ცეცხლოვანი მიწა
ვიკიპედიიდან
ცეცხლოვანი მიწა (ესპ. Tierra del Fuego), არქიპელაგი სამხრეთ ამერიკის სამხრეთ დაბოლოებასთან, რომლისგანაც გამოყოფილია მაგელანის სრუტით. აღმოსავლეთი ნაწილი ეკუთვნის არგენტინას, დასავლეთი — ჩილეს. ფართობი დაახლოებით 72 ათასი კმ² (მთავარი კუნძულია ცეცხლოვანი მიწა, ანუ ისლა გრანდე, ფართობი 48 ათასი კმ²). კუნძულ ჰორნზე არის ამავე სახელწოდების კონცხი (სამხრეთ ამერიკის უკიდურესი სამხრეთი წერტილი). ცეცხლოვანი მიწის ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი ნაწილის რელიეფი ბორცვიანი ვაკეა, დასავლეთი და სამხრეთი ნაწილი ანდების ძლიერ დაქუცმაცებული მთებია. ჰავა ზომიერია, ოკეანური ტყე და მდელოსტეპის მცენარეულობა. არის ტორფიანი ჭაობები. მისდევენ მეცხვარეობას, მეთევზეობას. იღებენ ნავთობსა და აირს. მთავარი დასახლებული პუნქტია უშუაია (არგენტინა) და პორვენირი (ჩილე). ცეცხლოვანი მიწა აღმოაჩინა ფერნანდო მაგელანმა 1520 წელს.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 11, გვ. 205, თბ., 1987
- Patagonia Expedition Race

