ვიკიპედიიდან
| ქალაქი
ლოს-ანჯელესი
Los Angeles
| ქვეყანა |
აშშ |
| შტატი |
კალიფორნია |
| ქაუნთი |
ლოს-ანჯელესი (ქაუნთი) |
| კოორდ. |
34°03′″N 118°15′″W / <span class="geo-dec geo" title="რუკები, სატელიტური ფოტოები და სხვა მონაცემები Expression error: Unexpected / operator Expression error: Unexpected / operator-სთვის">Expression error: Unexpected / operator, Expression error: Unexpected / operator |
| შიდა დაყოფა |
15 უბანი |
| ქალაქის მერი |
ანტონიო ვილარაიგოსა |
| დაარსდა |
1781 |
| ქალაქი |
1850 წლიდან |
| ფართობი |
1,290.6 კმ² |
| ცენტრის სიმაღლე |
71 მ |
| მოსახლეობა |
3,849,378 კაცი (2006) |
| სიმჭიდროვე |
3,168 კაცი/კმ² |
| აგლომერაცია |
17.545.623 |
| დროის სარტყელი |
UTC-8, ზაფხულში UTC-7 |
| ტელ. კოდი |
213, 310, 323, 424, 661, 818 |
| ინდექსი |
90001-90068, 90070-90084,
90086-90089, 90091, 90093-90097,
90099, 90101-90103,
90174, 90185, 90189 |
| საიტი |
http://www.lacity.org |
|
ქალაქი ლოს-ანჯელესი, შემოკლებით ელ-ეი (LA), ანგელოზთა ქალაქი, კალიფორნია, მოსახლეობით აშშ-ის სიდიდით მეორე ქალაქია ნიუ-იორკის შემდეგ. ქალაქის სტატუსი მიენიჭა 1850 წლის 4 აპრილს და ამავე სახელწოდების ქაუნთის ადმ. ცენტრია. 2000 წლის ცენზის მიხედვით მისი მოსახლეობა შეადგენდა 3,69 მილიონს, თუმცა 2004 წლის 1 ივლისის აღწერით ქალაქის მოსახლეობამ 3,85 მილიონს მიაღწია, ქაუნთის საერთო 10 მილიონი მცხოვრებიდან. ქალაქი სამხრეთ კალიფორნიის ურბანული აგლომერაციების ცენტრი და უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მისი ფართობია 1200 კვ.კმ, რითაც ის ნიუ-იორკს და ჩიკაგოს აღემატება.
ლოს-ანჯელესი ქვეყნის ერთ-ერთი კულტურული, ეკონომიკური, სამეცნიერო და გართობის ცენტრია. ქალაქი ასევე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კოსმოპოლიტი ადგილია, ისევე როგორც შემოქმედების ავანგარდი, სადაც თავს იყრის დედამიწის ფაქტიურად ყველა ერის წარმომადგენელი. აქ ჩამოსულ ადამიანებს ყოველთვის ხიბლავდა ქალაქის საამური კლიმატი, ცხოვრების ცოცხალი ცხოვრების რიტმი, უდიდესი ენერგია, წყნარ ოკეანეზე მთავარი გასასვლელის სტატუსი და ”ამერიკული ოცნების” განხორციელების შესაძლებლობანი. 1932 და 1984 წლებში ლოს-ანჯელესი ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობდა. დავამატებ რომ Los Angeles-ის ყველაზე კრიმინალური უბნებია Compton-ი Watts-ი და inglewood-ი და ყველაზე კრიმინალური დაჯგუფება კი Bloods-ი!!! BY: CHIVA