აიმარა (ხალხი)
აიმარა — ადგილობრივი ეთნიკური ჯგუფი სამხრეთ ამერიკაში, ანდების მთების ალტიპლანოს რეგიონში. დღეისათვის მათი რიცხვი 2 მილიონია და ცხოვრობენ ბოლივიაში, პერუსა და ჩილეში. ისინი ამ რეგიონში ჯერ კიდევ იმ დროიდან სახლობენ, სანამ აქ ინკები, ხოლო მოგვიანებით ესპანელები მოვიდოდნენ.
აიმარას ხალხი XV საუკუნის ბოლოს, ინკების იმპერატორმა უაინა კაპაკმა დაიპყრო. მიუხედავად იმისა, რომ ამის შემდეგ აიმარა ინკების მნიშვნელოვან გავლენას განიცდის, ინკების იმპერიაში მათ გარკვეულ დონეზე ავტონომია ჰქონდათ შენარჩუნებული. დადასტურებულია, რომ ეს ხალხი ყველაზე დიდი რაოდენობით ცენტრალურ პერუში იყო წარმოდგენილი, მაგრამ ესპანელების მოსვლის შემდეგ, მათმა ძირითადმა ნაწილმა თანამედროვე ბოლივიის ტერიტორიაზე გადაინაცვლა.
დღეს არსებული აიმარას ხალხის უდიდესი ალტიპლანოში, ნაწილი ტიტიკაკას ტბის აუზში ცხოვრობს. აიმარას უდიდესი ურბანული ცენტრია ქალაქი ელ-ალტო ლა-პასის სიახლოვეს, სადაც 750 000 აიმარა ცხოვრობს.