ინდიელები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამერიკის მაცხოვრებლები ევროპელების მოსვლამდე.
სქემის განმარტებები: ტომების კუთვნილება. 1. ალეუტები 2. კოლოში 3, 4. ინუიტები (ესკიმოსები, ქალი და მამაკაცი) 5. კოვიჩინები (ვანკუვერის რაიონი) 6. კროუ 7. შავფეხებიანები 8. ოჯიბვე 9, 10. პაიუტები (ქალი და მამაკაცი) 11. შოშონები 12. სიუ 13. პაუნი 14. მანდანები 15. აპაჩები 16. პუებლო 17. აცტეკები (მექსიკა) 18. მაიპურე 19. კამბება 20, 21. ბოტოკუდები (ქალი და მამაკაცი) 22, 23. ტუკუნა (ქალი და მამაკაცი) 24. მირანია 25. პერუანელი სერო-დე-პასკოდან 26. ჩილიელი-კრეოლი ჩილოეს რაიონიდან 27. კეჩუა 28. აბიპონები 29. მოხო (ბოლივია) 30. ტეუელჩე (არგენტინა) 31. პატაგონელი 32. არაუკანელი 33. ცეცხლმიწიანები.
ჩრდილოეთ ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის ენობრივი რუკა

ინდიელებიამერიკის წითელკანიანი აბორიგენი ტომები (ესკიმოსებისა და ალეუტების გარდა); ყველაზე მრავალრიცხოვანი ხალხებია — კეჩუა, აიმარა, აცტეკები, მაია, გუარანი, არაუკანები და სხვ. ევროპული კოლონიზაციის გამო მრავალი ტომი განადგურებულ იქნა სრულად ან ნაწილობრივ, ან გასახლებული სხვა ტერიტორიებზე. აშშ-სა და კანადაში ისინი ძირითადად რეზერვაციებში ცხოვრობენ, ბოლივიასა და გვატემალაში მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენს.

ინდიელები-საერთო სახელწოდება ამერიკის აბორიგენი მოსახლეობისა (ალეუტების და ესკიმოსების გარდა). სახელწოდება წარმოიშვა პირველი ევროპელი ზღვით მოგზაურების (ქრისტეფორე კოლუმბის და სხვების)მცდარი წარმოდგენიდან, რომლებსაც ეგონათ, რომ ატლანტის ოკეანეში მდებარე ინდოეთის მიწა აღმოაჩინეს. ანთროპოლოგიურად ინდიელები ამერიკანოიდულ რასას მიეკუთვნებიან. დაახლოებით, ამერიკაში ინდიელთა საერთო რაოდენობა 30 მლნ-ზე მეტია (1960-ანი წლების შეფასებით). 21-ე საუკუნის დასაწყისში მათმა საერთო რაოდენობამ 60 მლნ-ს გადააჭარბა, ხოლო ე.წ „დეტრიბალიზებული“ (ინდიელები, რომლებმაც ტომური ნიშნები დაკარგეს) ინდიელების აღწერის ჩათვლით, დაახლოებით 75 მლნ-ს აჭარბებს. ამჟამად ინდიელების სახელწოდება ათასამდე სხვადასხვა ხალხს აერთიანებს, XV ს-ის ბოლოს კი ასეთი ხალხების რაოდენობა დაახლოებით 2200 იყო.

  • ენა: ლაპარაკობენ თავის ენებზე, დიდ ნაწილი ასევე ესპანურად (ლათინურ ამერიკაში) და ინგლისურად (ჩრდ. ამერიკაში).
  • მორწმუნეები: კათოლიკეები, პროტესტანტები, არიან აგრეთვე სინკრეტული კულტებისა და ტრადიციული რწმენების მიმდევრები.

ინდიელები იყოფიან ე.წ. ამერინდიურ ეთნოლინგვისტურ ოჯახებად: ალგონკინურ-მოსური, ანდო-ეკვატორული, აცტეკურ-ტანური, ჟე-პანო-კარიბული, ხოკა-სიუ, მაკრო-ოტომანგუა, მაკრო-ჩიბჩა, ნა-დენე, პენუტური, ტარასკული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: