითეატრის მსგავისა: კომერციული კვარტლები წყალთან ახლოსაა, ხოლო საცხოვრებელი უბნები კი ახლომდებარე მთების ფერდობებზეა შეფენილი.

ისტორია[რედაქტირება]

კოლუმბის ჩამოსვლამდე რეგიონი, რომელიც ამჟამად პორტ-ო-პრენსს უჭირავს ადამიანთა რაიმე მუდმივი დასახლების ადგილი არ ყოფილა. XV საუკუნის ბოლოსთვის რეგიონი ამერინდიელთა მმართველის, სახელად ბოჰეჩიოს, გავლენის ქვეშ ყოფილა, და მას, ისევე როგორც მის წინამორბედთ, ვერ გაუბედავს სანაპიროსთან ახლოს ჩამოსახლება, ვინაიდან სანაპირო ზოლი კარიბების (მეზობელ კუნძულთა მცხოვრები ტომები) ხშირი თავდასხმების სამიზნე ყოფილა. სამოსახლოს მაგივრად ეს რეგიონი სანადირო მიწად იყო მიჩნეული.

ეკონომიკა[რედაქტირება]

ქალაქის მთავარი ექსპორტი ყავა და შაქარია, თუმცა წარსულში გაცილებით მეტი პროდუქციით ვაჭრობდა, მათ შორის ძირითადად ფეხსაცმლითა და ბეისბოლის ბურთებით. პორტ-ო-პრენსში რამდენიმე საკვებ-გადამმუშავებელი წარმოებაა, საპნის, ტექსტილისა და ცემემენტის ქარხნებთან ერთად. ქალაქი ასევე ეყრდნობა ტურიზმის ინდუსტრიასა და სამშენებლო კომპანიებს.

თუმცა ოფიციალური მონაცემებით უმუშევრობა პორტ-ო-პრენსში ძალიან მაღალია, შეუძლებელია არ შენიშნო ქალაქის ქუჩებში საქმიანად მოფუსფუსე ადამიანთა რაოდენობა, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ მოსახლეობა ძირითადად არასაკმარისადაა დასაქმებული. განსაკუთრებით თვალშისაცემია ქუჩაში მოვაჭრეთა რაოდენობა. სიმონ ფასის კვლევაში: ”ჰაიტის პოლიტიკური ეკონომიკა: გადარჩენის დრამა”, ის ასკვნის, რომ ფაქტობრივად პორტ-ო-პრენსის ღარიბ უბნებში თითქმის არავინაა დაუსაქმებელი, ვინაიდან ამგვარად ვერცერთი მათგანი გადარჩებოდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]